პოლიტიკა
კონფლიქტები

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის შანსი აფრიკელი ბავშვების გაუპატიურების საქმესთან ნულთან მიახლოებულია" - ჩიორა თაქთაქიშვილი ამაზრზენ დანაშაულზე
"ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის შანსი აფრიკელი ბავშვების გაუპატიურების საქმესთან ნულთან მიახლოებულია" - ჩიორა თაქთაქიშვილი ამაზრზენ დანაშაულზე

30 აპ­რილს ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ქარ­თვე­ლი და ფრან­გი ჯა­რის­კა­ცე­ბი ცენ­ტრა­ლურ აფ­რი­კა­ში გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში არი­ან ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი. მომ­ხდარს სა­კუ­თა­რი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მელ­მაც შემ­თხვე­ვა ქარ­თუ­ლი ჯა­რის დის­კრე­დი­ტა­ცი­ად მი­იჩ­ნია:

"გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ ცენ­ტრა­ლურ აფ­რი­კა­ში ფრან­გი ჯა­რის­კა­ცე­ბის მი­მართ არ­სე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბე­ბის ქარ­თვე­ლებ­ზე გად­მობ­რა­ლე­ბით!

ელე­მენ­ტა­რუ­ლი ღია წყა­რო­ე­ბის გა­და­მოწ­მე­ბი­თაც კი ცხა­დია, რომ ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შან­სი ამ ამაზ­რზენ და­ნა­შა­ულ­ში ნულ­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლია. საფ­რან­გე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მხა­რეც ადას­ტუ­რებს, რომ არა­ვი­თა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. მა­შინ, რა­ტომ ვი­გებთ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმ რა­კურ­სით, რაც მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი ჯა­რის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ისა­ხავს მიზ­ნად?

რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი ინ­ტერ­ნე­ტი­დან, რაც ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მო­ვი­ძიე:

1. The guardian, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლად გა­მო­აქ­ვეყ­ნა ეს ინ­ფორ­მა­ცია, სა­ერ­თოდ არ სა­უბ­რობს ქარ­თველ ჯა­რის­კა­ცებ­ზე.

2. არც Libération, არც Le Monde და არც ბევ­რი სხვა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ფრან­გუ­ლი გა­მო­ცე­მა არ ახ­სე­ნებს ქარ­თვე­ლებს, ისი­ნი მხო­ლოდ 14 ფრან­გი ჯა­რის­კა­ცის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ.

3. ეს ბრალ­დე­ბე­ბი ეხე­ბა 2013 წლის დე­კემ­ბე­რი - 2014 წლის ივ­ნი­სის პე­რი­ოდს, ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის სამ­შვი­დო­ბო მი­სია კი 2014 წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ჩა­ვი­და აფ­რი­კა­ში.

4. ქარ­თვე­ლე­ბის შე­საძ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის ერ­თა­დერ­თი წყა­როა Franceinfo-ზე გა­სუ­ლი აუ­დიო მა­სა­ლა, სა­დაც ანო­ნი­მუ­რი ქალი ამ­ბობს, რომ "ფრან­გე­ბი და ქარ­თვე­ლე­ბი ბავ­შვებ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად ძა­ლა­დობ­ნე­ნო". ასე­თი ზო­გა­დი ბრალ­დე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს არც ზო­გა­დად და არც რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცის დამ­ნა­შა­ვე­ე­ბად შე­რა­ცხვის სა­ფუძ­ვე­ლი.

მა­შინ მიჩ­ნდე­ბა კი­თხვე­ბი:

რა­ტომ შუქ­დე­ბა ეს თემა ამ ფორ­მით ქარ­თულ მე­დი­ა­ში? აშ­კა­რაა, რომ აუ­დი­ტო­რი­ას სე­რი­ო­ზუ­ლი ეჭვი გა­უჩ­ნდა ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის მი­მართ.

რა­ტომ არ ეყ­რდნო­ბი­ან ისი­ნი პირ­ველ­წყა­რო­ებს? რუ­სუ­ლი სა­ი­ტე­ბი­დან ხომ არ იგე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას სწო­რედ ასე­თი რა­კურ­სით, რომ­ლის მი­ზა­ნი ქარ­თუ­ლი ჯა­რის დის­კრე­დი­ტა­ცი­აა?

შე­დე­გი? იმერ­ლიშ­ვი­ლი ამ­ბობს, გა­მო­ძი­ე­ბა­ში ჩა­ვერ­თვე­ბი­თო! ანუ, და­ას­კვნა, რომ საკ­მა­რი­სი სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობს უკვე გა­მო­ძი­ე­ბის და­სა­წყე­ბად? მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ­ცერთ ქარ­თველ ჯა­რის­ჯაც­ზე არ არ­სე­ბობს არა­ვი­თა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა?

მო­ვი­თხოვ, რომ სა­ხელ­მწი­ფომ თა­ვის თავ­ზე აი­ღოს ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის სა­თა­ნა­დო ად­ვო­კა­ტე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ხარ­ჯე­ბი, თუკი მათ მი­მართ და­ი­წყე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი" - წერს თაქთა­ქიშ­ვი­ლი.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­როს­მა ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძემ, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რის დროს გა­ნა­ცხა­და, რომ იმ პე­რი­ოდ­ში, რა პე­რი­ო­დიც სა­ხელ­დე­ბა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის თა­რი­ღად, ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი ცენ­ტრა­ლურ აფ­რი­კა­ში სა­ერ­თოდ არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

"95 პრო­ცენ­ტით ეჭვი მე­პა­რე­ბა, რომ ქარ­თველ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ცენ­ტრა­ლურ აფ­რი­კა­ში და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნეს", - აღ­ნიშ­ნა კა­პა­ნა­ძემ.

ასე­ვე, დღეს სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოს­ვლის დროს, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მე­დი­ას გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის გამო, სა­ჯა­როდ ბო­დი­შის მოხ­დის­კენ მო­უ­წო­და.

მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის| ფრან­სუა ოლან­დი - თუკი რო­მე­ლი­მე სამ­ხედ­რო არა­სა­თა­ნა­დოდ მო­იქ­ცა, სა­მა­გა­ლი­თოდ და­ის­ჯე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის შანსი აფრიკელი ბავშვების გაუპატიურების საქმესთან ნულთან მიახლოებულია" - ჩიორა თაქთაქიშვილი ამაზრზენ დანაშაულზე

"ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის შანსი აფრიკელი ბავშვების გაუპატიურების საქმესთან ნულთან მიახლოებულია" - ჩიორა თაქთაქიშვილი ამაზრზენ დანაშაულზე

30 აპრილს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქართველი და ფრანგი ჯარისკაცები ცენტრალურ აფრიკაში გაუპატიურებაში არიან ეჭვმიტანილები. მომხდარს საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე ჩიორა თაქთაქიშვილიც გამოეხმაურა, რომელმაც შემთხვევა ქართული ჯარის დისკრედიტაციად მიიჩნია:

"გაოგნებული ვარ ცენტრალურ აფრიკაში ფრანგი ჯარისკაცების მიმართ არსებული სექსუალური ძალადობის ბრალდებების ქართველებზე გადმობრალებით!

ელემენტარული ღია წყაროების გადამოწმებითაც კი ცხადია, რომ ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის შანსი ამ ამაზრზენ დანაშაულში ნულთან მიახლოებულია. საფრანგეთის ოფიციალური მხარეც ადასტურებს, რომ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ. მაშინ, რატომ ვიგებთ ამ ინფორმაციას იმ რაკურსით, რაც მხოლოდ ქართული ჯარის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად?

რამდენიმე ფაქტი ინტერნეტიდან, რაც ამ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში მოვიძიე:

1. The guardian, რომელმაც პირველად გამოაქვეყნა ეს ინფორმაცია, საერთოდ არ საუბრობს ქართველ ჯარისკაცებზე.

2. არც Libération, არც Le Monde და არც ბევრი სხვა კვალიფიციური ფრანგული გამოცემა არ ახსენებს ქართველებს, ისინი მხოლოდ 14 ფრანგი ჯარისკაცის წინააღმდეგ გამოძიებაზე საუბრობენ.

3. ეს ბრალდებები ეხება 2013 წლის დეკემბერი - 2014 წლის ივნისის პერიოდს, ქართველი ჯარისკაცების სამშვიდობო მისია კი 2014 წლის მეორე ნახევარში ჩავიდა აფრიკაში.

4. ქართველების შესაძლო მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის ერთადერთი წყაროა Franceinfo-ზე გასული აუდიო მასალა, სადაც ანონიმური ქალი ამბობს, რომ "ფრანგები და ქართველები ბავშვებზე სექსუალურად ძალადობნენო". ასეთი ზოგადი ბრალდება არ შეიძლება გახდეს არც ზოგადად და არც რომელიმე კონკრეტული ქართველი ჯარისკაცის დამნაშავეებად შერაცხვის საფუძველი.

მაშინ მიჩნდება კითხვები:

რატომ შუქდება ეს თემა ამ ფორმით ქართულ მედიაში? აშკარაა, რომ აუდიტორიას სერიოზული ეჭვი გაუჩნდა ქართველი ჯარისკაცების მიმართ.

რატომ არ ეყრდნობიან ისინი პირველწყაროებს? რუსული საიტებიდან ხომ არ იგებენ ინფორმაციას სწორედ ასეთი რაკურსით, რომლის მიზანი ქართული ჯარის დისკრედიტაციაა?

შედეგი? იმერლიშვილი ამბობს, გამოძიებაში ჩავერთვებითო! ანუ, დაასკვნა, რომ საკმარისი საფუძველი არსებობს უკვე გამოძიების დასაწყებად? მიუხედავად იმისა, რომ არცერთ ქართველ ჯარისჯაცზე არ არსებობს არავითარი მტკიცებულება?

მოვითხოვ, რომ სახელმწიფომ თავის თავზე აიღოს ცენტრალური აფრიკის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველი ჯარისკაცების სათანადო ადვოკატებით უზრუნველყოფის ხარჯები, თუკი მათ მიმართ დაიწყება საგამოძიებო მოქმედებები" - წერს თაქთაქიშვილი.

მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ, ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ იმ პერიოდში, რა პერიოდიც სახელდება დანაშაულის ჩადენის თარიღად, ქართველი სამხედროები ცენტრალურ აფრიკაში საერთოდ არ იმყოფებოდნენ.

"95 პროცენტით ეჭვი მეპარება, რომ ქართველმა სამხედროებმა ცენტრალურ აფრიკაში დანაშაული ჩაიდინეს", - აღნიშნა კაპანაძემ.

ასევე, დღეს სატელევიზიო გამოსვლის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიას გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო, საჯაროდ ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

მეტი ინფორმაციისთვის| ფრანსუა ოლანდი - თუკი რომელიმე სამხედრო არასათანადოდ მოიქცა, სამაგალითოდ დაისჯება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია