საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საფრანგეთის სამხედრო ატაშე - არავითარი მინიშნება არ არსებობს, რომ ქართველი ჯარისკაცებიც არიან ჩარეული ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში
საფრანგეთის სამხედრო ატაშე - არავითარი მინიშნება არ არსებობს, რომ ქართველი ჯარისკაცებიც არიან ჩარეული ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში

არა­ვი­თა­რი მი­ნიშ­ნე­ბა არ არ­სე­ბობს იმი­სა, რომ ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბიც არი­ან ჩა­რე­უ­ლი ცენ­ტრა­ლურ აფ­რი­კა­ში ბავ­შვებ­ზე სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში, - ამის შე­სა­ხებ, საფ­რან­გე­თის სამ­ხედ­რო ატა­შემ ან­დრე ევ­რა­რიმ ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

"მე არ მაქვს ამა­ზე ცნო­ბა. საქ­მე გა­სულ წელს ცენ­ტრა­ლურ აფ­რი­კა­ში, ფრან­გი ჯა­რის­კა­ცე­ბის მხრი­დან, ბავ­შვებ­ზე სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში ეჭ­ვის სა­ფუძ­ვლის გა­ჩე­ნას ეხე­ბა. ეს გა­სულ წელს იყო და საფ­რან­გე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­და­წყვი­ტა საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა, რა­ზეც იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი და პა­რი­ზის ტრი­ბუ­ნა­ლი მუ­შა­ობს. ასე რომ, გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს", - გა­ნა­ცხა­და საფ­რან­გე­თის სამ­ხედ­რო ატა­შემ.

ფრან­გულ­მა გა­მო­ცე­მებ­მა სკან­და­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია დღეს გა­ავ­რცე­ლეს, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ცენ­ტრა­ლურ აფ­რი­კა­ში სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ე­ბის სამ­ხედ­რო­ე­ბის მხრი­დან ბავ­შვებ­ზე სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

სა­უბ­რია 2013 წლის დე­კემ­ბრი­დან 2014 ივ­ნი­სამ­დე პე­რი­ოდ­ზე. ფრან­გუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­ხედ­რო­ე­ბი მო­ზარ­დებს საკ­ვე­ბის სა­ნაც­ვლოდ სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბას აი­ძუ­ლებ­დნენ. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ფრანგ ჟურ­ნა­ლის­ტებს უყ­ვე­ბი­ან, თუ რო­გორ ძა­ლა­დობ­და 3 ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო 16 წლის გო­გო­ნა­ზე.

პირ­ვე­ლად მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გუ­შინ "The Guardian"-მა და­წე­რა, სა­დაც სა­უ­ბა­რი იყო გა­ე­როს სა­ი­დუმ­ლო ან­გა­რიშ­ზე, რო­მელ­შიც მო­ძა­ლა­დე­ე­ბად ფრანგ სამ­ხედ­რო­ებს მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ. დღეს კი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, სა­დაც ფრან­გი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი სა­კუ­თარ რეს­პონ­დენ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მხრი­დან ბავ­შვებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

საფრანგეთის სამხედრო ატაშე - არავითარი მინიშნება არ არსებობს, რომ ქართველი ჯარისკაცებიც არიან ჩარეული ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში

საფრანგეთის სამხედრო ატაშე - არავითარი მინიშნება არ არსებობს, რომ ქართველი ჯარისკაცებიც არიან ჩარეული ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში

არავითარი მინიშნება არ არსებობს იმისა, რომ ქართველი ჯარისკაცებიც არიან ჩარეული ცენტრალურ აფრიკაში ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში, - ამის შესახებ, საფრანგეთის სამხედრო ატაშემ ანდრე ევრარიმ ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"მე არ მაქვს ამაზე ცნობა. საქმე გასულ წელს ცენტრალურ აფრიკაში, ფრანგი ჯარისკაცების მხრიდან, ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ეჭვის საფუძვლის გაჩენას ეხება. ეს გასულ წელს იყო და საფრანგეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა საქმის გამოძიება, რაზეც იუსტიციის მინისტრი და პარიზის ტრიბუნალი მუშაობს. ასე რომ, გამოძიება მიმდინარეობს", - განაცხადა საფრანგეთის სამხედრო ატაშემ.

ფრანგულმა გამოცემებმა სკანდალური ინფორმაცია დღეს გაავრცელეს, რომლის მიხედვით, ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიების სამხედროების მხრიდან ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ქართველი სამხედროებიც მონაწილეობდნენ.

საუბრია 2013 წლის დეკემბრიდან 2014 ივნისამდე პერიოდზე. ფრანგული მედიის ინფორმაციით, სამხედროები მოზარდებს საკვების სანაცვლოდ სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებდნენ. ადგილობრივები ფრანგ ჟურნალისტებს უყვებიან, თუ როგორ ძალადობდა 3 ქართველი სამხედრო 16 წლის გოგონაზე.

პირველად მომხდართან დაკავშირებით გუშინ "The Guardian"-მა დაწერა, სადაც საუბარი იყო გაეროს საიდუმლო ანგარიშზე, რომელშიც მოძალადეებად ფრანგ სამხედროებს მოიხსენიებდნენ. დღეს კი მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ფრანგი ჟურნალისტები საკუთარ რესპონდენტებზე დაყრდნობით ქართველი სამხედროების მხრიდან ბავშვებზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობენ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა