მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფრიკელ ბავშვებზე ქართველი სამხედროების სექსუალურად ძალადობაზე უშიშროების საბჭოს ინფორმაცია არ მიუღია
აფრიკელ ბავშვებზე ქართველი სამხედროების სექსუალურად ძალადობაზე უშიშროების საბჭოს ინფორმაცია არ მიუღია

მსოფ­ლიო მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რომ ქარ­თვე­ლი და ფრან­გი ჯა­რის­კა­ცე­ბი ცენ­ტრა­ლურ აფ­რი­კა­ში გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში არი­ან ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი, ქარ­თულ მხა­რეს არა­ნა­ი­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მი­უ­ღია, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­მა ირი­ნა იმერ­ლიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, საქ­მე­ზე და­წყე­ბუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბა. "ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი კონ­ტინ­გენ­ტი იქი­დან გა­მო­ვი­და მარ­ტში, ახლა არის დარ­ჩე­ნი­ლი 5 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე. ქარ­თულ მხა­რეს არა­ნა­ი­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მი­უ­ღია. ვი­ცით, რომ და­წყე­ბუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბა. იმე­დი მაქვს, ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ამ ფაქ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ და­დას­ტურ­დე­ბა. თუმ­ცა, თუ რა­ი­მე შე­ტყო­ბი­ნე­ბას მი­ი­ღებს ქარ­თუ­ლი მხა­რე, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბა­ში აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ვერ­თვე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ირი­ნა იმერ­ლიშ­ვილ­მა.

ცენ­ტრა­ლურ აფ­რი­კა­ში სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ე­ბის სამ­ხედ­რო­ე­ბის მხრი­დან ბავ­შვებ­ზე სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბიც მო­ნა­წი­ლებ­დნენ. "რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სკან­და­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია დღეს ფრან­გულ­მა გა­მო­ცე­მებ­მა გა­ავ­რცე­ლეს.

სა­უბ­რია 2013 წლის დე­კემ­ბრი­დან 2014 ივ­ნი­სამ­დე პე­რი­ოდ­ზე. რო­გორც ირ­კვე­ვა სამ­ხედ­რო­ე­ბი მო­ზარ­დებს საკ­ვე­ბის სა­ნაც­ვლოდ სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბას აი­ძუ­ლებ­დნენ.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ფრანგ ჟურ­ნა­ლის­ტებს უყ­ვე­ბი­ან, თუ რო­გორ ძა­ლა­დობ­და 3 ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო 16 წლის გო­გო­ნა­ზე.

პირ­ვე­ლად მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გუ­შინ თჰე Gუარ­დი­ან-მა და­წე­რა, სა­დაც სა­უ­ბა­რი იყო გა­ე­როს სა­ი­დუმ­ლო ან­გა­რიშ­ზე, რო­მელ­შიც მო­ძა­ლა­დე­ე­ბად ფრანგ სამ­ხედ­რო­ებს მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ.

დღეს კი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, სა­დაც ფრან­გი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი სა­კუ­თარ რეს­პონ­დენ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მხრი­დან ბავ­შვებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

აფრიკელ ბავშვებზე ქართველი სამხედროების სექსუალურად ძალადობაზე უშიშროების საბჭოს ინფორმაცია არ მიუღია

აფრიკელ ბავშვებზე ქართველი სამხედროების სექსუალურად ძალადობაზე უშიშროების საბჭოს ინფორმაცია არ მიუღია

მსოფლიო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ქართველი და ფრანგი ჯარისკაცები ცენტრალურ აფრიკაში გაუპატიურებაში არიან ეჭვმიტანილები, ქართულ მხარეს არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საქმეზე დაწყებულია საერთაშორისო გამოძიება. "ჩვენი ძირითადი კონტინგენტი იქიდან გამოვიდა მარტში, ახლა არის დარჩენილი 5 სამხედრო მოსამსახურე. ქართულ მხარეს არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღია. ვიცით, რომ დაწყებულია საერთაშორისო გამოძიება. იმედი მაქვს, ქართველი ჯარისკაცების ამ ფაქტში მონაწილეობა არ დადასტურდება. თუმცა, თუ რაიმე შეტყობინებას მიიღებს ქართული მხარე, საერთაშორისო გამოძიებაში აუცილებლად ჩავერთვებით", - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიების სამხედროების მხრიდან ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ქართველი სამხედროებიც მონაწილებდნენ. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სკანდალური ინფორმაცია დღეს ფრანგულმა გამოცემებმა გაავრცელეს.

საუბრია 2013 წლის დეკემბრიდან 2014 ივნისამდე პერიოდზე. როგორც ირკვევა სამხედროები მოზარდებს საკვების სანაცვლოდ სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებდნენ.

ადგილობრივები ფრანგ ჟურნალისტებს უყვებიან, თუ როგორ ძალადობდა 3 ქართველი სამხედრო 16 წლის გოგონაზე.

პირველად მომხდართან დაკავშირებით გუშინ თჰე Gუარდიან-მა დაწერა, სადაც საუბარი იყო გაეროს საიდუმლო ანგარიშზე, რომელშიც მოძალადეებად ფრანგ სამხედროებს მოიხსენიებდნენ.

დღეს კი მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ფრანგი ჟურნალისტები საკუთარ რესპონდენტებზე დაყრდნობით ქართველი სამხედროების მხრიდან ბავშვებზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."