უნიკალური შეთავაზება ჯაზის მოყვარულებს. ერთ წიგნში, "ჯაზის ლეგენდებში" გაერთიანებული ლეგენდარული მუსიკოსების ისტორიები პალიტრა L"- ისგან.
წიგნი, რომელშიც ლუი არმსტრონგის, სიდნი ბეშეს, ბიქს ბაიდერ ბეკის, ჩარლი კრისჩიანის და იმ მუსიკოსების ისტორიებს გაეცნობით, რომლებმაც ჯაზის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს.
ჯაზის ისტორია 1920-იან წლებიდან, ნიუ-ორლეანიდან იწყება. ეს მუსიკალური მიმდინარეობა დასავლეთის მუსიკალურ ტექნიკასა და თეორიას ეფუძნება და მის განვითარებში დიდი წვლილი აფრო-ამერიკელთა კულტურულ ტრადიციებს მიუძღვის. ჯაზს ხშირად "ამერიკულ მუსიკადაც" მოიხსენიებენ. მისთვის რბილი ნოტები, სინკოპაცია, სვინგი, პოლირითმია და იმპროვიზაციაა დამახასიათებელი.
პირველ ჯაზ-მუსიკოსად ბადი ბოლდენი (Buddy Bolden) ითვლება, რომელიც კორნეტზე უკრავდა. განვითარების ეტაპებზე ჯაზში იცვლებოდა შესრულების ტექნიკა. ხშირად, ვირტუოზი შემსრულებლები ქმნიდნენ ორიგინალურ მუსიკას ისეთი საკრავების საშუალებით, როგორიც არის საქსაფონი, საყვირი, ტრომბონი, კლარნეტი, ფორტეპიანო, გიტარა, კონტრაბასი, ბას-გიტარა თუ დასარტყამი ინსტრუმენტები.
როგორც "ჯაზის ლეგენდების" წინასიტყვაობაში ჯო ლოვანო აღნიშნავს, წიგნი იმ პიროვნებათა მიკროკოსმოსს გაგაცნობთ, რომლებმაც ეს განუმეორებელი მუსიკალური მიმდინარეობა და ხელოვნების საკვირველი ფორმა ჩამოაყალიბეს. "მათ მიერ შექმნილი ბგერები, მათი იდეები და მახვილგონიერება ფასდაუდებელი და მარადიულია! ჯაზი სავსეა სიყვარულით, ვნებით, წარმოსახვით, გონიერებით, თანაგრძნობით, სულიერებით, იუმორით, რეალიზმით, თვითმყოფადობით...ყოველივე ეს ის საკვებია, რითაც თითოეული ჯაზური კომპოზიცია საზრდოობს".
საქართველოში ამ მუსიკალური მიმდინარეობის ისტორიაც და მისი ლეგენდარული წარმომადგენლებიც ბევრისთვის, ნაწილობრივ ცნობილია. თუმცა, პალიტრა L უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ, კიდევ ერთხელ მოხვდეთ ვნების, სიყვარულის, სულიერებისა და საოცარი მუსიკალური პალიტრის სამყაროში.
წიგნ "ჯაზის ლეგენდების" შეძენა მსურველებს "ბიბლუსის" მაღაზიებში 39,95 ლარად შეგიძლიათ.
თამარ კორკოტაშვილი
AMBEBI.GE