კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როცა გამოძიება არაეფექტურია - ხანუმ ჯეირანოვას მეუღლემ მოძალადის მოკვლა სცადა
როცა გამოძიება არაეფექტურია - ხანუმ ჯეირანოვას მეუღლემ მოძალადის მოკვლა სცადა

სო­ფელ იორ­მუ­ღან­ლო­ში 30 წლის ხა­ნუმ ჯე­ი­რა­ნო­ვას თვით­მკვლე­ლო­ბის საქ­მე პრო­კუ­რა­ტუ­რას ამ დრომ­დე არ აქვს გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი. გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლე სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ითხოვ­და იმ ოთხი პი­რის დას­ჯას, ვინც ხა­ნუმ ჯე­ი­რა­ნო­ვა ქმრის ღა­ლატ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს, და­ი­ჭი­რეს, სო­ფელ­ში ჩა­მო­ა­ტა­რეს და სცე­მეს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ არ­ცერ­თი მა­მა­კა­ცი არ და­ა­კა­ვა, რის შემ­დე­გაც, გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლემ აჯი გა­სა­ნოვ­მა ერთ-ერთს, აფ­კან გუ­სე­ი­ნოვს ია­რა­ღი ეს­რო­ლა. გა­სა­ნოვ­მა გუ­სე­ი­ნო­ვი ფეხ­ში 2014 წლის 14 დე­კემ­ბერს დაჭ­რა. აჯი გა­სა­ნო­ვი პო­ლი­ცი­ას თვი­თონ ჩა­ბარ­და.

აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით მას პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი. მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის ორი მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს: 236-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის, ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბის ან ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტა­რე­ბა) და 19-108 მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა - ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით, ვა­დით შვი­დი­დან თხუთ­მეტ წლამ­დე).

აჯი გა­სა­ნო­ვის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ირაკ­ლი ბონ­და­რენ­კო გა­ნი­ხი­ლავს. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი (არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა) 2015 წლის 01 მა­ისს, 13:00 სა­ათ­ზეა და­ნიშ­ნუ­ლი.

ორი შვი­ლის დე­დამ, 30 წლის ხა­ნუმ ჯე­ი­რა­ნო­ვამ თავი 2014 წლის 18 სექ­ტემ­ბერს მო­იკ­ლა. გარ­დაც­ვლი­ლის მა­მის, ზა­ხიდ ჯე­ი­რა­ნო­ვის თქმით, მისი შვი­ლი თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე სას­ტი­კად ცე­მეს მე­უღ­ლის ნა­თე­სა­ვებ­მა იმ მი­ზე­ზით, რომ თით­ქოს ის ქმარს ღა­ლა­ტობ­და.

ხა­ნუმ ჯე­ი­რა­ნო­ვას თვით­მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გვი­ან გახ­მა­ურ­და. 10 ოქ­ტომ­ბერს, კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრთან ინ­ტერ­ვი­უ­ში, გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის მე­უღ­ლემ, აჯი გა­სა­ნოვ­მა გა­ნა­ცხა­და: "მე მთა­ში ვი­ყა­ვი, ცხვარ­ში. ცოლ­მა და­მი­რე­კა, ჩვენ­მა ნა­თე­სა­ვებ­მა და­მი­ჭი­რეს და შარი მომ­დეს, ქუ­ჩა­ში მა­ტა­რეს და მცე­მე­სო. რომ მო­ვე­დი, უკვე მკვდა­რი იყო. ცო­ცხა­ლი არ მი­ნა­ხავს. ჩემი ცოლი მათ ქუჩა-ქუჩა არ უნდა ეტა­რე­ბი­ნათ. ამის გამო მერე თავი მო­იკ­ლა".

გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლემ იმ ოთხი პი­რის ვი­ნა­ო­ბაც და­ა­სა­ხე­ლა, რომ­ლე­ბიც მისი თქმით, ჯგუ­ფუ­რად ხა­ნუმ ჯე­ი­რა­ნო­ვას და­მამ­ცი­რე­ბელ მო­პყრო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნეს. ესე­ნი არი­ან: სო­ფელ ლამ­ბა­ლო­ში მცხოვ­რე­ბი აი­ვაზ გა­სა­ნო­ვი, ნოვ­რუზ გა­სა­ნო­ვი, ელ­ჩინ დე­ი­ხა­ნო­ვი და აფ­კან გუ­სე­ი­ნო­ვი.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

როცა გამოძიება არაეფექტურია - ხანუმ ჯეირანოვას მეუღლემ მოძალადის მოკვლა სცადა

როცა გამოძიება არაეფექტურია - ხანუმ ჯეირანოვას მეუღლემ მოძალადის მოკვლა სცადა

სოფელ იორმუღანლოში 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის საქმე პროკურატურას ამ დრომდე არ აქვს გამოძიებული. გარდაცვლილის მეუღლე სამი თვის განმავლობაში ითხოვდა იმ ოთხი პირის დასჯას, ვინც ხანუმ ჯეირანოვა ქმრის ღალატში დაადანაშაულეს, დაიჭირეს, სოფელში ჩამოატარეს და სცემეს. პროკურატურამ არცერთი მამაკაცი არ დააკავა, რის შემდეგაც, გარდაცვლილის მეუღლემ აჯი გასანოვმა ერთ-ერთს, აფკან გუსეინოვს იარაღი ესროლა. გასანოვმა გუსეინოვი ფეხში 2014 წლის 14 დეკემბერს დაჭრა. აჯი გასანოვი პოლიციას თვითონ ჩაბარდა.

აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობა აქვს შეფარდებული. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს: 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 19-108 მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა - ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე).

აჯი გასანოვის სისხლის სამართლის საქმეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ბონდარენკო განიხილავს. სასამართლო პროცესი (არსებითი განხილვა) 2015 წლის 01 მაისს, 13:00 საათზეა დანიშნული.

ორი შვილის დედამ, 30 წლის ხანუმ ჯეირანოვამ თავი 2014 წლის 18 სექტემბერს მოიკლა. გარდაცვლილის მამის, ზახიდ ჯეირანოვის თქმით, მისი შვილი თვითმკვლელობამდე სასტიკად ცემეს მეუღლის ნათესავებმა იმ მიზეზით, რომ თითქოს ის ქმარს ღალატობდა.

ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია გვიან გახმაურდა. 10 ოქტომბერს, კახეთის საინფორმაციო ცენტრთან ინტერვიუში, გარდაცვლილი ქალის მეუღლემ, აჯი გასანოვმა განაცხადა: "მე მთაში ვიყავი, ცხვარში. ცოლმა დამირეკა, ჩვენმა ნათესავებმა დამიჭირეს და შარი მომდეს, ქუჩაში მატარეს და მცემესო. რომ მოვედი, უკვე მკვდარი იყო. ცოცხალი არ მინახავს. ჩემი ცოლი მათ ქუჩა-ქუჩა არ უნდა ეტარებინათ. ამის გამო მერე თავი მოიკლა".

გარდაცვლილის მეუღლემ იმ ოთხი პირის ვინაობაც დაასახელა, რომლებიც მისი თქმით, ჯგუფურად ხანუმ ჯეირანოვას დამამცირებელ მოპყრობაში მონაწილეობდნენ და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. ესენი არიან: სოფელ ლამბალოში მცხოვრები აივაზ გასანოვი, ნოვრუზ გასანოვი, ელჩინ დეიხანოვი და აფკან გუსეინოვი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა