ვინ - ჯაყო, ვინ – ხევისბერი, ვინ კიდევ - ჰაჯი უსუბი?!

ვინ - ჯაყო, ვინ – ხევისბერი, ვინ კიდევ - ჰაჯი უსუბი?!

დიდი ორომტრიალია ქვეყანაში! - დიდი ვერაფერი დასაწყისია, არა?! მაგრამ რა ვქნა, ვერ მივაგენი იმ ოქროს ფრაზას, ქვემოთ თქმულს გასაღებად რომ მორგებოდა. არა უშავას, მადლობა ღმერთს, ქვეყანაში, სხვა თუ არაფერი, ექსპერტ-ანალიტიკოსები მაინც გვყავს უხვად და პროგნოზები, ვარაუდები, გათვლები და გამოთვლები უკვე იმდენი დახვავდა, ვეჭვობ კი არადა, დარწმუნებული ვარ, მათგან ერთი აუცილებლად ახდება! აი, სიმართლე თუ გინდათ, ესაა ყველაზე ნაღდი პროგნოზი!

ყველაფერი გუშინ არ დაწყებულა, მაგრამ გუშინდელი ერთი ეტაპის დასასრული და მეორის დასაწყისი - გაგრძელება ნამდვილად აღმოჩნდა! მოკლედ, ლამის გადატრიალდა ან სადაცაა გადატრიალდება (ან არ გადატრიალდება) ხელისუფლება, მაგრამ, თქვენი არ ვიცი და ჩემთვის მთელი გუშინდელი დღის "მონაგარი" სპორტის მინისტრის მოადგილის - ნუგზარ კევლიშვილის ერთ ფრაზადაც არ ღირდა. ეგ ის კაცია, მთელი ღამე "ჯაყოს ხიზნებს" რომ კითხულობდა და წარმოდგენა არ ჰქონდა ქვეყანაში რა ხდებოდა. ა, კაცი! ანაცვალა თუ არა ერუდიციას პოლიტიკა?! რა იგულისხმა მინისტრის მოადგილემ ვინ იცის, უბრალოდ, პირველად წაკითხვის შთაბეჭდილება ვერ დამალა, თუ კვლავაც მომრავლებულ ჯაყოებზე სცადა მინიშნება... მოკლედ, ძლივს გამოუნახავს კაცს კითხვისთვის დრო და, აჰა, მაინცდამაინც ახლა მოუნდა მინისტრს გადადგომა!

და მაინც, კევლიშვილი კარგად იყოს და, ამ ჩვენმა ლევან ყოფიანმა – ერთი შეხედვით უწყინარი, მშვიდი სამინისტროს მშვიდმა მინისტრმა კი წამოშალა ამხელა სახელისუფლო გუნდი. აქეთ პრემიერმა იშიშვლა ხმალი – ყველაფერი რიგზეა, ადგილზე მყარად ვდგავარ, ვერავინ შემირყევს სკამსო და პარლამენტიც ისე გადაგვამტკიცებს, როგორც დაუბარებიაო; იქით ექსპერტებმა გაშალ-გაფანტეს პორგნოზების ბუმბული ველად; ოდესღაც რუხი შეფერილობის კაცმა ისიც კი თქვა, ქართული პოლიტიკის ხევისბერი (ოღონდე ეს ეს სულ სხვა ნაწარმოებიდან) - ბიძინა უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ამ ქვეყანას სხვა გზა, სხვა ხსნა არ გააჩნიაო.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."