მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოხუმის უკანასკნელი დღის ქრონიკა თვითმხილველის ნაამბობში...
სოხუმის უკანასკნელი დღის ქრონიკა თვითმხილველის ნაამბობში...

ბლო­გე­ბის პლათ­ფორ­მა­ზე livejournal.com ქარ­თვე­ლი ბლო­გე­რის, გი­ორ­გი ჯა­ხა­ი­ას ბლო­გი რუ­სუ­ლე­ნო­ვან აუ­დი­ტო­რი­ა­ში პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. ბლო­გე­რი პოს­ტე­ბის ციკლში, სა­ხელ­წო­დე­ბით "Грузино-абхазский конфликт, вся хронология войны и воспоминания очевидцев, большая подборка фотографий" ომის ქრო­ნი­კებ­ზე წერს.

7 სტა­ტი­ის­გან და ომის ფო­ტო­არ­ქი­ვის­გან შემ­დგა­რი ციკ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი უშუ­ა­ლოდ ავ­ტო­რის მო­გო­ნე­ბე­ბი და გან­ცდე­ბია. მას­ში ის სო­ხუმ­ში გა­ტა­რე­ბულ უკა­ნას­კნელ დღე­ზე სა­უბ­რობს.

Ambebi.ge გი­ორ­გი ჯა­ხა­ი­ას პოს­ტის, Последний день Сухуми ქარ­თუ­ლე­ნო­ვან თარ­გმანს გთა­ვა­ზობთ.

"დღე­ვან­დე­ლი დღე­სა­ვით მახ­სოვს სო­ხუ­მის უკა­ნას­კნე­ლი დღე... დი­ლით იმ იმე­დით გა­ვიღ­ვი­ძეთ, რომ დახ­მა­რე­ბა გა­მოჩ­ნდე­ბო­და, კო­დო­რის მხრი­დან სა­მაშ­ვე­ლო რაზ­მი მო­დი­ო­და. მდი­ნა­რე ორმა ტან­კმა გად­მო­ლა­ხა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ომში ეს გარ­და­ტე­ხას ვერ შე­ი­ტან­და. სახ­ლის სა­ხუ­რავ­ზე ავე­დით, ბოლო სამი დღე დე­ი­დას­თან ვცხოვ­რობ­დით ყო­ფილ "სა­ფოს­ტო ყუთ­ში", სა­დაც საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში პირ­ველ ატო­მურ ბომ­ბებს ქმნიდ­ნენ. და­ვი­ნა­ხეთ, რო­გორ მო­ად­გნენ სო­ხუ­მის ნა­პირს სა­ო­მა­რი ხო­მალ­დე­ბი და დევ­ნი­ლებს იღებ­დნენ. შორი იყო და ვერ გა­ვარ­ჩი­ეთ, რო­მე­ლი ქვეყ­ნის დრო­შის ქვეშ ცუ­რავ­და გემი. გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ჩვე­ნი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. სო­ხუ­მი­დან გას­ვლის სხვა შან­სი არც არ­სე­ბობ­და. ხუთი დღით ადრე აფხა­ზებ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო თვითმფრი­ნა­ვე­ბი ჩა­მო­აგ­დეს.

ნივ­თე­ბი შე­ვაგ­რო­ვეთ და ნა­პი­რის­კენ გა­ვე­შუ­რეთ. ჰო­რი­ზონტზე დიდი სა­დე­სან­ტო ხო­მალ­დი გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც რუ­სეთს ეკუთ­ვნო­და. მას­ზე 4 000 კაცი ეტე­ო­და, ნა­პირ­თან კი 25 000 ადა­მი­ა­ნი იყო შეკ­რე­ბი­ლი, ძი­რი­თა­დად ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი, კა­ცე­ბი ია­რა­ღით ხელ­ში ქა­ლაქ­ში რჩე­ბოდ­ნენ. ადა­მი­ა­ნე­ბი ად­გი­ლის­თვის იბ­რძოდ­ნენ და ცდი­ლობ­დნენ, პირ­ვე­ლე­ბი მოხ­ვედ­რი­ლიყ­ვნენ ხო­მალ­დზე. ამ დროს ცი­დან რა­კე­ტებ­მა დ ბომ­ბებ­მა იწყეს ცვე­ნა. აფხა­ზე­ბი რუს პი­ლო­ტებს ფულს უხ­დიდ­ნენ და მათ ფე­ხებ­ზე ეკი­დათ, ბავ­შვი იყო მათ წინ თუ ჯა­რის­კა­ცი, თა­ვი­სი­ა­ნი თუ უცხო. გა­და­წყვი­ტეს, რომ ხო­მალ­დი­დან ქარ­თვე­ლი დე­სან­ტე­ბი გად­მო­დი­ოდ­ნენ და სა­კონ­ტრო­ლო და­ბომბვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

ხალ­ხი სი­ახ­ლო­ვეს ტყე­ში გა­იქ­ცა. ცე­ცხლის შე­წყვე­ტის დროს ჩვენ გემ­ბან­ზე ავირ­ბი­ნეთ. ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის შემ­დეგ გემი და­იძ­რა. ეს იყო ბოლო დღე, რო­დე­საც მშობ­ლი­ურ აფხა­ზურ მი­წა­ზე ფეხი დავ­დგი... რო­დე­საც გემი ნა­პირს მო­წყდა, ჩვენს წინ სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი გა­და­ი­შა­ლა: მთე­ლი სო­ხუ­მი კვამლში იყო გახ­ვე­უ­ლი, შე­ნო­ბე­ბი იწ­ვო­და. რუს­მა დე­სან­ტებ­მა, რო­დე­საც ქარ­თუ­ლი თავ­დაც­ვის რი­გე­ბი გა­არ­ღვი­ეს, გზა აფხა­ზურ არ­მი­ას და­უთ­მეს.

აფხა­ზებ­მა ალ­ყა­ში მო­აქ­ცი­ეს მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს შე­ნო­ბა და მისი და­ცხრილ­ვა და­ი­წყეს. ერ­თსა­ა­თი­ა­ნი სრო­ლის შემ­დეგ, შე­ნო­ბა­ში მყო­ფი მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი აფხა­ზებს და­ნებ­დნენ და მას შემ­დეგ არა­ვის არა­ფე­რი სმე­ნია ამ ადა­მი­ა­ნებ­ზე. ერ­თა­დერ­თი, ვისი ბე­დიც ცნო­ბი­ლი გახ­და და ვინც ლე­გენ­დად იქცა, იყო ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა. ის აფხა­ზებ­მა სიკ­ვდი­ლამ­დე აწა­მეს. მისი გვა­მი მხო­ლოდ რუ­სე­თი­დან მი­სუ­ლი ბრძა­ნე­ბის შემ­დეგ გა­დას­ცეს ოჯა­ხის წევ­რებს თბი­ლის­ში. და­ნარ­ჩე­ნე­ბი უგ­ზო­უკვლოდ და­კარ­გუ­ლე­ბად ით­ვლე­ბი­ან.

და­ვუბ­რუნ­დეთ ისევ ჩვენს გემს, რო­მე­ლიც ფო­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ცუ­რავ­და. კვა­ლად მას მოყ­ვე­ბოდ­ნენ პა­ტა­რა გე­მე­ბი, სნა­ი­პე­რე­ბი, კა­ტე­რე­ბი, იახ­ტე­ბი. იქ უამ­რა­ვი ხალ­ხი იყო, რო­მე­ლიც მტერ­მა სა­კუ­თა­რი მი­წი­დან გა­აქ­ცია. უცებ ჩვენს თავ­ზე გაჩ­ნდა სუ 27, რო­მე­ლიც წრეს არ­ტყამ­და ჩვენს გემს. კა­პი­ტან­მა საბ­რძო­ლო გან­გა­ში გა­მო­ა­ცხა­და.

მე ვუ­თხა­რი კა­პი­ტანს, რომ სუ 27 არც ჩვენს არ­მი­ა­ში იყო და არც აფხა­ზებს ჰყავ­დათ ისი­ნი, ამი­ტომ ეს თვითმფრი­ნა­ვი არ დაგ­ვბომ­ბავ­და, რა­ზეც კა­პი­ტან­მა მი­პა­სუ­ხა, რომ ჩვენს პი­ლო­ტებს ფულს უხ­დი­ან აფხა­ზეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის­თვის და თუ ბრძა­ნე­ბა აქვთ, რომ დაგ­ვბომ­ბონ, ასეც მო­იქ­ცე­ვი­ა­ნო.

შემ­დეგ ის მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე წა­ვი­და და თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მოგ­ვშორ­და. რო­დე­საც დაბ­ნელ­და, სა­ნა­პი­რო ზოლი გა­მოჩ­ნდა. ცე­ცხლის ალში მყო­ფი სოფ­ლე­ბი და ოჩამ­ჩი­რეს გა­ნა­თე­ბა მო­ჩან­და, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ გემი მობ­რუნ­და და უკან, აფხა­ზეთ­ში ვბრუნ­დე­ბო­დით. დევ­ნი­ლე­ბი პა­ნი­კამ მო­იც­ვა. ყვე­ლამ გა­და­წყვი­ტა, რომ რუ­სე­ბი ჩვენს ჩა­ბა­რე­ბას აპი­რებ­დნენ. თუმ­ცა ვი­თა­რე­ბა სხვაგ­ვა­რი იყო, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ ტრა­გი­კუ­ლი: ჩვენ სნა­ი­პე­რე­ბი ჩა­მოგ­ვშორ­დნენ და მათ აფხა­ზე­ბი იჭერ­დნენ, კა­პი­ტან­მა გა­და­წყვი­ტა გე­მის მობ­რუ­ნე­ბა, რათა ისი­ნი და­ეც­ვა. სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი გა­დაგ­ვე­შა­ლა თვალ­წინ: ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი, რო­გორც თევ­ზი კონ­სერვში, ისე იყ­ვნენ გე­მის სატ­ვირ­თო ნა­წილ­ში ჩამ­წკრი­ვე­ბულ­ნი. გემ­მა იმა­ზე ორ­ჯერ მეტი ადა­მი­ა­ნი აიყ­ვა­ნა, ვიდ­რე შე­ეძ­ლო რომ და­ე­ტია.

გე­მის ია­რა­ღი აფხა­ზე­ბის­კენ იყო მიშ­ვე­რი­ლი, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი პირ­და­პირ ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბას­თან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და სა­ბო­ლო­ოდ აფხა­ზუ­რი გე­მე­ბი ცო­ტა­თი ჩა­მოგ­ვშორ­დნენ, მაგ­რამ ფო­თამ­დე მა­ინც გა­მოგ­ვყვნენ. ბორტზე მყო­ფი დევ­ნი­ლე­ბი სა­ში­ნელ ის­ტო­რი­ებს ყვე­ბოდ­ნენ, თუ რო­გორ იკა­ვებ­დნენ აფხა­ზე­ბი სხვა­დას­ხვა რა­ი­ო­ნებს. იყო ხალ­ხი ახალ­და­ბი­დან, სა­დაც აფხა­ზებ­მა 300 ადა­მი­ა­ნი შე­ი­პყრეს და წა­მე­ბით მოკ­ლეს. ამ დროს და­ი­წყო სო­ხუმ­ში სა­საკ­ლაო...

ჩვენ­მა სამ­ხედ­რო ფორ­მი­რე­ბებ­მა, რომ­ლე­ბიც 11 დღე ძლი­ე­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბის გა­რე­შე აღუდ­გნენ წინ კარ­გად შე­ი­ა­რა­ღე­ბულ აფხა­ზებს, ჩეჩ­ნებს, სომ­ხურ ბა­ტა­ლი­ო­ნებს და რაც მთა­ვა­რია რუ­სებს, სა­ბო­ლო­ოდ და­ტო­ვეს ქა­ლა­ქი და მთლი­ა­ნად აფხა­ზე­თი.

ასე დას­რულ­და 1993 წლის 27 სექ­ტემ­ბერს ყვე­ლა­ზე სა­მარ­ცხვი­ნო და ძმა­თამ­კვლე­ლი ომი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში".

წყა­რო: cyxymu.livejournal.com, Последний день Сухуми

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

სოხუმის უკანასკნელი დღის ქრონიკა თვითმხილველის ნაამბობში...

სოხუმის უკანასკნელი დღის ქრონიკა თვითმხილველის ნაამბობში...

ბლოგების პლათფორმაზე livejournal.com ქართველი ბლოგერის, გიორგი ჯახაიას ბლოგი რუსულენოვან აუდიტორიაში პოპულარობით სარგებლობს. ბლოგერი პოსტების ციკლში, სახელწოდებით "Грузино-абхазский конфликт, вся хронология войны и воспоминания очевидцев, большая подборка фотографий" ომის ქრონიკებზე წერს.

7 სტატიისგან და ომის ფოტოარქივისგან შემდგარი ციკლის პირველი ნაწილი უშუალოდ ავტორის მოგონებები და განცდებია. მასში ის სოხუმში გატარებულ უკანასკნელ დღეზე საუბრობს.

Ambebi.ge გიორგი ჯახაიას პოსტის, Последний день Сухуми ქართულენოვან თარგმანს გთავაზობთ.

"დღევანდელი დღესავით მახსოვს სოხუმის უკანასკნელი დღე... დილით იმ იმედით გავიღვიძეთ, რომ დახმარება გამოჩნდებოდა, კოდორის მხრიდან სამაშველო რაზმი მოდიოდა. მდინარე ორმა ტანკმა გადმოლახა. რასაკვირველია, ომში ეს გარდატეხას ვერ შეიტანდა. სახლის სახურავზე ავედით, ბოლო სამი დღე დეიდასთან ვცხოვრობდით ყოფილ "საფოსტო ყუთში", სადაც საბჭოთა პერიოდში პირველ ატომურ ბომბებს ქმნიდნენ. დავინახეთ, როგორ მოადგნენ სოხუმის ნაპირს საომარი ხომალდები და დევნილებს იღებდნენ. შორი იყო და ვერ გავარჩიეთ, რომელი ქვეყნის დროშის ქვეშ ცურავდა გემი. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენიანები იყვნენ. სოხუმიდან გასვლის სხვა შანსი არც არსებობდა. ხუთი დღით ადრე აფხაზებმა სამოქალაქო თვითმფრინავები ჩამოაგდეს.

ნივთები შევაგროვეთ და ნაპირისკენ გავეშურეთ. ჰორიზონტზე დიდი სადესანტო ხომალდი გამოჩნდა, რომელიც რუსეთს ეკუთვნოდა. მასზე 4 000 კაცი ეტეოდა, ნაპირთან კი 25 000 ადამიანი იყო შეკრებილი, ძირითადად ქალები და ბავშვები, კაცები იარაღით ხელში ქალაქში რჩებოდნენ. ადამიანები ადგილისთვის იბრძოდნენ და ცდილობდნენ, პირველები მოხვედრილიყვნენ ხომალდზე. ამ დროს ციდან რაკეტებმა დ ბომბებმა იწყეს ცვენა. აფხაზები რუს პილოტებს ფულს უხდიდნენ და მათ ფეხებზე ეკიდათ, ბავშვი იყო მათ წინ თუ ჯარისკაცი, თავისიანი თუ უცხო. გადაწყვიტეს, რომ ხომალდიდან ქართველი დესანტები გადმოდიოდნენ და საკონტროლო დაბომბვა განახორციელეს.

ხალხი სიახლოვეს ტყეში გაიქცა. ცეცხლის შეწყვეტის დროს ჩვენ გემბანზე ავირბინეთ. ნახევარი საათის შემდეგ გემი დაიძრა. ეს იყო ბოლო დღე, როდესაც მშობლიურ აფხაზურ მიწაზე ფეხი დავდგი... როდესაც გემი ნაპირს მოწყდა, ჩვენს წინ საშინელი სურათი გადაიშალა: მთელი სოხუმი კვამლში იყო გახვეული, შენობები იწვოდა. რუსმა დესანტებმა, როდესაც ქართული თავდაცვის რიგები გაარღვიეს, გზა აფხაზურ არმიას დაუთმეს.

აფხაზებმა ალყაში მოაქციეს მინისტრთა საბჭოს შენობა და მისი დაცხრილვა დაიწყეს. ერთსაათიანი სროლის შემდეგ, შენობაში მყოფი მთავრობის წევრები აფხაზებს დანებდნენ და მას შემდეგ არავის არაფერი სმენია ამ ადამიანებზე. ერთადერთი, ვისი ბედიც ცნობილი გახდა და ვინც ლეგენდად იქცა, იყო ჟიული შარტავა. ის აფხაზებმა სიკვდილამდე აწამეს. მისი გვამი მხოლოდ რუსეთიდან მისული ბრძანების შემდეგ გადასცეს ოჯახის წევრებს თბილისში. დანარჩენები უგზოუკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან.

დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს გემს, რომელიც ფოთის მიმართულებით მიცურავდა. კვალად მას მოყვებოდნენ პატარა გემები, სნაიპერები, კატერები, იახტები. იქ უამრავი ხალხი იყო, რომელიც მტერმა საკუთარი მიწიდან გააქცია. უცებ ჩვენს თავზე გაჩნდა სუ 27, რომელიც წრეს არტყამდა ჩვენს გემს. კაპიტანმა საბრძოლო განგაში გამოაცხადა.

მე ვუთხარი კაპიტანს, რომ სუ 27 არც ჩვენს არმიაში იყო და არც აფხაზებს ჰყავდათ ისინი, ამიტომ ეს თვითმფრინავი არ დაგვბომბავდა, რაზეც კაპიტანმა მიპასუხა, რომ ჩვენს პილოტებს ფულს უხდიან აფხაზეთში ჩატარებული ოპერაციებისთვის და თუ ბრძანება აქვთ, რომ დაგვბომბონ, ასეც მოიქცევიანო.

შემდეგ ის მოლაპარაკებებზე წავიდა და თვითმფრინავი ჩამოგვშორდა. როდესაც დაბნელდა, სანაპირო ზოლი გამოჩნდა. ცეცხლის ალში მყოფი სოფლები და ოჩამჩირეს განათება მოჩანდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გემი მობრუნდა და უკან, აფხაზეთში ვბრუნდებოდით. დევნილები პანიკამ მოიცვა. ყველამ გადაწყვიტა, რომ რუსები ჩვენს ჩაბარებას აპირებდნენ. თუმცა ვითარება სხვაგვარი იყო, მაგრამ არანაკლებ ტრაგიკული: ჩვენ სნაიპერები ჩამოგვშორდნენ და მათ აფხაზები იჭერდნენ, კაპიტანმა გადაწყვიტა გემის მობრუნება, რათა ისინი დაეცვა. საშინელი სურათი გადაგვეშალა თვალწინ: ათასობით ადამიანი, როგორც თევზი კონსერვში, ისე იყვნენ გემის სატვირთო ნაწილში ჩამწკრივებულნი. გემმა იმაზე ორჯერ მეტი ადამიანი აიყვანა, ვიდრე შეეძლო რომ დაეტია.

გემის იარაღი აფხაზებისკენ იყო მიშვერილი, მოლაპარაკებები პირდაპირ ვლადისლავ არძინბასთან მიმდინარეობდა და საბოლოოდ აფხაზური გემები ცოტათი ჩამოგვშორდნენ, მაგრამ ფოთამდე მაინც გამოგვყვნენ. ბორტზე მყოფი დევნილები საშინელ ისტორიებს ყვებოდნენ, თუ როგორ იკავებდნენ აფხაზები სხვადასხვა რაიონებს. იყო ხალხი ახალდაბიდან, სადაც აფხაზებმა 300 ადამიანი შეიპყრეს და წამებით მოკლეს. ამ დროს დაიწყო სოხუმში სასაკლაო...

ჩვენმა სამხედრო ფორმირებებმა, რომლებიც 11 დღე ძლიერი შეიარაღების გარეშე აღუდგნენ წინ კარგად შეიარაღებულ აფხაზებს, ჩეჩნებს, სომხურ ბატალიონებს და რაც მთავარია რუსებს, საბოლოოდ დატოვეს ქალაქი და მთლიანად აფხაზეთი.

ასე დასრულდა 1993 წლის 27 სექტემბერს ყველაზე სამარცხვინო და ძმათამკვლელი ომი საქართველოს ისტორიაში".

წყარო: cyxymu.livejournal.com, Последний день Сухуми

"ჩემს ქვევრს თანატოლი მსოფლიოში არ ჰყავს, არც მის ტევადობას აქვს ანალოგი" - გაიცანით ოსტატი მექვევრეების ყველაზე ცნობილი სოფელიდან

"ზოგიერთი პარტია სექტას ემსგავსება" - რაზე იქადაგა დღეს მეუფე იაკობმა

გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის დედა საბერძნეთიდან სამშობლოში დაბრუნდა - ნეტსან აბჟანდაძე მეუღლის უმკაცრესად დასჯას ითხოვს

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"