პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაფანყურში ლიკვიდაციას გადარჩენილი მოჯაჰედის მანსურ შუდინოვის ჩვენება
ლაფანყურში ლიკვიდაციას გადარჩენილი მოჯაჰედის მანსურ შუდინოვის ჩვენება

მან­სურ შუ­დი­ნო­ვი იმ ჯგუ­ფის ერთ-ერთი წევ­რია, რომ­ლის შვი­დი მო­ნა­წი­ლეც 2012 წლის 28 აგ­ვის­ტოს, ლო­პო­ტას ხე­ო­ბა­ში, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად გა­ა­ნად­გუ­რეს. ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­დან თით­ქმის სამი წლის თავ­ზე შუ­დი­ნო­ვი სპე­ცო­პე­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვი­დე­ოჩ­ვე­ნე­ბას ავ­რცე­ლებს. შუ­დი­ნო­ვის გან­ცხა­დე­ბით, პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში მო­ჯა­ჰე­დე­ბი ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი­დან ახ­მედ ჩა­ტა­ევს და ახ­მედ უმა­როვს ჩაჰ­ყავ­დათ, იმ­დრო­ინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის კი ცნო­ბი­ლი იყო, რომ ხე­ო­ბა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფი იმ­ყო­ფე­ბო­და და ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­დან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში სა­ომ­რად გა­დას­ვლას აპი­რებ­დნენ.

მან­სურ შუ­დი­ნო­ვის ვი­დეო youtube-ზე 18 აპ­რილს გან­თავ­სდა. ჩვე­ნე­ბა 2.40 სა­ა­თი­ა­ნია. შუ­დი­ნო­ვი ჩეჩ­ნუ­რად სა­უბ­რობს. ის ეთ­ნი­კუ­რი ჩე­ჩე­ნია, სო­ფელ სა­მაშ­კი­დან. ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნა­ში, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს.

მან­სურ შუ­დი­ნო­ვის ჩვე­ნე­ბის არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ თარ­გმანს კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი აქ­ვეყ­ნებს:

შუ­დი­ნო­ვის გან­ცხა­დე­ბით, ჯგუ­ფის წევ­რე­ბი პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ახ­მედ ჩა­ტა­ევს და ახ­მედ უმა­როვს ჩაჰ­ყავ­დათ. იმ პე­რი­ოდ­ში ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვი "კავ­კა­სი­ის იმი­რა­ტის" ხელ­მძღვა­ნე­ლის დოკუ უმა­რო­ვის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში, ახ­მედ უმა­რო­ვი კი დოკუ უმა­რო­ვის ერთ-ერთი ძმაა. შუ­დი­ნო­ვის თქმით, პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ისი­ნი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სო­ფელ დუ­ის­ში, ყო­ფი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს შე­ნო­ბას­თან მდე­ბა­რე სახ­ლში ცხოვ­რობ­დნენ [ახ­მე­ტის პო­ლი­ცი­ის დუ­ი­სის ქვე­გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე მეტრში. ავტ].

"ვიდ­რე ლო­პო­ტას ხე­ო­ბა­ში წა­ვი­დო­დით, სა­ი­და­ნაც ჯერ და­ღეს­ტან­ში, შემ­დეგ კი ჩეჩ­ნეთ­ში უნდა გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვით, ჩვენ­თან ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვი და ახ­მედ უმა­რო­ვი მო­ვიდ­ნენ, გვი­თხრეს, ეს გზა ვინ გას­ცაო? ვი­ღა­ცამ რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებს შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­უგ­ზავ­ნა ამ ჯგუ­ფის არ­სე­ბო­ბის და მისი მიზ­ნე­ბის თა­ო­ბა­ზეო. რუ­სებ­მა და­ღეს­ტნის სა­ზღვარ­ზე სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა გა­ა­მაგ­რეს და ამ შე­ტყო­ბი­ნე­ბის გამო მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რიო. ეს ინ­ფორ­მა­ცია კი ქარ­თუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მოგ­ვა­წო­დე­სო. დოკუ უმა­რო­ვის და­ვა­ლე­ბა იყო, სა­ქარ­თვე­ლო­დან ბი­ჭე­ბი გა­მო­უშ­ვი­თო. 25-ში ან 26-ში უნდა გა­ვი­დეთ, მო­ემ­ზა­დე­თო", - ამ­ბობს შუ­დი­ნო­ვი და იქვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ჯგუ­ფის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით თან­ხა იყო შე­ტა­ნი­ლი. შუ­დი­ნო­ვი 100 ათას დო­ლარს ასა­ხე­ლებს.

"26-ში დი­ლით, დუ­ის­ში ავი­ღეთ ია­რა­ღი და მან­ქა­ნით ლა­ფან­ყურ­ში გა­ვემ­გზავ­რეთ. 15-ნი ვი­ყა­ვით. ჯგუ­ფის უფ­რო­სი ინ­გუ­ში ას­ლა­ნი იყო, ცო­ცხა­ლია ახ­ლაც. ჩვენ­თან ერ­თად იყო ფე­ი­ზო­ლა [ფე­ი­ზო­ლა კუშ­ტა­ნაშ­ვი­ლი, სო­ფელ დუ­ი­სის მკვიდ­რი. ავტ] . მას ევა­ლე­ბო­და ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო - და­ღეს­ტნის სა­ზღვრამ­დე მიყ­ვა­ნა. ჩვენს ჯგუფ­ში იყო ერთი ლეკი - რა­ბა­ნი. შე­თან­ხმე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო - და­ღეს­ტნის სა­ზღვარ­თან, და­ღეს­ტნის ჯა­მა­ა­თის მო­ჯა­ჰე­დე­ბი უნდა დაგ­ვხვედ­როდ­ნენ. თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს 40 კი­ლომ­დე ტვირ­თი გვქონ­და.

სა­ზღვრამ­დე ვიდ­რე მი­ვი­დო­დით, ორი ქარ­თვე­ლი შეგ­ვხვდა. ერთს თო­ფიც ჰქონ­და. წე­სით ჩვენ გზა­ზე არა­ვინ არ უნდა შეგ­ვხვედ­რო­და. ერ­თმა თქვა სა­ქო­ნელ­ში ვარო, მე­ო­რემ სა­ნა­დი­როდ ვარო. ეჭვი შე­ვი­ტა­ნეთ. ინ­ფორ­მა­ცია რომ არ გა­ე­ცათ ჩვე­ნი გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ, თოფი გა­მო­ვარ­თვით და ორი­ვე ავიყ­ვა­ნეთ. ვუ­თხა­რით, რომ ჩვენ­თან ერ­თად იქ­ნე­ბოდ­ნენ, ვიდ­რე სა­ზღვარს გა­დავკვეთ­დით და მერე გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლებ­დით. გზა გა­ვაგ­რძე­ლეთ. ზე­მოთ კი­დევ სამ­ნი შეგ­ვხვდნენ. ისი­ნიც ჩვენ­თან და­ვი­ტო­ვეთ. მთე­ლი დღე ვი­ა­რეთ. გვი­ან სა­ღა­მოს, ორმა ქარ­თველ­მა გვი­თხრა, ამ გზით მე­სა­ზღვრე­ე­ბის სა­გუ­შა­გოს­თან მი­დი­ხარ­თო. ფე­ი­ზო­ლას ხმა არ ამო­უ­ღია. სა­გუ­შა­გოს რომ მი­ვუ­ახ­ლოვ­დით, ზე­მო­დან დავ­ყუ­რებ­დით, მთი­დან, ფე­ი­ზო­ლას ვკი­თხეთ, რა პოს­ტი იყო. ქარ­თვე­ლე­ბის პოს­ტი­აო. იქამ­დე ხმა არ ამო­უ­ღია. ის ღამე გავ­ჩერ­დით და გა­ვა­თე­ნეთ. გეგ­მის მი­ხედ­ვით, და­ღეს­ტან­ში მე­ო­რე დღეს­ვე უნდა შევ­სუ­ლი­ყა­ვით, ჩვენ კი ნა­ხე­ვა­რი გზაც არ გვქონ­და გავ­ლი­ლი. ტყი­დან სა­მან­ქა­ნე გზა­ზე რომ გა­ვე­დით, ფე­ი­ზო­ლას ვკი­თხეთ, რა გზა იყო. კა­რი­ე­რის გზაა, დღეს ქარ­თვე­ლებს დღე­ო­ბა აქვთ, დას­ვე­ნე­ბაა და მთა­ში არ ამოვ­ლე­ნო.

ცოტა ხნის შემ­დეგ მან­ქა­ნის ხმა მოგ­ვეს­მა. მან­ქა­ნა რომ მოგ­ვი­ახ­ლოვ­და, და­ვი­ნა­ხეთ 11 კაცი იჯდა ნიღ­ბე­ბით. მათ ალყა შე­მო­ვარ­ტყით, ია­რა­ღი ჩა­მო­ვარ­თვით, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გა­უ­წე­ვი­ათ. ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი იყ­ვნენ. გვი­თხრეს, ჩვენ ვი­ცო­დით რომ თქვენ მო­დი­ო­დით, მაგ­რამ სხვა გზა­ზე უნდა წა­სუ­ლი­ყა­ვი­თო. ჩვენ ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა გვი­თხრეს, რომ გა­ივ­ლი­ა­ნო.

ქარ­თვე­ლებს, ვინც ჩვენ გზა­ზე შეგ­ვხვდნენ და ავიყ­ვა­ნეთ, 200-200 დო­ლა­რი ვა­ჩუ­ქეთ, ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დეთ და გა­ვუშ­ვით.

ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მან­ქა­ნით 40 წუთი ვი­ა­რეთ, ზე­მოთ ავე­დით. ფე­ი­ზო­ლამ გვი­თხრა, მთავ­რო­ბამ და­ვა­ლე­ბა გას­ცა, მე­სა­ზღვრე­ე­ბი გზას მოგ­ცე­მე­ნო. ფე­ი­ზო­ლა ელა­პა­რა­კე­ბო­და სამ­ხედ­რო­ებს, სამ­ხედ­რო­ე­ბი­დან კი ერთ-ერთი, მე­თა­უ­რი რა­ცი­ით უკავ­შირ­დე­ბო­და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას და მი­თი­თე­ბებს იღებ­და.

10 კაცი გა­ვუშ­ვით და ერთი და­ვი­ტო­ვეთ. პური რომ ვჭა­მეთ, იმის შემ­დეგ კი­დევ ერთი პირი გა­მოჩ­ნდა, ჯინ­სის შარ­ვა­ლი ეცვა და ია­რა­ღი ჰქონ­და თან [სან­დრო ამი­რი­ძე, კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის კა­ხე­თის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი. ავტ]. ფე­ი­ზო­ლას და­ე­ლა­პა­რა­კა. ფე­ი­ზო­ლამ გვი­თხრა, ამ­ბობს, არ­ჩევ­ნე­ბი რომ დამ­თავ­რდე­ბა, მერე გა­და­დით, მა­ნამ­დე კი ია­რა­ღი და­ყა­რე­თო. ია­რა­ღი არ დავ­დეთ. სან­დროს ვუ­თხა­რით, შენ წადი და ჩვენ ჩვენ გზას გა­ვაგ­რძე­ლებ­თო. მა­ლე­ვე ვერ­ტმფრე­ნე­ბის ხმაც გა­ვი­გეთ. სან­დრომ სა­ზღვარ­ზე ვერ გა­გიშ­ვებთ, საქ­მეს უკვე ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი არ­ჩევ­სო. მერე სან­დრომ გვი­თხრა, თბი­ლის­ში დავ­რე­კეთ თქვენს უფ­როს­თა­ნო. ახ­მედ ჩა­ტა­ევს ვე­ლა­პა­რა­კეთ და და­ე­ლო­დეთ, მო­ვაო. ღია ად­გი­ლი­დან ტყე­ში გა­ვე­დით.

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ ზურა [კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის უფ­რო­სი ზუ­რაბ მა­ი­სუ­რა­ძე], დიშ­ნი ზე­ლი­მა [ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლი, კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრო­მე­ლი] და ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვი მო­ვიდ­ნენ.

გვი­თხრეს, ქარ­თვე­ლებს ხე­ო­ბა­ში ჯარი ჰყავთ შე­მოყ­ვა­ნი­ლი, ტყე­ში სნა­ი­პე­რე­ბი არი­ან და ალ­ყა­ში ვარ­თო. ჩვენ ვუ­თხა­რით, ია­რაღს დავ­დებთ თუ თქვენ­გან ერთ-ერთი ჩვენ­თან ერ­თად წა­მო­ვაო. ცი­ხე­ში ჩას­მას სიკ­ვდი­ლი გვერ­ჩია. ჩვენ მათ­თვის არც სრო­ლა გვინ­დო­და და არც რამე გვქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და­შა­ვე­ბუ­ლი. ვუ­თხა­რით, რომ უკვე ღმერ­თის­თვის გვქონ­და სი­ტყვა მი­ცე­მუ­ლი, რუ­სეთ­თან ვი­ო­მებ­დით. ახ­მე­დამ გვი­თხრა, მე თქვენ­თან დავ­რჩე­ბიო, მაგ­რამ მერე მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე წა­ვი­და. გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ახლა და­დეთ ია­რა­ღი და არ­ჩევ­ნე­ბი რომ მორ­ჩე­ბა, მერე გა­გიშ­ვებ­თო. ჩვენ ვუ­თხა­რით, პან­კის­ში დავ­ბრუნ­დე­ბით უკან, ოღონდ ია­რაღს აქ არ ჩა­ვა­ბა­რებ­თო, პან­კის­ში რომ მი­ვალთ იქ გად­მოგ­ცემ­თო.

ახ­მე­დას ჩვე­ნი ორი ბიჭი გაჰ­ყვა მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით 10 სა­ათ­ზე გა­ვიდ­ნენ. 2 სა­ა­თის შემ­დეგ, დუკ­ვა­ხამ გვი­თხრა, ხმა ის­მის, მო­დი­ა­ნო. ყვე­ლამ და­ვი­ჭი­რეთ ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი. პირ­და­პირ სრო­ლა დაგ­ვი­წყეს ღა­მის 2 სა­ათ­ზე. 5 სა­ათ­ზე გა­ჩერ­დნენ. ვინ­მე დაჭ­რი­ლი არი­სო, როცა ვი­კი­თხეთ, ერ­თმა გვი­თხრა, მომ­ხვდაო, ბა­ჰა­უ­დინ­მა გვი­თხრა, მეც მომ­ხვდაო. ვე­ძახ­დი, ცო­ცხა­ლი რო­მე­ლი ხართ მეთ­ქი და არ მპა­სუ­ხობ­დნენ. აბ­დუ­ლა მო­ვი­და ინ­გუ­ში, არ მინ­და მა­ინც ყვე­ლას სა­ხე­ლი ვთქვა. ჩვენ სამ­ნი ცო­ცხა­ლი ვი­ყა­ვით, ორნი დაჭ­რი­ლე­ბი იყ­ვნენ. ზა­ურ­ბე­კოვ­მა თავი უნდა ავი­ფეთ­ქოო. მე ვუ­თხა­რი, მა­გათ გეს­რო­ლონ, თვი­თონ ნუ აი­ფეთ­ქებ მეთ­ქი. პირ­და­პირ წა­ვი­და თა­ვი­სი ხელ­ყუმ­ბა­რით და აფეთ­ქდა. დი­ლით, 09:25 სა­ათ­ზე სრო­ლა გა­ჩერ­და.

იხი­ლეთ შუ­დი­ნო­ვის ჩვე­ნე­ბა სრუ­ლად ick.ge-ზე

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

ლაფანყურში ლიკვიდაციას გადარჩენილი მოჯაჰედის მანსურ შუდინოვის ჩვენება

ლაფანყურში ლიკვიდაციას გადარჩენილი მოჯაჰედის მანსურ შუდინოვის ჩვენება

მანსურ შუდინოვი იმ ჯგუფის ერთ-ერთი წევრია, რომლის შვიდი მონაწილეც 2012 წლის 28 აგვისტოს, ლოპოტას ხეობაში, სპეცოპერაციის შედეგად გაანადგურეს. ლაფანყურის სპეცოპერაციიდან თითქმის სამი წლის თავზე შუდინოვი სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ვიდეოჩვენებას ავრცელებს. შუდინოვის განცხადებით, პანკისის ხეობაში მოჯაჰედები ევროპის ქვეყნებიდან ახმედ ჩატაევს და ახმედ უმაროვს ჩაჰყავდათ, იმდროინდელი ხელისუფლებისთვის კი ცნობილი იყო, რომ ხეობაში შეიარაღებული ჯგუფი იმყოფებოდა და ისინი საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში საომრად გადასვლას აპირებდნენ.

მანსურ შუდინოვის ვიდეო youtube-ზე 18 აპრილს განთავსდა. ჩვენება 2.40 საათიანია. შუდინოვი ჩეჩნურად საუბრობს. ის ეთნიკური ჩეჩენია, სოფელ სამაშკიდან. ამჟამად უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს.

მანსურ შუდინოვის ჩვენების არაოფიციალურ თარგმანს კახეთის საინფორმაციო ცენტრი აქვეყნებს:

შუდინოვის განცხადებით, ჯგუფის წევრები პანკისის ხეობაში ახმედ ჩატაევს და ახმედ უმაროვს ჩაჰყავდათ. იმ პერიოდში ახმედ ჩატაევი "კავკასიის იმირატის" ხელმძღვანელის დოკუ უმაროვის წარმომადგენელი იყო ევროპის ქვეყნებში, ახმედ უმაროვი კი დოკუ უმაროვის ერთ-ერთი ძმაა. შუდინოვის თქმით, პანკისის ხეობაში ისინი ორი კვირის განმავლობაში სოფელ დუისში, ყოფილი საავადმყოფოს შენობასთან მდებარე სახლში ცხოვრობდნენ [ახმეტის პოლიციის დუისის ქვეგანყოფილებიდან რამდენიმე მეტრში. ავტ].

"ვიდრე ლოპოტას ხეობაში წავიდოდით, საიდანაც ჯერ დაღესტანში, შემდეგ კი ჩეჩნეთში უნდა გადავსულიყავით, ჩვენთან ახმედ ჩატაევი და ახმედ უმაროვი მოვიდნენ, გვითხრეს, ეს გზა ვინ გასცაო? ვიღაცამ რუსეთის სპეცსამსახურებს შეტყობინება გაუგზავნა ამ ჯგუფის არსებობის და მისი მიზნების თაობაზეო. რუსებმა დაღესტნის საზღვარზე სამხედრო ტექნიკა გაამაგრეს და ამ შეტყობინების გამო მოხდა ეს ყველაფერიო. ეს ინფორმაცია კი ქართული სპეცსამსახურების თანამშრომლებმა მოგვაწოდესო. დოკუ უმაროვის დავალება იყო, საქართველოდან ბიჭები გამოუშვითო. 25-ში ან 26-ში უნდა გავიდეთ, მოემზადეთო", - ამბობს შუდინოვი და იქვე აღნიშნავს, რომ ჯგუფის ორგანიზებისთვის პანკისის ხეობაში დიდი რაოდენობით თანხა იყო შეტანილი. შუდინოვი 100 ათას დოლარს ასახელებს.

"26-ში დილით, დუისში ავიღეთ იარაღი და მანქანით ლაფანყურში გავემგზავრეთ. 15-ნი ვიყავით. ჯგუფის უფროსი ინგუში ასლანი იყო, ცოცხალია ახლაც. ჩვენთან ერთად იყო ფეიზოლა [ფეიზოლა კუშტანაშვილი, სოფელ დუისის მკვიდრი. ავტ] . მას ევალებოდა ჩვენი საქართველო - დაღესტნის საზღვრამდე მიყვანა. ჩვენს ჯგუფში იყო ერთი ლეკი - რაბანი. შეთანხმების თანახმად, საქართველო - დაღესტნის საზღვართან, დაღესტნის ჯამაათის მოჯაჰედები უნდა დაგვხვედროდნენ. თითოეულ ჩვენგანს 40 კილომდე ტვირთი გვქონდა.

საზღვრამდე ვიდრე მივიდოდით, ორი ქართველი შეგვხვდა. ერთს თოფიც ჰქონდა. წესით ჩვენ გზაზე არავინ არ უნდა შეგვხვედროდა. ერთმა თქვა საქონელში ვარო, მეორემ სანადიროდ ვარო. ეჭვი შევიტანეთ. ინფორმაცია რომ არ გაეცათ ჩვენი გადაადგილების შესახებ, თოფი გამოვართვით და ორივე ავიყვანეთ. ვუთხარით, რომ ჩვენთან ერთად იქნებოდნენ, ვიდრე საზღვარს გადავკვეთდით და მერე გავათავისუფლებდით. გზა გავაგრძელეთ. ზემოთ კიდევ სამნი შეგვხვდნენ. ისინიც ჩვენთან დავიტოვეთ. მთელი დღე ვიარეთ. გვიან საღამოს, ორმა ქართველმა გვითხრა, ამ გზით მესაზღვრეების საგუშაგოსთან მიდიხართო. ფეიზოლას ხმა არ ამოუღია. საგუშაგოს რომ მივუახლოვდით, ზემოდან დავყურებდით, მთიდან, ფეიზოლას ვკითხეთ, რა პოსტი იყო. ქართველების პოსტიაო. იქამდე ხმა არ ამოუღია. ის ღამე გავჩერდით და გავათენეთ. გეგმის მიხედვით, დაღესტანში მეორე დღესვე უნდა შევსულიყავით, ჩვენ კი ნახევარი გზაც არ გვქონდა გავლილი. ტყიდან სამანქანე გზაზე რომ გავედით, ფეიზოლას ვკითხეთ, რა გზა იყო. კარიერის გზაა, დღეს ქართველებს დღეობა აქვთ, დასვენებაა და მთაში არ ამოვლენო.

ცოტა ხნის შემდეგ მანქანის ხმა მოგვესმა. მანქანა რომ მოგვიახლოვდა, დავინახეთ 11 კაცი იჯდა ნიღბებით. მათ ალყა შემოვარტყით, იარაღი ჩამოვართვით, წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ქართველი სამხედროები იყვნენ. გვითხრეს, ჩვენ ვიცოდით რომ თქვენ მოდიოდით, მაგრამ სხვა გზაზე უნდა წასულიყავითო. ჩვენ ხელმძღვანელებმა გვითხრეს, რომ გაივლიანო.

ქართველებს, ვინც ჩვენ გზაზე შეგვხვდნენ და ავიყვანეთ, 200-200 დოლარი ვაჩუქეთ, ბოდიში მოვუხადეთ და გავუშვით.

ქართველი სამხედროების მანქანით 40 წუთი ვიარეთ, ზემოთ ავედით. ფეიზოლამ გვითხრა, მთავრობამ დავალება გასცა, მესაზღვრეები გზას მოგცემენო. ფეიზოლა ელაპარაკებოდა სამხედროებს, სამხედროებიდან კი ერთ-ერთი, მეთაური რაციით უკავშირდებოდა ხელმძღვანელობას და მითითებებს იღებდა.

10 კაცი გავუშვით და ერთი დავიტოვეთ. პური რომ ვჭამეთ, იმის შემდეგ კიდევ ერთი პირი გამოჩნდა, ჯინსის შარვალი ეცვა და იარაღი ჰქონდა თან [სანდრო ამირიძე, კონტრტერორისტული ცენტრის კახეთის სამმართველოს უფროსი. ავტ]. ფეიზოლას დაელაპარაკა. ფეიზოლამ გვითხრა, ამბობს, არჩევნები რომ დამთავრდება, მერე გადადით, მანამდე კი იარაღი დაყარეთო. იარაღი არ დავდეთ. სანდროს ვუთხარით, შენ წადი და ჩვენ ჩვენ გზას გავაგრძელებთო. მალევე ვერტმფრენების ხმაც გავიგეთ. სანდრომ საზღვარზე ვერ გაგიშვებთ, საქმეს უკვე შინაგან საქმეთა მინისტრი არჩევსო. მერე სანდრომ გვითხრა, თბილისში დავრეკეთ თქვენს უფროსთანო. ახმედ ჩატაევს ველაპარაკეთ და დაელოდეთ, მოვაო. ღია ადგილიდან ტყეში გავედით.

რამდენიმე საათის შემდეგ ზურა [კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ზურაბ მაისურაძე], დიშნი ზელიმა [ზელიმხან ხანგოშვილი, კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომელი] და ახმედ ჩატაევი მოვიდნენ.

გვითხრეს, ქართველებს ხეობაში ჯარი ჰყავთ შემოყვანილი, ტყეში სნაიპერები არიან და ალყაში ვართო. ჩვენ ვუთხარით, იარაღს დავდებთ თუ თქვენგან ერთ-ერთი ჩვენთან ერთად წამოვაო. ციხეში ჩასმას სიკვდილი გვერჩია. ჩვენ მათთვის არც სროლა გვინდოდა და არც რამე გვქონდა საქართველოსთვის დაშავებული. ვუთხარით, რომ უკვე ღმერთისთვის გვქონდა სიტყვა მიცემული, რუსეთთან ვიომებდით. ახმედამ გვითხრა, მე თქვენთან დავრჩებიო, მაგრამ მერე მოლაპარაკებაზე წავიდა. გვეუბნებოდნენ, ახლა დადეთ იარაღი და არჩევნები რომ მორჩება, მერე გაგიშვებთო. ჩვენ ვუთხარით, პანკისში დავბრუნდებით უკან, ოღონდ იარაღს აქ არ ჩავაბარებთო, პანკისში რომ მივალთ იქ გადმოგცემთო.

ახმედას ჩვენი ორი ბიჭი გაჰყვა მოლაპარაკებაზე, დაახლოებით 10 საათზე გავიდნენ. 2 საათის შემდეგ, დუკვახამ გვითხრა, ხმა ისმის, მოდიანო. ყველამ დავიჭირეთ ჩვენი პოზიციები. პირდაპირ სროლა დაგვიწყეს ღამის 2 საათზე. 5 საათზე გაჩერდნენ. ვინმე დაჭრილი არისო, როცა ვიკითხეთ, ერთმა გვითხრა, მომხვდაო, ბაჰაუდინმა გვითხრა, მეც მომხვდაო. ვეძახდი, ცოცხალი რომელი ხართ მეთქი და არ მპასუხობდნენ. აბდულა მოვიდა ინგუში, არ მინდა მაინც ყველას სახელი ვთქვა. ჩვენ სამნი ცოცხალი ვიყავით, ორნი დაჭრილები იყვნენ. ზაურბეკოვმა თავი უნდა ავიფეთქოო. მე ვუთხარი, მაგათ გესროლონ, თვითონ ნუ აიფეთქებ მეთქი. პირდაპირ წავიდა თავისი ხელყუმბარით და აფეთქდა. დილით, 09:25 საათზე სროლა გაჩერდა.

იხილეთ შუდინოვის ჩვენება სრულად ick.ge-ზე

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა