სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"4 საათის განმავლობაში ვიყავი ნანგრევებში ჩამარხული" - საჩხერის მიწისძვრიდან 24 წელი გავიდა
"4 საათის განმავლობაში ვიყავი ნანგრევებში ჩამარხული" - საჩხერის მიწისძვრიდან 24 წელი გავიდა

"სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რომ მი­მიყ­ვა­ნეს, მა­შინ­ღა გა­მახ­სენ­და შვი­ლი. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ? ისე­თი სა­ში­ნე­ლე­ბა გან­ვი­ცა­დე მი­წა­ში, ჩემი მე­ცხრეკ­ლა­სე­ლი ზაზა კი არ გა­მახ­სენ­და. "

"მო­ხუ­ცი ყვე­ლას მკვდა­რი გვე­გო­ნა. მერე ერ­თმა თქვა, მკვდრის მე­ში­ნია, ვერ შევ­ხე­და­ვო და გას­ვლა და­ა­პი­რა. უცებ ქვე­მო­დან ხმა მოგ­ვეს­მა, - ბა­ბუა, ნუ გე­ში­ნი­ათ, ცო­ცხა­ლი ვარო, - თურ­მე, ჩვე­ნი ხმა გა­უ­გო­ნია. ასე გა­და­ვარ­ჩი­ნეთ მო­ხუ­ცი."

მი­წისძვრა ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ და­მან­გრე­ველ სტი­ქი­ად მი­იჩ­ნე­ვა და მის­გან მსოფ­ლი­ო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 10 ათა­სი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა. დე­და­მი­წა­ზე წე­ლი­წად­ში სა­შუ­ა­ლოდ ერთი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი და 100 და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრა ხდე­ბა.

ზუს­ტად 24 წლის წინ, 1991 წლის 29 აპ­რილს, ორ­შა­ბათს, 13 სა­ათ­სა და 13 წუთ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­და ძლი­ე­რი, და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრა, რომ­ლის ეპი­ცენ­ტრი სა­ჩხე­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხა­ხი­ეთ­ში მდე­ბა­რე­ობ­და. ეპი­ცენ­ტრში მი­წისძვრის სიმ­ძლავ­რე 9-9,5 ბალი იყო, ხოლო ძი­რი­თა­დი ბიძ­გის მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რე - 6,9-7,2 ბალი. მას შემ­დეგ, და­ახ­ლო­ე­ბით 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე გან­მე­ო­რე­ბი­თი ბიძ­გი აღი­ნიშ­ნა, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი - 3-4 მა­ის­სა და 15 ივ­ნისს. მი­წისძვრა გავ­რცელ­და ამ­ბრო­ლა­უ­რის, ჯა­ვის, ონის, სა­ჩხე­რის, ტყი­ბუ­ლი­სა და ჭი­ა­თუ­რის რა­ი­ო­ნე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და და­ი­ღუ­პა 100-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი, და­ინ­გრა და და­ზი­ან­და 4600-მდე სახ­ლი და 1000-ზე მეტი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი შე­ნო­ბა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, ასე­თი სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა ღა­მით რომ მომ­ხდა­რი­ყო, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პე­ბო­და.

ხა­ხი­ე­თის მი­წისძვრის "გემო" დღემ­დე არ და­ვი­წყნია იმე­რე­თი­სა და რა­ჭის მო­სახ­ლე­ო­ბას. სა­ჩხე­რის რა­ი­ონ­ში მცხოვ­რებ­ლებს და­ვუ­კავ­შირ­დით და 24 წლის წი­ნან­დე­ლი 29 აპ­რი­ლის გახ­სე­ნე­ბა ვთხო­ვეთ.

გია ლო­მი­ძე:

- სა­ჩხე­რის სო­ფელ ქო­რეთ­ში ვი­ყა­ვი. მო­ხუ­ცი ქალ­ბა­ტო­ნი იყო გარ­დაც­ვლი­ლი და მისი დაკ­რძალ­ვის მე­ო­რე დღეს ჭურ­ჭლის ალა­გე­ბა­ში ვეხ­მა­რე­ბო­დით ჭი­რი­სუფ­ლებს. მი­წისძვრა რომ და­ი­წყო, მე­გო­ნა, მიწა ძირს ჩა­ვარ­და. ისე­თი ბიძ­გე­ბი იყო, ლა­მის 5 მეტრზე გავ­ყავ-გა­მოვ­ყავ­დით. ახლო-მახ­ლო სახ­ლე­ბიც და­ინ­გრა და ნან­გრე­ვე­ბი­დან ისე­თი კვამ­ლი ამო­ვარ­და, მთე­ლი სო­ფე­ლი ბუ­რუს­ში გა­ეხ­ვა. ჩემი მე­ზო­ბე­ლი მო­ხუ­ცი კაცი ჩა­ი­ყო­ლა ნან­გრე­ვებ­მა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"4 საათის განმავლობაში ვიყავი ნანგრევებში ჩამარხული" - საჩხერის მიწისძვრიდან 24 წელი გავიდა

"4 საათის განმავლობაში ვიყავი ნანგრევებში ჩამარხული" - საჩხერის მიწისძვრიდან 24 წელი გავიდა

"საავადმყოფოში რომ მიმიყვანეს, მაშინღა გამახსენდა შვილი. წარმოგიდგენიათ? ისეთი საშინელება განვიცადე მიწაში, ჩემი მეცხრეკლასელი ზაზა კი არ გამახსენდა. "

"მოხუცი ყველას მკვდარი გვეგონა. მერე ერთმა თქვა, მკვდრის მეშინია, ვერ შევხედავო და გასვლა დააპირა. უცებ ქვემოდან ხმა მოგვესმა, - ბაბუა, ნუ გეშინიათ, ცოცხალი ვარო, - თურმე, ჩვენი ხმა გაუგონია. ასე გადავარჩინეთ მოხუცი."

მიწისძვრა ყველაზე მასშტაბურ დამანგრეველ სტიქიად მიიჩნევა და მისგან მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 10 ათასი ადამიანი იღუპება. დედამიწაზე წელიწადში საშუალოდ ერთი კატასტროფული და 100 დამანგრეველი მიწისძვრა ხდება.

ზუსტად 24 წლის წინ, 1991 წლის 29 აპრილს, ორშაბათს, 13 საათსა და 13 წუთზე საქართველოში მოხდა ძლიერი, დამანგრეველი მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი საჩხერის რაიონის სოფელ ხახიეთში მდებარეობდა. ეპიცენტრში მიწისძვრის სიმძლავრე 9-9,5 ბალი იყო, ხოლო ძირითადი ბიძგის მაგნიტუდის სიმძლავრე - 6,9-7,2 ბალი. მას შემდეგ, დაახლოებით 4 თვის განმავლობაში რამდენიმე განმეორებითი ბიძგი აღინიშნა, მათ შორის ყველაზე ძლიერი - 3-4 მაისსა და 15 ივნისს. მიწისძვრა გავრცელდა ამბროლაურის, ჯავის, ონის, საჩხერის, ტყიბულისა და ჭიათურის რაიონების ტერიტორიაზე და დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი, დაინგრა და დაზიანდა 4600-მდე სახლი და 1000-ზე მეტი საცხოვრებელი შენობა. სპეციალისტების თქმით, ასეთი სიმძლავრის მიწისძვრა ღამით რომ მომხდარიყო, ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპებოდა.

ხახიეთის მიწისძვრის "გემო" დღემდე არ დავიწყნია იმერეთისა და რაჭის მოსახლეობას. საჩხერის რაიონში მცხოვრებლებს დავუკავშირდით და 24 წლის წინანდელი 29 აპრილის გახსენება ვთხოვეთ.

გია ლომიძე:

- საჩხერის სოფელ ქორეთში ვიყავი. მოხუცი ქალბატონი იყო გარდაცვლილი და მისი დაკრძალვის მეორე დღეს ჭურჭლის ალაგებაში ვეხმარებოდით ჭირისუფლებს. მიწისძვრა რომ დაიწყო, მეგონა, მიწა ძირს ჩავარდა. ისეთი ბიძგები იყო, ლამის 5 მეტრზე გავყავ-გამოვყავდით. ახლო-მახლო სახლებიც დაინგრა და ნანგრევებიდან ისეთი კვამლი ამოვარდა, მთელი სოფელი ბურუსში გაეხვა. ჩემი მეზობელი მოხუცი კაცი ჩაიყოლა ნანგრევებმა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია