ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის საჯარო სკოლაში მოსწავლეს თავზე ბათქაში დაეცა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. 11-ე კლასელი ხატია კ. მიყენებული ტრამვის გამო "ავერსის" საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც სოფლის დეპუტატმა კაკო იმნაიშვილმა "გურიის მოამბეს" განუცხადა, სკოლის მოსწავლეს ფანჯრის რაფიდან ჩამოვარდნილი ბათქაში თავზე შესვენების დროს დაეცა. იმნაიშვილის განცხადებით, გოგონა ამ დრომდე "ავერსის" კლინიკაში იმყოფება. მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და თავზე რამდენიმე ნაკერი ადევს.
ექიმების განცხადებით, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.
წყარო: guriismoambe.com