ფოტო, რომელზეც თვეების ბავშვი ნანგრევებიდან ამოჰყავთ, ნეპალის მიწისძვრის ერთგვარ სახედ იქცა. 25 აპრილს მომხდარი კატასტროფის შედეგად 5000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ორჯერ მეტი კი დაშავდა.
გადარჩენილი ბავშვის სახელი სონიტ აუალია, ის მხოლოდ ოთხი თვისაა. კატმანდუში ბავშვის სახლი 8 ბალიანი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, ბიჭუნა კი ნანგრევების ქვეშ მოყვა. მისმა მამამ სამხედროებს შვილის ძებნაში დახმარება სთხოვა, ისინი გვიანობამდე ეძებდნენ ბავშვს, თუმცა, დიდი ხნის უნაყოფო ძიების შემდეგ, იმედი დაკარგეს და წასვლა დააპირეს. მოულოდნელად სონიტის მამას შვილის ტირილის ხმა შემოესმა. ჯარისკაცებმა სონიტი ნანგრევებიდან ამოიყვანეს, სადაც მან 22 საათი გაატარა.
საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გაირკვა, რომ მას არანაირი დაზიანება არ მიუღია.
მომზადებულია edition.cnn.com-ს მიხედვით.