სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივანაშვილი ცდილობს მისი ძირგახვრეტილი გემი ჩაძირვას გადაარჩინოს - დოდონა კიზირია
ივანაშვილი ცდილობს მისი ძირგახვრეტილი გემი ჩაძირვას გადაარჩინოს - დოდონა კიზირია

ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე, პრო­ფე­სო­რი დო­დო­ნა კი­ზი­რია ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებს აფა­სებს და ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე მთავ­რო­ბა­ში ცვლი­ლე­ბებს ეხ­მა­უ­რე­ბა.

"სა­ინ­ტე­რე­სო ცვლი­ლე­ბე­ბი ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ში და, რო­გორც ჩანს, ივა­ნაშ­ვი­ლი ცდი­ლობს მისი ძირ­გახ­ვრე­ტი­ლი გემი ჩა­ძირ­ვას გა­და­არ­ჩი­ნოს. ამით მას შე­ეძ­ლე­ბა, ყვე­ლა თუ არა, მისი ელექ­ტო­რა­ტის კარ­გა დიდი ნა­წი­ლი და­არ­წმუ­ნოს, რომ არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მოგ­ვა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და და­ი­წყე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოს­წო­რე­ბა.

რამ­დე­ნი­მე ხნის წინ მთავ­რო­ბამ გა­მო­ა­ცხა­და, რომ მა­ი­სის თვი­დან და­ი­წყე­ბა და­მა­ტე­ბი­თი შე­ღა­ვა­თე­ბის მი­ცე­მა ხელ­მოკ­ლე ოჯა­ხე­ბი­სათ­ვის. ყვე­ლა­ფე­რი ეს და კი­დევ ახა­ლი და­პი­რე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ უპ­რე­ცე­დენ­ტო ეკო­ნო­მი­კუ­რი წინსვლა "გვე­მუქ­რე­ბა," (ბა­ტო­ნი­ბი­ძი­ნას ტერ­მი­ნი) არის სხვა არა­ფე­რი თუ არა არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მზა­დე­ბა. სავ­სე­ბით ცხა­დია, რომ სი­ტუ­ა­ცი­ას შიდა და გარე პო­ლი­ტი­კის რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბის და ფუნ­და­მენ­ტუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბის გარ­და არა­ფე­რი უშ­ვე­ლის. ივა­ნიშ­ვი­ლი კი აპი­რებს ერთი უსუ­სუ­რი მი­ნის­ტრე­ბის ჯგუ­ფი მე­ო­რე და არა­ნაკ­ლებ უსუ­სუ­რი ჯგუ­ფით ჩა­ა­ნაც­ვლოს.

იმი­სათ­ვის, რომ ნა­თე­ლი გახ­დეს, ვინ არის არ­სე­ბუ­ლი ჩა­ვარ­დნის მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რი, მარ­თლაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ივა­ნაშ­ვი­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე დაბ­რუ­ნე­ბის მო­თხოვ­ნა. ვი­ნა­ი­დან სწო­რედ პი­რა­დად ის და არა მთავ­რო­ბა მარ­თავს ქვე­ყა­ნას, მან­ვე უნდა აგოს პა­სუ­ხი იმ უაღ­რე­სად სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებ­ზე, რო­მე­ლიც მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შე­დე­გია. უნდა ბოლო მო­ე­ღოს იმ, რბი­ლად რომ ვთქვათ, ცი­ნი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ას, რო­დე­საც მი­ლი­არ­დე­რი ოლი­გარ­ხი კუ­ლი­სე­ბი­დან წყვეტს ქვეყ­ნის ბედ-იღ­ბალს და ამა­ვე დროს სრუ­ლი­ად თა­ვი­სუ­ფა­ლია ყო­ველ­გვა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა­გან." - წერს დო­დო­ნა კი­ზი­რია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ივანაშვილი ცდილობს მისი ძირგახვრეტილი გემი ჩაძირვას გადაარჩინოს - დოდონა კიზირია

ივანაშვილი ცდილობს მისი ძირგახვრეტილი გემი ჩაძირვას გადაარჩინოს - დოდონა კიზირია

ამერიკაში მოღვაწე, პროფესორი დოდონა კიზირია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს და ფეისბუქის პირად გვერდზე მთავრობაში ცვლილებებს ეხმაურება.

"საინტერესო ცვლილებები ხდება საქართველოს მთავრობაში და, როგორც ჩანს, ივანაშვილი ცდილობს მისი ძირგახვრეტილი გემი ჩაძირვას გადაარჩინოს. ამით მას შეეძლება, ყველა თუ არა, მისი ელექტორატის კარგა დიდი ნაწილი დაარწმუნოს, რომ არსებული პრობლემები მოგვარებული იქნება და დაიწყება მდგომარეობის გამოსწორება.

რამდენიმე ხნის წინ მთავრობამ გამოაცხადა, რომ მაისის თვიდან დაიწყება დამატებითი შეღავათების მიცემა ხელმოკლე ოჯახებისათვის. ყველაფერი ეს და კიდევ ახალი დაპირებები იმის შესახებ, რომ უპრეცედენტო ეკონომიკური წინსვლა "გვემუქრება," (ბატონიბიძინას ტერმინი) არის სხვა არაფერი თუ არა არჩევნებისთვის მზადება. სავსებით ცხადია, რომ სიტუაციას შიდა და გარე პოლიტიკის რადიკალური ცვლილების და ფუნდამენტური ეკონომიკური რეფორმების გარდა არაფერი უშველის. ივანიშვილი კი აპირებს ერთი უსუსური მინისტრების ჯგუფი მეორე და არანაკლებ უსუსური ჯგუფით ჩაანაცვლოს.

იმისათვის, რომ ნათელი გახდეს, ვინ არის არსებული ჩავარდნის მთავარი რეჟისორი, მართლაც აუცილებელია ივანაშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნების მოთხოვნა. ვინაიდან სწორედ პირადად ის და არა მთავრობა მართავს ქვეყანას, მანვე უნდა აგოს პასუხი იმ უაღრესად სერიოზულ პრობლემებზე, რომელიც მისი გადაწყვეტილებების შედეგია. უნდა ბოლო მოეღოს იმ, რბილად რომ ვთქვათ, ცინიკურ სიტუაციას, როდესაც მილიარდერი ოლიგარხი კულისებიდან წყვეტს ქვეყნის ბედ-იღბალს და ამავე დროს სრულიად თავისუფალია ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან." - წერს დოდონა კიზირია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია