პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ჩვენი საქმეა" - როგორ მოახერხა აჩიკო გულედანმა მუსიკოსების დათანხმება, რომელთა საქართველოში ჩამოყვანა ერთგვარი სენსაციაა
"ეს ჩვენი საქმეა" - როგორ მოახერხა აჩიკო გულედანმა მუსიკოსების დათანხმება, რომელთა საქართველოში ჩამოყვანა ერთგვარი სენსაციაა

ფეს­ტი­ვა­ლის "Tbilisi Open Air Alter/Vision" ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბას უკვე აც­ნო­ბეს. "ზღვა, მზე, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მუ­სი­კა და მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი მუ­სი­კო­სე­ბი" - ეს ის არის, რა­საც რი­გით მე­ექ­ვსე ფეს­ტი­ვალ­ზე მსმე­ნე­ლი მო­ის­მენს. ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის, აჩი­კო გუ­ლე­და­ნის თქმით, "Tbilisi Open Air 2015" 3 ივ­ლი­სი­დან 7 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით, თბი­ლი­სის ზღვის ახალ ქა­ლაქ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. მას­ში 70-ზე მეტი მუ­სი­კო­სი იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი. მათ შო­რის, PLACEBO, ARCHIVE, ZEMFIRA , BETH HART, BLACK LABEL SOCIETY, AQUARIUM... მა­ნამ­დე კი ქარ­თვე­ლი ნიუ ქა­მე­რე­ბის შერ­ჩე­ვა მოხ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც ამი­ერ­კავ­კა­სი­ის მას­შტა­ბურ მუ­სი­კა­ლურ სცე­ნას და­ი­კა­ვე­ბენ.

ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა ონ­ლა­ინ­სივ­რცე­ში და სპორ­ტის სა­სახ­ლის სა­ლა­რო­ებ­ში უკვე და­ი­წყო.

- ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი მოვ­ლე­ნა წელს, რო­გორც გა­ირ­კვა, ხუთ­დღი­ა­ნია. ისე­თი მუ­სი­კო­სე­ბი ჩა­მოგ­ყავთ, რო­მელ­თა აქ ჩა­მოყ­ვა­ნა ერ­თგვა­რი სენ­სა­ცი­აც კია. რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ ეს და ამ პრო­ექ­ტზე რამ­დენ ხანს იმუ­შა­ვეთ; რო­გორ გახ­ვე­დით ამ კავ­ში­რებ­ზე?

აჩი­კო გუ­ლე­და­ნი:

- ეს ჩვე­ნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი საქ­მეა, რო­მელ­საც წლე­ბია, ვა­კე­თებთ. წლი­დან წლამ­დე აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ იმის­თვის, რომ ახალ-ახალ ეტა­პებ­ზე გა­ვი­დეთ. ამ პრო­ექ­ტზე შარ­შან­დლი­დან ვმუ­შა­ობთ. რო­გორც კი დამ­თავ­რდა ფეს­ტი­ვა­ლი, ერთ თვე­ში უკვე გვქონ­და პრო­ექ­ტის მო­ნა­ხა­ზი, - რო­გო­რი და რა­ნა­ი­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო წლე­ვან­დე­ლი სა­ფეს­ტი­ვა­ლო დღე­ე­ბი. ვი­მე­ო­რებ, ეს ჩვე­ნი საქ­მეა.

- მუ­სი­კო­სებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბი­სას რა­ი­მე პრობ­ლე­მა, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ხომ არ შექ­მნი­ლა?

- არა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ცოტა სხვა­ნა­ი­რად ხდე­ბა ხოლ­მე. დიდი ხა­ნია ამ სფე­რო­ში ვმუ­შა­ობთ და პირ­ვე­ლად არ ვა­კე­თებთ ამ საქ­მეს, უკვე კარ­გად გვიც­ნო­ბენ. 2013 წლი­დან იმ ეტაპ­ზე გა­და­ვე­დით, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლა-გა­მოც­ვლა პრობ­ლე­მა არ არის.

ასეთ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბას მაქ­სი­მა­ლუ­რად 7-8 თვე სჭირ­დე­ბა. მთა­ვა­რი, რაც უნდა ვთქვა, წელს ჩვე­ნი წარმდგე­ნია "ჰუ­ა­ლინგ-ჯგუ­ფი". ამას­თან, გვაქვს ახა­ლი ლო­კა­ცია, - ფეს­ტი­ვა­ლი თბი­ლი­სის ზღვის ახალ ქა­ლაქ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. ასე რომ, მწვა­ნე მინ­დორ­თან ერ­თად, წყა­ლიც დაგ­ვე­მა­ტა. ძა­ლი­ან მა­გა­რი ად­გი­ლია, ამას ნა­ხა­ვენ და ამა­ში დარ­წმუნ­დე­ბი­ან.

ამ ყვე­ლა­ფერს ვე­ლო­დით, რომ კარ­გი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ექ­ნე­ბო­და. სი­ახ­ლე­ე­ბიც არის და ყო­ველ­გვა­რი თავ­მდაბ­ლო­ბის გა­რე­შე ვი­ტყვი, რომ ამ რე­გი­ო­ნის­თვის ასე­თი "ლაინ-აფი" აქამ­დე არ არ­სე­ბობ­და. ახლა უკვე არ­სე­ბობს და გვი­ხა­რია, რომ ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ჩა­მო­ვა და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა რა­ღაც­ნა­ი­რად წინ კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას მო­ა­ხერ­ხებს. ფეს­ტი­ვა­ლის­თვის და ქვეყ­ნის­თვის მა­ინ­ცდა­მა­ინც უმ­ნიშ­ვნე­ლო რამ არ არის და სა­ინ­ტე­რე­სოა.

- აჩი­კო, თქვე­ნი ჯგუ­ფის ("Green Room") ბოლო ვი­დეო რას მი­უ­ძღვე­ნით, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ნა­მუ­შე­ვა­რია...

- ამით მხარს ვუ­ჭერთ შე­სა­ნიშ­ნავ პრო­ექტს, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ მხარს უჭერს მსოფ­ლიო მას­შტა­ბის პრო­ექტს Wings for Life World Run-ს. ერთ დღეს, მსოფ­ლი­ოს რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში ცდი­ლო­ბენ, რომ და­ეხ­მა­რონ სხვა ადა­მი­ა­ნებს და ეს თა­ვის­თა­ვად კარ­გია. გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ამ ყვე­ლაფ­რის­თვის მხა­რი ჩვენც დაგ­ვე­ჭი­რა და ამ კომ­პო­ზი­ცი­ას 3 მა­ისს და­ვუკ­რავთ. ეს ვი­დეო ჩვე­ნი ფრო­დაქ­შე­ნია, "გრინ რუ­მის".

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ეს ჩვენი საქმეა" - როგორ მოახერხა აჩიკო გულედანმა მუსიკოსების დათანხმება, რომელთა საქართველოში ჩამოყვანა ერთგვარი სენსაციაა

"ეს ჩვენი საქმეა" - როგორ მოახერხა აჩიკო გულედანმა მუსიკოსების დათანხმება, რომელთა საქართველოში ჩამოყვანა ერთგვარი სენსაციაა

ფესტივალის "Tbilisi Open Air Alter/Vision" ორგანიზატორებმა ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას უკვე აცნობეს. "ზღვა, მზე, გემოვნებიანი მუსიკა და მსოფლიოს წამყვანი მუსიკოსები" - ეს ის არის, რასაც რიგით მეექვსე ფესტივალზე მსმენელი მოისმენს. ფესტივალის ორგანიზატორის, აჩიკო გულედანის თქმით, "Tbilisi Open Air 2015" 3 ივლისიდან 7 ივლისის ჩათვლით, თბილისის ზღვის ახალ ქალაქში გაიმართება. მასში 70-ზე მეტი მუსიკოსი იქნება ჩართული. მათ შორის, PLACEBO, ARCHIVE, ZEMFIRA , BETH HART, BLACK LABEL SOCIETY, AQUARIUM... მანამდე კი ქართველი ნიუ ქამერების შერჩევა მოხდება, რომლებიც ამიერკავკასიის მასშტაბურ მუსიკალურ სცენას დაიკავებენ.

ბილეთების გაყიდვა ონლაინსივრცეში და სპორტის სასახლის სალაროებში უკვე დაიწყო.

- ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური მოვლენა წელს, როგორც გაირკვა, ხუთდღიანია. ისეთი მუსიკოსები ჩამოგყავთ, რომელთა აქ ჩამოყვანა ერთგვარი სენსაციაც კია. როგორ მოახერხეთ ეს და ამ პროექტზე რამდენ ხანს იმუშავეთ; როგორ გახვედით ამ კავშირებზე?

აჩიკო გულედანი:

- ეს ჩვენი ჩვეულებრივი საქმეა, რომელსაც წლებია, ვაკეთებთ. წლიდან წლამდე აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ახალ-ახალ ეტაპებზე გავიდეთ. ამ პროექტზე შარშანდლიდან ვმუშაობთ. როგორც კი დამთავრდა ფესტივალი, ერთ თვეში უკვე გვქონდა პროექტის მონახაზი, - როგორი და რანაირი უნდა ყოფილიყო წლევანდელი საფესტივალო დღეები. ვიმეორებ, ეს ჩვენი საქმეა.

- მუსიკოსებთან მოლაპარაკებისას რაიმე პრობლემა, წინააღმდეგობა ხომ არ შექმნილა?

- არა, ეს ყველაფერი ცოტა სხვანაირად ხდება ხოლმე. დიდი ხანია ამ სფეროში ვმუშაობთ და პირველად არ ვაკეთებთ ამ საქმეს, უკვე კარგად გვიცნობენ. 2013 წლიდან იმ ეტაპზე გადავედით, რომ ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა პრობლემა არ არის.

ასეთ პროექტზე მუშაობას მაქსიმალურად 7-8 თვე სჭირდება. მთავარი, რაც უნდა ვთქვა, წელს ჩვენი წარმდგენია ''ჰუალინგ-ჯგუფი''. ამასთან, გვაქვს ახალი ლოკაცია, - ფესტივალი თბილისის ზღვის ახალ ქალაქში გაიმართება. ასე რომ, მწვანე მინდორთან ერთად, წყალიც დაგვემატა. ძალიან მაგარი ადგილია, ამას ნახავენ და ამაში დარწმუნდებიან.

ამ ყველაფერს ველოდით, რომ კარგი გამოხმაურება ექნებოდა. სიახლეებიც არის და ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ამ რეგიონისთვის ასეთი "ლაინ-აფი" აქამდე არ არსებობდა. ახლა უკვე არსებობს და გვიხარია, რომ ეს საქართველოში ხდება. საქართველოში ბევრი ადამიანი ჩამოვა და ჩვენი ქვეყანა რაღაცნაირად წინ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმას მოახერხებს. ფესტივალისთვის და ქვეყნისთვის მაინცდამაინც უმნიშვნელო რამ არ არის და საინტერესოა.

- აჩიკო, თქვენი ჯგუფის ("Green Room") ბოლო ვიდეო რას მიუძღვენით, ძალიან საინტერესო ნამუშევარია...

- ამით მხარს ვუჭერთ შესანიშნავ პროექტს, რომელიც თავის მხრივ მხარს უჭერს მსოფლიო მასშტაბის პროექტს Wings for Life World Run-ს. ერთ დღეს, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ცდილობენ, რომ დაეხმარონ სხვა ადამიანებს და ეს თავისთავად კარგია. გადავწყვიტეთ, რომ ამ ყველაფრისთვის მხარი ჩვენც დაგვეჭირა და ამ კომპოზიციას 3 მაისს დავუკრავთ. ეს ვიდეო ჩვენი ფროდაქშენია, "გრინ რუმის".

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია