ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრის 90 წლისადმი მიძღვნილი ფესტივალის ჩატარება საფრთხის წინაშე დგას. ფესტივალის გახსნა სამ მაისს იგეგმება, თუმცა ორკესტრი შენობის გარეშეა დარჩენილი. შემქმნილ მდგომარეობას ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი "ფეისბუქით" ეხმაურება.
''სირცხვილი და თავის მოჭრაა! როდემდე უნდა იარონ იმ ადამიანის დაკრულზე, რომელსაც სიძულვილისა და ღვარძლის მეტი არაფერი უდევს გულში. სახელმწიფო ქვია ამას! ორკესტრი უნდა შევიდეს და მუშაობდეს იმ სიმფონიურ დარბაზსა და სივრცეში, სადაც ამ მომენტისთვის შესაძლებელია რეპეტიციაც და კონცერტის გამართვაც! თუ არა და ღირსეული ალტერნატივა შემოგვთავაზეთ! ფესტივალი ჩაშლის პირასაა და ესენი ღვარძლიანი და შურიანი ინდივიდების(ინდივიდის) დაკრულზე დადიან!
რა "ავტორიტეტიანები" ხართ.. გინდ ყოფილხართ და გინდ არა! უკვე მითქვამს, ახლაც გავიმეორებ და არ შევწყვეტ ამის ძახილს, ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრი არის საუკეთესო საქართველოში! და ამით ყველაფერი ნათქვამია! ახლა შესაბამის ნაბიჯს ველოდებით სახელმწიფოსგან, რომელსაც აქამდე ლაპარაკის მეტი და ჩვენი უსინდისოდ მოტყუების მეტი არაფერი გაუკეთებია'', - წერს ანიტა რაჭველიშვილი.