პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს მთავრობა დაიშალა: როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები კონსტიტუციის მიხედვით
საქართველოს მთავრობა დაიშალა: როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები კონსტიტუციის მიხედვით

სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდულ საქ­მეა მი­ნის­ტრის ლე­ვან ყი­ფი­ა­ნის გა­დად­გო­მა მთავ­რო­ბის დაშ­ლა­სა და პარ­ლა­მენ­ტის მიერ მთავ­რო­ბის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შე­მა­დენ­ლო­ბი­სა და სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მი­სათ­ვის ხე­ლა­ხა­ლი ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას იწ­ვევს.

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით, მთავ­რო­ბას პარ­ლა­მენ­ტის­გან ხე­ლა­ხა­ლი ნდო­ბის მი­ღე­ბა მისი თავ­და­პირ­ვე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის ერთი მე­სა­მე­დით შეც­ვლის შემ­თვე­ვა­ში სჭირ­დე­ბა. მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ჩათ­ვლით 20 წევ­რით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ პრე­მი­ერს ჰქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა მთავ­რო­ბა­ში ექ­ვსი მი­ნის­ტრი სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლებთ შე­ეც­ვა­ლა, მეშ­ვი­დე მი­ნის­ტრის ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, კა­ბი­ნე­ტი იშ­ლე­ბა და მისი ნდო­ბის სა­კი­თხი პარ­ლა­მენ­ტში დგე­ბა. ლე­ვან ყი­ფი­ა­ნი მთავ­რო­ბი­დან წა­სუ­ლი მეშ­ვი­დე მი­ნის­ტრია.

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი პარ­ლა­მენტს ერთი კვი­რის ვა­და­ში წა­რუდ­გენს მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბას ნდო­ბის მი­სა­ღე­ბად. თა­ვის მხრივ პრე­ზი­დენ­ტის­თვის პრე­მი­ე­რის კან­დი­და­ტუ­რა წარ­დგე­ნი­ლი უნდა იყოს უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ (არ­ჩევ­ნებ­ში სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის მქო­ნე სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტის მიერ), ხოლო მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტუ­რე­ბი - პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კან­დი­და­ტუ­რის მიერ, რაც ამ ერთი კვი­რის ვა­და­ში უნდა მო­ეს­წროს.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| "მორ­ჩა კინო, ახლა სა­ინ­ტე­რე­სოა, ვინ იქ­ნე­ბა პრე­მი­ე­რი" - სა­ზო­გა­დო­ე­ბის პირ­ვე­ლი რე­აქ­ცია მთავ­რო­ბის დაშ­ლის შემ­დეგ

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბის წარ­დგე­ნი­დან შვი­დი დღის ვა­და­ში გა­ნი­ხი­ლავს და კენ­ჭს უყ­რის მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბის­თვის ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კითხს.

პარ­ლა­მენ­ტის ნდო­ბის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­როა პარ­ლა­მენ­ტის სი­ი­თი შე­მად­გენ­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის მხარ­და­ჭე­რა.

მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბის­თვის ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან 2 დღის ვა­და­ში პრე­ზი­დენ­ტი ნიშ­ნავს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ხოლო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ასე­ვე 2 დღის ვა­და­ში – მთავ­რო­ბის სხვა წევ­რებს. თუ პრე­ზი­დენ­ტი აღ­ნიშ­ნულ ვა­და­ში არ გა­მოს­ცემს სა­მარ­თლებ­რივ აქტს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ნიშ­ვნის თა­ო­ბა­ზე, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და­ნიშ­ნუ­ლად ჩა­ით­ვლე­ბა.

ამას­თან, თუკი მთავ­რო­ბას პარ­ლა­მენ­ტში ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის მხრივ პრობ­ლე­მა შე­ექ­მნე­ბა და ამ მხრივ კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­წე­რი­ლი ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა და ვადა და­ირ­ღვე­ვა, პრე­ზი­დენ­ტი და­ი­თხოვს პარ­ლა­მენტს და და­ნიშ­ნავს რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებს.

ყვე­ლა დე­ტა­ლი თეგ­ზე #სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბი

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

საქართველოს მთავრობა დაიშალა: როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები კონსტიტუციის მიხედვით

საქართველოს მთავრობა დაიშალა: როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები კონსტიტუციის მიხედვით

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეა მინისტრის ლევან ყიფიანის გადადგომა მთავრობის დაშლასა და პარლამენტის მიერ მთავრობის განახლებული შემადენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ხელახალი ნდობის გამოცხადებას იწვევს.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობას პარლამენტისგან ხელახალი ნდობის მიღება მისი თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით შეცვლის შემთვევაში სჭირდება. მინისტრთა კაბინეტი პრემიერ-მინისტრის ჩათვლით 20 წევრით არის წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ პრემიერს ჰქონდა შესაძლებლობა მთავრობაში ექვსი მინისტრი საკუთარი გადაწყვეტილებთ შეეცვალა, მეშვიდე მინისტრის ცვლილებების შემთხვევაში კი, კაბინეტი იშლება და მისი ნდობის საკითხი პარლამენტში დგება. ლევან ყიფიანი მთავრობიდან წასული მეშვიდე მინისტრია.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ერთი კვირის ვადაში წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. თავის მხრივ პრეზიდენტისთვის პრემიერის კანდიდატურა წარდგენილი უნდა იყოს უმრავლესობის მიერ (არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ), ხოლო მინისტრობის კანდიდატურები - პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის მიერ, რაც ამ ერთი კვირის ვადაში უნდა მოესწროს.

ასევე დაგაინტერესებთ| "მორჩა კინო, ახლა საინტერესოა, ვინ იქნება პრემიერი" - საზოგადოების პირველი რეაქცია მთავრობის დაშლის შემდეგ

საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი ასევე 2 დღის ვადაში – მთავრობის სხვა წევრებს. თუ პრეზიდენტი აღნიშნულ ვადაში არ გამოსცემს სამართლებრივ აქტს პრემიერ-მინისტრის დანიშვნის თაობაზე, პრემიერ-მინისტრი დანიშნულად ჩაითვლება.

ამასთან, თუკი მთავრობას პარლამენტში ნდობის გამოცხადების მხრივ პრობლემა შეექმნება და ამ მხრივ კონსტიტუციით გაწერილი ყველა პროცედურა და ვადა დაირღვევა, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.

ყველა დეტალი თეგზე #სამთავრობო ცვლილებები

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"