გუშინ, 28 აპრილს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამ დროისთვის, ხორკიშვილი მეექვსე მინისტრია, რომელმაც თანამდებობა დატოვა. არსებული ინფორმაციით, მოსალოდნელია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის გადადგომაც, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტს მთავრობის შემადგენლობის ხელახლა დამტკიცება მოუწევს.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, "ფეისბუქზე" პოლიტიკური დისკუსიები კიდევ უფრო გააქტიურდა. გთავაზობთ რამდენიმე პოსტს:
ირმა ნადირაშვილი - "ველოდები კახეთის გუბერნატორი(ნუნუ თამაზაშვილის კლასელი) , როდის გამოგვიცხადებს, რომ ოჯახი მოენატრა. ინტუიცია მკარნახობს, რომ მალე"
გოგა ხაჩიძე - "ყველაფერი გავიგე, მაგრამ ამ ხადურს ან ოჯახი არ ენატრება, ან ციკანი, ან ჯანმრთელობის გაუმჯობესებას არ გეგმავს, ან პასუხის მომკითხავი არ ჰყავს, ან სინდისი არა აქვს...ნოდარ, თავს უშველე!"
"(მიმართავს ირაკლი ღარიბაშვილს)
შენს ადგილზე - დუდუს გადავურეკავდი.
სხვა რა გირჩიო არ ვიცი".
"მე შემიძლია მოსახლეობას დავუდასტურო, რომ არაფერი სერიოზული არ ხდება" - ირაკლი ღარიბაშვილი
რა თქმა უნდა, თქვენს ხელში რა შეიძლება მოხდეს სერიოზული".
თამარა ჩეგოლეიშვილმა საკუთარი ერთი წლის წინანდელი პოსტი გამოაქვეყნა:
"როდის მოისვრის ღარიბაშვილს ივანიშვილი. პროგნოზი დადეთ. ვინ მოიგებს ვნახოთ.
მე ვამბობ - ყველაზე გვიან, გაზაფხულზე".
კობა სუბელიანი - "გზების მინისტრი: გადავდექი შეუძლოდ ვარ!
გარემოს მინისტრი: გადავდექი სახლში მინდა!
სპორტის მინისტრი: გადავდექი, სახლში უთო დამრჩა ჩართული!"
"თვალს გაახელ და მთავრობა გადამდგარი გხვდება "
ნათია ფანჯიკიძე - "მთავრობა აღარ გვყოლია და გამოიხედეთქო, გუშინ რომ ჩემს კედლის გაზეთში ვეძახდი, ცერცვს ვაყრიდი?
როგორ არ მიყვარს უწესრიგობა. ვას ზოლ დას? რა საქციელია ახლა ეს?"
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მინისტრთა კაბინეტში რიგით მეშვიდე მინისტრის ცვლილებით საკანონმდებლო ორგანო მთავრობას ნდობას ხელახლა უცხადებს. ამ შემთხვევაში, მე-7 მინისტრი, რომელიც სავარაუდოდ მთავრობას დატოვებს ლევან ყიფიანია, რაც ავტომატურად იწვევს ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის ნდობის საკითხს.