სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში მტკვრის დონე რამდენიმე დღით დაიწევს
თბილისში მტკვრის დონე რამდენიმე დღით დაიწევს

თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე დღით მტკვრის დონე და­ი­წევს. რო­გორც "ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ა­ში" აცხა­დე­ბენ, აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზი ზა­ჰე­სი­სა და ორ­თა­ჭალ­ჰე­სის წყალ­სა­ცა­ვებ­ზე მიმ­დი­ნა­რე გეგ­მუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბია.

"30 აპ­რი­ლი­დან 3 მა­ი­სის ჩათ­ვლით, "ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას" ჰიდ­რო­ე­ნერ­გო დე­პარ­ტა­მენ­ტი ზა­ჰე­სი­სა და ორ­თა­ჭალ­ჰე­სის წყალ­სა­ცა­ვებ­ზე გეგ­მურ სა­მუ­შა­ო­ებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. კერ­ძოდ, მოხ­დე­ბა წყალ­სა­ცა­ვე­ბის გა­რე­ცხვა, რაც მიზ­ნად ისა­ხავს წყალ­სა­ცა­ვებ­ში დაგ­რო­ვი­ლი ნაგ­ვი­სა და ნა­ტა­ნის გა­ტა­ნა-გაწ­მენ­დას. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ყვე­ლა უსაფრ­თხო ნორ­მის დაც­ვით. ის შე­თან­ხმე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ელექტრო­სის­ტე­მას­თან, გა­რე­მოს ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს­თან და გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტთან.

ორ­თა­ჭალ­ჰე­სის წყალ­სა­ცა­ვის გა­რე­ცხვა ხდე­ბა ზა­ჰე­სის წყალ­სა­ცა­ვის გა­რე­ცხვის პა­რა­ლე­ლუ­რად. გა­რე­ცხვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა 4 დღე. ამ დრო­ის მან­ძილ­ზე ორი­ვე ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რი იქ­ნე­ბა დრო­ე­ბით გა­ჩე­რე­ბუ­ლი, ხოლო მდი­ნა­რე მტკვარ­ში წყლის დონე და­ი­წევს და და­უბ­რუნ­დე­ბა ბუ­ნებ­რივ ნიშ­ნულს", - აცხა­დე­ბენ კომ­პა­ნი­ა­ში.

"ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას" ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბა არ გა­მოწ­ვევს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბის შე­ზღუდ­ვას.

"ენერ­გო-პრო ჯორ­ჯია" ყო­ველ­წლი­უ­რად ატა­რებს კომ­პა­ნი­ის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ჰე­სე­ბის წყალ­სა­ცა­ვე­ბის გაწ­მენ­დით სა­მუ­შა­ო­ებს, რაც ხელს უწყობს ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბის ეფექ­ტურ მუ­შა­ო­ბას", - გან­მარ­ტა­ვენ კომ­პა­ნი­ა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

თბილისში მტკვრის დონე რამდენიმე დღით დაიწევს

თბილისში მტკვრის დონე რამდენიმე დღით დაიწევს

თბილისში რამდენიმე დღით მტკვრის დონე დაიწევს. როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, აღნიშნულის მიზეზი ზაჰესისა და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე მიმდინარე გეგმური სამუშაოებია.

"30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, "ენერგო-პრო ჯორჯიას" ჰიდროენერგო დეპარტამენტი ზაჰესისა და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე გეგმურ სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ, მოხდება წყალსაცავების გარეცხვა, რაც მიზნად ისახავს წყალსაცავებში დაგროვილი ნაგვისა და ნატანის გატანა-გაწმენდას. აღნიშნული სამუშაოები განხორციელდება ყველა უსაფრთხო ნორმის დაცვით. ის შეთანხმებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან.

ორთაჭალჰესის წყალსაცავის გარეცხვა ხდება ზაჰესის წყალსაცავის გარეცხვის პარალელურად. გარეცხვითი სამუშაოები გაგრძელდება 4 დღე. ამ დროის მანძილზე ორივე ჰიდროელექტროსადგური იქნება დროებით გაჩერებული, ხოლო მდინარე მტკვარში წყლის დონე დაიწევს და დაუბრუნდება ბუნებრივ ნიშნულს", - აცხადებენ კომპანიაში.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, სამუშაოების წარმოება არ გამოწვევს ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვას.

"ენერგო-პრო ჯორჯია" ყოველწლიურად ატარებს კომპანიის საკუთრებაში არსებული ჰესების წყალსაცავების გაწმენდით სამუშაოებს, რაც ხელს უწყობს ჰიდროელექტროსადგურების ეფექტურ მუშაობას", - განმარტავენ კომპანიაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია