მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა თანხის შოვნა შეგიძლიათ საკუთარი თმის გაყიდვის სანაცვლოდ საქართველოში
რა თანხის შოვნა შეგიძლიათ საკუთარი თმის გაყიდვის სანაცვლოდ საქართველოში

"თმას წო­ნის მი­ხედ­ვით იბა­რე­ბენ და მათი ფასი 40-დან 400 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს"

და­ნამ­დვი­ლე­ბით იმის თქმა, რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში თმის ბიზ­ნე­სი, გა­ჭირ­დე­ბა. თუმ­ცა, თბი­ლის­ში მრა­ვა­ლა­დაა სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თმის შეს­ყიდ­ვით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი. ადა­მი­ა­ნის თმას ძი­რი­თა­დად თმის დაგ­რძე­ლე­ბის­თვის და პა­რი­კის­თვის, ასე­ვე თმის გა­სახ­ში­რებ­ლად იყე­ნე­ბენ. ქარ­თუ­ლი მა­სა­ლა ხში­რად უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხი­საა, ამი­ტომ მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­შიც გა­აქვთ - კა­ნა­და­ში, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლა სა­ა­მი­რო­ებ­ში, რუ­სეთ­ში.

რა ღირს ქარ­თუ­ლი თმა და რა კრი­ტე­რი­უ­მებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეთ, რომ თქვე­ნი თმა სარ­ფი­ა­ნად გა­ყი­დოთ? რო­გორც bpn.ge-მ გა­არ­კვია, სა­ლო­ნე­ბი ფასს თმის ხა­რის­ხი­სა და სიგ­რძის მი­ხედ­ვით გან­სა­ზღვა­რა­ვენ. მოჭ­რილ თმას იყე­ნე­ბენ თმის და­საგ­რძე­ლებ­ლად, გა­სახ­ში­რებ­ლად და ლა­მა­ზი მო­ცუ­ლო­ბის მი­სა­ცე­მად, თმის მე­ლი­რე­ბის­თვის, ღია ფე­რის ან კონ­ტრას­ტუ­ლი ფე­რის მე­ლი­რე­ბის­თვის და­მა­ტე­ბი­თი თმე­ბის ჩა­მაგ­რე­ბით. დამ­წვა­რი თმის გა­მო­საც­ვლე­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ჯან­მრთე­ლი თმის ღე­რე­ბი. თუმ­ცა, 40 სან­ტი­მეტრზე ნაკ­ლე­ბი სიგ­რძის თმას სა­ლო­ნე­ბი არ იბა­რე­ბენ. ასე­ვე, თმა უნდა იყოს ბუ­ნებ­რი­ვი, არ უნდა იყოს ჭა­ღა­რა, შე­ღე­ბი­ლი, დამ­წვა­რი. ყუ­რა­დღე­ბა ენი­ჭე­ბა თმის სის­ქე­საც, რამ­დე­ნად ხში­რია. თხე­ლი თმა გა­ცი­ლე­ბით იაფი ღირს.

რაც შე­ე­ხე­ბა თმის ფასს, სა­ლო­ნებს სხვა­დას­ხვა ტა­რი­ფე­ბი აქვთ და­წე­სე­ბუ­ლი. თმას წო­ნის მი­ხედ­ვით იბა­რე­ბენ და მათი ფასი 40-დან 400 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. ზოგ­ჯერ კი­ლოგ­რა­მი თმის ფასი 2 000 ლა­რიც ღირს. ვინც ამ სფე­რო­ში კარ­გა­დაა ჩა­ხე­დუ­ლი, თმის გა­ყიდ­ვამ­დე სხვა­დას­ხვა სა­ლო­ნებს სტუმ­რობს, რათა თმა სარ­ფი­ა­ნად გა­ყი­დოს. ასე მო­იქ­ცა 25 წლის თა­მა­რიც, ახა­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბი­თაც კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა, თან მო­გე­ბაც ნახა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

რა თანხის შოვნა შეგიძლიათ საკუთარი თმის გაყიდვის სანაცვლოდ საქართველოში

რა თანხის შოვნა შეგიძლიათ საკუთარი თმის გაყიდვის სანაცვლოდ საქართველოში

"თმას წონის მიხედვით იბარებენ და მათი ფასი 40-დან 400 ლარამდე მერყეობს"

დანამდვილებით იმის თქმა, რამდენად წარმატებულია საქართველოში თმის ბიზნესი, გაჭირდება. თუმცა, თბილისში მრავალადაა სილამაზის სალონები, რომლებიც თმის შესყიდვით არიან დაკავებული. ადამიანის თმას ძირითადად თმის დაგრძელებისთვის და პარიკისთვის, ასევე თმის გასახშირებლად იყენებენ. ქართული მასალა ხშირად უმაღლესი ხარისხისაა, ამიტომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშიც გააქვთ - კანადაში, არაბთა გაერთიანებულა საამიროებში, რუსეთში.

რა ღირს ქართული თმა და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ, რომ თქვენი თმა სარფიანად გაყიდოთ? როგორც bpn.ge-მ გაარკვია, სალონები ფასს თმის ხარისხისა და სიგრძის მიხედვით განსაზღვარავენ. მოჭრილ თმას იყენებენ თმის დასაგრძელებლად, გასახშირებლად და ლამაზი მოცულობის მისაცემად, თმის მელირებისთვის, ღია ფერის ან კონტრასტული ფერის მელირებისთვის დამატებითი თმების ჩამაგრებით. დამწვარი თმის გამოსაცვლელად გამოიყენება ჯანმრთელი თმის ღერები. თუმცა, 40 სანტიმეტრზე ნაკლები სიგრძის თმას სალონები არ იბარებენ. ასევე, თმა უნდა იყოს ბუნებრივი, არ უნდა იყოს ჭაღარა, შეღებილი, დამწვარი. ყურადღება ენიჭება თმის სისქესაც, რამდენად ხშირია. თხელი თმა გაცილებით იაფი ღირს.

რაც შეეხება თმის ფასს, სალონებს სხვადასხვა ტარიფები აქვთ დაწესებული. თმას წონის მიხედვით იბარებენ და მათი ფასი 40-დან 400 ლარამდე მერყეობს. ზოგჯერ კილოგრამი თმის ფასი 2 000 ლარიც ღირს. ვინც ამ სფეროში კარგადაა ჩახედული, თმის გაყიდვამდე სხვადასხვა სალონებს სტუმრობს, რათა თმა სარფიანად გაყიდოს. ასე მოიქცა 25 წლის თამარიც, ახალი ვარცხნილობითაც კმაყოფილი დარჩა, თან მოგებაც ნახა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია