პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვნახე უამრავი გაგუდული და დასახიჩრებული ადამიანი" - რას ყვებიან ნეპალში მყოფი ქართველი ტურისტები
"ვნახე უამრავი გაგუდული და დასახიჩრებული ადამიანი" - რას ყვებიან ნეპალში მყოფი ქართველი ტურისტები

"აქამ­დე არა­ფე­რი ვი­ცო­დი ნე­პა­ლე­ლე­ბის პატ­რი­ო­ტიზ­მის შე­სა­ხებ, ახლა კი გა­ო­ცე­ბუ­ლი ვუ­ყუ­რებ მათ, სა­კუ­თარ სახ­ლებს კი არა, დან­გრე­ულ წარ­სულ­სა და კულ­ტუ­რას დას­ტი­რი­ან"

"ეს მოჟ­რი­ა­მუ­ლე ქა­ლა­ქი ერთ დღე­ში ნან­გრე­ვე­ბად იქცა"

"ლუმ­ბინ­ში, ბუ­დას და­ბა­დე­ბის ად­გი­ლას ვა­პი­რებ­დით წას­ვლას. თუმ­ცა მა­ნამ­დე, გზად, ერთ-ერთ ღია კა­ფე­ში უნდა შეგ­ვევ­ლო... პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი კატ­მან­დუ­ში, მაგ­რამ ამ სა­ო­ცარ­მა ქა­ლაქ­მა ჩემ­ზე უდი­დე­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული, რომ ბევ­რი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა, რო­მელ­თაც მი­წისძვრამ­დე ერთი დღით ადრე აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი, აღარ არ­სე­ბობს. ერთი უბა­ნია, ტა­მე­ლი, ტუ­რის­ტე­ბის უბ­ნად ით­ვლე­ბა და ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. სწო­რედ იქ ვი­ყა­ვით და ერთ-ერთ ღია კა­ფე­ში შეს­ვალს ვა­პი­რებ­დით, ახ­ლაც ყუ­რებ­ში მიდ­გას ის სა­ზა­რე­ლი ხმა, რაც მი­წისძვრას ახ­ლდა, მე­გო­ნა, მიწა გა­იხ­სნე­ბო­და და თან ჩაგ­ვი­ტან­და. რო­დე­საც მიწა იძრა, ერთ წამ­ში აი­რია ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­ში და მტვრის ბუღ­ში გა­ეხ­ვა. ჩვენ გარ­შე­მო სულ ძვე­ლი შე­ნო­ბე­ბი იყო, ძლი­ერ­მა მი­წის­ქვე­შა ბიძ­გებ­მა, ქა­ლა­ქი თით­ქმის მი­წას­თან გა­ას­წო­რა, ხალ­ხი უმის­მა­რა­თოდ გარ­ბო­და, შვე­ლას ითხოვ­და, ეს სა­ში­ნე­ლე­ბა ჩემი თვა­ლე­ბი­დან არას­დროს ამო­ვა..." -ასე იხ­სე­ნებს ნე­პალ­ში 25 აპ­რილს მომ­ხდარ მი­წისძვრას ქარ­თვე­ლი ტუ­რის­ტი, რო­მე­ლიც ახლა უკვე ინ­დო­ეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა.

7,9 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრამ და მას მო­ყო­ლილ­მა ძლი­ერ­მა გან­მე­ო­რე­ბით­მა ბიძ­გებ­მა ნე­პალს უდი­დე­სი ზა­რა­ლი მი­ა­ყე­ნა. ნე­პა­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ სუ­შილ კო­ი­რა­ლას გან­ცხა­დე­ბით, და­ღუ­პულ­თა რი­ცხვმა შე­იძ­ლე­ბა 10 000-ს მი­აღ­წი­ოს. ამ დრო­ის­თვის და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 4 400-ს ას­ცდა, თუმ­ცა, ნან­გრე­ვებ­ში კვლავ ასო­ბით ადა­მი­ა­ნი რჩე­ბა. სა­მაშ­ვე­ლო და გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა.

და­ვით ფი­ფია, ქარ­თვე­ლი ტუ­რის­ტი:

- კატ­მან­დუ­ში ხში­რად ჩა­მოვ­დი­ო­დი. აქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. მხი­ა­რუ­ლი და შრო­მის­მოყ­ვა­რე ხალ­ხი ცხოვ­რობს, თან ევ­რო­პის ფონ­ზე, ყვე­ლა­ფე­რი ია­ფია. პირ­და­პირ ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, ღია ცის ქვეშ კარ­ვებ­ში ცხოვ­რო­ბენ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან, ძი­რი­თი­ა­დად კი, ევ­რო­პი­დან ჩა­მო­სუ­ლი "ჰი­პე­ბი", ჩვენც იქ ვი­ყა­ვით და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლი, გაგ­ვი­მარ­თლა რომ იქ გავ­ჩერ­დით და არა - სას­ტუმ­რო­ში... ერთი სი­ტყვით, ეს მოჟ­რი­ა­მუ­ლე ქა­ლა­ქი ერთ დღე­ში ნან­გრე­ვე­ბად იქცა, ულა­მა­ზე­სი შე­ნო­ბე­ბი ჩა­მო­იქ­ცა და ქვეშ ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი მო­ი­ყო­ლა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

"ვნახე უამრავი გაგუდული და დასახიჩრებული ადამიანი" - რას ყვებიან ნეპალში მყოფი ქართველი ტურისტები

"ვნახე უამრავი გაგუდული და დასახიჩრებული ადამიანი" - რას ყვებიან ნეპალში მყოფი ქართველი ტურისტები

"აქამდე არაფერი ვიცოდი ნეპალელების პატრიოტიზმის შესახებ, ახლა კი გაოცებული ვუყურებ მათ, საკუთარ სახლებს კი არა, დანგრეულ წარსულსა და კულტურას დასტირიან"

"ეს მოჟრიამულე ქალაქი ერთ დღეში ნანგრევებად იქცა"

"ლუმბინში, ბუდას დაბადების ადგილას ვაპირებდით წასვლას. თუმცა მანამდე, გზად, ერთ-ერთ ღია კაფეში უნდა შეგვევლო... პირველად ვიყავი კატმანდუში, მაგრამ ამ საოცარმა ქალაქმა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. ძალიან მწყდება გული, რომ ბევრი ღირსშესანიშნაობა, რომელთაც მიწისძვრამდე ერთი დღით ადრე აღფრთოვანებით ვათვალიერებდი, აღარ არსებობს. ერთი უბანია, ტამელი, ტურისტების უბნად ითვლება და ყველაზე მრავალფეროვანია. სწორედ იქ ვიყავით და ერთ-ერთ ღია კაფეში შესვალს ვაპირებდით, ახლაც ყურებში მიდგას ის საზარელი ხმა, რაც მიწისძვრას ახლდა, მეგონა, მიწა გაიხსნებოდა და თან ჩაგვიტანდა. როდესაც მიწა იძრა, ერთ წამში აირია ყველაფერი ერთმანეთში და მტვრის ბუღში გაეხვა. ჩვენ გარშემო სულ ძველი შენობები იყო, ძლიერმა მიწისქვეშა ბიძგებმა, ქალაქი თითქმის მიწასთან გაასწორა, ხალხი უმისმარათოდ გარბოდა, შველას ითხოვდა, ეს საშინელება ჩემი თვალებიდან არასდროს ამოვა..." -ასე იხსენებს ნეპალში 25 აპრილს მომხდარ მიწისძვრას ქართველი ტურისტი, რომელიც ახლა უკვე ინდოეთში იმყოფება.

7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ და მას მოყოლილმა ძლიერმა განმეორებითმა ბიძგებმა ნეპალს უდიდესი ზარალი მიაყენა. ნეპალის პრემიერ-მინისტრ სუშილ კოირალას განცხადებით, დაღუპულთა რიცხვმა შეიძლება 10 000-ს მიაღწიოს. ამ დროისთვის დაღუპულთა რიცხვი 4 400-ს ასცდა, თუმცა, ნანგრევებში კვლავ ასობით ადამიანი რჩება. სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

დავით ფიფია, ქართველი ტურისტი:

- კატმანდუში ხშირად ჩამოვდიოდი. აქაურობა ძალიან მიყვარს. მხიარული და შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს, თან ევროპის ფონზე, ყველაფერი იაფია. პირდაპირ ქალაქის ცენტრში, ღია ცის ქვეშ კარვებში ცხოვრობენ სხვადასხვა ქვეყნიდან, ძირითიადად კი, ევროპიდან ჩამოსული "ჰიპები", ჩვენც იქ ვიყავით დაბინავებული, გაგვიმართლა რომ იქ გავჩერდით და არა - სასტუმროში... ერთი სიტყვით, ეს მოჟრიამულე ქალაქი ერთ დღეში ნანგრევებად იქცა, ულამაზესი შენობები ჩამოიქცა და ქვეშ ათასობით ადამიანი მოიყოლა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია