პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის მოხდა ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრები საქართველოს ისტორიაში და როგორ მოვიქცეთ მიწისძვრისას, რომ უსაფრთხოდ ვიყოთ
როდის მოხდა ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრები საქართველოს ისტორიაში და როგორ მოვიქცეთ მიწისძვრისას, რომ უსაფრთხოდ ვიყოთ

ბოლო დღე­ე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი თემა ნე­პალ­ში მომ­ხდა­რი და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრაა. რამ­დე­ნად ხში­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­წისძვრა და ვართ თუ არა სე­ის­მუ­რად აქ­ტი­ურ ზო­ნა­ში, ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge ილი­ა­უ­ნის დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის გე­ოგ­რა­ფი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როსს, ლაშა სუ­ხიშ­ვილს ესა­უბ­რა.

- ნე­პალ­თან შე­და­რე­ბით ჩვე­ნი რე­გი­ო­ნი ნაკ­ლე­ბი სიმ­ძლავ­რის სე­ის­მუ­რო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო მდე­ბა­რე­ობს სა­შუ­ა­ლო სე­ის­მუ­რო­ბის რე­გი­ონ­ში, თუმ­ცა მი­წისძვრე­ბის მოხ­დე­ნის სა­შიშ­რო­ე­ბა აქა­ცაა, მაგ­რამ არა ისე­თი სიმ­ძლავ­რით, რო­გორც ნე­პალ­ში.

- თუმ­ცა­ღა, და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრე­ბი ჩვენ­თა­ნაც ყო­ფი­ლა. მაგ: 1920 წლის გო­რის მი­წისძვრა.

- გო­რის 1920 წლის თე­ბერ­ვლის მი­წისძვრის მაგ­ნი­ტუ­და 6.2 იყო. მი­წისძვრა­თა ამ სე­რი­ამ 100-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის და­ღუპ­ვა გა­მო­იწ­ვია და გო­რის შე­ნო­ბე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის ნგრე­ვა/და­ზი­ა­ნე­ბა მოჰ­ყვა.

6.2 მაგ­ნი­ტუ­დის მი­წისძვრა მოხ­და 1963 წელს სო­ფელ ჩხალ­თა­ში, მი­წისძვრას მოყ­ვა ნგრე­ვა.

კავ­კა­სი­ა­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი მი­წისძვრა რა­ჭა­ში მოხ­და, მაგ­ნი­ტუ­და 7.0. ეს მი­წისძვრა 1988 წლის სპი­ტა­კის მი­წისძვრა­ზე ძლი­ე­რი იყო (მაგ­ნი­ტუ­და 6.8), თუმ­ცა ნგრე­ვა და მსხვერ­პლი ნაკ­ლე­ბი მოჰ­ყვა, რად­გან რაჭა სპი­ტაკ­თან შე­და­რე­ბით არ არის მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნი. 1991 წლის შემ­დეგ ასე­თი სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა სა­ქარ­თვე­ლო­ში და ზო­გა­დად, კავ­კა­სი­ა­ში არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­ღუ­პულ­თა ნა­წი­ლი მი­წისძვრის­გან გა­მოწ­ვე­ულ მე­წყრებ­მა და ქვა­თაც­ვე­ნებ­მა იმ­სხვერ­პლა და არა უშუ­ა­ლოდ მი­წისძვრამ. მთა­ვარ ბიძგს მოჰ­ყვა 4000-მდე აფ­თერ­შო­კი ხან­გრძლი­ვი სე­რია, რო­მელ­თა­გან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ორი თვის შემ­დეგ ჯა­ვის 6.5 მაგ­ნი­ტუ­დის მი­წისძვრა.

ბოლო ძლი­ე­რი ბიძ­გე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში 1992 წელს ბა­რი­სა­ხო­ში და­ფიქ­სირ­და, მაგ­ნი­ტუ­და 6.5.

1992 წლის შემ­დეგ 6.0-იანი ბიძ­გე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ ერთხელ, 2009 წელს, ქა­ლაქ ონში და­ფიქ­სირ­და.

2012 წლის წლის დე­კემ­ბერ­ში შავ ზღვა­ში ანაკ­ლი­ას­თან მომ­ხდა­რი მი­წისძვრე­ბი მაქ­სი­მუმ 5.9 მაგ­ნი­ტუ­დას აღ­წევ­და, ხოლო თბი­ლის­ში 2002 წლის აპ­რი­ლის მი­წისძვრა მარ­თა­ლია მხო­ლოდ 4.5 მაგ­ნი­ტუ­დის იყო და საგ­რძნობ­ლად ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბო­და ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ მი­წისძვრებს, თუმ­ცა ადა­მი­ა­ნუ­რი მსხვერ­პლი მა­ინც გა­მო­იწ­ვია, რომ არა­ფე­რი ვთქვათ შე­ნო­ბე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა­ზე და მა­ტე­რი­ა­ლურ ზა­რალ­ზე.

ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ არც ადრე ყო­ფი­ლა ნე­პა­ლის მი­წისძვრის მსგავ­სი ძლი­ე­რი ბიძ­გე­ბი, თუმ­ცა ვი­ცით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი მი­წისძვრა იყო 1088, 1350, 1742 წლებ­ში... ვი­ნა­ი­დან ეს მი­წისძვრე­ბი მოხ­და ის­ტო­რი­ულ წარ­სულ­ში, რო­დე­საც არ ხდე­ბო­და ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბა, ჩვენ მათ სიმ­ძლავ­რე­ზე მსჯე­ლო­ბა შეგ­ვიძ­ლია მე­მა­ტი­ა­ნე­ე­ბის მიერ აღ­წე­რი­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის და ნგრე­ვის ხა­სი­ა­თის მი­ხედ­ვით. ვი­ნა­ი­დან მსგავ­სი მე­თო­დე­ბით მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი ბევრ კი­თხვის ნი­შანს ბა­დებს, დათ­ვლი­ლი მაგ­ნი­ტუ­დე­ბიც არც ისე ზუს­ტია.

- ხში­რად ვრცელ­დე­ბა ჭორი, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლია მი­წისძვრა. რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია ამის წი­ნას­წარ გა­მოც­ნო­ბა?

- გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია გარ­კვე­უ­ლი ალ­ბა­თო­ბით გარ­კვე­უ­ლი მო­ლო­დი­ნის პე­რი­ო­დის­თვის. ხოლო იმის თქმა, რომ მა­გა­ლი­თად, ხვალ სამ სა­ათ­ზე მი­წისძვრა იქ­ნე­ბა, შე­უძ­ლე­ბე­ლია.

- რამ­დე­ნად სა­ში­შია მი­წისძვრის შემ­დგო­მი შო­კე­ბი?

- სა­ში­შია რო­გორც მი­წისძვრის შემ­დგო­მი შო­კე­ბი, ანუ ბიძ­გე­ბი, ისე მი­წისძვრის წინა მცი­რე ბიძ­გე­ბიც, რად­გან ამ მცი­რე ბიძ­გებს შე­იძ­ლე­ბა ძლი­ე­რი მი­წისძვრა მოჰ­ყვეს, თუმ­ცა შე­საძ­ლოა, მხო­ლოდ მცი­რე ბიძ­გად დარ­ჩეს.

- ბა­ტო­ნო ლაშა, უშუ­ა­ლოდ მი­წისძვრის დროს რა უნდა გა­ა­კე­თოს ადა­მი­ან­მა, რომ შე­და­რე­ბით უსაფრ­თოდ იყოს?

- მი­წისძვრის დროს რთუ­ლია, მაგ­რამ უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სიმ­შვი­დე, მოვ­ნა­ხოთ შე­ნო­ბა­ში კა­რის ღი­ო­ბი, ან მა­გი­დის მსგავ­სი ნივ­თი, რომ­ლის მყა­რი ზე­და­პი­რის ქვეშ შეძ­რო­მამ შე­იძ­ლე­ბა ნან­გრე­ვე­ბის­გან დაგ­ვიც­ვას. მი­წისძვრას, და­სახ­ლე­ბულ ად­გი­ლებ­ში შე­საძ­ლოა მოჰ­ყვეს ხან­ძა­რიც, რაც არა­ნაკ­ლე­ბი ზი­ა­ნის მომ­ტა­ნია. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მი­წისძვრი­სას მოხ­დე­ბა ელექტრო­წყა­როს გა­თიშ­ვა, მაგ­რამ პა­ნი­კა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლია. ამი­ტომ კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ სკო­ლებ­ში შე­ის­წავ­ლე­ბა პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა, იქ­ნე­ბა სას­წავ­ლო გან­გა­შე­ბი... მი­წისძვრის­გან თავ­დაც­ვი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ინც რე­გი­ო­ნის სე­ის­მუ­რი რის­კის შე­ფა­სე­ბა და მის­გან გა­მომ­დი­ნა­რე სე­ის­მო­მე­დე­გი მშე­ნებ­ლო­ბე­ბია.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

როდის მოხდა ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრები საქართველოს ისტორიაში და როგორ მოვიქცეთ მიწისძვრისას, რომ უსაფრთხოდ ვიყოთ

როდის მოხდა ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრები საქართველოს ისტორიაში და როგორ მოვიქცეთ მიწისძვრისას, რომ უსაფრთხოდ ვიყოთ

ბოლო დღეების ერთ-ერთი მთავარი თემა ნეპალში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრაა. რამდენად ხშირია საქართველოში მიწისძვრა და ვართ თუ არა სეისმურად აქტიურ ზონაში, ამის შესახებ Ambebi.ge ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსს, ლაშა სუხიშვილს ესაუბრა.

- ნეპალთან შედარებით ჩვენი რეგიონი ნაკლები სიმძლავრის სეისმურობით ხასიათდება. საქართველო მდებარეობს საშუალო სეისმურობის რეგიონში, თუმცა მიწისძვრების მოხდენის საშიშროება აქაცაა, მაგრამ არა ისეთი სიმძლავრით, როგორც ნეპალში.

- თუმცაღა, დამანგრეველი მიწისძვრები ჩვენთანაც ყოფილა. მაგ: 1920 წლის გორის მიწისძვრა.

- გორის 1920 წლის თებერვლის მიწისძვრის მაგნიტუდა 6.2 იყო. მიწისძვრათა ამ სერიამ 100-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა გამოიწვია და გორის შენობების აბსოლუტური უმრავლესობის ნგრევა/დაზიანება მოჰყვა.

6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა 1963 წელს სოფელ ჩხალთაში, მიწისძვრას მოყვა ნგრევა.

კავკასიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა რაჭაში მოხდა, მაგნიტუდა 7.0. ეს მიწისძვრა 1988 წლის სპიტაკის მიწისძვრაზე ძლიერი იყო (მაგნიტუდა 6.8), თუმცა ნგრევა და მსხვერპლი ნაკლები მოჰყვა, რადგან რაჭა სპიტაკთან შედარებით არ არის მჭიდროდ დასახლებული რეგიონი. 1991 წლის შემდეგ ასეთი სიმძლავრის მიწისძვრა საქართველოში და ზოგადად, კავკასიაში არ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია, რომ დაღუპულთა ნაწილი მიწისძვრისგან გამოწვეულ მეწყრებმა და ქვათაცვენებმა იმსხვერპლა და არა უშუალოდ მიწისძვრამ. მთავარ ბიძგს მოჰყვა 4000-მდე აფთერშოკი ხანგრძლივი სერია, რომელთაგან აღსანიშნავია ორი თვის შემდეგ ჯავის 6.5 მაგნიტუდის მიწისძვრა.

ბოლო ძლიერი ბიძგები საქართველოში 1992 წელს ბარისახოში დაფიქსირდა, მაგნიტუდა 6.5.

1992 წლის შემდეგ 6.0-იანი ბიძგები საქართველოში მხოლოდ ერთხელ, 2009 წელს, ქალაქ ონში დაფიქსირდა.

2012 წლის წლის დეკემბერში შავ ზღვაში ანაკლიასთან მომხდარი მიწისძვრები მაქსიმუმ 5.9 მაგნიტუდას აღწევდა, ხოლო თბილისში 2002 წლის აპრილის მიწისძვრა მართალია მხოლოდ 4.5 მაგნიტუდის იყო და საგრძნობლად ჩამოუვარდებოდა ზემოთ ჩამოთვლილ მიწისძვრებს, თუმცა ადამიანური მსხვერპლი მაინც გამოიწვია, რომ არაფერი ვთქვათ შენობების დაზიანებაზე და მატერიალურ ზარალზე.

ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც ადრე ყოფილა ნეპალის მიწისძვრის მსგავსი ძლიერი ბიძგები, თუმცა ვიცით, რომ საქართველოში დიდი მიწისძვრა იყო 1088, 1350, 1742 წლებში... ვინაიდან ეს მიწისძვრები მოხდა ისტორიულ წარსულში, როდესაც არ ხდებოდა ინსტრუმენტული დაკვირვება, ჩვენ მათ სიმძლავრეზე მსჯელობა შეგვიძლია მემატიანეების მიერ აღწერილი მონაცემების და ნგრევის ხასიათის მიხედვით. ვინაიდან მსგავსი მეთოდებით მიღებული შედეგები ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, დათვლილი მაგნიტუდებიც არც ისე ზუსტია.

- ხშირად ვრცელდება ჭორი, რომ მოსალოდნელია მიწისძვრა. რამდენად შესაძლებელია ამის წინასწარ გამოცნობა?

- გრძელვადიანი პროგნოზირება შესაძლებელია გარკვეული ალბათობით გარკვეული მოლოდინის პერიოდისთვის. ხოლო იმის თქმა, რომ მაგალითად, ხვალ სამ საათზე მიწისძვრა იქნება, შეუძლებელია.

- რამდენად საშიშია მიწისძვრის შემდგომი შოკები?

- საშიშია როგორც მიწისძვრის შემდგომი შოკები, ანუ ბიძგები, ისე მიწისძვრის წინა მცირე ბიძგებიც, რადგან ამ მცირე ბიძგებს შეიძლება ძლიერი მიწისძვრა მოჰყვეს, თუმცა შესაძლოა, მხოლოდ მცირე ბიძგად დარჩეს.

- ბატონო ლაშა, უშუალოდ მიწისძვრის დროს რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ შედარებით უსაფრთოდ იყოს?

- მიწისძვრის დროს რთულია, მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, მოვნახოთ შენობაში კარის ღიობი, ან მაგიდის მსგავსი ნივთი, რომლის მყარი ზედაპირის ქვეშ შეძრომამ შეიძლება ნანგრევებისგან დაგვიცვას. მიწისძვრას, დასახლებულ ადგილებში შესაძლოა მოჰყვეს ხანძარიც, რაც არანაკლები ზიანის მომტანია. კარგი იქნება, თუ მიწისძვრისას მოხდება ელექტროწყაროს გათიშვა, მაგრამ პანიკაში მყოფი ადამიანისათვის ეს საკმაოდ რთულია. ამიტომ კარგი იქნება, თუ სკოლებში შეისწავლება პირველადი დახმარება, იქნება სასწავლო განგაშები... მიწისძვრისგან თავდაცვისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც რეგიონის სეისმური რისკის შეფასება და მისგან გამომდინარე სეისმომედეგი მშენებლობებია.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია