საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექსპერტები ღარიბაშვილის გადადგომას აანონსებენ: "ამ ჯგუფის წევრები ჯანყარაშვილის რეკომენდაციით გახდნენ მინისტრები"
ექსპერტები ღარიბაშვილის გადადგომას აანონსებენ: "ამ ჯგუფის წევრები ჯანყარაშვილის რეკომენდაციით გახდნენ მინისტრები"

პო­ლი­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტე­ბი, ელ­გუ­ჯა ხოკ­რიშ­ვი­ლის მიერ მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ კო­მე­ნა­ტა­რებს აკე­თე­ბენ. ექ­სპერ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა მი­იჩ­ნევს, რომ მო­რი­გი მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მა, მთავ­რო­ბის ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კი­თხის დას­მას კი­დევ უფრო აქ­ტუ­ა­ლურს ხდის. გარ­და ამი­სა, პო­ლი­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მა­საც არ გა­მო­რი­ცხა­ვენ:

"ელ­გუ­ჯა ხოკ­რიშ­ვი­ლი ტო­ვებ­და ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რო­მე­ლიც ად­ვი­ლად ექ­ცე­ვა გარ­კვე­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის გავ­ლე­ნის ქვეშ. იმ ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მთავ­რო­ბის ნდო­ბის სა­კი­თხი ძა­ლი­ან მო­ახ­ლოვ­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს ეს შან­სი, რათა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლოს სი­ტუ­ა­ცია", - ამ­ბობს გია ხუ­ხაშ­ვი­ლი "კუ­რი­ერ­თან" სა­უბ­რი­სას.

მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­კად­რო ცვლი­ლე­ბას აფა­სებს პო­ლი­ტო­ლო­გი ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძეც. მისი თქმით, მალე თა­ვად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მაც არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

"მას თა­ვის დრო­ზე მი­ე­ცა კარტ-ბლან­ში სა­კად­რო სა­კი­თხებ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან და რო­გორც ჩანს, მან იმე­დე­ბი ვერ გა­ა­მარ­თლა, შე­სა­ბა­მი­სად ჩვენ დღეს ვართ მოწ­მე­ნი, ღა­რი­ბაშ­ვი­ლის დე­ლე­გი­ტი­მა­ცი­ის პრო­ცე­სის ბოლო ეტა­პის და ალ­ბათ, ამის შემ­დგომ ვი­ხი­ლავთ უკვე ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მა­საც, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად დე­ლე­გი­ტი­მუ­რია და რო­მელ­საც ხე­ლი­დან გა­მო­ა­ცა­ლეს მის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი ყვე­ლა კად­რი, ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მარ­თავ­დეს მთავ­რო­ბას", - ამ­ბობს ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე.

ექ­სპერ­ტი სოსო ცის­კა­რიშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ის ფაქ­ტი, რომ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლი არ­გუ­მენ­ტით ტო­ვე­ბენ პოსტს, ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გავ­ლე­ნის შემ­ცი­რე­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს.

"მი­ნის­ტრე­ბი, სხვა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, იპა­რე­ბი­ან სა­კუ­თა­რი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი­დან, არა­ნა­ი­რი და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ აქვს, ეს მიგ­ვა­ნიშ­ნებს მხო­ლოდ იმა­ზე, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის აზ­რთა გამ­რი­გე და კად­რებ­თუ­ხუ­ცე­სი, არა­ნა­ირ ღი­რე­ბუ­ლე­ბად არ მი­იჩ­ნევს ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და მის ინ­ტე­რე­სებს. თუ იმ აუ­ტა­ნე­ლი რე­ა­ლო­ბის შე­დე­გია, რო­მელ­შიც ის აღ­მოჩ­ნდა, მა­შინ რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პა­სუ­ხი უნდა მო­ე­თხო­ვოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს და მის პი­რად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის", - გა­ნა­ცხა­და სოსო ცის­კა­რიშ­ვილ­მა ელ­გუ­ჯა ხოკ­რიშ­ვი­ლის გა­დად­გო­მის თე­მა­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.

ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი ვა­ლე­რი გელ­ბა­ხი­ა­ნი კი არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას ზვი­ად ჯან­ყა­რაშ­ვილს უკავ­ში­რებს.

"ეს ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე ჯან­ყა­რაშ­ვი­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ით იყო და­ნიშ­ნუ­ლი მი­ნის­ტრე­ბად, იქ გა­მოვ­ლინ­და უამ­რა­ვი დარ­ღვე­ვე­ბი, კრი­მი­ნა­ლუ­რი ფაქ­ტე­ბი, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სფე­რო­ში, ტენ­დე­რის სფე­რო­ში. თუ ვიწ­როვ­დე­ბა წრე იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, ვინც არის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი ბა­ტო­ნი ჯან­ყა­რაშ­ვი­ლის მიერ, ბუ­ნებ­რი­ვია ეს წრე მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა თა­ვად პრე­მი­ერს. მე ვფიქ­რობ რომ შემ­დე­გი სწო­რედ პრე­მი­ე­რია და არა სხვა", - აცხა­დებს ვა­ლე­რი გელ­ბა­ხი­ა­ნი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ელ­გუ­ჯა ხოკ­რიშ­ვი­ლი მე­ექ­ვსე მი­ნის­ტრია სამ­თავ­რო­ბო კა­ბი­ნე­ტი­დან, ვინც პოს­ტი და­ტო­ვა. იმის­თვის, რომ პარ­ლა­მენ­ტმა მთავ­რო­ბას ნდო­ბა გა­მო­უ­ცხა­დოს, კი­დევ ერთი მი­ნის­ტრის ცვლი­ლე­ბაა სა­ჭი­რო.

მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის| მი­ნის­ტრი გა­დად­გო­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თებს - "პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიყო ჩემს ოჯახ­თან"

ექსპერტები ღარიბაშვილის გადადგომას აანონსებენ: "ამ ჯგუფის წევრები ჯანყარაშვილის რეკომენდაციით გახდნენ მინისტრები"

ექსპერტები ღარიბაშვილის გადადგომას აანონსებენ: "ამ ჯგუფის წევრები ჯანყარაშვილის რეკომენდაციით გახდნენ მინისტრები"

პოლიტიკური ექსპერტები, ელგუჯა ხოკრიშვილის მიერ მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ კომენატარებს აკეთებენ. ექსპერტების უმეტესობა მიიჩნევს, რომ მორიგი მინისტრის გადადგომა, მთავრობის ნდობის გამოცხადების საკითხის დასმას კიდევ უფრო აქტუალურს ხდის. გარდა ამისა, პოლიტიკური ექსპერტები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასაც არ გამორიცხავენ:

"ელგუჯა ხოკრიშვილი ტოვებდა ადამიანის შთაბეჭდილებას, რომელიც ადვილად ექცევა გარკვეული ინტერესების გავლენის ქვეშ. იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ  მთავრობის ნდობის საკითხი ძალიან მოახლოვდა, ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ეს შანსი, რათა რადიკალურად შეცვალოს სიტუაცია", - ამბობს გია ხუხაშვილი "კურიერთან" საუბრისას.

მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ საკადრო ცვლილებას აფასებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძეც. მისი თქმით, მალე თავად პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის გადადგომაც არის მოსალოდნელი.

"მას თავის დროზე მიეცა კარტ-ბლანში საკადრო საკითხებში ბიძინა ივანიშვილისგან და როგორც ჩანს, მან იმედები ვერ გაამართლა, შესაბამისად ჩვენ დღეს ვართ მოწმენი, ღარიბაშვილის დელეგიტიმაციის პროცესის ბოლო ეტაპის და ალბათ, ამის შემდგომ ვიხილავთ უკვე ღარიბაშვილის გადადგომასაც, პრემიერ-მინისტრი, რომელიც სრულიად დელეგიტიმურია და რომელსაც ხელიდან გამოაცალეს მის მიერ დანიშნული ყველა კადრი, ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება მართავდეს მთავრობას", - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ის ფაქტი, რომ მაღალი თანამდებობის პირები არადამაჯერებელი არგუმენტით ტოვებენ პოსტს, ღარიბაშვილის გავლენის შემცირებაზე მეტყველებს.

"მინისტრები, სხვა მაღალი თანამდებობის პირები, იპარებიან საკუთარი თანამდებობებიდან, არანაირი დამაჯერებელი ინფორმაცია საზოგადოებას არ აქვს, ეს მიგვანიშნებს მხოლოდ იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის აზრთა გამრიგე და კადრებთუხუცესი, არანაირ ღირებულებად არ მიიჩნევს ქართულ საზოგადოებას და მის ინტერესებს. თუ იმ აუტანელი რეალობის შედეგია, რომელშიც ის აღმოჩნდა, მაშინ რასაკვირველია, პასუხი უნდა მოეთხოვოს პრემიერ-მინისტრს და მის პირად პრემიერ-მინისტრის", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა ელგუჯა ხოკრიშვილის გადადგომის თემაზე კომენტირებისას.

ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი კი არსებულ მდგომარეობას ზვიად ჯანყარაშვილს უკავშირებს.

"ეს ჯგუფი, რომელიც თავის დროზე ჯანყარაშვილის რეკომენდაციით იყო დანიშნული მინისტრებად, იქ გამოვლინდა უამრავი დარღვევები, კრიმინალური ფაქტები, ინფრასტრუქტურის სფეროში, ტენდერის სფეროში. თუ ვიწროვდება წრე იმ ადამიანებისა, ვინც არის რეკომენდირებული ბატონი ჯანყარაშვილის მიერ, ბუნებრივია ეს წრე მიუახლოვდება თავად პრემიერს. მე ვფიქრობ რომ შემდეგი სწორედ პრემიერია და არა სხვა",  - აცხადებს ვალერი გელბახიანი.

შეგახსენებთ, რომ ელგუჯა ხოკრიშვილი მეექვსე მინისტრია სამთავრობო კაბინეტიდან, ვინც პოსტი დატოვა. იმისთვის, რომ პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადოს, კიდევ ერთი მინისტრის ცვლილებაა საჭირო.

მეტი ინფორმაციისთვის| მინისტრი გადადგომასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს - "პრინციპულად მნიშვნელოვანია, ვიყო ჩემს ოჯახთან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."