სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მალე ნინისაც წამართმევენ" - 6 შვილის დედა სასჯელს ქმრის მკვლელობისთვის იხდის
"მალე ნინისაც წამართმევენ" - 6 შვილის დედა სასჯელს ქმრის მკვლელობისთვის იხდის

"რომ დათ­ვრე­ბო­და, ყვე­ლას გვცემ­და. ბევ­რჯერ უბ­ნის რწმუ­ნე­ბუ­ლი და სო­ფე­ლი ჩა­რე­უ­ლა ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ყვე­ლა­ფერ­ზე შე­ეძ­ლო ეჩხუ­ბა. თუ ჩხუ­ბის დროს ხმას არ გას­ცემ­დი, მა­ში­ნაც ცე­მას იწყებ­და, რამ­დენ­ჯერ გა­მომ­კი­დე­ბია ცე­ლით მო­საკ­ლა­ვად..."

ნა­თე­ლა გ. 3 წელ­ზე მე­ტია სას­ჯელს ქმრის მკვლე­ლო­ბის­თვის იხ­დის. მკვლე­ლო­ბა ერთ-ერთ სო­ფელ­ში მოხ­და. მარ­თა­ლია მას ბრა­ლი არ უღი­ა­რე­ბია, მაგ­რამ სა­სა­მარ­თლომ ის დამ­ნა­შა­ვედ სცნო და ქმრის მკვლე­ლო­ბის­თვის 9 წელი მი­უ­სა­ჯა. 38 წლის ქალ­მა და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ცი­ხე­ში შე­ი­ტყო, რომ ის მე­ექ­ვსე შვილ­ზე იყო ფეხ­მძი­მედ. ღუ­დუ­შა­უ­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­შო­ბი­ა­რა, გო­გო­ნა ჯან­მრთე­ლი და­ი­ბა­და, ნა­თე­ლაც სამ­შო­ბი­ა­რო­დან, ჩვილ­თან ერ­თად, ისევ ცი­ხე­ში და­აბ­რუ­ნეს. პა­ტა­რა გი­სო­სებს მიღ­მა იზ­რდე­ბა. ნი­ნის მსგავ­სად, ქალ­თა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სულ 5 ბავ­შვი იზ­რდე­ბა.

ისი­ნი დე­და­თა და ბავ­შვთა სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ცხოვ­რო­ბენ. სა­გან­გე­ბოდ მო­წყო­ბი­ლია მათ­თვის ერ­თსარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი, სა­დაც თი­თო­ე­ულს თა­ვი­სი ოთა­ხი აქვს. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის წინ სა­ბავ­შვო ატ­რაქ­ცი­ო­ნია, სა­დაც პა­ტა­რე­ბი თა­მა­შო­ბენ. ცალ­კეა მათ­თვის სა­თა­მა­შო ოთა­ხი. შე­სას­ვლელ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვი­ლი დიდი სამ­ზა­რე­უ­ლოა, დე­დე­ბი შვი­ლებს საჭ­მელს თვი­თონ უმ­ზა­დე­ბენ. ერთი სი­ტყვით ყვე­ლა­ფე­რი ისეა მო­წყო­ბი­ლი, რომ პა­ტა­რებ­მა თავი ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში იგ­რძნონ. კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლია, თუ პა­ტა­რა ცი­ხე­ში გაჩ­ნდა, დე­დას შე­უძ­ლია ის 3 წლამ­დე თა­ვის გვერ­დით ჰყავ­დეს, ამის შემ­დეგ აუ­ცი­ლე­ბე­ლია პა­ტა­რამ ცი­ხის კედ­ლე­ბი და­ტო­ვოს. როცა 3 წლის გახ­დე­ბა, საქ­მე­ში სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტო ერ­თვე­ბა, ბავ­შვი ან მინ­დო­ბით აღ­ზრდა­ში გა­და­დის, ან ის მიჰ­ყავს ნა­თე­სა­ვებს და დე­დის ცი­ხი­დან გა­მოს­ვლამ­დე ისი­ნი უვ­ლი­ან პა­ტა­რებს.

გავა წლე­ბი და ალ­ბათ ნა­თე­ლას ნი­ნის­თვის და მისი და-ძმე­ბის­თვის მო­უ­წევს იმის ახ­სნა, თუ რა მოხ­და და რა­ტომ მოკ­ლა ქმა­რი. მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი ქალი ამ­ბობს, რომ ის ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო.

ნა­თე­ლა:

- პირ­ველ რიგ­ში, მინ­და, ჩემი შვი­ლე­ბი აქე­დან გა­ვამ­ხნე­ვო, კი­დევ გა­უძ­ლონ მარ­ტო­ო­ბას, იმე­დი მაქვს, მალე გა­ვალ აქე­დან და ჩემს მო­ნატ­რე­ბულ შვი­ლებს ჩა­ვე­ხუ­ტე­ბი. 3 წელ­ზე მე­ტია აქ ვარ და ისი­ნი არც ერთხელ არ მო­სუ­ლან ჩემ სა­ნა­ხა­ვად. აქ და­ი­ბა­და ჩემი ნინი, მას­ზე ზრუნ­ვას ვა­ყო­ლებ გულს და სხვე­ბის მო­სა­ფე­რე­ბელ­საც მას ვე­ფე­რე­ბი. ნინი უკვე 2 წლის და 3 თვის არის, მალე შვილ­საც წა­მარ­თმე­ვენ, რა­საც ძა­ლი­ან გან­ვიც­დი. 3 წლის რომ გახ­დე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­ვი­დეს ბავ­შვი აქე­დან. არ მინ­და მინ­დო­ბით აღ­ზრდა­ში გა­დას­ცენ, მინ­და დე­და­ჩემ­მა წა­იყ­ვა­ნოს. ვიცი, ის მი­ხე­დავს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"მალე ნინისაც წამართმევენ" - 6 შვილის დედა სასჯელს ქმრის მკვლელობისთვის იხდის

"მალე ნინისაც წამართმევენ" - 6 შვილის დედა სასჯელს ქმრის მკვლელობისთვის იხდის

"რომ დათვრებოდა, ყველას გვცემდა. ბევრჯერ უბნის რწმუნებული და სოფელი ჩარეულა ჩვენს ურთიერთობაში. ყველაფერზე შეეძლო ეჩხუბა. თუ ჩხუბის დროს ხმას არ გასცემდი, მაშინაც ცემას იწყებდა, რამდენჯერ გამომკიდებია ცელით მოსაკლავად..."

ნათელა გ. 3 წელზე მეტია სასჯელს ქმრის მკვლელობისთვის იხდის. მკვლელობა ერთ-ერთ სოფელში მოხდა. მართალია მას ბრალი არ უღიარებია, მაგრამ სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო და ქმრის მკვლელობისთვის 9 წელი მიუსაჯა. 38 წლის ქალმა დაკავების შემდეგ ციხეში შეიტყო, რომ ის მეექვსე შვილზე იყო ფეხმძიმედ. ღუდუშაურის საავადმყოფოში იმშობიარა, გოგონა ჯანმრთელი დაიბადა, ნათელაც სამშობიაროდან, ჩვილთან ერთად, ისევ ციხეში დააბრუნეს. პატარა გისოსებს მიღმა იზრდება. ნინის მსგავსად, ქალთა დაწესებულებაში, სულ 5 ბავშვი იზრდება.

ისინი დედათა და ბავშვთა საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობენ. საგანგებოდ მოწყობილია მათთვის ერთსართულიანი სახლი, სადაც თითოეულს თავისი ოთახი აქვს. საცხოვრებელი კორპუსის წინ საბავშვო ატრაქციონია, სადაც პატარები თამაშობენ. ცალკეა მათთვის სათამაშო ოთახი. შესასვლელში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი დიდი სამზარეულოა, დედები შვილებს საჭმელს თვითონ უმზადებენ. ერთი სიტყვით ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ პატარებმა თავი ოჯახურ გარემოში იგრძნონ. კანონით განსაზღვრულია, თუ პატარა ციხეში გაჩნდა, დედას შეუძლია ის 3 წლამდე თავის გვერდით ჰყავდეს, ამის შემდეგ აუცილებელია პატარამ ციხის კედლები დატოვოს. როცა 3 წლის გახდება, საქმეში სოციალური სააგენტო ერთვება, ბავშვი ან მინდობით აღზრდაში გადადის, ან ის მიჰყავს ნათესავებს და დედის ციხიდან გამოსვლამდე ისინი უვლიან პატარებს.

გავა წლები და ალბათ ნათელას ნინისთვის და მისი და-ძმებისთვის მოუწევს იმის ახსნა, თუ რა მოხდა და რატომ მოკლა ქმარი. მსჯავრდადებული ქალი ამბობს, რომ ის ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო.

ნათელა:

- პირველ რიგში, მინდა, ჩემი შვილები აქედან გავამხნევო, კიდევ გაუძლონ მარტოობას, იმედი მაქვს, მალე გავალ აქედან და ჩემს მონატრებულ შვილებს ჩავეხუტები. 3 წელზე მეტია აქ ვარ და ისინი არც ერთხელ არ მოსულან ჩემ სანახავად. აქ დაიბადა ჩემი ნინი, მასზე ზრუნვას ვაყოლებ გულს და სხვების მოსაფერებელსაც მას ვეფერები. ნინი უკვე 2 წლის და 3 თვის არის, მალე შვილსაც წამართმევენ, რასაც ძალიან განვიცდი. 3 წლის რომ გახდება, აუცილებლად უნდა წავიდეს ბავშვი აქედან. არ მინდა მინდობით აღზრდაში გადასცენ, მინდა დედაჩემმა წაიყვანოს. ვიცი, ის მიხედავს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"