ლეპტოპ-ტრილერი "მეგობრებიდან ამოშლა" რეჟისორ ლევან გაბრიაძის და პროდიუსერ თემურ ბეკმამბეტოვის ფილმია. ამერიკულ გაქირავებაში ჩაშვებიდან პირველ კვირაში ფილმმა საკუთარ ბიუჯეტზე 25-ჯერ მეტი შემოსავალი ნახა. ქვევით გთავაზობთ ამონარიდებს ფილმის რეცენზიებიდან, რომელსაც დასავლურ პრესაში წერენ.
"ამ ფილმში მოახერხეს და ინტერნეტ მიმებიც კი საშიში გახადეს" - წერს გამოცემა Grantland.com
"ნიუ-იორკ თაიმსის" კინოკრიტიკოსი აღნიშნავს: "ეს უფრო საინტერესო პროვოკაციაა, ვიდრე სისხლიანი სურათი".
"ყოველი ცალკე ქვეჟანრი საშინელებათა ფილმებში გვაძლევს საშუალებას, რომ წარსულის შიშები გავიხსენოთ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია უკეთ გავიგოთ აწმყო", - წერს ჟურნალი Wired.
"ეს სიმბოლური სავარჯიშოა ტერორის მოჩვენებებით სავსე სახლიდან ნოუთბუქში გადატანით", - წერენ გამოცემაში Grantland.com
ჟურნალი "გარდიანი" ფილმზე წერს: "დიდი ხანია ჩვენ საშინელებათა ფილმების ასეთი ქვეჟანრი არ გვინახავს".
"ტექნიკური თვალსაზრისით, ეს რევოლუციური ფილმია", - ნათქვამია ჟურნალ The Verge-ს რეცენზიაში.
ფილმი ქართველი რეჟისორის დიდი წარმატებაა და მან შესაძლოა, ლევან გაბრიაძეს ჰოლივუდის სტუდიებისკენ მიმავალი კარი გაუხსნას.