უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ერთ-ერთ მრჩევლად კიდევ ერთი უცხოელი, ამჯერად სლოვაკეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მიკულაშ დზურინდა დანიშნა. ამის შესახებ "ლიგა.ნეტის" ცნობით, თავად პოროშენკომ განაცხადა.
"ლიტვის, აშშ-ისა და საქართველოს მოქალაქეებმა უკრაინული პასპორტები უკვე მიიღეს, ისინი ახლა რეფორმების განხორციელებაზე არიან პასუხისმგებლები. რამდენიმე დღის წინ კი მე ხელი მოვაწერე სლოვაკეთის ყოფილი პრემიერის, მიკულაშ დზურინდას ჩემს მრჩევლად დანიშვნის ბრძანებას. ამ გუნდს სჯერა ჩვენი ქვეყნის, ისინი მუშაობენ იმისათვის, რომ მსოფლიომ ირწმუნოს უკრაინის" - განაცხადა პეტრო პოროშენკომ. 60 წლის მიკოლაშ დზურინდა სლოვაკეთის პრემიერის პოსტს 1998 წლიდან 2006 წლამდე იკავებდა. 2010-2012 წლებში კი იგი სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.