სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსახლეობა სოციალური დეფოლტის ზღვარზეა
მოსახლეობა სოციალური დეფოლტის ზღვარზეა

სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა სო­ცი­ა­ლურ დე­ფოლტს უახ­ლოვ­დე­ბა. ლა­რის დე­ვალ­ვა­ცი­ი­სა და ინფლა­ცი­ის შე­დე­გად გაზ­რდი­ლი ხარ­ჯის გამო, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი სა­ბან­კო კრე­დი­ტებს უკვე ვე­ღარ უმკლავ­დე­ბა. 2015 წლის პირ­ველ 3 თვე­ში ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი სეს­ხე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 74 მლნ ლა­რით, ანუ 29,4%-ით გა­ი­ზარ­და, უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში აღე­ბუ­ლი კრე­დი­ტე­ბი­სა კი - 44,4%-ით.

"მარ­თა­ლია, სო­ცი­ა­ლურ დე­ფოლ­ტამ­დე ჯერ კი­დევ გვიკ­ლია, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ვექ­ტო­რი სწო­რედ აქეთ­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი. თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რა­მე­ზე აქვს პრე­ტენ­ზია, ეს ვექ­ტო­რი აუ­ცი­ლებ­ლად და თა­ნაც სას­წრა­ფოდ უნდა შეც­ვა­ლოს", - გა­ნუ­ცხა­და "ბიზ­ნეს-რე­ზო­ნანსს" ეკო­ნო­მის­ტმა და სო­ცი­ო­ლოგ­მა ნო­დარ კა­პა­ნა­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მო­ნა­ცე­მე­ბით, იან­ვრი­დან მარ­ტის ჩათ­ვლით სა­ბან­კო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში არ­სე­ბუ­ლი ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი სეს­ხე­ბის მო­ცუ­ლო­ბა 29,4%-ითაა გაზ­რდი­ლი და 325,6 მლნ ლარს შე­ად­გენს. სებ-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2015 წლის იან­ვარ­ში ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი სეს­ხი მთლი­ა­ნად 251 000 ლარს შე­ად­გენ­და, პირ­ველ აპ­რილს ეს რა­ო­დე­ნო­ბა 325 631 000-მდე გა­ი­ზარ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლა­რის გაც­ვლი­თი კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბამ ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში არ­სე­ბუ­ლი სეს­ხე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა გა­ზარ­და, რაც მათი ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბის რისკს ზრდის. თუკი მომ­ხმა­რე­ბელ­მა ბან­კი­დან უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში სეს­ხი ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბამ­დე აიღო, მა­შინ მას ახლა და­ახ­ლო­ე­ბით 1/3-ით მეტი თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბა უწევს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მან, შე­საძ­ლოა, ბან­კის და­ვა­ლი­ა­ნე­ბა დრო­უ­ლად ვერ და­ფა­როს. იან­ვარ­თან შე­და­რე­ბით აპ­რილ­ში უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში არ­სე­ბუ­ლი ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი სეს­ხე­ბის მო­ცუ­ლო­ბა 44,4%-ით არის გაზ­რდი­ლი, მარტთან შე­და­რე­ბით კი ზრდა 8,8%-ია.

ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ში გა­ცე­მუ­ლი სეს­ხე­ბის ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც, იან­ვარ­თან შე­და­რე­ბით, 15,7%-ით არის გაზ­რდი­ლი, ხოლო მარტთან შე­და­რე­ბით ზრდა 4%-ს შე­ად­გენს. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის (ამ შემ­თხვე­ვა­ში მსეს­ხებ­ლის) გარ­კვე­ულ ნა­წილს სა­ბან­კო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გას­ტუმ­რე­ბა უჭირს და მათი ნა­წი­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რი დე­ფოლ­ტის ზღვარს უახ­ლოვ­დე­ბა. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­ვა­ლუ­ტო ბა­ზარ­ზე და მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არ დას­ტა­ბი­ლურ­და, მო­სახ­ლე­ო­ბას სეს­ხე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო გა­უ­ჭირ­დე­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

მოქალაქე
0

ჯერ სადა ხართ,თუ ასე გაგრძელდა 100% ვეღარ გადაიხდის და დეფოლტი მერე ნახეთ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

მოსახლეობა სოციალური დეფოლტის ზღვარზეა

მოსახლეობა სოციალური დეფოლტის ზღვარზეა

საქართველოს მოსახლეობა სოციალურ დეფოლტს უახლოვდება. ლარის დევალვაციისა და ინფლაციის შედეგად გაზრდილი ხარჯის გამო, მოქალაქეების დიდი ნაწილი საბანკო კრედიტებს უკვე ვეღარ უმკლავდება. 2015 წლის პირველ 3 თვეში ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა 74 მლნ ლარით, ანუ 29,4%-ით გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში აღებული კრედიტებისა კი - 44,4%-ით.

"მართალია, სოციალურ დეფოლტამდე ჯერ კიდევ გვიკლია, თუმცა, სამწუხაროდ, ვექტორი სწორედ აქეთკენაა მიმართული. თუ ხელისუფლებას რამეზე აქვს პრეტენზია, ეს ვექტორი აუცილებლად და თანაც სასწრაფოდ უნდა შეცვალოს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ეკონომისტმა და სოციოლოგმა ნოდარ კაპანაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვრიდან მარტის ჩათვლით საბანკო დაწესებულებებში არსებული ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 29,4%-ითაა გაზრდილი და 325,6 მლნ ლარს შეადგენს. სებ-ის მონაცემებით, 2015 წლის იანვარში ვადაგადაცილებული სესხი მთლიანად 251 000 ლარს შეადგენდა, პირველ აპრილს ეს რაოდენობა 325 631 000-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ ყველაზე მეტად სწორედ უცხოურ ვალუტაში არსებული სესხების ღირებულება გაზარდა, რაც მათი ვადაგადაცილების რისკს ზრდის. თუკი მომხმარებელმა ბანკიდან უცხოურ ვალუტაში სესხი ლარის გაუფასურებამდე აიღო, მაშინ მას ახლა დაახლოებით 1/3-ით მეტი თანხის დაბრუნება უწევს. აქედან გამომდინარე, მან, შესაძლოა, ბანკის დავალიანება დროულად ვერ დაფაროს. იანვართან შედარებით აპრილში უცხოურ ვალუტაში არსებული ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 44,4%-ით არის გაზრდილი, მარტთან შედარებით კი ზრდა 8,8%-ია.

ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების ვადაგადაცილების მაჩვენებელიც, იანვართან შედარებით, 15,7%-ით არის გაზრდილი, ხოლო მარტთან შედარებით ზრდა 4%-ს შეადგენს. ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის (ამ შემთხვევაში მსესხებლის) გარკვეულ ნაწილს საბანკო ვალდებულებების გასტუმრება უჭირს და მათი ნაწილიც სოციალური დეფოლტის ზღვარს უახლოვდება. იმ შემთხვევაში, თუ სავალუტო ბაზარზე და მთლიანად ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არ დასტაბილურდა, მოსახლეობას სესხების მომსახურება მომავალში კიდევ უფრო გაუჭირდება.

იხილეთ გაგრძელება