საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი თანამდებობიდან გადადგა. ხორკიშვილი მეექვსე მინისტრია, რომელმაც თანამდებობა დატოვა.
ელგუჯა ხოკრიშვილი ამ თანამდებობაზე გასული წლის ზაფხულში დაინიშნა.
”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ოფიციალური განცხადება ხოკრიშვილის თანამდებობის დატოვების შესახებ, დღეს დღის განმავლობაში გაკეთდება.