პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის იდუმალი დუდუ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" - "ცხოვრებაში გაწონასწორებული კაცი ნაღდად ვერ ვარ"
 ვინ არის იდუმალი დუდუ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" - "ცხოვრებაში გაწონასწორებული კაცი ნაღდად ვერ ვარ"

"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" მთა­ვა­რი თუ მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი პერ­სო­ნა­ჟი სა­ხა­სი­ა­თო და სა­ინ­ტე­რე­სო სა­ხეს ქმნის, მაგ­რამ დუ­დუს გა­მო­ჩე­ნა ეკ­რან­ზე ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს იწ­ვევს. ის მე­გო­ბარს, ქალ­ბა­ტონ მა­კას (მსა­ხი­ო­ბი ნინო კას­რა­ძე), რო­მე­ლიც ადრე თურ­მე მოს­წონ­და, გა­სა­ჭირ­ში გვერ­დში უდ­გას. დუდუ მა­კას ერ­თა­დერ­თი იმე­დი და და­საყ­რდე­ნი ძა­ლაა. ისიც ამარ­თლებს მის იმე­დებს, ყოვ­ლის­შემ­ძლე მა­მა­კა­ცია და ლა­მის "სუ­პერ­მე­ნიც", ყვე­ლა­ნა­ირ რთულ პრობ­ლე­მას მა­შინ­ვე უგ­ვა­რებს. ამის ფონ­ზე კი სე­რი­ა­ლის მა­ყუ­რე­ბე­ლი უკვე ასე ხუმ­რობს: ახლა დუ­დუს და­ვუ­რე­კავ...

რე­ა­ლუ­რად კი ეს ადა­მი­ა­ნი უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლია, რომ­ლის როლ­საც მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ალე­კო ბე­გა­ლიშ­ვი­ლი ას­რუ­ლებს. ის ახლა ჩვენს კი­თხვებს პა­სუ­ხობს.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თქვე­ნი პერ­სო­ნა­ჟი, რო­მელ­საც სე­რი­ალ­ში ასა­ხი­ე­რებთ, არ არის მთა­ვა­რი გმი­რი, სა­ინ­ტე­რე­სო ტი­პა­ჟია. რო­გორ გგო­ნი­ათ, რა იწ­ვევს მის მი­მართ მა­ყუ­რებ­ლის ინ­ტე­რესს?

- არ ვიცი, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამ სე­რი­ალს იშ­ვი­ა­თად ვუ­ყუ­რებ, ერთი-ორ­ჯერ ინ­ტე­რე­სის გამო შევ­ხე­დე, - აბა, რას წარ­მო­ვად­გენ-მეთ­ქი. მაგ­რამ ჩემი ხმა რომ გა­ვი­გე და ამას­თან, სა­კუ­თა­რი თავი ეკ­რან­ზე და­ვი­ნა­ხე, არ მე­სი­ა­მოვ­ნა და გა­დავ­რთე. ალე­კო ბე­გა­ლიშ­ვი­ლის მი­მართ კრი­ტი­კუ­ლი ვარ...

თა­ვი­დან ამ გმი­რის ტექ­სტი რომ წა­ვი­კი­თხე, ვერ მივ­ხვდი, რა ტიპი იყო, სა­ერ­თოდ, რა კაც­თან მქონ­და საქ­მე და პირ­ველ გა­და­ღე­ბა­ზე და­ვი­ბე­ნი, - რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, არ ვი­ცო­დი. მერე ნელ-ნელა მივ­ხვდი, რომ ამ ქა­ლის მი­მართ სიმ­პა­თი­ე­ბი აქვს, თან, რა­ღაც გავ­ლე­ნი­ა­ნია, მაგ­რამ ბო­ლომ­დე ვერ ჩავ­წვდი იმას, მა­ინც ვინ იყო. ბო­ლოს სე­რი­ა­ლის პრო­დი­უ­სერ­მა, ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძემ მი­თხრა, - იცო­დე, ეს ტიპი უშიშ­რო­ე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლია... მერე უკვე მივ­ხვდი, რას­თან მქონ­და საქ­მე. კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს ეგე­ნი მა­გა­რი ცუდი ტი­პე­ბი იყ­ვნენ...

მაგ­რამ ახლა ეს კაცი, რო­მელ­საც ვთა­მა­შობ, საით და რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა, კაც­მა არ იცის. ეგ სცე­ნა­რის­ტის საქ­მეა, - ჰო, სცე­ნა­რისტზე ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ამ­ბავს მის გარ­შე­მო რო­გორ გა­ნავ­რცობს, და­ნარ­ჩე­ნი უკვე ტექ­ნი­კის სა­კი­თხია.

- მსა­ხი­ობ ნინო კას­რა­ძის უშუ­ა­ლო პარტნი­ო­რო­ბა გი­წევთ. ეს თქვე­ნი პირ­ვე­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბაა, თუ სხვა დრო­საც გი­თა­მა­ში­ათ ერ­თად?

- მე და ნინო ერ­თმა­ნეთს 1988 წლი­დან, თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­ტი­ტუ­ტი­დან ვიც­ნობთ. მე მუ­სი­კა­ლუ­რი კო­მე­დი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ­დი, სა­დაც მი­ღე­ბა 4 წე­ლი­წად­ში ერთხელ იყო. პირ­ვე­ლი კურ­სი რომ დავ­ხუ­რე, ჯარ­ში გა­მიწ­ვი­ეს. იქი­დან რომ დავ­ბრუნ­დი, "მუს­კო­მე­დი­ას" მე­ო­რე კურ­სი არ ჰქონ­და და ამი­ტომ აკა­კი გა­წე­რე­ლი­ას ჯგუფ­თან ერ­თად დამ­სვეს, მაგ­რამ ოს­ტა­ტო­ბას, ანუ მუს­კო­მე­დი­ას, მე­ო­თხე კურ­სე­ლებ­თან გავ­დი­ო­დი, და­ნარ­ჩენ საგ­ნებს - გა­წე­რე­ლი­ას ჯგუფ­თან, რო­მელ­შიც სწავ­ლობ­დნენ: ნიკა თა­ვა­ძე, ნინო კას­რა­ძე, ნატო მურ­ვა­ნი­ძე, - ძა­ლი­ან მა­გა­რი "სას­ტა­ვი". გა­მი­მარ­თლა, რომ ამ ხალ­ხთან ერ­თად აღ­მოვ­ჩნდი. ხომ ვამ­ბობ, ნი­ნოც მა­შინ გა­ვი­ცა­ნი. მერე მე მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რში მოვ­ხვდი, ის - რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში, გზე­ბი გა­ი­ყა­რა, ცოტა ხნის წინ ნუცა ალექ­სი-მეს­ხიშ­ვილ­მა თა­ვის ფილმში და­მი­ძა­ხა, სა­დაც ნი­ნოს­თან მო­მი­წია თა­მა­ში, პა­ტა­რა სცე­ნა იყო, სუფ­რას­თან ვსხედ­ვართ... მოკ­ლედ, ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ ასე შევ­ხვდი ნი­ნოს, რო­მე­ლიც მა­გა­რი პარტნი­ო­რია. ისიც გა­მი­ხარ­და, რომ სე­რი­ალ­ში ერ­თად ვართ. გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან თბი­ლი და ასე ვთქვათ, "ჯიგ­რუ­ლი" ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს...

- თა­ვი­დან ამ როლ­ზე რომ და­მი­ძა­ხეს, და­ვი­ბე­ნიო, - აღ­ნიშ­ნეთ. სა­ინ­ტე­რე­სოა, გაქვთ თუ არა ცხოვ­რე­ბა­ში დუ­დუს მსგავ­სი თვი­სე­ბე­ბი?

- არა­ნა­ი­რად, რას ლა­პა­რა­კობთ?! აბ­სო­ლუ­ტუ­რად კავ­შირ­ში არ ვარ მას­თან. დუდუ სულ სხვა ტი­პია, მე კარ­გი გა­გე­ბით, "ბრა­დი­ა­გა" კაცი ვარ (იღი­მის). ამით იმას კი არ ვამ­ბობ, რომ ბოთ­ლებ­ში თავ­ჩარ­გულს მძი­ნავს-მეთ­ქი, მაგ­რამ ზურ­გზე გა­დე­ბუ­ლი გი­ტა­რა და "წა­ვე­დით ბი­ჭე­ბო, ვი­ქე­ი­ფოთ, დავ­ლი­ოთ, დრო გა­ვა­ტა­როთ," - ეს ამ­ბა­ვი მა­ხა­სი­ა­თებს. ბო­ჰე­მუ­რი ცხოვ­რე­ბა თუ რა­ღაც, ჩემი სტი­ლია... გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი კაცი ნაღ­დად ვერ ვარ.

- გი­ტა­რა ახ­სე­ნეთ, რო­გორც ჩანს, მუ­სი­კა გიყ­ვართ...

- ადრე "ბითლზე­ბით" ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი და ბი­ჭებს ჯგუ­ფიც გვქონ­და. ვუკ­რავ­დით. მერე ყვე­ლა თა­ვის პრო­ფე­სი­ას გაჰ­ყვა. ის ყვე­ლა­ფე­რი უფრო გა­ტა­ცე­ბა იყო. ისე, გი­ტა­რას ახ­ლაც ვა­ჩხა­კუ­ნებთ. თე­ატ­რში რა­ღაც ჯგუ­ფი­ვით გვაქვს და თა­ვი­სუ­ფალ დროს ვუკ­რავთ ხოლ­მე. სა­ერ­თოდ კი მუ­სი­კა ოჯა­ხი­და­ნაც მომ­ყვე­ბა, ჩვენ­თან ყვე­ლა მღე­რო­და...

- ცნო­ბი­ლია, რომ მუ­სი­კა­ლუ­რი დრა­მი­სა და კო­მე­დი­ის თე­ატ­რში თით­ქმის ყვე­ლა მოქ­მედ წარ­მოდ­გე­ნა­ში ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი და ამას­თან, ამა­ვე თე­ატ­რის ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის, ბად­რი ბე­გა­ლიშ­ვი­ლის შვი­ლი ხართ...

- კი და ჩემი უმ­ცრო­სი ძმაც, ბად­რი ჩემ­თან ერ­თად არის. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ამ თე­ატ­რში გა­ვი­ზარ­დეთ.

- მსა­ხი­ო­ბი მა­მის სამი ვაჟი და სა­მი­ვე (ზურა, ალე­კო, ბად­რი) მსა­ხი­ო­ბი... მგო­ნი, ესეც იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვაა... თან, ყვე­ლა­ნი მაგ­რე­ბი...

- რა ვიცი, ეგ ალ­ბათ გე­ნია (იღი­მის). ისე, მსა­ხი­ო­ბი ძმე­ბი და მამა-შვი­ლე­ბი სხვე­ბიც არი­ან და გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი არ ვართ.

- ძმე­ბი რითი ჰგავ­ხართ ერ­თმა­ნეთს?

- ანუ სა­ერ­თო რა არის ჩვენ შო­რის? მე და ზურა (უფ­რო­სი ძმა) მა­ნე­რე­ბით ვგა­ვართ, ბად­რი მა­მის­კენ არის ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც და მა­ნე­რე­ბი­თაც. იმის გამო, რომ ზუ­რას ვგა­ვარ, სულ ვცდი­ლობ, ამ მსგავ­სე­ბას გა­ვექ­ცე, მაგ­რამ ბო­ლომ­დე არ გა­მომ­დის. რო­დე­საც ეკ­რან­ზე, სა­კუ­თარ თავს, ახლო პლა­ნით ვუ­ყუ­რებ, იქაც ზუ­რას ვი­ჭერ, არ მინ­და, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, შიგ­ნით რაც გაქვს, იმას ვერ გა­ექ­ცე­ვი...

- ეს უკვე მარ­თლაც გე­ნე­ტი­კაა...

- კი, მა­მა­საც ყვე­ლა რა­ღა­ცით ვგა­ვართ. ენა­მოს­წრე­ბუ­ლი კაცი იყო, ენერ­გი­უ­ლი. ორი წელი გახ­და, რაც აღარ არის...

- პი­რად სა­კი­თხებ­ზე რა გვე­ტყვით?

- არ მიყ­ვარს ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი. გე­ტყვით, რომ მყავს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი - 12 წლის მა­რი­ა­მი და 10 წლის დათო. ჯერ პა­ტა­რე­ბი არი­ან, მაგ­რამ გოგო პან­კო­ბის­კენ იხ­რე­ბა, თავი გა­და­ი­პარ­სა, ბიჭს ჯექ­სო­ნი მოს­წონს და რა­ღაც ასე­თი ტი­პე­ბი არი­ან, ცოტა მო­გი­ჟო. ჯერ თვი­თო­ნაც არ იცი­ან, რა უნ­დათ... იმე­დია, მალე გა­ერ­კვე­ვი­ან...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ვინ არის იდუმალი დუდუ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" - "ცხოვრებაში გაწონასწორებული კაცი ნაღდად ვერ ვარ"

 ვინ არის იდუმალი დუდუ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" - "ცხოვრებაში გაწონასწორებული კაცი ნაღდად ვერ ვარ"

"ჩემი ცოლის დაქალებში" მთავარი თუ მეორეხარისხოვანი პერსონაჟი სახასიათო და საინტერესო სახეს ქმნის, მაგრამ დუდუს გამოჩენა ეკრანზე ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ის მეგობარს, ქალბატონ მაკას (მსახიობი ნინო კასრაძე), რომელიც ადრე თურმე მოსწონდა, გასაჭირში გვერდში უდგას. დუდუ მაკას ერთადერთი იმედი და დასაყრდენი ძალაა. ისიც ამართლებს მის იმედებს, ყოვლისშემძლე მამაკაცია და ლამის "სუპერმენიც", ყველანაირ რთულ პრობლემას მაშინვე უგვარებს. ამის ფონზე კი სერიალის მაყურებელი უკვე ასე ხუმრობს: ახლა დუდუს დავურეკავ...

რეალურად კი ეს ადამიანი უშიშროების სამსახურის თანამშრომელია, რომლის როლსაც მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი ალეკო ბეგალიშვილი ასრულებს. ის ახლა ჩვენს კითხვებს პასუხობს.

- მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პერსონაჟი, რომელსაც სერიალში ასახიერებთ, არ არის მთავარი გმირი, საინტერესო ტიპაჟია. როგორ გგონიათ, რა იწვევს მის მიმართ მაყურებლის ინტერესს?

- არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, ამ სერიალს იშვიათად ვუყურებ, ერთი-ორჯერ ინტერესის გამო შევხედე, - აბა, რას წარმოვადგენ-მეთქი. მაგრამ ჩემი ხმა რომ გავიგე და ამასთან, საკუთარი თავი ეკრანზე დავინახე, არ მესიამოვნა და გადავრთე. ალეკო ბეგალიშვილის მიმართ კრიტიკული ვარ...

თავიდან ამ გმირის ტექსტი რომ წავიკითხე, ვერ მივხვდი, რა ტიპი იყო, საერთოდ, რა კაცთან მქონდა საქმე და პირველ გადაღებაზე დავიბენი, - რა უნდა გამეკეთებინა, არ ვიცოდი. მერე ნელ-ნელა მივხვდი, რომ ამ ქალის მიმართ სიმპათიები აქვს, თან, რაღაც გავლენიანია, მაგრამ ბოლომდე ვერ ჩავწვდი იმას, მაინც ვინ იყო. ბოლოს სერიალის პროდიუსერმა, ირაკლი საღინაძემ მითხრა, - იცოდე, ეს ტიპი უშიშროების თანამშრომელია... მერე უკვე მივხვდი, რასთან მქონდა საქმე. კომუნისტების დროს ეგენი მაგარი ცუდი ტიპები იყვნენ...

მაგრამ ახლა ეს კაცი, რომელსაც ვთამაშობ, საით და როგორ განვითარდება, კაცმა არ იცის. ეგ სცენარისტის საქმეა, - ჰო, სცენარისტზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, ამბავს მის გარშემო როგორ განავრცობს, დანარჩენი უკვე ტექნიკის საკითხია.

- მსახიობ ნინო კასრაძის უშუალო პარტნიორობა გიწევთ. ეს თქვენი პირველი თანამშრომლობაა, თუ სხვა დროსაც გითამაშიათ ერთად?

- მე და ნინო ერთმანეთს 1988 წლიდან, თეატრალური ინტიტუტიდან ვიცნობთ. მე მუსიკალური კომედიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, სადაც მიღება 4 წელიწადში ერთხელ იყო. პირველი კურსი რომ დავხურე, ჯარში გამიწვიეს. იქიდან რომ დავბრუნდი, ''მუსკომედიას'' მეორე კურსი არ ჰქონდა და ამიტომ აკაკი გაწერელიას ჯგუფთან ერთად დამსვეს, მაგრამ ოსტატობას, ანუ მუსკომედიას, მეოთხე კურსელებთან გავდიოდი, დანარჩენ საგნებს - გაწერელიას ჯგუფთან, რომელშიც სწავლობდნენ: ნიკა თავაძე, ნინო კასრაძე, ნატო მურვანიძე, - ძალიან მაგარი "სასტავი". გამიმართლა, რომ ამ ხალხთან ერთად აღმოვჩნდი. ხომ ვამბობ, ნინოც მაშინ გავიცანი. მერე მე მუსიკისა და დრამის თეატრში მოვხვდი, ის - რუსთაველის თეატრში, გზები გაიყარა, ცოტა ხნის წინ ნუცა ალექსი-მესხიშვილმა თავის ფილმში დამიძახა, სადაც ნინოსთან მომიწია თამაში, პატარა სცენა იყო, სუფრასთან ვსხედვართ... მოკლედ, ამდენი წლის შემდეგ ასე შევხვდი ნინოს, რომელიც მაგარი პარტნიორია. ისიც გამიხარდა, რომ სერიალში ერთად ვართ. გარდა ამისა, ძალიან თბილი და ასე ვთქვათ, "ჯიგრული" ურთიერთობა გვაქვს...

- თავიდან ამ როლზე რომ დამიძახეს, დავიბენიო, - აღნიშნეთ. საინტერესოა, გაქვთ თუ არა ცხოვრებაში დუდუს მსგავსი თვისებები?

- არანაირად, რას ლაპარაკობთ?! აბსოლუტურად კავშირში არ ვარ მასთან. დუდუ სულ სხვა ტიპია, მე კარგი გაგებით, "ბრადიაგა" კაცი ვარ (იღიმის). ამით იმას კი არ ვამბობ, რომ ბოთლებში თავჩარგულს მძინავს-მეთქი, მაგრამ ზურგზე გადებული გიტარა და "წავედით ბიჭებო, ვიქეიფოთ, დავლიოთ, დრო გავატაროთ," - ეს ამბავი მახასიათებს. ბოჰემური ცხოვრება თუ რაღაც, ჩემი სტილია... გაწონასწორებული კაცი ნაღდად ვერ ვარ.

- გიტარა ახსენეთ, როგორც ჩანს, მუსიკა გიყვართ...

- ადრე "ბითლზებით" ვიყავი გატაცებული და ბიჭებს ჯგუფიც გვქონდა. ვუკრავდით. მერე ყველა თავის პროფესიას გაჰყვა. ის ყველაფერი უფრო გატაცება იყო. ისე, გიტარას ახლაც ვაჩხაკუნებთ. თეატრში რაღაც ჯგუფივით გვაქვს და თავისუფალ დროს ვუკრავთ ხოლმე. საერთოდ კი მუსიკა ოჯახიდანაც მომყვება, ჩვენთან ყველა მღეროდა...

- ცნობილია, რომ მუსიკალური დრამისა და კომედიის თეატრში თითქმის ყველა მოქმედ წარმოდგენაში ხართ დაკავებული და ამასთან, ამავე თეატრის ცნობილი მსახიობის, ბადრი ბეგალიშვილის შვილი ხართ...

- კი და ჩემი უმცროსი ძმაც, ბადრი ჩემთან ერთად არის. შეიძლება ითქვას, რომ ამ თეატრში გავიზარდეთ.

- მსახიობი მამის სამი ვაჟი და სამივე (ზურა, ალეკო, ბადრი) მსახიობი... მგონი, ესეც იშვიათი შემთხვევაა... თან, ყველანი მაგრები...

- რა ვიცი, ეგ ალბათ გენია (იღიმის). ისე, მსახიობი ძმები და მამა-შვილები სხვებიც არიან და გამონაკლისები არ ვართ.

- ძმები რითი ჰგავხართ ერთმანეთს?

- ანუ საერთო რა არის ჩვენ შორის? მე და ზურა (უფროსი ძმა) მანერებით ვგავართ, ბადრი მამისკენ არის ვიზუალურადაც და მანერებითაც. იმის გამო, რომ ზურას ვგავარ, სულ ვცდილობ, ამ მსგავსებას გავექცე, მაგრამ ბოლომდე არ გამომდის. როდესაც ეკრანზე, საკუთარ თავს, ახლო პლანით ვუყურებ, იქაც ზურას ვიჭერ, არ მინდა, მაგრამ როგორც ჩანს, შიგნით რაც გაქვს, იმას ვერ გაექცევი...

- ეს უკვე მართლაც გენეტიკაა...

- კი, მამასაც ყველა რაღაცით ვგავართ. ენამოსწრებული კაცი იყო, ენერგიული. ორი წელი გახდა, რაც აღარ არის...

- პირად საკითხებზე რა გვეტყვით?

- არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი. გეტყვით, რომ მყავს მეუღლე და ორი შვილი - 12 წლის მარიამი და 10 წლის დათო. ჯერ პატარები არიან, მაგრამ გოგო პანკობისკენ იხრება, თავი გადაიპარსა, ბიჭს ჯექსონი მოსწონს და რაღაც ასეთი ტიპები არიან, ცოტა მოგიჟო. ჯერ თვითონაც არ იციან, რა უნდათ... იმედია, მალე გაერკვევიან...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE