Faceამბები
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის დაჰყავს თაკო ჩორგოლაშვილის მანქანა ტექმომსახურების ცენტრში
ვის დაჰყავს თაკო ჩორგოლაშვილის მანქანა ტექმომსახურების ცენტრში

ტე­ლე­წამ­ყვან თაკო ჩორ­გო­ლაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი მან­ქა­ნა"გოლფ 3" იყო, რო­მე­ლიც ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბით შე­ი­ძი­ნა. დღემ­დე სულ სამი მან­ქა­ნა ჰყავს შეც­ვლი­ლი, მე­ო­თხე მისი თეთ­რი"მერ­სე­დე­სია", რომ­ლი­თაც ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლია და ამ­ბობს, რომ ამ მარ­კის მან­ქა­ნის ღა­ლა­ტი გა­უ­ჭირ­დე­ბა.

- მან­ქა­ნე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი ბავ­შვო­ბი­დან მქონ­და, თან ძა­ლი­ან მინ­დო­და, კარ­გად მეს­წავ­ლა მარ­თვა. მიჩ­ნდე­ბო­და სა­ჭეს­თან დაჯ­დო­მის სურ­ვი­ლიც და ვერ ვი­ტყვი, რომ ამ სურ­ვილს არ ვის­რუ­ლებ­დი. მან­ქა­ნის მო­დე­ლე­ბით ნაკ­ლე­ბად ვინ­ტე­რეს­დე­ბო­დი, მა­შინ სულ რამ­დე­ნი­მე მარ­კის მან­ქა­ნა ვი­ცო­დი. მათ­თვის, ვი­საც მარ­თვის მოწ­მო­ბა არ აქვს, მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, ოჯა­ხის წევ­რე­ბი მან­ქა­ნის თხო­ვე­ბა­ზე და­ი­თან­ხმოს (იღი­მის).

მან­ქა­ნის ტა­რე­ბა რე­ა­ლუ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 14 წლი­სამ ვის­წავ­ლე. ცოტა ადა­მი­ა­ნია, ვის გვერ­დი­თაც თავს უსაფრ­თხოდ ვგრძნობ. ბავ­შვო­ბი­დან მი­მაჩ­ნდა, რომ მამა მან­ქა­ნას ყვე­ლა­ზე კარ­გად ატა­რებ­და და მინ­დო­და, ასე­ვე კარ­გად ეს­წავ­ლე­ბი­ნა ჩემ­თვი­საც. არ გამ­ჭირ­ვე­ბია და პირ­ვე­ლი­ვე მცდე­ლო­ბა­ზე შინ მშვი­დო­ბით დავ­ბრუნ­დით. არ მახ­სოვს, პრაქ­ტი­კა რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­და, მაგ­რამ და­მო­უ­კი­დებ­ლად ტა­რე­ბა მალე და­ვი­წყე.

- ალ­ბათ, მარ­თვის მოწ­მო­ბა ად­ვი­ლად აიღე.

- რად­გან მარ­თვა უკვე ვი­ცო­დი, მხო­ლოდ აუ­ტა­ნე­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ტეს­ტე­ბის სწავ­ლა მო­მიხ­და. და­ახ­ლო­ე­ბით ოთხ დღე­ში ქა­ლაქ­ში სი­ა­რუ­ლის წე­სებ­სა და თე­ო­რი­ას გა­ვე­ცა­ნი და რუს­თა­ვის გზას ბე­ბი­ას­თან ერ­თად გა­ვუ­ყე­ვი. მგო­ნია, რომ ამ დროს ბევრ გულ­შე­მატ­კი­ვარ­თან ყუ­რა­დღე­ბის გა­ფან­ტვას სჯობს, კონ­კრე­ტულ და­ვა­ლე­ბა­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დაც პირ­ვე­ლი­ვე ჯერ­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლად გა­ვი­ა­რე, ჩემ­ზე გა­მოც­დი­ლი მძღო­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით (იღი­მის).

- პირ­ვე­ლი მან­ქა­ნის შე­ძე­ნა შენი და­ნა­ზო­გით მო­ა­ხერ­ხე?

- ჩემი პირ­ვე­ლი მან­ქა­ნა"გოლფ 3" ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბით ვი­ყი­დე. მა­შინ არ ვმუ­შა­ობ­დი, ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში კი მშობ­ლე­ბის­გან რა­ღა­ცე­ბის მო­თხოვ­ნა უფრო მარ­ტი­ვია. მას შემ­დეგ სამი მან­ქა­ნა შე­ვიც­ვა­ლე, ეს"მერ­სე­დე­სი" მე­ო­თხეა. მე­გო­ბარ­თან ერ­თად შე­ვარ­ჩიე, რო­მელ­საც ჩემ­ზე მე­ტად უნ­დო­და, რომ კარ­გი მან­ქა­ნა მე­ყი­და. იცო­და, ტექ­მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრში ჩემ მა­გივ­რად მო­უ­წევ­და სი­ა­რუ­ლი, ამი­ტომ, პირ­ველ რიგ­ში, თა­ვის თავ­ზე ფიქ­რობ­და (იცი­ნის). ალ­ბათ, ყო­ველ­თვის მენ­დო­მე­ბა, მყავ­დეს"მერ­სე­დე­სის" ფირ­მის მან­ქა­ნა. არა მგო­ნია, ოდეს­მე მის ემბლე­მას ვუ­ღა­ლა­ტო, რო­მე­ლიც, სხვა­თა შო­რის, ნიშ­ნავს წარ­მა­ტე­ბას მი­წა­ზე, წყალ­სა და ჰა­ერ­ში…. ვფიქ­რობ, ამ სა­მარ­კო ნიშ­ნის ქვეშ იგუ­ლის­ხმე­ბა კომ­ფორ­ტი, მდგრა­დო­ბა, კარ­გი მა­ნევ­რი და ლა­მა­ზი ვი­ზუ­ა­ლი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ვის დაჰყავს თაკო ჩორგოლაშვილის მანქანა ტექმომსახურების ცენტრში

ვის დაჰყავს თაკო ჩორგოლაშვილის მანქანა ტექმომსახურების ცენტრში

ტელეწამყვან თაკო ჩორგოლაშვილის პირველი მანქანა''გოლფ 3'' იყო, რომელიც ოჯახის დახმარებით შეიძინა. დღემდე სულ სამი მანქანა ჰყავს შეცვლილი, მეოთხე მისი თეთრი''მერსედესია'', რომლითაც ძალიან კმაყოფილია და ამბობს, რომ ამ მარკის მანქანის ღალატი გაუჭირდება.

- მანქანების მიმართ ინტერესი ბავშვობიდან მქონდა, თან ძალიან მინდოდა, კარგად მესწავლა მართვა. მიჩნდებოდა საჭესთან დაჯდომის სურვილიც და ვერ ვიტყვი, რომ ამ სურვილს არ ვისრულებდი. მანქანის მოდელებით ნაკლებად ვინტერესდებოდი, მაშინ სულ რამდენიმე მარკის მანქანა ვიცოდი. მათთვის, ვისაც მართვის მოწმობა არ აქვს, მთავარი ამოცანაა, ოჯახის წევრები მანქანის თხოვებაზე დაითანხმოს (იღიმის).

მანქანის ტარება რეალურად დაახლოებით 14 წლისამ ვისწავლე. ცოტა ადამიანია, ვის გვერდითაც თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ. ბავშვობიდან მიმაჩნდა, რომ მამა მანქანას ყველაზე კარგად ატარებდა და მინდოდა, ასევე კარგად ესწავლებინა ჩემთვისაც. არ გამჭირვებია და პირველივე მცდელობაზე შინ მშვიდობით დავბრუნდით. არ მახსოვს, პრაქტიკა რამდენ ხანს გაგრძელდა, მაგრამ დამოუკიდებლად ტარება მალე დავიწყე.

- ალბათ, მართვის მოწმობა ადვილად აიღე.

- რადგან მართვა უკვე ვიცოდი, მხოლოდ აუტანელი რაოდენობის ტესტების სწავლა მომიხდა. დაახლოებით ოთხ დღეში ქალაქში სიარულის წესებსა და თეორიას გავეცანი და რუსთავის გზას ბებიასთან ერთად გავუყევი. მგონია, რომ ამ დროს ბევრ გულშემატკივართან ყურადღების გაფანტვას სჯობს, კონკრეტულ დავალებაზე იყო ორიენტირებული. თეორიული და პრაქტიკული გამოცდაც პირველივე ჯერზე წარმატებულად გავიარე, ჩემზე გამოცდილი მძღოლებისგან განსხვავებით (იღიმის).

- პირველი მანქანის შეძენა შენი დანაზოგით მოახერხე?

- ჩემი პირველი მანქანა''გოლფ 3'' ოჯახის დახმარებით ვიყიდე. მაშინ არ ვმუშაობდი, ასეთ სიტუაციაში კი მშობლებისგან რაღაცების მოთხოვნა უფრო მარტივია. მას შემდეგ სამი მანქანა შევიცვალე, ეს''მერსედესი'' მეოთხეა. მეგობართან ერთად შევარჩიე, რომელსაც ჩემზე მეტად უნდოდა, რომ კარგი მანქანა მეყიდა. იცოდა, ტექმომსახურების ცენტრში ჩემ მაგივრად მოუწევდა სიარული, ამიტომ, პირველ რიგში, თავის თავზე ფიქრობდა (იცინის). ალბათ, ყოველთვის მენდომება, მყავდეს''მერსედესის'' ფირმის მანქანა. არა მგონია, ოდესმე მის ემბლემას ვუღალატო, რომელიც, სხვათა შორის, ნიშნავს წარმატებას მიწაზე, წყალსა და ჰაერში…. ვფიქრობ, ამ სამარკო ნიშნის ქვეშ იგულისხმება კომფორტი, მდგრადობა, კარგი მანევრი და ლამაზი ვიზუალი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება