ქუთაისში ეკლესიასთან ტრაგიკულად გარდაცვლილი გოგონას ოჯახი განცხადებას ავრცელებს

ქუთაისში ეკლესიასთან ტრაგიკულად გარდაცვლილი გოგონას ოჯახი განცხადებას ავრცელებს

ქუთაისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე ტრაგიკულად დაღუპული ნანა გიგლემიანის ოჯახი განცხადებას ავრცელებს. განცახდება "ქუთაისი თუდეის" ოჯახის ახლობელმა, ვეფხია მიქაუტაძემ მიაწოდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ოჯახის წევრები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ენდობიან და სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ.

"22 აპრილს სასამართლო პროცესი იყო შოკისმომგვრელი. ბრალდებულ გიორგი იობიძის ადვოკატი სასამართლო პროცესის დროს ამბობდა, რომ მან დანაშაული დაკავებამდე აღიარა. თუ გიორგი იობიძემ დანაშაული აღიარა, მაშინ ოჯახი რატომ ეძებდა დამნაშავე ქალბატონს, ვმართავდით აქციებს და ვითხოვდით სხვა ადამიანის დასჯას. რატომ არ მოხდა მისი დროულად დაკავება? დაზარალებულ მხარეს არ მისცეს ხმის ამოღების საშუალება.

პროცესიდან ორი პიროვნება გააგდეს. გიგლემიანის ოჯახი აბუჩად აიგდეს და მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა უსამართლო განაჩენი გამოიტანა. ბრალდებულ იობიძეს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. დაზარალებული ოჯახი ითხოვს, 19 წლის გოგონას მკვლელი მკაცრი ზომით დაისაჯოს. ისინი უახლოეს დღეებში სააპელაციო სასამართლოში განაჩენს გაასაჩივრებენ",-ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: kutaisitoday.com

kutaisitoday.com

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა