სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა გვეყოს ფული? - რჩევები რიგითი ქართველისთვის, რომელსაც "საბანი არ წვდება"
როგორ უნდა გვეყოს ფული? - რჩევები რიგითი ქართველისთვის, რომელსაც "საბანი არ წვდება"

ფული არა­ვის ყოფ­ნის, ფული ყო­ველ­თვის მეტი გვჭირ­დე­ბა. არ გყოფ­ნით თქვენც, რად­გან სწო­რედ ახლა ფიქ­რობ­დით, რომ იმის შე­სა­ძე­ნად, რაც გჭირ­დე­ბათ, საკ­მა­რი­სი თან­ხა აღარ გაქვთ. თუ ეს ასე არაა, იმა­ზე მა­ინც იოც­ნე­ბებ­დით, რის შე­ძე­ნას შეძ­ლებ­დით, ორ­ჯერ მეტი ხელ­ფა­სი (ან ათ­ჯერ მეტი პენ­სია) რომ გქო­ნო­დათ. მაგ­რამ გი­ფიქ­რი­ათ იმა­ზე, რომ ფული კი არ არის თქვე­ნი მფლო­ბე­ლი, თქვენ ხართ ფუ­ლის მფლო­ბე­ლი, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ თქვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად ზუს­ტად გა­და­ა­ნა­წი­ლებთ მას სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის მი­ხედ­ვით.

რო­გორ უნდა გვე­ყოს ფული? და რო­გორ უნდა ვი­ბა­ტო­ნოთ ქა­ღალ­დე­ბის თუ მო­ნე­ტე­ბის მა­სებ­ზე. რო­გორ ვაქ­ცი­ოთ ისი­ნი ჯა­დოქ­რე­ბად, რო­გორ ვა­ი­ძუ­ლოთ მათ ჩვე­ნი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა?

პირ­ვე­ლი და მთა­ვა­რი: ფული გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­დია. ამი­ტომ, ნე­ბის­მი­ე­რი თან­ხის მი­სა­ღე­ბად, შრო­მაა სა­ჭი­რო. თუ გსურთ ფუ­ლის მი­ღე­ბა, ენერ­გი­ის გა­ცე­მაც ნუ და­გე­ზა­რე­ბათ. რაც უფრო მეტს იშ­რო­მებთ ფუ­ლის გა­მო­სა­მუ­შა­ვებ­ლად, მით უკეთ გე­ცო­დი­ნე­ბათ მისი ყად­რი და მით უფრო ჭკვი­ა­ნუ­რად გა­მო­ი­ყე­ნებთ მას.

კონ­ცენ­ტრირ­დით თქვენ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე. ნუ კონ­ცენ­ტრირ­დე­ბით ფულ­ზე. ეს პირ­ვე­ლი ნი­შა­ნია იმი­სა, რომ ფული გმარ­თავთ. და­აკ­ვირ­დით სა­კუ­თარ თავს და აკე­თეთ ის საქ­მე, რაც ყვე­ლა­ზე უკეთ გა­მოგ­დით. კონ­ცენ­ტრირ­დით სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის დახ­ვე­წა­ზე, ახა­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბა­ზე და იმ სამ­სა­ხურ­ზე, სა­დაც უკვე ხართ (თუ უკვე მუ­შა­ობთ). ასე გე­ცო­დი­ნე­ბათ თქვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და გე­ცო­დი­ნე­ბათ, რამ­დე­ნია თქვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა. თუ მი­იჩ­ნევთ, რომ თქვე­ნი ანა­ზღა­უ­რე­ბა უფრო მცი­რეა, ვიდ­რე თქვენ მიერ გა­წე­უ­ლი შრო­მა, ნუ შე­შინ­დე­ბით. აუხ­სე­ნით უფ­როსს, რომ თქვენ მეტ ხელ­ფასს იმ­სა­ხუ­რებთ. და­არ­წმუ­ნეთ თქვენს შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში და და­ა­ნა­ხეთ, რისი გა­კე­თე­ბა შე­გიძ­ლი­ათ იმ კომ­პა­ნი­ის­თვის, სა­დაც მუ­შა­ობთ.

თუ ჯერ ისევ სამ­სა­ხუ­რის ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ხართ, ნუ დარ­ჩე­ბით მხო­ლოდ ერთი პრო­ფე­სი­ის იმე­დად. კარ­გად და­აკ­ვირ­დით სა­კუ­თარ თავს, აღ­მო­ა­ჩი­ნეთ ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, გა­ნა­ვი­თა­რეთ ისი­ნი. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ნუ ითა­კი­ლებთ, თუნ­დაც დამ­ლა­გებ­ლად მუ­შა­ო­ბას. ნე­ბის­მი­ე­რი შრო­მა და­სა­ფა­სე­ბე­ლია და ცხოვ­რე­ბის გარ­კვე­ულ ეტაპ­ზე, ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბიც კი გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ უბ­რა­ლო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბით.

და­ით­ვა­ლეთ ხარ­ჯე­ბი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია იცო­დეთ, ძი­რი­თა­დად, რამ­დენს შე­ად­გენს თქვე­ნი ყო­ველ­თვი­უ­რი ხარ­ჯი. მას შემ­დეგ, რაც და­ით­ვლით ყვე­ლა სა­ხის ხარჯს, იქ­ნე­ბა ეს კვე­ბის, სა­მო­სის, კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის, ტრან­სპორ­ტის, გა­ნათ­ლე­ბის, ექი­მის, წამ­ლე­ბის თუ სა­ო­ჯა­ხო ტექ­ნი­კის ხარ­ჯი. თქვენ გე­ცო­დი­ნე­ბათ, მი­ნი­მუმ, რა თან­ხა უნდა გა­მო­ი­მუ­შა­ვოთ, რომ ხარ­ჯე­ბის და­ფარ­ვა შეძ­ლოთ.

ფუ­ლის მარ­თვა.

1 .რამ­დე­ნიც უნდა იყოს თქვე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი და რო­გო­რიც უნდა იყოს ის, სტა­ბი­ლუ­რი თუ არას­ტა­ბი­ლუ­რი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ხარ­ჯე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად, ხარ­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში უნდა გა­და­ი­ხა­დოთ, არის კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბი. შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბი­სას პირ­ველ რიგ­ში, კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის­თვის და ბან­კში აღე­ბუ­ლი კრე­დი­ტე­ბის­თვის, ან ლომ­ბარ­დში და­ტო­ვე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის­თვის სა­ჭი­რო თან­ხა გა­და­დეთ, რად­გან გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში თქვენ ძა­ლი­ან არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო ჯა­რი­მე­ბის გა­დახ­და მო­გი­წევთ.

2. შემ­დე­გი ეტა­პი კვე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ხარ­ჯე­ბის გან­სა­ზღვრაა. მას შემ­დეგ, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­დუქ­ტე­ბის­თვის თან­ხას გა­და­დებთ, თქვე­ნი შე­მო­სავ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­გიძ­ლი­ათ გან­სა­ზღვროთ, რისი უფ­ლე­ბა შე­გიძ­ლი­ათ მის­ცეთ თავს: მხო­ლოდ პუ­რით და ბოსტნე­უ­ლის სუ­პე­ბით უნდა იკ­ვე­ბოთ, თუ ხორ­ცის და თევ­ზის შე­ძე­ნაც შე­გიძ­ლი­ათ. ნუ და­ით­რგუ­ნე­ბით, თუ მხო­ლოდ პირ­ველ ვა­რი­ანტს წვდე­ბა თქვე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი. სხვა­თა შო­რის, ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლე­ბის ერთ-ერთი კა­ტე­გო­რია არც ხორცს მი­ირ­თმევს და არც თევზს. ხილი და ბოსტნე­უ­ლი ყვე­ლა­ზე ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბია და მათი შე­ძე­ნა ბა­ზარ­ზე საკ­მა­ოდ ია­ფად შე­გიძ­ლი­ათ.

3. შემ­დე­გი ეტა­პი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ხარ­ჯე­ბის გან­სა­ზღვრაა. თუ თქვენ და­ზღვე­ვით სარ­გებ­ლობთ, სა­და­ზღვე­ვო ხარ­ჯებს გა­და­იხ­დით, თუ და­ზღვე­ვა არ გაქვთ, ექიმ­თან ვი­ზი­ტი­სა და წამ­ლე­ბის­თვის მცი­რე თან­ხის გა­და­დე­ბა ძა­ლი­ან წინ­და­ხე­დუ­ლი ნა­ბი­ჯია.

4. შემ­დე­გი ეტა­პი სა­მო­სის და სხვა წვრილ­მა­ნი ნივ­თე­ბის­თვის სა­ჭი­რო თან­ხე­ბის გა­და­დე­ბაა. თქვე­ნი ხელ­ფა­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თქვენ შე­გიძ­ლი­ათ თავს 200 ლა­რი­ა­ნი ფეხ­საც­მლის შე­ძე­ნის უფ­ლე­ბა მის­ცეთ, მაგ­რამ ასე­ვე შე­გიძ­ლი­ათ 20 ლა­რი­ა­ნი ფეხ­საც­მლით მო­ი­წო­ნოთ თავი. ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ამის არ­ჩე­ვა­ნი ნამ­დვი­ლად არის. იმა­ვეს თქმა შე­იძ­ლე­ბა სა­მოს­ზეც. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კი უკვე შე­ძე­ნი­ლი სა­მო­სის გაფრ­თხი­ლე­ბაა. კარ­გად მოვ­ლი­ლი სა­მო­სი წლე­ბის მან­ძილ­ზე ერ­თგუ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბა პატ­რონს.

პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი.

ფუ­ლის სწო­რად გა­და­ნა­წი­ლე­ბის დროს გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა პრი­ო­რი­ტე­ტებს აქვს. შე­საძ­ლოა, ვი­ღა­ცის­თვის ძლი­ერ კვე­ბა­ზე მე­ტად ჰი­გი­ე­ნა იყოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და შემ­წვა­რი გო­ჭის შე­ძე­ნას პარ­ფი­უ­მე­რია ამ­ჯო­ბი­ნოს. პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი ის სა­კი­თხია, რო­მე­ლიც გა­დამ­წყვეტ როლს თა­მა­შობს, თუ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ხართ. ამ შემ­თხვე­ვა­ში შვი­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს მშო­ბე­ლი ყვე­ლა­ზე წინ აყე­ნებს და თა­ვად შე­საძ­ლოა, ბევ­რი რამ მო­იკ­ლოს. ამა­ში ტრა­გე­დია არ არის, ეს ბუ­ნებ­რი­ვი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბაა და არ­ცერ­თი მშო­ბე­ლი არ მო­ი­სურ­ვებს, თა­ვი­სი ბედ­ნი­ე­რე­ბის ხარ­ჯზე შვილს სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი, სა­მო­სი ან გა­ნათ­ლე­ბა მო­აკ­ლოს.

ეკო­ნო­მია.

ჭკვი­ა­ნუ­რად გა­კე­თე­ბუ­ლი ეკო­ნო­მია, თქვენს ხარ­ჯებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნად შე­ამ­ცი­რებს. და­ზო­გეთ ელექტრო­ე­ნერ­გია, გაზი... ნუ და­ტო­ვებთ ჩარ­თულ კომ­პი­უ­ტერს ან ნა­თუ­რას ოთახ­ში, სა­დაც არ ხართ. ნე­ბის­მი­ე­რი რამ, რაც დე­ნის წყა­როს­თან არის შე­ერ­თე­ბუ­ლი, გა­მორ­თეთ დე­ნის წყა­რო­დან მა­შინ­ვე, როცა აღარ გჭირ­დე­ბათ (მა­გა­ლი­თად, ნუ და­ტო­ვებთ გა­მორ­თულ კომ­პი­უ­ტერს ე.წ. შტეფ­სელ­ში შე­ერ­თე­ბულს. ამ სფე­რო­ში კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი გვარ­წმუ­ნე­ბენ, რომ ასე მცი­რე ელექტრო­ე­ნერ­გია მა­ინც იკარ­გე­ბა), ნუ და­ტო­ვებთ ჩარ­თულ გაზს, რო­დე­საც მას­ზე რამე არ მზად­დე­ბა. გა­მო­ი­ყე­ნეთ ეკო­ნომ ნა­თუ­რე­ბი, სა­ო­ჯა­ხო ნივ­თე­ბის შე­ძე­ნი­სას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მათ ეკო­ნო­მი­უ­რო­ბას მი­აქ­ცი­ეთ. ნუ შე­ი­ძენთ არა­სა­ჭი­რო ნივ­თებს. ნუ მო­ამ­ზა­დებთ ზედ­მეტ საკ­ვებს, მო­ამ­ზა­დეთ იმ­დე­ნი, რამ­დე­ნის მი­ღე­ბა­საც შეძ­ლებთ და გა­და­საყ­რე­ლი არ გა­გიხ­დე­ბათ. ნუ გა­დაყ­რით მი­ნის ბოთ­ლებს, ძველ წიგ­ნებს ან გა­ზე­თებს. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში, მათი ჩა­ბა­რე­ბა შე­გიძ­ლი­ათ შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის. იყა­ვით კრე­ა­ტი­უ­ლე­ბი და ფუნ­ქცი­ა­და­კარ­გულ ნივ­თებს ახა­ლი ფუნ­ქცია მი­ე­ცით. უამ­რა­ვი სა­ი­ტი არ­სე­ბობს, სა­დაც ერთი შე­ხედ­ვით გა­მო­უ­სა­დე­გა­რი ნივ­თე­ბის ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

და­ბო­ლოს, რო­დე­საც ხვდე­ბით, რომ თქვე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი ხარ­ჯებს არ წვდე­ბა, ნუ იფიქ­რებთ მხო­ლოდ ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე, ეკო­ნო­მი­ის გაზ­რდის და უამ­რა­ვი სა­ჭი­რო­ე­ბის მოკ­ლე­ბის ხარ­ჯზე. იფიქ­რეთ შე­მო­სავ­ლის მა­ტე­ბა­ზე და გა­ა­ა­ნა­ლი­ზეთ ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბა, რი­თიც და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა შე­გიძ­ლი­ათ. თქვე­ნი ფუ­ლის მფლო­ბე­ლი თქვენ ხართ. თქვენ ძლი­ე­რი ხართ: გაქვთ გო­ნე­ბა, სხე­უ­ლი და მუ­შა­ო­ბის უნა­რი. ნუ მის­ცემთ მო­ნე­ტე­ბი­სა და ქა­ღალ­დის მა­სებს თქვენ­ზე ბა­ტო­ნო­ბის უფ­ლე­ბას!

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ უნდა გვეყოს ფული? - რჩევები რიგითი ქართველისთვის, რომელსაც "საბანი არ წვდება"

როგორ უნდა გვეყოს ფული? - რჩევები რიგითი ქართველისთვის, რომელსაც "საბანი არ წვდება"

ფული არავის ყოფნის, ფული ყოველთვის მეტი გვჭირდება. არ გყოფნით თქვენც, რადგან სწორედ ახლა ფიქრობდით, რომ იმის შესაძენად, რაც გჭირდებათ, საკმარისი თანხა აღარ გაქვთ. თუ ეს ასე არაა, იმაზე მაინც იოცნებებდით, რის შეძენას შეძლებდით, ორჯერ მეტი ხელფასი (ან ათჯერ მეტი პენსია) რომ გქონოდათ. მაგრამ გიფიქრიათ იმაზე, რომ ფული კი არ არის თქვენი მფლობელი, თქვენ ხართ ფულის მფლობელი, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად ზუსტად გადაანაწილებთ მას საჭიროებების და პრიორიტეტების მიხედვით.

როგორ უნდა გვეყოს ფული? და როგორ უნდა ვიბატონოთ ქაღალდების თუ მონეტების მასებზე. როგორ ვაქციოთ ისინი ჯადოქრებად, როგორ ვაიძულოთ მათ ჩვენი საჭიროებების დაკმაყოფილება?

პირველი და მთავარი: ფული გამომუშავებადია. ამიტომ, ნებისმიერი თანხის მისაღებად, შრომაა საჭირო. თუ გსურთ ფულის მიღება, ენერგიის გაცემაც ნუ დაგეზარებათ. რაც უფრო მეტს იშრომებთ ფულის გამოსამუშავებლად, მით უკეთ გეცოდინებათ მისი ყადრი და მით უფრო ჭკვიანურად გამოიყენებთ მას.

კონცენტრირდით თქვენ შესაძლებლობებზე. ნუ კონცენტრირდებით ფულზე. ეს პირველი ნიშანია იმისა, რომ ფული გმართავთ. დააკვირდით საკუთარ თავს და აკეთეთ ის საქმე, რაც ყველაზე უკეთ გამოგდით. კონცენტრირდით საკუთარი შესაძლებლობების დახვეწაზე, ახალი ცოდნის მიღებაზე და იმ სამსახურზე, სადაც უკვე ხართ (თუ უკვე მუშაობთ). ასე გეცოდინებათ თქვენი შესაძლებლობები და გეცოდინებათ, რამდენია თქვენი დამსახურებული ანაზღაურება. თუ მიიჩნევთ, რომ თქვენი ანაზღაურება უფრო მცირეა, ვიდრე თქვენ მიერ გაწეული შრომა, ნუ შეშინდებით. აუხსენით უფროსს, რომ თქვენ მეტ ხელფასს იმსახურებთ. დაარწმუნეთ თქვენს შესაძლებლობებში და დაანახეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ იმ კომპანიისთვის, სადაც მუშაობთ.

თუ ჯერ ისევ სამსახურის ძიების პროცესში ხართ, ნუ დარჩებით მხოლოდ ერთი პროფესიის იმედად. კარგად დააკვირდით საკუთარ თავს, აღმოაჩინეთ ახალი შესაძლებლობები, განავითარეთ ისინი. საჭიროების შემთხვევაში ნუ ითაკილებთ, თუნდაც დამლაგებლად მუშაობას. ნებისმიერი შრომა დასაფასებელია და ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ცნობილი ბიზნესმენებიც კი გამოირჩეოდნენ უბრალო საქმეების კეთებით.

დაითვალეთ ხარჯები. აუცილებელია იცოდეთ, ძირითადად, რამდენს შეადგენს თქვენი ყოველთვიური ხარჯი. მას შემდეგ, რაც დაითვლით ყველა სახის ხარჯს, იქნება ეს კვების, სამოსის, კომუნალური გადასახადების, ტრანსპორტის, განათლების, ექიმის, წამლების თუ საოჯახო ტექნიკის ხარჯი. თქვენ გეცოდინებათ, მინიმუმ, რა თანხა უნდა გამოიმუშავოთ, რომ ხარჯების დაფარვა შეძლოთ.

ფულის მართვა.

1 .რამდენიც უნდა იყოს თქვენი შემოსავალი და როგორიც უნდა იყოს ის, სტაბილური თუ არასტაბილური, აუცილებელია, ხარჯების გადანაწილება. მაგალითად, ხარჯები, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გადაიხადოთ, არის კომუნალური გადასახადები. შემოსავლის მიღებისას პირველ რიგში, კომუნალური გადასახადებისთვის და ბანკში აღებული კრედიტებისთვის, ან ლომბარდში დატოვებული ნივთებისთვის საჭირო თანხა გადადეთ, რადგან გადაუხდელობის შემთხვევაში თქვენ ძალიან არასასიამოვნო ჯარიმების გადახდა მოგიწევთ.

2. შემდეგი ეტაპი კვებისთვის განკუთვნილი ხარჯების განსაზღვრაა. მას შემდეგ, რაც აუცილებელი პროდუქტებისთვის თანხას გადადებთ, თქვენი შემოსავლიდან გამომდინარე შეგიძლიათ განსაზღვროთ, რისი უფლება შეგიძლიათ მისცეთ თავს: მხოლოდ პურით და ბოსტნეულის სუპებით უნდა იკვებოთ, თუ ხორცის და თევზის შეძენაც შეგიძლიათ. ნუ დაითრგუნებით, თუ მხოლოდ პირველ ვარიანტს წვდება თქვენი შემოსავალი. სხვათა შორის, ვეგეტარიანელების ერთ-ერთი კატეგორია არც ხორცს მიირთმევს და არც თევზს. ხილი და ბოსტნეული ყველაზე ჯანსაღი საკვებია და მათი შეძენა ბაზარზე საკმაოდ იაფად შეგიძლიათ.

3. შემდეგი ეტაპი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ხარჯების განსაზღვრაა. თუ თქვენ დაზღვევით სარგებლობთ, სადაზღვევო ხარჯებს გადაიხდით, თუ დაზღვევა არ გაქვთ, ექიმთან ვიზიტისა და წამლებისთვის მცირე თანხის გადადება ძალიან წინდახედული ნაბიჯია.

4. შემდეგი ეტაპი სამოსის და სხვა წვრილმანი ნივთებისთვის საჭირო თანხების გადადებაა. თქვენი ხელფასიდან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ თავს 200 ლარიანი ფეხსაცმლის შეძენის უფლება მისცეთ, მაგრამ ასევე შეგიძლიათ 20 ლარიანი ფეხსაცმლით მოიწონოთ თავი. ქართულ ბაზარზე ამის არჩევანი ნამდვილად არის. იმავეს თქმა შეიძლება სამოსზეც. ყველაზე მთავარი კი უკვე შეძენილი სამოსის გაფრთხილებაა. კარგად მოვლილი სამოსი წლების მანძილზე ერთგულად ემსახურება პატრონს.

პრიორიტეტები.

ფულის სწორად გადანაწილების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა პრიორიტეტებს აქვს. შესაძლოა, ვიღაცისთვის ძლიერ კვებაზე მეტად ჰიგიენა იყოს მნიშვნელოვანი და შემწვარი გოჭის შეძენას პარფიუმერია ამჯობინოს. პრიორიტეტები ის საკითხია, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს, თუ დაოჯახებული ხართ. ამ შემთხვევაში შვილების საჭიროებებს მშობელი ყველაზე წინ აყენებს და თავად შესაძლოა, ბევრი რამ მოიკლოს. ამაში ტრაგედია არ არის, ეს ბუნებრივი კანონზომიერებაა და არცერთი მშობელი არ მოისურვებს, თავისი ბედნიერების ხარჯზე შვილს საჭირო ნივთები, სამოსი ან განათლება მოაკლოს.

ეკონომია.

ჭკვიანურად გაკეთებული ეკონომია, თქვენს ხარჯებს მნიშვნელოვანად შეამცირებს. დაზოგეთ ელექტროენერგია, გაზი... ნუ დატოვებთ ჩართულ კომპიუტერს ან ნათურას ოთახში, სადაც არ ხართ. ნებისმიერი რამ, რაც დენის წყაროსთან არის შეერთებული, გამორთეთ დენის წყაროდან მაშინვე, როცა აღარ გჭირდებათ (მაგალითად, ნუ დატოვებთ გამორთულ კომპიუტერს ე.წ. შტეფსელში შეერთებულს. ამ სფეროში კომპეტენტური ადამიანები გვარწმუნებენ, რომ ასე მცირე ელექტროენერგია მაინც იკარგება), ნუ დატოვებთ ჩართულ გაზს, როდესაც მასზე რამე არ მზადდება. გამოიყენეთ ეკონომ ნათურები, საოჯახო ნივთების შეძენისას განსაკუთრებული ყურადღება მათ ეკონომიურობას მიაქციეთ. ნუ შეიძენთ არასაჭირო ნივთებს. ნუ მოამზადებთ ზედმეტ საკვებს, მოამზადეთ იმდენი, რამდენის მიღებასაც შეძლებთ და გადასაყრელი არ გაგიხდებათ. ნუ გადაყრით მინის ბოთლებს, ძველ წიგნებს ან გაზეთებს. ორივე შემთხვევაში, მათი ჩაბარება შეგიძლიათ შესაბამისი ორგანიზაციებისთვის. იყავით კრეატიულები და ფუნქციადაკარგულ ნივთებს ახალი ფუნქცია მიეცით. უამრავი საიტი არსებობს, სადაც ერთი შეხედვით გამოუსადეგარი ნივთების ძალიან ჭკვიანურად გამოყენებაა შესაძლებელი.

დაბოლოს, როდესაც ხვდებით, რომ თქვენი შემოსავალი ხარჯებს არ წვდება, ნუ იფიქრებთ მხოლოდ ხარჯების შემცირებაზე, ეკონომიის გაზრდის და უამრავი საჭიროების მოკლების ხარჯზე. იფიქრეთ შემოსავლის მატებაზე და გააანალიზეთ ყველა საშუალება, რითიც დამატებითი შემოსავლის მიღება შეგიძლიათ. თქვენი ფულის მფლობელი თქვენ ხართ. თქვენ ძლიერი ხართ: გაქვთ გონება, სხეული და მუშაობის უნარი. ნუ მისცემთ მონეტებისა და ქაღალდის მასებს თქვენზე ბატონობის უფლებას!

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია