პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 რჩევა: როგორ ვიყიდოთ მანქანა საქართველოში სარფიანად?
7 რჩევა: როგორ ვიყიდოთ მანქანა საქართველოში სარფიანად?

ავ­ტო­მო­ბი­ლი დიდი ხა­ნია აღარ წარ­მო­ად­გენს ფუ­ფუ­ნე­ბის სა­განს - საკ­მა­რი­სია, და­ახ­ლო­ე­ბით 3000-დო­ლა­რი­ან კრე­დიტ­ზე ხელი მი­გიწ­ვდე­ბო­დეთ, რომ საკ­მა­ოდ ნორ­მა­ლურ მან­ქა­ნას შე­ი­ძენთ. ასეთ კრე­დიტ­ზე კი ხელი ძა­ლი­ან ბევ­რს მი­უწ­ვდე­ბა - ამი­ტო­მაც გა­და­ა­ჭარ­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ მი­ლი­ონს.

Auto Bild ჟურ­ნალ AUTO BILD-ის ქარ­თუ­ლი გა­მო­ცე­მის რე­დაქ­ტო­რი შალ­ვა ბუ­ა­ჩი­ძე: "მარ­ტო ფუ­ლის ქონა არ ნიშ­ნავს იმას, რომ მან­ქა­ნას სარ­ფი­ა­ნად იყი­დი. მყიდ­ველს პირ­ველ რიგ­ში აინ­ტე­რე­სებს, რო­გო­რია მის­თვის სა­სურ­ვე­ლი მან­ქა­ნა - რამ­დე­ნად გამ­ძლეა, რა პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა ახა­სი­ა­თებ­დეს და ა.შ. AUTO BILD-ის ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე (Auto Bild Georgia) უამ­რა­ვი მკი­თხვე­ლი გვწერ­და და გვე­კი­თხე­ბო­და სხვა­დას­ხვა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­სა­ხებ. ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტეთ, შეგ­ვექ­მნა ავტო-კა­ტა­ლო­გი სა­ხელ­წო­დე­ბით "რა მან­ქა­ნა ვი­ყი­დოთ", სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი 400-მდე ავ­ტო­მო­ბი­ლის დე­ტა­ლუ­რი მი­მო­ხილ­ვის ნახ­ვა შე­იძ­ლე­ბა."

ჟურ­ნა­ლი AUTO BILD წარ­მო­გიდ­გენთ 7 რჩე­ვას მათ­თვის, ვინც ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნას აპი­რებს:

1. მო­ი­ძი­ეთ ინ­ფორ­მა­ცია

მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბამ­დე გა­ა­კე­თეთ თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი მო­დე­ლის ფა­სის დე­ტა­ლუ­რი ანა­ლი­ზი. ასე­თი ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ვებგ­ვერ­დზე autobild.ge, რუბ­რი­კა­ში "რა მან­ქა­ნა ვი­ყი­დოთ". გა­ი­გეთ სა­სურ­ვე­ლი მო­დე­ლის მი­ნი­მა­ლუ­რი და მაქ­სი­მა­ლუ­რი ფასი. ვებ-გვერ­დის ამა­ვე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ნა­ხავთ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი მე­ო­რა­დი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის დე­ტა­ლურ მი­მო­ხილ­ვას - ყვე­ლა მო­დე­ლის პლუ­სებს, მი­ნუ­სებს, ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ პრობ­ლე­მებს და მი­ი­ღებთ ამომ­წუ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მი სერ­ვი­სის შე­სა­ხებ. ჩვე­ნი კა­ტა­ლო­გი და­გეხ­მა­რე­ბათ, გა­არ­კვი­ოთ, რა სი­სუს­ტე­ე­ბი ახა­სი­ა­თებს თქვენ­თვის სა­სურ­ველ მან­ქა­ნას.

2. ფა­სის ლი­მი­ტი

და­ი­სა­ხეთ ფა­სის კონ­კრე­ტუ­ლი ლი­მი­ტი, რო­მელ­საც არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­და­ა­ჭარ­ბებთ. მო­ლა­პა­რა­კე­ბის და­წყე­ბამ­დე არ წა­მოგცდეთ თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი ფასი და ნუ ეტყვით გამ­ყიდ­ველს, კი­დევ რა ვა­რი­ან­ტე­ბი გაქვთ, რად­გან ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა, უფრო ია­ფად შე­ძე­ნის შან­სი ხე­ლი­დან გა­უშ­ვათ. თუ ხე­დავთ, რომ გამ­ყიდ­ვე­ლი ფასს აღარ და­აკ­ლებს, წა­უ­ყე­ნეთ მას და­მა­ტე­ბი­თი მო­თხოვ­ნე­ბი - მა­გა­ლი­თად, მოს­თხო­ვეთ უახ­ლო­ე­სი სა­ვალ­დე­ბუ­ლო სერ­ვი­სის და­ფი­ნან­სე­ბა (მა­გა­ლი­თად, ზე­თის გა­მოც­ვლა). თუ ატყობთ, რომ სა­ბუ­რა­ვე­ბი ძვე­ლია, მო­ი­თხო­ვეთ ახა­ლი სა­ბუ­რა­ვე­ბი.

3. შე­ა­მოწ­მეთ ავ­ტო­მო­ბი­ლი

წა­იყ­ვა­ნეთ ვინ­მე ავ­ტო­მო­ბი­ლის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად. თუნ­დაც ავტო-ექ­სპერ­ტი არ იყოს, მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე მარ­ტო წას­ვლას ვინ­მეს­თან ერ­თად წას­ვლა ჯო­ბია. შე­ა­მოწ­მეთ ან შე­ა­მოწ­მე­ბი­ნეთ ავ­ტო­მო­ბი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნალს, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­წყვეთ ტესტ-დრა­ი­ვი. მოს­თხო­ვეთ გამ­ყიდ­ველს მან­ქა­ნის წიგ­ნი (თუკი არ­სე­ბობს), სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რო­დის რა გა­მო­უც­ვა­ლეს ავ­ტო­მო­ბილს. თუ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლია, გამ­ყიდ­ვე­ლი მან­ქა­ნის დე­ტა­ლუ­რად შე­მოწ­მე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი არ იქ­ნე­ბა.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

7 რჩევა: როგორ ვიყიდოთ მანქანა საქართველოში სარფიანად?

7 რჩევა: როგორ ვიყიდოთ მანქანა საქართველოში სარფიანად?

ავტომობილი დიდი ხანია აღარ წარმოადგენს ფუფუნების საგანს - საკმარისია, დაახლოებით 3000-დოლარიან კრედიტზე ხელი მიგიწვდებოდეთ, რომ საკმაოდ ნორმალურ მანქანას შეიძენთ. ასეთ კრედიტზე კი ხელი ძალიან ბევრს მიუწვდება - ამიტომაც გადააჭარბა ავტომობილების რაოდენობამ საქართველოში ერთ მილიონს.

Auto Bild ჟურნალ AUTO BILD-ის ქართული გამოცემის რედაქტორი შალვა ბუაჩიძე: ”მარტო ფულის ქონა არ ნიშნავს იმას, რომ მანქანას სარფიანად იყიდი. მყიდველს პირველ რიგში აინტერესებს, როგორია მისთვის სასურველი მანქანა - რამდენად გამძლეა, რა პრობლემები შეიძლება ახასიათებდეს და ა.შ. AUTO BILD-ის ფეისბუქის გვერდზე (Auto Bild Georgia) უამრავი მკითხველი გვწერდა და გვეკითხებოდა სხვადასხვა ავტომობილების შესახებ. ამიტომაც გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ავტო-კატალოგი სახელწოდებით ”რა მანქანა ვიყიდოთ”, სადაც საქართველოში პოპულარული 400-მდე ავტომობილის დეტალური მიმოხილვის ნახვა შეიძლება.”

ჟურნალი AUTO BILD წარმოგიდგენთ 7 რჩევას მათთვის, ვინც ავტომობილის შეძენას აპირებს:

1. მოიძიეთ ინფორმაცია

მოლაპარაკებების დაწყებამდე გააკეთეთ თქვენთვის სასურველი მოდელის ფასის დეტალური ანალიზი. ასეთი ანალიზის გაკეთება შესაძლებელია ვებგვერდზე autobild.ge, რუბრიკაში ”რა მანქანა ვიყიდოთ”. გაიგეთ სასურველი მოდელის მინიმალური და მაქსიმალური ფასი. ვებ-გვერდის ამავე განყოფილებაში ნახავთ საქართველოში პოპულარული მეორადი ავტომობილების დეტალურ მიმოხილვას - ყველა მოდელის პლუსებს, მინუსებს, ყველაზე გავრცელებულ პრობლემებს და მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას საქართველოში ხელმისაწვდომი სერვისის შესახებ. ჩვენი კატალოგი დაგეხმარებათ, გაარკვიოთ, რა სისუსტეები ახასიათებს თქვენთვის სასურველ მანქანას.

2. ფასის ლიმიტი

დაისახეთ ფასის კონკრეტული ლიმიტი, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბებთ. მოლაპარაკების დაწყებამდე არ წამოგცდეთ თქვენთვის სასურველი ფასი და ნუ ეტყვით გამყიდველს, კიდევ რა ვარიანტები გაქვთ, რადგან ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, უფრო იაფად შეძენის შანსი ხელიდან გაუშვათ. თუ ხედავთ, რომ გამყიდველი ფასს აღარ დააკლებს, წაუყენეთ მას დამატებითი მოთხოვნები - მაგალითად, მოსთხოვეთ უახლოესი სავალდებულო სერვისის დაფინანსება (მაგალითად, ზეთის გამოცვლა). თუ ატყობთ, რომ საბურავები ძველია, მოითხოვეთ ახალი საბურავები.

3. შეამოწმეთ ავტომობილი

წაიყვანეთ ვინმე ავტომობილის დასათვალიერებლად. თუნდაც ავტო-ექსპერტი არ იყოს, მოლაპარაკებაზე მარტო წასვლას ვინმესთან ერთად წასვლა ჯობია. შეამოწმეთ ან შეამოწმებინეთ ავტომობილი პროფესიონალს, აუცილებლად მოიწყვეთ ტესტ-დრაივი. მოსთხოვეთ გამყიდველს მანქანის წიგნი (თუკი არსებობს), სადაც აღნიშნულია, როდის რა გამოუცვალეს ავტომობილს. თუ შემოთავაზება სერიოზულია, გამყიდველი მანქანის დეტალურად შემოწმების წინააღმდეგი არ იქნება.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია