კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინმა 1 მილიარდ დოლარად ღირებული სასახლე მაქინაციებით ჩაიგდო ხელში?
პუტინმა 1 მილიარდ დოლარად ღირებული სასახლე მაქინაციებით ჩაიგდო ხელში?

2005 წელს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა თა­ვად გას­ცა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის აშე­ნე­ბი­სა და ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვის ბრძა­ნე­ბა. 5 წლის შემ­დეგ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მიმ­წო­დებ­ლე­ბი 2-3-ჯერ უფრო ძვი­რად ყიდ­დნენ სი­ცო­ცხლის­თვის სა­ჭი­რო ისეთ სა­მე­დი­ცი­ნო და­ნად­გა­რებს, რო­გო­რიც მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ტო­მოგ­რა­ფია.

მას შემ­დეგ, რაც ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ არა­ერ­თხელ გავ­რცელ­და პრე­სის ფურ­ცლებ­ზე, დი­მიტ­რი მედ­ვე­დევ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ით სა­ჯა­როდ დაგ­მო ფაქ­ტი და გა­ნა­ცხა­და, რომ ეს " სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ცი­ნი­კუ­რი, უხე­ში ძარ­ცვაა". მან რუ­სე­თის სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს მის­ცა ბრძა­ნე­ბა, გა­მო­ე­ძი­ე­ბი­ნათ სა­კი­თხი და ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცათ.

გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და­ბალ ფე­ნებ­ში იპო­ვეს. 2012 წელს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ ტო­მოგ­რა­ფე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ბრა­ლი 104 ადა­მი­ანს წა­რედ­გი­ნა.

თუმ­ცა, "რო­ი­ტე­რის" ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, ნა­თე­ლი გახ­და, რომ ზე­მოთ ნახ­სე­ნებ მა­ქი­ნა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პუ­ტი­ნის წრი­დან ორ გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ანს ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, რო­მელ­თაც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ და­ე­კის­რათ.

ამ ადა­მი­ა­ნებ­მა რუ­სეთ­ში 195 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ხელ­სა­წყო­ე­ბი გა­ყი­დეს, ხოლო მი­ღე­ბუ­ლი თან­ხი­დან 84 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი შვე­ი­ცა­რი­ის ბან­კის ან­გა­რიშ­ზე გა­და­რი­ცხეს. რო­გორც დო­კუ­მენ­ტე­ბი­დან ირ­კვე­ვა, და­ახ­ლო­ე­ბით, 35 მი­ლი­ო­ნი ევრო სწო­რედ იმ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ის ან­გა­რიშ­ზეა და­რი­ცხუ­ლი, რო­მე­ლიც შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე ელი­ტუ­რი სა­სახ­ლის (იგი­ვე, "პუ­ტი­ნის სა­სახ­ლის") მშე­ნებ­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

2010 წელს რუს­მა ბიზ­ნეს­მენ­მა, სერ­გეი კო­ლეს­ნი­კოვ­მა რუ­სე­თის მა­შინ­დელ პრე­ზი­დენტს, დი­მიტ­რი მედ­ვე­დევს ღია წე­რი­ლით მი­მარ­თა, რო­მელ­შიც ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ სა­სახ­ლე მო­პა­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბით შენ­დე­ბო­და, რო­მელ­საც ხელს ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი უწყობ­დნენ. გარ­და ამი­სა, კო­ლეს­ნი­კო­ვი აღ­ნიშ­ნავ­და, რომ "პეტ­რეს" სა­სახ­ლის ანა­ლო­გის მშე­ნებ­ლო­ბა­ში 1 მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მეტი და­ი­ხარ­ჯა. წე­რი­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, რუ­სულ­მა ვი­კი­ლიქსმა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­სახ­ლის სუ­რა­თე­ბიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა, თუმ­ცა, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ფაქ­ტზე არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა არ მო­უხ­დე­ნია, მხო­ლოდ უარ­ყოფ­და პუ­ტი­ნის კავ­შირს და­ნა­შა­ულ­თან.

რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თონ სა­სახ­ლეს, იგი კრას­ნო­და­რის ოლ­ქის ქა­ლაქ გე­ლენ­ჯიკ­თან მდე­ბა­რე­ობს და 750 000 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის ფარ­თობ­ზეა აშე­ნე­ბუ­ლი. მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია უამ­რა­ვი ბა­ღე­ბი, შად­რევ­ნე­ბი, პარ­კე­ბი, აუ­ზე­ბი, სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნე­ბი, საფ­რე­ნი ბი­ლი­კი და პა­ტა­რა სო­ფე­ლიც კი, სა­დაც მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი ცხოვ­რობს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, სა­სახ­ლის არ­ქი­ტექ­ტო­რი ლანფრან­კო ჩი­რი­ლოა, რო­მელ­საც პუ­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ა­ნი­ჭა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია www.ibtimes.co.uk-სა და reuters.com-ის მი­ხედ­ვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

პუტინმა 1 მილიარდ დოლარად ღირებული სასახლე მაქინაციებით ჩაიგდო ხელში?

პუტინმა 1 მილიარდ დოლარად ღირებული სასახლე მაქინაციებით ჩაიგდო ხელში?

2005 წელს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავად გასცა სამედიცინო დაწესებულებების აშენებისა და ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვის ბრძანება. 5 წლის შემდეგ, ხელისუფლებამ აღმოაჩინა, რომ მიმწოდებლები 2-3-ჯერ უფრო ძვირად ყიდდნენ სიცოცხლისთვის საჭირო ისეთ სამედიცინო დანადგარებს, როგორიც მაღალტექნოლოგიური ტომოგრაფია.

მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ამის შესახებ არაერთხელ გავრცელდა პრესის ფურცლებზე, დიმიტრი მედვედევმა ტელევიზიით საჯაროდ დაგმო ფაქტი და განაცხადა, რომ ეს " სახელმწიფო ქონების აბსოლუტურად ცინიკური, უხეში ძარცვაა". მან რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს მისცა ბრძანება, გამოეძიებინათ საკითხი და ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მიეცათ.

გამოძიების შემდეგ, სამართალდამცავებმა დამნაშავეები დაბალ ფენებში იპოვეს. 2012 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ტომოგრაფების საქმესთან დაკავშირებით ბრალი 104 ადამიანს წარედგინა.

თუმცა, "როიტერის" ჩატარებული გამოძიების შედეგად, ნათელი გახდა, რომ ზემოთ ნახსენებ მაქინაციებში მონაწილეობა პუტინის წრიდან ორ გავლენიან ადამიანს ჰქონდა მიღებული, რომელთაც პასუხისმგებლობა არ დაეკისრათ.

ამ ადამიანებმა რუსეთში 195 მილიონი დოლარის ღირებულების სამედიცინო ხელსაწყოები გაყიდეს, ხოლო მიღებული თანხიდან 84 მილიონი დოლარი შვეიცარიის ბანკის ანგარიშზე გადარიცხეს. როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, დაახლოებით, 35 მილიონი ევრო სწორედ იმ სამშენებლო კომპანიის ანგარიშზეა დარიცხული, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე ელიტური სასახლის (იგივე, "პუტინის სასახლის") მშენებლობაში მონაწილეობდა.

2010 წელს რუსმა ბიზნესმენმა, სერგეი კოლესნიკოვმა რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს ღია წერილით მიმართა, რომელშიც ირწმუნებოდა, რომ სასახლე მოპარული სახელმწიფო ქონებით შენდებოდა, რომელსაც ხელს ოფშორული კომპანიები უწყობდნენ. გარდა ამისა, კოლესნიკოვი აღნიშნავდა, რომ "პეტრეს" სასახლის ანალოგის მშენებლობაში 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა. წერილის გამოქვეყნების შემდეგ, რუსულმა ვიკილიქსმა ძვირადღირებული სასახლის სურათებიც გამოაქვეყნა, თუმცა, რუსეთის ხელისუფლებას ფაქტზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია, მხოლოდ უარყოფდა პუტინის კავშირს დანაშაულთან.

რაც შეეხება თვითონ სასახლეს, იგი კრასნოდარის ოლქის ქალაქ გელენჯიკთან მდებარეობს და 750 000 კვადრატული მეტრის ფართობზეა აშენებული. მის ტერიტორიაზე განთავსებულია უამრავი ბაღები, შადრევნები, პარკები, აუზები, სპორტული მოედნები, საფრენი ბილიკი და პატარა სოფელიც კი, სადაც მომსახურე პერსონალი ცხოვრობს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სასახლის არქიტექტორი ლანფრანკო ჩირილოა, რომელსაც პუტინის ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა.

მომზადებულია www.ibtimes.co.uk-სა და reuters.com-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს