პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წერილი, რომელიც დავით ნარმანიას "პიონერფილმის" ხელმძღვანელმა გადასცა - "ნუთუ ასე ძნელია, ქეთო და კოტეს ძეგლი დავუდგათ?!"
წერილი, რომელიც დავით ნარმანიას "პიონერფილმის" ხელმძღვანელმა გადასცა - "ნუთუ ასე ძნელია, ქეთო და კოტეს ძეგლი დავუდგათ?!"

ქარ­თუ­ლი ფილ­მი - "ქეთო და კოტე," რო­მე­ლიც XX სა­უ­კუ­ნის კი­ნო­ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შევ­რად არის აღი­ა­რე­ბუ­ლი, 1948 წელს რე­ჟი­სორ­მა ვახ­ტანგ ტაბ­ლი­აშ­ვილ­მა და მას­თან ერ­თად, შალ­ვა გე­დე­ვა­ნიშ­ვილ­მა ავ­ქსენ­ტი ცა­გა­რე­ლის კო­მე­დია "ხა­ნუ­მა­სა" და ვიქ­ტორ დო­ლი­ძის ოპე­რა "ქეთო და კო­ტეს" მი­ხედ­ვით გა­და­ი­ღეს. ფილ­მის პირ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბა 1953 წლის 8 ივ­ნისს შედ­გა... ამ სუ­რა­თის ბევ­რი ცენ­ტრა­ლუ­რი სცე­ნა ახ­ლან­დელ მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლე­შია (პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე) გა­და­ღე­ბუ­ლი.

"ქეთო და კო­ტე­ზე" უამ­რა­ვი თა­ო­ბაა აღ­ზრდი­ლი, მათ შო­რის მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლის "პი­ო­ნერ­ფილ­მის" ხელ­მძღვა­ნე­ლი გრი­გოლ ჩი­გო­გი­ძეც, ჰოდა, ბა­ტონ გრი­შას ერთი სა­ინ­ტე­რე­სო იდეა აქვს, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია აწუ­ხებს, მაგ­რამ მხო­ლოდ ერთი წე­ლია, რაც გა­ა­სა­ჯა­რო­ვა და სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით, ქა­ლა­ქის მე­რის მხარ­და­ჭე­რას ითხოვს. თუ რაში მდგო­მა­რე­ობს იდეა და საქ­მე, ამა­ზე თა­ვად მოგ­ვი­თხრობს.

- სტუ­დია "პი­ო­ნერ­ფილ­მის" აღ­ზრდი­ლი ვარ. სკო­ლის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მო­ვა­წყვეთ შეხ­ვედ­რა ფილ­მის რე­ჟი­სორ ვახ­ტანგ ტაბ­ლი­აშ­ვილ­თან. მა­შინ სა­სახ­ლე­ში მობ­რძა­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვე­ნენ ფილ­მის მთავ­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი - მე­დეა ჯა­ფა­რი­ძე, ბათუ კრა­ვე­იშ­ვი­ლი და მახ­სოვს, მა­შინ გაჩ­ნდა აზრი, რომ სა­სახ­ლის ეზო­ში ქეთო და კო­ტეს ძეგლი და­ედ­გათ, მაგ­რამ მა­შინ რა­ტომ­ღაც ეს იდეა იდე­ად დარ­ჩა.

გა­ვი­და ხანი და უკვე რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლია, რაც აღ­ნიშ­ნულ სტუ­დი­ას თა­ვად ვხელ­მძღვა­ნე­ლობ და შარ­შან მა­ი­სი­დან და­ვი­წყე იმა­ზე ფიქ­რი, რომ იქ­ნებ რო­გორ­მე, მარ­თლაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლე­ში, იქ, სა­დაც ფილ­მის "ქეთო და კოტე" არა­ერ­თი ეპი­ზო­დია გა­და­ღე­ბუ­ლი, სა­სახ­ლის ბაღ­ში "ქეთო და კო­ტეს" ძეგლი და­იდ­გას. კონ­კრე­ტუ­ლად კი იმ ად­გი­ლას, სა­დაც ქეთო თა­ვის მე­გობ­რებ­თან ერ­თად სა­სახ­ლის ლა­მაზ კი­ბე­ებ­ზე ჩა­მო­დის და აუ­ზის ირ­გვლივ ცეკ­ვავს.

- ეს ქან­და­კე­ბა რო­გორ გაქვთ წარ­მოდ­გე­ნი­ლი?

- ქეთო და კოტე ნავ­ში უნდა ის­ხდნენ... აბა, გა­იხ­სე­ნეთ ფილ­მი­დან კად­რი: რო­დე­საც ისი­ნი პე­ტერ­ბურ­გში არი­ან და იქ გა­ის­მის ფრა­ზა: "ეს იყო პე­ტერ­ბურ­გში, ჩვე­ნი ნავი მი­ა­პობ­და ტალ­ღებს"...

ზუს­ტად 20 წლის წინ კი, მა­ის­ში, ჩვენ­თან, სა­სახ­ლე­ში ისევ მობ­რძან­და ფილ­მის რე­ჟი­სო­რი ვახ­ტანგ ტაბ­ლი­აშ­ვი­ლი (იმ პე­რი­ოდ­ში უკვე მთავ­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბი­დან თით­ქმის აღა­რა­ვინ იყო ცო­ცხა­ლი), სტუმ­რის მოს­ვლის მი­ზე­ზი ის გახ­ლდათ, რომ სა­სახ­ლის აი­ვან­ზე, სა­დაც ფილმში ქეთო, კოტე და მისი მე­გობ­რე­ბი ცეკ­ვა­ვენ, მე­მო­რი­ა­ლუ­რი დაფა გა­იხ­სნა, რო­მელ­საც აწე­რია: "ამ აი­ვან­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი "ქეთო და კოტე"... ამას­თან, "პი­ო­ნერ­ფილ­მის" ბავ­შვებ­მა შექ­მნეს ფილ­მი "ქეთო და კოტე სა­სახ­ლე­ში," რო­მელ­შიც ასა­ხუ­ლია ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ად­გი­ლე­ბი, სა­დაც თა­ვის დრო­ზე ამ სუ­რათს იღებ­დნენ, კერ­ძოდ, აუ­ზიც, რო­მე­ლიც დღეს მი­წის გრო­ვად არის ქცე­უ­ლი და ყვა­ვი­ლე­ბია ჩარ­გუ­ლი. სწო­რედ ამ აუზ­ში მინ­და, რომ ის ძეგლი და­იდ­გას. მარ­თლია, ახლა მი­წით არის სავ­სე, მაგ­რამ ად­ვი­ლია იმ ად­გი­ლის ამო­სუფ­თა­ვე­ბა და იქ წყლის გაშ­ვე­ბა, რად­გა­ნაც იქამ­დე ყვე­ლა მილი მიყ­ვა­ნი­ლია. მხო­ლოდ პა­ტა­რა ტექ­ნი­კუ­რი ამ­ბე­ბის მოგ­ვა­რე­ბაა სა­ჭი­რო. სა­ერ­თოდ, სა­სახ­ლის ბაღი, სა­დაც ბავ­შვე­ბი გა­სარ­თო­ბად მო­დი­ან, მინ­და, რომ გახ­დეს ხე­ლოვ­ნე­ბის კა­მე­რუ­ლი ბაღი, - კონ­ცერ­ტე­ბი მო­ე­წყო­ბა, ფილ­მებს აჩ­ვე­ნე­ბენ, ყვა­ვი­ლე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი გა­ი­მარ­თე­ბა. გარ­და ამი­სა, თბი­ლის­ში ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი მივ­ლენ და ქეთო და კო­ტეს ძეგლ­თან სა­მახ­სოვ­რო სუ­რათს გა­და­ი­ღე­ბენ...

ამ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ ქა­ლა­ქის მერი და­ვით ნარ­მა­ნი­აც ჩა­ვა­ყე­ნეთ საქ­მის კურ­სში, რო­დე­საც სა­სახ­ლე­ში მობ­რძან­და, იდეა გა­საც­ნო­ბად, წე­რი­ლის სა­ხით გა­და­ვე­ცი.

სხვა­თა შო­რის, ფილმში, რო­მე­ლიც ჩვენ­მა ბავ­შვებ­მა გა­და­ი­ღეს, ვახ­ტანგ ტაბ­ლი­აშ­ვი­ლი ასეთ რა­მეს ჰყვე­ბა: "დიდ­ხანს ვე­ძებ­დით ად­გილს, სა­დაც უნდა გა­დაგ­ვე­ღო სუ­რა­თი. წი­ნან­დალ­შიც კი ვი­ყა­ვით. ერთხელ კი დაღ­ლი­ლე­ბი სა­სახ­ლის ბაღ­ში (მა­შინ ღია იყო) შე­ვე­დით და ალექ­სან­დრე დიღ­მე­ლოვ­მა (ფილ­მის ოპე­რა­ტო­რი) და­ი­ძა­ხა, - აი, ად­გი­ლი, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა მისი გა­დღე­ბა". სხვა­თა შო­რის, პე­ტერ­ბურ­გის სცე­ნაც აქ არის გა­და­ღე­ბუ­ლი. ბაღ­ში დღემ­დეა ერთი ხე, რო­მე­ლიც კადრშიც კარ­გად ჩანს, რო­დე­საც "ქეთო და კო­ტეს" ვუ­ყუ­რებ ხოლ­მე...

წელს 100 წელი სრულ­დე­ბა ბათუ კრა­ვე­ი­ში­ლის და­ბა­დე­ბი­დან (კო­ტეს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი), შარ­შან სა­უ­კუ­ნე შე­უს­რულ­და ვახ­ტანგ ტაბ­ლი­აშ­ვილს. ეს ქან­და­კე­ბა კი ამ ფილ­მის მო­ნა­წი­ლე და მას­ზე მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის პა­ტივ­სა­ცე­მად და უკ­ვდავ­სა­ყო­ფად უნდა და­იდ­გას, რაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი რამ იქ­ნე­ბა.

- რა პა­სუ­ხი მი­ი­ღეთ ქა­ლა­ქის მე­რის­გან?

- კი, გან­ვი­ხი­ლავ­თო, - შემ­პირ­და და მარ­გიშ­ვილს გა­დავ­ცე­მო. რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ, მარ­გიშ­ვილ­თა­ნაც ვი­ყა­ვი, კონ­კრე­ტუ­ლად კი შარ­შან აგ­ვის­ტო­ში. ვი­ყა­ვი გოგ­ლი­ჩი­ძეს­თა­ნაც, მა­შინ ის იყო მო­ად­გი­ლე, ვი­ყა­ვი კულ­ტუ­რის სამ­მარ­თვე­ლო­შიც. თუმ­ცა რო­გორც ვა­ტყობ, ეს იდეა ჯერ­ჯე­რო­ბით, ჰა­ერ­შია გა­მო­კი­დე­ბუ­ლი. ეს ამ­ბა­ვი არა­ვის აღელ­ვებს და აფიქ­რებს, მაგ­რამ იმე­დი მინ­და, ვი­ქო­ნიო, რომ გა­ი­გე­ბენ... XX სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ფილ­მს, ნუთუ არ შე­იძ­ლე­ბა, ძეგლი და­ვუდ­გათ?!

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

წერილი, რომელიც დავით ნარმანიას "პიონერფილმის" ხელმძღვანელმა გადასცა - "ნუთუ ასე ძნელია, ქეთო და კოტეს ძეგლი დავუდგათ?!"

წერილი, რომელიც დავით ნარმანიას "პიონერფილმის" ხელმძღვანელმა გადასცა - "ნუთუ ასე ძნელია, ქეთო და კოტეს ძეგლი დავუდგათ?!"

ქართული ფილმი - "ქეთო და კოტე," რომელიც XX საუკუნის კინოისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად არის აღიარებული, 1948 წელს რეჟისორმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა და მასთან ერთად, შალვა გედევანიშვილმა ავქსენტი ცაგარელის კომედია "ხანუმასა" და ვიქტორ დოლიძის ოპერა "ქეთო და კოტეს" მიხედვით გადაიღეს. ფილმის პირველი ჩვენება 1953 წლის 8 ივნისს შედგა... ამ სურათის ბევრი ცენტრალური სცენა ახლანდელ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეშია (პიონერთა სასახლე) გადაღებული.

"ქეთო და კოტეზე" უამრავი თაობაა აღზრდილი, მათ შორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის "პიონერფილმის" ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძეც, ჰოდა, ბატონ გრიშას ერთი საინტერესო იდეა აქვს, რომელიც დიდი ხანია აწუხებს, მაგრამ მხოლოდ ერთი წელია, რაც გაასაჯაროვა და საზოგადოებისა და განსაკუთრებით, ქალაქის მერის მხარდაჭერას ითხოვს. თუ რაში მდგომარეობს იდეა და საქმე, ამაზე თავად მოგვითხრობს.

- სტუდია "პიონერფილმის" აღზრდილი ვარ. სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც მოვაწყვეთ შეხვედრა ფილმის რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილთან. მაშინ სასახლეში მობრძანებულები იყვენენ ფილმის მთავრი პერსონაჟები, მსახიობები - მედეა ჯაფარიძე, ბათუ კრავეიშვილი და მახსოვს, მაშინ გაჩნდა აზრი, რომ სასახლის ეზოში ქეთო და კოტეს ძეგლი დაედგათ, მაგრამ მაშინ რატომღაც ეს იდეა იდეად დარჩა.

გავიდა ხანი და უკვე რამდენიმე ათეული წლია, რაც აღნიშნულ სტუდიას თავად ვხელმძღვანელობ და შარშან მაისიდან დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ იქნებ როგორმე, მართლაც შესაძლებელი გახდეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, იქ, სადაც ფილმის "ქეთო და კოტე" არაერთი ეპიზოდია გადაღებული, სასახლის ბაღში "ქეთო და კოტეს" ძეგლი დაიდგას. კონკრეტულად კი იმ ადგილას, სადაც ქეთო თავის მეგობრებთან ერთად სასახლის ლამაზ კიბეებზე ჩამოდის და აუზის ირგვლივ ცეკვავს.

- ეს ქანდაკება როგორ გაქვთ წარმოდგენილი?

- ქეთო და კოტე ნავში უნდა ისხდნენ... აბა, გაიხსენეთ ფილმიდან კადრი: როდესაც ისინი პეტერბურგში არიან და იქ გაისმის ფრაზა: "ეს იყო პეტერბურგში, ჩვენი ნავი მიაპობდა ტალღებს"...

ზუსტად 20 წლის წინ კი, მაისში, ჩვენთან, სასახლეში ისევ მობრძანდა ფილმის რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი (იმ პერიოდში უკვე მთავრი პერსონაჟებიდან თითქმის აღარავინ იყო ცოცხალი), სტუმრის მოსვლის მიზეზი ის გახლდათ, რომ სასახლის აივანზე, სადაც ფილმში ქეთო, კოტე და მისი მეგობრები ცეკვავენ, მემორიალური დაფა გაიხსნა, რომელსაც აწერია: "ამ აივანზეა გადაღებული "ქეთო და კოტე"... ამასთან, "პიონერფილმის" ბავშვებმა შექმნეს ფილმი "ქეთო და კოტე სასახლეში," რომელშიც ასახულია ძალიან ლამაზი ადგილები, სადაც თავის დროზე ამ სურათს იღებდნენ, კერძოდ, აუზიც, რომელიც დღეს მიწის გროვად არის ქცეული და ყვავილებია ჩარგული. სწორედ ამ აუზში მინდა, რომ ის ძეგლი დაიდგას. მართლია, ახლა მიწით არის სავსე, მაგრამ ადვილია იმ ადგილის ამოსუფთავება და იქ წყლის გაშვება, რადგანაც იქამდე ყველა მილი მიყვანილია. მხოლოდ პატარა ტექნიკური ამბების მოგვარებაა საჭირო. საერთოდ, სასახლის ბაღი, სადაც ბავშვები გასართობად მოდიან, მინდა, რომ გახდეს ხელოვნების კამერული ბაღი, - კონცერტები მოეწყობა, ფილმებს აჩვენებენ, ყვავილების დღესასწაული გაიმართება. გარდა ამისა, თბილისში ახალდაქორწინებულები მივლენ და ქეთო და კოტეს ძეგლთან სამახსოვრო სურათს გადაიღებენ...

ამ ყველაფრის შესახებ ქალაქის მერი დავით ნარმანიაც ჩავაყენეთ საქმის კურსში, როდესაც სასახლეში მობრძანდა, იდეა გასაცნობად, წერილის სახით გადავეცი.

სხვათა შორის, ფილმში, რომელიც ჩვენმა ბავშვებმა გადაიღეს, ვახტანგ ტაბლიაშვილი ასეთ რამეს ჰყვება: "დიდხანს ვეძებდით ადგილს, სადაც უნდა გადაგვეღო სურათი. წინანდალშიც კი ვიყავით. ერთხელ კი დაღლილები სასახლის ბაღში (მაშინ ღია იყო) შევედით და ალექსანდრე დიღმელოვმა (ფილმის ოპერატორი) დაიძახა, - აი, ადგილი, სადაც შეიძლება მისი გადღება". სხვათა შორის, პეტერბურგის სცენაც აქ არის გადაღებული. ბაღში დღემდეა ერთი ხე, რომელიც კადრშიც კარგად ჩანს, როდესაც "ქეთო და კოტეს" ვუყურებ ხოლმე...

წელს 100 წელი სრულდება ბათუ კრავეიშილის დაბადებიდან (კოტეს როლის შემსრულებელი), შარშან საუკუნე შეუსრულდა ვახტანგ ტაბლიაშვილს. ეს ქანდაკება კი ამ ფილმის მონაწილე და მასზე მომუშავე ადამიანების პატივსაცემად და უკვდავსაყოფად უნდა დაიდგას, რაც შესანიშნავი რამ იქნება.

- რა პასუხი მიიღეთ ქალაქის მერისგან?

- კი, განვიხილავთო, - შემპირდა და მარგიშვილს გადავცემო. რაღაც პერიოდის შემდეგ, მარგიშვილთანაც ვიყავი, კონკრეტულად კი შარშან აგვისტოში. ვიყავი გოგლიჩიძესთანაც, მაშინ ის იყო მოადგილე, ვიყავი კულტურის სამმართველოშიც. თუმცა როგორც ვატყობ, ეს იდეა ჯერჯერობით, ჰაერშია გამოკიდებული. ეს ამბავი არავის აღელვებს და აფიქრებს, მაგრამ იმედი მინდა, ვიქონიო, რომ გაიგებენ... XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმს, ნუთუ არ შეიძლება, ძეგლი დავუდგათ?!

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია