პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამება-მახათას მთას ახალი გზა დააკავშირებს - "ეს ძალიან დიდი, საერო საქმეა!"
სამება-მახათას მთას ახალი გზა დააკავშირებს - "ეს ძალიან დიდი, საერო საქმეა!"

თბი­ლი­სის მე­რია სა­მე­ბა-მა­ხ­ა­თას მთის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ახა­ლი გზის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბას იწყებს. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის მერ­მა, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ გუ­შინ მა­ხ­ა­თას მთა­ზე გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის ტაძ­რის გუმ­ბა­თის კონ­სტრუქ­ცი­ა­ში ბე­ტო­ნის ბოლო ჩას­ხმას და­ეს­წრო.

"ეს არის ძა­ლი­ან დიდი საქ­მე, ეს სა­ე­რო საქ­მეა, რაც ჩვენს მრწამსთან და სუ­ლი­ერ ერ­თი­ა­ნო­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. სწო­რედ ამი­ტომ ამო­ვე­დით დღეს, რომ გვე­ნა­ხა გუმ­ბა­თის დას­რუ­ლე­ბის პრო­ცე­სი, ასე­ვე, გვეთ­ქვა ის, თუ რის გა­კე­თე­ბას ვა­პი­რებთ.

ქა­ლა­ქის მე­რია მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის კე­თილ­მო­წყო­ბა­ზე, ისე­ვე, რო­გორც სა­მე­ბა-მა­ხა­თის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ახა­ლი გზის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე იმუ­შა­ვებს.

ამ ახა­ლი მშე­ნებ­ლო­ბის წი­ნას­წა­რი საპ­რო­ექ­ტო მო­ნა­ხა­ზი ჩვენ უკვე მზად გვაქვს. მე პი­რა­დად გა­ვი­ა­რე ჩვენს სამ­სა­ხუ­რებ­თან ერ­თად ეს მო­ნაკ­ვე­თი, რათა იმ პე­რი­ო­დის­თვის, რა პე­რი­ოდ­შიც დას­რულ­დე­ბა სრუ­ლად ეს კომ­პლექ­სი, მზად იყოს ახა­ლი და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზა, ასე­ვე მზად იყოს და კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი იყოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, ასე­ვე პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლე­ბი", -გა­ნა­ცხა­და ნარ­მა­ნი­ამ.

ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის ტაძ­რის გუმ­ბა­თის კონ­სტრუქ­ცი­ა­ში ბოლო ბე­ტო­ნის გუ­შინ ჩა­ას­ხეს.

ფონ­დის "ივე­რი­ი­სა" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტაძ­რის სა­ძირ­კვე­ლი 2011 წელს იკურ­თხა. 2012 წელს სა­ძირ­კვე­ლი გა­იჭ­რა და მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო. 2013 წელს სა­ძირ­კვე­ლი დას­რულ­და და მშე­ნე­ლო­ბის მე­ო­რე ეტა­პი, კედ­ლე­ბის ამოყ­ვა­ნის პრო­ცე­სი გაგ­რძელ­და.

პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს გარე მო­სა­პირ­კე­თე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და ტაძ­რის კა­რიბ­ჭის მშე­ნებ­ლო­ბა. ტაძ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ქარ­სა­ცა­ვი ზოლი და ზე­თის­ხი­ლის ბაღი გა­შენ­და.

მშე­ნებ­ლო­ბა 2700კვ.მ-ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, ტაძ­რის სი­მაღ­ლე ჯვრის ძი­რამ­დე 51 მ. იქ­ნე­ბა. ჯვრის სი­მაღ­ლე კი - 6 მეტ­რი. ტაძ­რის არ­ქი­ტექ­ტო­რი ომარ ნა­ფეტ­ვა­რი­ძეა. მშე­ნებ­ლო­ბა­ზე 300-მდე ადა­მი­ა­ნი და­საქმდა.

მშე­ნებ­ლო­ბას პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­ვით პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ტა­ძარს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო და უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვი­თა და თა­ნა­ბა­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით აშე­ნე­ბენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

სამება-მახათას მთას ახალი გზა დააკავშირებს - "ეს ძალიან დიდი, საერო საქმეა!"

სამება-მახათას მთას ახალი გზა დააკავშირებს - "ეს ძალიან დიდი, საერო საქმეა!"

თბილისის მერია სამება-მახათას მთის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობაზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გუშინ მახათას მთაზე განუცხადა, სადაც ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის გუმბათის კონსტრუქციაში ბეტონის ბოლო ჩასხმას დაესწრო.

"ეს არის ძალიან დიდი საქმე, ეს საერო საქმეა, რაც ჩვენს მრწამსთან და სულიერ ერთიანობასთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ ამოვედით დღეს, რომ გვენახა გუმბათის დასრულების პროცესი, ასევე, გვეთქვა ის, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ.

ქალაქის მერია მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე, ისევე, როგორც სამება-მახათის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობაზე იმუშავებს.

ამ ახალი მშენებლობის წინასწარი საპროექტო მონახაზი ჩვენ უკვე მზად გვაქვს. მე პირადად გავიარე ჩვენს სამსახურებთან ერთად ეს მონაკვეთი, რათა იმ პერიოდისთვის, რა პერიოდშიც დასრულდება სრულად ეს კომპლექსი, მზად იყოს ახალი დამაკავშირებელი გზა, ასევე მზად იყოს და კეთილმოწყობილი იყოს მიმდებარე ტერიტორია, ასევე პარკირების ადგილები", -განაცხადა ნარმანიამ.

ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის გუმბათის კონსტრუქციაში ბოლო ბეტონის გუშინ ჩაასხეს.

ფონდის "ივერიისა" ინფორმაციით, ტაძრის საძირკველი 2011 წელს იკურთხა. 2012 წელს საძირკველი გაიჭრა და მშენებლობა დაიწყო. 2013 წელს საძირკველი დასრულდა და მშენელობის მეორე ეტაპი, კედლების ამოყვანის პროცესი გაგრძელდა.

პარალელურად მიმდინარეობს გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები და ტაძრის კარიბჭის მშენებლობა. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქარსაცავი ზოლი და ზეთისხილის ბაღი გაშენდა.

მშენებლობა 2700კვ.მ-ზე მიმდინარეობს, ტაძრის სიმაღლე ჯვრის ძირამდე 51 მ. იქნება. ჯვრის სიმაღლე კი - 6 მეტრი. ტაძრის არქიტექტორი ომარ ნაფეტვარიძეა. მშენებლობაზე 300-მდე ადამიანი დასაქმდა.

მშენებლობას პატრიარქის კურთხევით პაატა ბურჭულაძე ხელმძღვანელობს. ტაძარს სრულიად საქართველო და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ერთიანი ძალისხმევითა და თანაბარი მონაწილეობით აშენებენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია