პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო მაჩაიძე: ''სცენაზე ნახევრად შიშველს შემომთავაზეს გამოსვლა, რაზეც უარი ვთქვი''
ნინო მაჩაიძე: ''სცენაზე ნახევრად შიშველს შემომთავაზეს გამოსვლა, რაზეც უარი ვთქვი''

ნინო მა­ჩა­ი­ძემ 30 წლის ასა­კის­თვის არ­ნა­ხულ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია სა­ო­პე­რო სივ­რცე­ში. 2008 წლი­დან, 21 წლი­სა, "ლა სკა­ლას" სცე­ნა­ზე დად­გა და მას შემ­დეგ კონ­ცერ­ტე­ბი­თა და ცნო­ბი­ლი არი­ე­ბით მსოფ­ლიო მო­ი­ა­რა. უკვე მრა­ვალ­ჯერ აღი­ა­რეს ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო სოპ­რა­ნოდ და მსოფ­ლი­ოს ლა­მაზ­მა­ნი სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლე­ბის ათე­ულ­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

ნინო ასე­ვე ოპე­რის მომ­ღე­რალ მე­უღ­ლეს­თან, გუ­ი­დო ლო­კონ­სო­ლო­სა და შვილ­თან, ალე­სან­დროს­თან ერ­თად მი­ლან­ში ცხოვ­რობს, თუმ­ცა რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, გა­დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის გამო, რო­მე­ლიც 2016 წლამ­დე უკვე და­გეგ­მი­ლი აქვს, მუდ­მი­ვად ჰა­ერ­ში უწევს ყოფ­ნა, თან ალე­სან­დრო­საც და­ა­ტა­რებს.

- რო­გორც იქნა, თბი­ლის­ში ხართ. კონ­ცერ­ტის­თვის ჩა­მოფ­რინ­დით, თუმ­ცა აქ არ უნდა ყო­ფი­ლი­ყა­ვით…

- მარ­თლაც ასეა. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ძა­ლი­ან დიდი ხნის მო­ლო­დი­ნის შემ­დეგ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ვიმ­ღე­რე ფეს­ტი­ვალ "აღ­დგო­მი­დან ამაღ­ლე­ბამ­დე" პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში. ეს საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი გახ­ლდათ. სხვა­თა შო­რის, სამი კვი­რა უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი ერთ-ერთ სუ­ლე­ლურ დად­გმა­ში, რო­მელ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც არ ვი­სურ­ვე. მთა­ვა­ზობ­დნენ ჩაც­მის არა­ა­დეკ­ვა­ტურ სტილს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ნა­ხევ­რად შიშ­ვე­ლი უნდა გავ­სუ­ლი­ყა­ვი სცე­ნა­ზე, ძა­ლი­ან მოკ­ლე პე­რან­გში. კა­რი­ე­რა ასეთ წვრილ­მა­ნებ­ზე არ ამი­წყვია, ასე რომ, ასეთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბებ­ზე ყო­ველ­თვის უარს ვამ­ბობ. თა­ნა­მედ­რო­ვე ოპე­რა მიდ­რე­კი­ლია ამ გზე­ბის­კენ. როცა ხე­და­ვენ, რომ კარგ ფორ­მა­ში ხარ, გთა­ვა­ზო­ბენ, შე­იძ­ლე­ბა, ქვე­და­ბო­ლო და­ვა­მოკ­ლოთ? ჩემი პა­სუ­ხია - არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში. მინ­და, მა­ყუ­რე­ბე­ლი ჩემს მო­სას­მე­ნად მო­ვი­დეს, თუმ­ცა ძა­ლი­ან ბევ­რმა სოპ­რა­ნომ კა­რი­ე­რა ასე აა­წყო, მე არა­ვის ვაკ­რი­ტი­კებ, ყვე­ლას სა­კუ­თა­რი გზა აქვს, თუმ­ცა მე მა­ყუ­რე­ბელს ჩემი გა­რეგ­ნო­ბით არ ვი­ზი­დავ.

- ხომ არ აპი­რებთ პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის, ნინო სურ­გუ­ლა­ძის მსგავ­სად, სა­კუ­თა­რი საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი და­ა­არ­სოთ?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი წა­მო­წყე­ბე­ბია და მი­ვე­სალ­მე­ბი, რა­საც აკე­თე­ბენ ბა­ტო­ნი პა­ა­ტა, ნინო და სხვა კო­ლე­გე­ბი. მე ჯერ არ მი­ფიქ­რია ფონ­დის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე, რად­გან მი­ვიჩ­ნევ, რომ ამას დიდი დრო სჭირ­დე­ბა, რაც ნამ­დვი­ლად არ მაქვს. არ მინ­და, მხო­ლოდ და­ვა­არ­სო და ვი­ღა­ცას მი­ვა­ბა­რო. ბა­ტო­ნი პა­ა­ტა, ნინო, თა­მარ ივე­რი ამას ახერ­ხე­ბენ და ყო­ჩაღ მათ. მეც ვი­ფიქ­რებ ახლო მო­მა­ვალ­ში ამ თე­მა­ზე.

- ამას წი­ნათ წა­ვი­კი­თხე, რომ მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო სოპ­რა­ნო­თა ათე­ულ­ში და­გა­სა­ხე­ლეს.

- გა­მო­კი­თხვე­ბი მუდ­მი­ვად იმარ­თე­ბა, შე­დე­გებს ხში­რად მეც მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ვი­გებ. რა თქმა უნდა, ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა. ინ­ტერ­ნე­ტით არ გა­მი­გია და კონ­კურ­სის დი­რექ­ტორ­მა პი­რა­დად და­მი­რე­კა, რო­დე­საც შარ­შან ეს­პა­ნეთ­ში წლის სა­უ­კე­თე­სო სოპ­რა­ნოდ და­მა­სა­ხე­ლეს. სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ 900-მდე სოპ­რა­ნო იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და მათ შო­რის 15-კა­ცი­ან­მა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ­მა ჟი­უ­რიმ, რო­მე­ლიც თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რე­ბით და­კომ­პლექტდა, მე და­მა­სა­ხე­ლა. ნამ­ღე­რი მქონ­და ბარ­სე­ლო­ნა­სა და მად­რიდ­ში. ერთი დღე მქონ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი და სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩავფრინ­დი და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე (იღი­მის), გა­ი­მარ­თა კონ­ცერ­ტი. ორი წლის წინ გა­მო­კი­თხვა­ში მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­ვე­დი ანა ნეტ­რე­ბკო­სა და ან­ჯე­ლა გე­ორ­გი­უს შემ­დეგ. ანა ჩემ­ზე 11 წლით, ან­ჯე­ლა კი - 20 წლით უფ­რო­სია. შარ­შან 30 წლის გახ­ლდით და სა­მე­ულ­ში შე­ვე­დი. წლე­ვან­დე­ლი გა­მო­კი­თხვით ად­გი­ლე­ბი არ გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლა, ათე­უ­ლი შედ­გა (იღი­მის).

- ასე­ვე და­გა­სა­ხე­ლეს მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ლა­მაზ სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლად.

- დიახ, ამ გა­მო­კი­თხვა­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე (იღი­მის). რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, არ გე­სი­ა­მოვ­ნოს ეს ტი­ტუ­ლი?

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ნინო მაჩაიძე: ''სცენაზე ნახევრად შიშველს შემომთავაზეს გამოსვლა, რაზეც უარი ვთქვი''

ნინო მაჩაიძე: ''სცენაზე ნახევრად შიშველს შემომთავაზეს გამოსვლა, რაზეც უარი ვთქვი''

ნინო მაჩაიძემ 30 წლის ასაკისთვის არნახულ წარმატებას მიაღწია საოპერო სივრცეში. 2008 წლიდან, 21 წლისა, ''ლა სკალას'' სცენაზე დადგა და მას შემდეგ კონცერტებითა და ცნობილი არიებით მსოფლიო მოიარა. უკვე მრავალჯერ აღიარეს ერთ-ერთ საუკეთესო სოპრანოდ და მსოფლიოს ლამაზმანი საოპერო მომღერლების ათეულში პირველი ადგილი დაიკავა.

ნინო ასევე ოპერის მომღერალ მეუღლესთან, გუიდო ლოკონსოლოსა და შვილთან, ალესანდროსთან ერთად მილანში ცხოვრობს, თუმცა როგორც თავად ამბობს, გადატვირთული გრაფიკის გამო, რომელიც 2016 წლამდე უკვე დაგეგმილი აქვს, მუდმივად ჰაერში უწევს ყოფნა, თან ალესანდროსაც დაატარებს.

- როგორც იქნა, თბილისში ხართ. კონცერტისთვის ჩამოფრინდით, თუმცა აქ არ უნდა ყოფილიყავით…

- მართლაც ასეა. ბედნიერი ვარ, რომ ძალიან დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ კონსერვატორიაში ვიმღერე ფესტივალ ''აღდგომიდან ამაღლებამდე'' პროგრამის ფარგლებში. ეს საქველმოქმედო კონცერტი გახლდათ. სხვათა შორის, სამი კვირა უნდა ვყოფილიყავი დაკავებული ერთ-ერთ სულელურ დადგმაში, რომელში მონაწილეობაც არ ვისურვე. მთავაზობდნენ ჩაცმის არაადეკვატურ სტილს, ფაქტობრივად, ნახევრად შიშველი უნდა გავსულიყავი სცენაზე, ძალიან მოკლე პერანგში. კარიერა ასეთ წვრილმანებზე არ ამიწყვია, ასე რომ, ასეთ შემოთავაზებებზე ყოველთვის უარს ვამბობ. თანამედროვე ოპერა მიდრეკილია ამ გზებისკენ. როცა ხედავენ, რომ კარგ ფორმაში ხარ, გთავაზობენ, შეიძლება, ქვედაბოლო დავამოკლოთ? ჩემი პასუხია - არავითარ შემთხვევაში. მინდა, მაყურებელი ჩემს მოსასმენად მოვიდეს, თუმცა ძალიან ბევრმა სოპრანომ კარიერა ასე ააწყო, მე არავის ვაკრიტიკებ, ყველას საკუთარი გზა აქვს, თუმცა მე მაყურებელს ჩემი გარეგნობით არ ვიზიდავ.

- ხომ არ აპირებთ პაატა ბურჭულაძის, ნინო სურგულაძის მსგავსად, საკუთარი საქველმოქმედო ფონდი დააარსოთ?

- რასაკვირველია, ეს არაჩვეულებრივი წამოწყებებია და მივესალმები, რასაც აკეთებენ ბატონი პაატა, ნინო და სხვა კოლეგები. მე ჯერ არ მიფიქრია ფონდის ჩამოყალიბებაზე, რადგან მივიჩნევ, რომ ამას დიდი დრო სჭირდება, რაც ნამდვილად არ მაქვს. არ მინდა, მხოლოდ დავაარსო და ვიღაცას მივაბარო. ბატონი პაატა, ნინო, თამარ ივერი ამას ახერხებენ და ყოჩაღ მათ. მეც ვიფიქრებ ახლო მომავალში ამ თემაზე.

- ამას წინათ წავიკითხე, რომ მსოფლიოს საუკეთესო სოპრანოთა ათეულში დაგასახელეს.

- გამოკითხვები მუდმივად იმართება, შედეგებს ხშირად მეც მედიის საშუალებით ვიგებ. რა თქმა უნდა, ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა. ინტერნეტით არ გამიგია და კონკურსის დირექტორმა პირადად დამირეკა, როდესაც შარშან ესპანეთში წლის საუკეთესო სოპრანოდ დამასახელეს. სეზონის განმავლობაში იქ 900-მდე სოპრანო იყო დაკავებული და მათ შორის 15-კაციანმა პროფესიონალურმა ჟიურიმ, რომელიც თეატრის დირექტორებით დაკომპლექტდა, მე დამასახელა. ნამღერი მქონდა ბარსელონასა და მადრიდში. ერთი დღე მქონდა თავისუფალი და სიამოვნებით ჩავფრინდი დაჯილდოების ცერემონიაზე (იღიმის), გაიმართა კონცერტი. ორი წლის წინ გამოკითხვაში მესამე ადგილზე გავედი ანა ნეტრებკოსა და ანჯელა გეორგიუს შემდეგ. ანა ჩემზე 11 წლით, ანჯელა კი - 20 წლით უფროსია. შარშან 30 წლის გახლდით და სამეულში შევედი. წლევანდელი გამოკითხვით ადგილები არ განაწილებულა, ათეული შედგა (იღიმის).

- ასევე დაგასახელეს მსოფლიოს ყველაზე ლამაზ საოპერო მომღერლად.

- დიახ, ამ გამოკითხვაში პირველი ადგილი დავიკავე (იღიმის). როგორ შეიძლება, არ გესიამოვნოს ეს ტიტული?

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება