მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატიმარი ექიმს უმძიმეს ბრალდებებს უყენებს - ინტერვიუ #18 სამკურნალო დაწესებულებიდან
პატიმარი ექიმს უმძიმეს ბრალდებებს უყენებს - ინტერვიუ #18 სამკურნალო დაწესებულებიდან

Ambebi.ge-ს ცი­ხის #18 სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან პა­ტი­მა­რი ბ.გ და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მე­ბის არას­წო­რი მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად, თავს გა­უ­საძ­ლი­სად გრძნობს. "ვა­პი­რებ შიმ­ში­ლო­ბა და­ვი­წყო. ინ­ვა­ლი­დის ეტ­ლში და პამ­პერსში მოვ­კვდე­ბი თუ შიმ­ში­ლით, ჩემ­თვის რა აზრი აქვს", - ამ­ბობს პა­ტი­მა­რი.

Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში პა­ტი­მა­რი აცხა­დებს, რომ ყვე­ლა შე­სა­ბა­მის უწყე­ბას მი­მარ­თა გან­ცხა­დე­ბით, თუმ­ცა სრულ­ფა­სო­ვან სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას და მე­დი­კა­მენ­ტებს ვერ იღებს.

28 წლის ბ.გ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­შიც იყო და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი და ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლას "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის იმე­დით ხვდე­ბო­და". პა­ტიმ­რის თქმით, მის­თვის არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, რად­გან კლი­ნი­კა­ში ყუ­რა­დღე­ბას არც ახლა აქ­ცე­ვენ პა­ტიმ­რებს და მხო­ლოდ ვი­ზუ­ა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის კედ­ლე­ბი. პა­ტი­მა­რი სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა­ში ურო­ლოგს ადა­ნა­შა­უ­ლებს და ამ­ბობს, რომ მისი არას­წო­რი მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად ახლა პამ­პერ­სი სჭირ­დე­ბა.

"ურო­ლო­გის არას­წო­რი მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად პამ­პერ­სი მჭირ­დე­ბა. წამ­ლებს, რო­მე­ლიც მე­კუთ­ვნის, არ მაძ­ლე­ვენ დრო­უ­ლად და ვყი­დუ­ლობ მე. პამ­პერსსაც კი უხა­რის­ხოს მაძ­ლევ­დნენ სა­ნამ არ და­ვე­მუქ­რე, რომ სა­ჩი­ვარს დავ­წერ­დი. აქ არი­ან მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ა­დას­ტუ­რე­ბენ, რომ სა­მე­დი­ცი­ნო კუ­თხით ძა­ლი­ან ცუდი ვი­თა­რე­ბაა. ლა­მა­ზი კედ­ლე­ბი და რბი­ლი სა­წო­ლი გვაქვს, მაგ­რამ შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა - არა. ერ­თა­დერ­თი – დღე­ში 8 ამ­პუ­ლა გა­მა­ყუ­ჩე­ბელს გვი­კე­თე­ბენ, მეტს არა­ფერს მი­ტა­რე­ბენ.

ექი­მი, რო­მელ­მაც ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­მა­ყე­ნა, მოს­ვლა­საც კი არ კად­რუ­ლობს. რო­დე­საც გა­მირ­თულ­და მდგო­მა­რე­ო­ბა და მისი მოს­ვლა მო­ვი­თხო­ვე, მი­თხრეს, ეს ექი­მი აქ არ არ­სე­ბობ­სო. თვა­ლის ექი­მი დამ­ჭირ­და და არ ჰყავთ. გა­მა­ყუ­ჩებ­ლის გარ­და არა­ფერს გვაძ­ლე­ვენ და ამა­ზე რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ შე­სა­ბა­მის­მა ორ­გა­ნო­ებ­მა.

გან­ცხა­დე­ბე­ბი უკვე გა­ვაგ­ზავ­ნე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, ეკა ბე­სე­ლი­ას­თან, გე­ნინ­სპექ­ცი­ა­ში და თეა წუ­ლუ­კი­ან­თან, პრე­ზი­დენ­ტთან და სა­ხალ­ხო დამ­ცველ­თან, - შე­მო­ვიდ­ნენ და ნა­ხონ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ. 14 და­ა­ვა­დე­ბა მაქვს, და­მი­დონ ბოლო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ი­მე და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი, რომ ერ­თზე მა­ინც მიმ­კურ­ნა­ლეს. ვთხოვ, რომ ურო­ლო­გი­ის ცენ­ტრში გა­მიყ­ვა­ნონ და მე­უბ­ნე­ბი­ან, ვერ გა­გიყ­ვან­თო. იმი­ტომ არ მივ­ყა­ვარ, რომ ურო­ლო­გი იჭყლი­ტე­ბა მერე, რაც ამათ არ უნ­დათ.

უნდა დად­გეს ურო­ლო­გის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი, იმი­ტომ, რომ ამ ადა­მი­ან­მა ძა­ლი­ან ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი და­ღუ­პა. პირ­და­პი­რი გა­გე­ბით ყა­სა­ბია და მუ­შა­ობს რე­ჟი­მის დრო­ი­დან, რო­დე­საც ხალ­ხს აწა­მებ­დნენ. უნდა შე­ის­წავ­ლონ ამ ადა­მი­ა­ნის მოქ­მე­დე­ბა. რამ­დე­ნი პა­ცი­ენ­ტი ჰყავს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და რამ­დე­ნი უჩი­ვის.

რა­ტომ ვარ მე პამ­პერსში? – იმი­ტომ რომ მან რა­ღაც წა­მა­ლი და­მი­ნიშ­ნა, რა­მაც უკუ­შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია, მაგ­რამ არ შე­მი­წყვი­ტა და კი­დევ და­მი­ნიშ­ნა მე­ო­რე წა­მა­ლი, რო­მე­ლიც არ უნდა და­ნიშ­ნუ­ლი­ყო იმ დროს. ალ­ბათ, სახ­ლში ეჩ­ქა­რე­ბო­და და თა­ვი­დან მო­მი­შო­რა. ეს ორი წა­მა­ლი ერ­თმა­ნეთ­თან შე­ვი­და რე­აქ­ცი­ა­ში და მი­ვი­ღე ასე­თი შე­დე­გი", - ამ­ბობს პა­ტი­მა­რი Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში.

ის ასე­ვე სა­უბ­რობს ცი­ხის სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ჰი­გი­ე­ნუ­რი პრობ­ლე­მე­ბის თა­ო­ბა­ზეც.

"თეთ­რე­უ­ლის გა­რე­ცხვა კვი­რა­ში ერთხელ გვე­კუთ­ვნის და ძლივს ვა­რე­ცხი­ნებთ სამ კვი­რა­ში ერთხელ", - ამ­ბობს პა­ტი­მა­რი.

ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს, სა­დაც გა­ნა­ცხა­დეს, რომ პა­ტიმ­რის მიერ, გე­ნინ­სპექ­ცი­ა­ში შე­სულ გან­ცხა­დე­ბა­ზე მოკ­ვლე­ვა და­წყე­ბუ­ლია. ასე­ვე, უწყე­ბა­ში გან­მარ­ტეს, რომ ცი­ხის სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მა­ღა­ლი დო­ნის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას უწე­ვენ პა­ტიმ­რებს.

"21 აპ­რილს გე­ნინ­სპექ­ცი­ა­ში შე­მო­ვი­და პა­ტიმ­რის გან­ცხა­დე­ბა. 22 აპ­რილს კი, და­ი­წყო სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი შე­მოწ­მე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. სა­მე­დი­ცი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან გე­ნე­რა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ გა­მო­ი­თხო­ვა შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია და მიმ­დი­ნა­რე­ობს შეს­წავ­ლა. რა­ი­მე დარ­ღვე­ვის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, მოხ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა.

მსჯავ­რდე­ბუ­ლი ბ.გ. სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის N18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხან­გრძლი­ვი მოვ­ლის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ექი­მე­ბის მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა.

ბ.გ.-ს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს სხვა­დას­ხვა დი­აგ­ნოს­ტი­კურ-ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი, მათ შო­რის მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი. უტარ­დე­ბა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა. ამ­ჟა­მად მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

მსჯავ­რდე­ბუ­ლის წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო მზა­დაა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დოს", - აცხა­დე­ბენ გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლის უწყე­ბა­ში.

ხა­თუ­ნა გაგ­ნი­ძე

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

პატიმარი ექიმს უმძიმეს ბრალდებებს უყენებს - ინტერვიუ #18 სამკურნალო დაწესებულებიდან

პატიმარი ექიმს უმძიმეს ბრალდებებს უყენებს - ინტერვიუ #18 სამკურნალო დაწესებულებიდან

Ambebi.ge-ს ციხის #18 სამკურნალო დაწესებულებიდან პატიმარი ბ.გ დაუკავშირდა, რომელიც  ამბობს, რომ ციხის საავადმყოფოს ექიმების არასწორი მკურნალობის შედეგად, თავს გაუსაძლისად გრძნობს. "ვაპირებ შიმშილობა დავიწყო. ინვალიდის ეტლში და პამპერსში მოვკვდები თუ შიმშილით, ჩემთვის რა აზრი აქვს", - ამბობს პატიმარი.

Ambebi.ge-სთან საუბარში პატიმარი აცხადებს, რომ ყველა შესაბამის უწყებას მიმართა განცხადებით, თუმცა სრულფასოვან სამედიცინო დახმარებას და მედიკამენტებს ვერ იღებს.

28 წლის ბ.გ ყოფილი ხელისუფლების პირობებშიც იყო დაპატიმრებული და ახალი ხელისუფლების მოსვლას "სამართლიანობის აღდგენის იმედით ხვდებოდა". პატიმრის თქმით, მისთვის არაფერი შეცვლილა, რადგან კლინიკაში ყურადღებას არც ახლა აქცევენ პატიმრებს და მხოლოდ ვიზუალურად შეიცვალა სამკურნალო დაწესებულების კედლები. პატიმარი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში უროლოგს ადანაშაულებს და ამბობს, რომ მისი არასწორი მკურნალობის შედეგად ახლა პამპერსი სჭირდება.

"უროლოგის არასწორი მკურნალობის შედეგად პამპერსი მჭირდება. წამლებს, რომელიც მეკუთვნის, არ მაძლევენ დროულად და ვყიდულობ მე. პამპერსსაც კი უხარისხოს მაძლევდნენ სანამ არ დავემუქრე, რომ საჩივარს დავწერდი. აქ არიან მსჯავრდებულები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ სამედიცინო კუთხით ძალიან ცუდი ვითარებაა. ლამაზი კედლები და რბილი საწოლი გვაქვს, მაგრამ შესაბამისი მკურნალობა - არა. ერთადერთი – დღეში 8 ამპულა გამაყუჩებელს გვიკეთებენ, მეტს არაფერს მიტარებენ.

ექიმი, რომელმაც ამ მდგომარეობაში ჩამაყენა, მოსვლასაც კი არ კადრულობს. როდესაც გამირთულდა მდგომარეობა და მისი მოსვლა მოვითხოვე, მითხრეს, ეს ექიმი აქ არ არსებობსო. თვალის ექიმი დამჭირდა და არ ჰყავთ. გამაყუჩებლის გარდა არაფერს გვაძლევენ და ამაზე რეაგირება მოახდინონ შესაბამისმა ორგანოებმა.

განცხადებები უკვე გავაგზავნე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ეკა ბესელიასთან, გენინსპექციაში და თეა წულუკიანთან, პრეზიდენტთან და სახალხო დამცველთან, - შემოვიდნენ და ნახონ, რა მდგომარეობაში ვართ. 14 დაავადება მაქვს, დამიდონ ბოლო 6 თვის განმავლობაში რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ერთზე მაინც მიმკურნალეს. ვთხოვ, რომ უროლოგიის ცენტრში გამიყვანონ და მეუბნებიან, ვერ გაგიყვანთო. იმიტომ არ მივყავარ, რომ უროლოგი იჭყლიტება მერე, რაც ამათ არ უნდათ.

უნდა დადგეს უროლოგის პასუხისმგებლობის საკითხი, იმიტომ, რომ ამ ადამიანმა ძალიან ბევრი პაციენტი დაღუპა. პირდაპირი გაგებით ყასაბია და მუშაობს რეჟიმის დროიდან, როდესაც ხალხს აწამებდნენ. უნდა შეისწავლონ ამ ადამიანის მოქმედება. რამდენი პაციენტი ჰყავს დაზარალებული და რამდენი უჩივის.

რატომ ვარ მე პამპერსში? – იმიტომ რომ მან რაღაც წამალი დამინიშნა, რამაც უკუშედეგი გამოიწვია, მაგრამ არ შემიწყვიტა და კიდევ დამინიშნა მეორე წამალი, რომელიც არ უნდა დანიშნულიყო იმ დროს. ალბათ, სახლში ეჩქარებოდა და თავიდან მომიშორა. ეს ორი წამალი ერთმანეთთან შევიდა რეაქციაში და მივიღე ასეთი შედეგი", - ამბობს პატიმარი Ambebi.ge-სთან საუბარში.

ის ასევე საუბრობს ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ჰიგიენური პრობლემების თაობაზეც.

"თეთრეულის გარეცხვა კვირაში ერთხელ გვეკუთვნის და ძლივს ვარეცხინებთ სამ კვირაში ერთხელ", - ამბობს პატიმარი.

ჩვენ დავუკავშირდით სასჯელაღსრულების სამინისტროს, სადაც განაცხადეს, რომ პატიმრის მიერ, გენინსპექციაში შესულ განცხადებაზე მოკვლევა დაწყებულია.  ასევე, უწყებაში განმარტეს, რომ ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებას უწევენ პატიმრებს.

"21 აპრილს გენინსპექციაში შემოვიდა პატიმრის განცხადება. 22 აპრილს კი, დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება აღნიშნული განცხადების საფუძველზე. სამედიცინო დეპარტამენტიდან გენერალურმა ინსპექციამ გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია და მიმდინარეობს შესწავლა. რაიმე დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოხდება შესაბამისი რეაგირება.

მსჯავრდებული ბ.გ. სასჯელაღსრულების N18 დაწესებულების ხანგრძლივი მოვლის განყოფილებაში ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ბ.გ.-ს ჩატარებული აქვს სხვადასხვა დიაგნოსტიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები, მათ შორის მაღალტექნოლოგიური. უტარდება ძვირადღირებული მკურნალობა. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.

მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მზადაა, საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს", - აცხადებენ გიორგი მღებრიშვილის უწყებაში.

ხათუნა გაგნიძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია