მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ ხარძიანი: იძულებული გამხადეს, ყველაფერი საჯაროდ მეთქვა
მიხეილ ხარძიანი: იძულებული გამხადეს, ყველაფერი საჯაროდ მეთქვა

მოკ­ლუ­ლი ბესო ხარ­ძი­ა­ნის შვილ­მა პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან, მი­ხე­ილ ხარ­ძი­ან­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ ბიზ­ნეს­მე­ნის მე­ო­რე მე­უღ­ლეს ეკა ნო­ნი­კაშ­ვილს მძი­მე ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნა: "პი­რა­დად მე მი­მაჩ­ნია, რომ მისი (ბესო ხარ­ძი­ა­ნის) მკვლე­ლო­ბა ეკა ნო­ნი­კაშ­ვილ­მა შე­უკ­ვე­თა". მან ბი­ძა­სა და მა­მი­დას სი­მარ­თლის თქმის­კენ მო­უ­წო­და. მი­ხე­ილ ხარ­ძი­ა­ნის­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნო­ნი­კაშ­ვილ­მა მა­მა­მი­სი თა­ვის დრო­ზე ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბის მიზ­ნით და­ა­ჭე­რი­ნა. "კვი­რის პა­ლიტ­რა" მი­ხე­ილ ხარ­ძი­ანს და­უ­კავ­შირ­და.

- რა­ტომ გა­გიჩ­ნდათ ეჭვი, რომ ბესო ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა ეკა ნო­ნი­კაშ­ვილ­მა ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბის­თვის და­გეგ­მა?

- ეჭვი მას შემ­დეგ გა­მიჩ­ნდა, რაც ეს ოჯა­ხის წევ­რებ­მა მი­თხრეს. ბე­ბი­ი­სა და მა­მი­დის სა­უ­ბარს შე­ვეს­წა­რი, მათ მი­თხრეს, რომ მე და ჩემს დას მოგ­ვკლავს და ქო­ნე­ბა ეკა ნო­ნი­კაშ­ვილს დარ­ჩე­ბა. ბე­ბია და მა­მი­და ამას რომ გე­ტყვი­ან, ეჭვი რო­გორ არ უნდა გამ­ჩე­ნო­და?! ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა ჩემ­თვის საკ­მა­ოდ ძნე­ლი იყო, მაგ­რამ სხვა გზა არ და­მი­ტო­ვეს, ასე ვთქვათ, იძუ­ლე­ბუ­ლი გამ­ხა­დეს, ყვე­ლა­ფე­რი სა­ჯა­როდ მეთ­ქვა.

- ბესო ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ მისი მე­გობ­რე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი ხელს გია უდე­სი­ანს ადებ­დნენ. გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე თა­ვად ბესო ხარ­ძი­ა­ნიც არა­ერ­თხელ ასა­ხე­ლებ­და მის გვარს და მას­თან სა­სა­მარ­თლო და­ვაც ჰქონ­და. თქვენ რის სა­ფუძ­ველ­ზე ამ­ბობთ, რომ გია უდე­სი­ა­ნი უდა­ნა­შა­უ­ლოა?

- გია უდე­სი­ან­ზე ამას მხო­ლოდ იმი­ტომ ამ­ბო­ბენ, რომ ოჯახ­მა ბე­სოს მე­გობ­რე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და სა­ერ­თოდ, ყვე­ლა მო­ა­ტყუა. პი­რა­დად მე ბრალს არა­ვის ვდებ, უბ­რა­ლოდ, ეჭვი გა­მიჩ­ნდა, ისიც თვი­თონ ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­უბ­რის შემ­დეგ. ბესო და გია უდე­სი­ა­ნი ერ­თმა­ნეთს კარ­გად იც­ნობ­დნენ, ერ­თმა­ნეთს პა­ტივ­საც სცემ­დნენ, რო­გორც ძმად­ნა­ფი­ცე­ბი და ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რე­ბი...

- თა­ვად ბესო ხარ­ძი­ა­ნი თა­ვის და­კა­ვე­ბას და ბიზ­ნე­სის წარ­თმე­ვას გია უდე­სი­ანს უკავ­ში­რებ­და.

- ბე­სოს ოჯახ­მა შე­ა­ტყო­ბი­ნა, თით­ქოს მათ­ზე ზე­წო­ლას ახ­დენ­დნენ, ია­რა­ღის ქვეშ ცხოვ­რობ­დნენ და თუ ბესო ქო­ნე­ბას გია უდე­სი­ანს არ გა­და­უ­ფორ­მებ­და, ყვე­ლას ამო­ხო­ცავ­დნენ. ბე­სოც კი მო­ა­ტყუ­ეს და ორ­მა­გი თა­მა­ში ითა­მა­შეს. რო­გორც ვიცი, როცა ცი­ხე­ში ბე­სოს ჯა­ლა­თე­ბი სცემ­დნენ, უდე­სი­ა­ნის გვარს სპე­ცი­ა­ლუ­რად ახ­სე­ნებ­დნენ და ფსი­ქოტ­რო­პულ წამ­ლებს ას­მევ­დნენ. მა­მა­ჩემს ტვი­ნი ყვე­ლა მხრი­დან აუ­რი­ეს.

- და თქვე­ნი აზ­რით, ვისი დახ­მა­რე­ბით ჰქონ­და ეკა ნო­ნი­კაშ­ვილს იმ­ხე­ლა გავ­ლე­ნა, რომ ჯა­ლა­თე­ბის­თვის მა­მათ­ქვე­ნის ცემა გია უდე­სი­ა­ნის სა­ხე­ლით ებ­რძა­ნე­ბი­ნა?

- არ ვიცი, ვინ ჰყავ­და და რო­გორ... ბრალს არ ვდებ, მაგ­რამ ეჭვი მაქვს. ცი­ლის­წა­მე­ბა და­ი­წყეს, თით­ქოს ბესო გია უდე­სი­ან­მა და­ა­ჭე­რი­ნა, არა­და, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე ბრალ­დე­ბე­ბის წა­ყე­ნე­ბა დიდი ცოდ­ვაა. რა­ტომ აი­ძუ­ლა ეკა ნო­ნი­კაშ­ვილ­მა ბესო, ქო­ნე­ბა უდე­სი­ა­ნის­თვის გა­და­ე­ფორ­მე­ბი­ნა, ეს ოჯახ­მა კარ­გად იცის და მეც მა­ინ­ტე­რე­სებს, ამი­ტომ მო­ვუ­წო­დებ, გა­მო­ვიდ­ნენ და სი­მარ­თლე თქვან.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მიხეილ ხარძიანი: იძულებული გამხადეს, ყველაფერი საჯაროდ მეთქვა

მიხეილ ხარძიანი: იძულებული გამხადეს, ყველაფერი საჯაროდ მეთქვა

მოკლული ბესო ხარძიანის შვილმა პირველი ქორწინებიდან, მიხეილ ხარძიანმა რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენის მეორე მეუღლეს ეკა ნონიკაშვილს მძიმე ბრალდება წაუყენა: "პირადად მე მიმაჩნია, რომ მისი (ბესო ხარძიანის) მკვლელობა ეკა ნონიკაშვილმა შეუკვეთა". მან ბიძასა და მამიდას სიმართლის თქმისკენ მოუწოდა. მიხეილ ხარძიანისვე ინფორმაციით, ნონიკაშვილმა მამამისი თავის დროზე ქონების მითვისების მიზნით დააჭერინა. "კვირის პალიტრა" მიხეილ ხარძიანს დაუკავშირდა.

- რატომ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ ბესო ხარძიანის მკვლელობა ეკა ნონიკაშვილმა ქონების მითვისებისთვის დაგეგმა?

- ეჭვი მას შემდეგ გამიჩნდა, რაც ეს ოჯახის წევრებმა მითხრეს. ბებიისა და მამიდის საუბარს შევესწარი, მათ მითხრეს, რომ მე და ჩემს დას მოგვკლავს და ქონება ეკა ნონიკაშვილს დარჩება. ბებია და მამიდა ამას რომ გეტყვიან, ეჭვი როგორ არ უნდა გამჩენოდა?! ამ ნაბიჯის გადადგმა ჩემთვის საკმაოდ ძნელი იყო, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვეს, ასე ვთქვათ, იძულებული გამხადეს, ყველაფერი საჯაროდ მეთქვა.

- ბესო ხარძიანის მკვლელობის შემდეგ მისი მეგობრები და ოჯახის წევრები ხელს გია უდესიანს ადებდნენ. გარდაცვალებამდე თავად ბესო ხარძიანიც არაერთხელ ასახელებდა მის გვარს და მასთან სასამართლო დავაც ჰქონდა. თქვენ რის საფუძველზე ამბობთ, რომ გია უდესიანი უდანაშაულოა?

- გია უდესიანზე ამას მხოლოდ იმიტომ ამბობენ, რომ ოჯახმა ბესოს მეგობრები, საზოგადოება, სასულიერო პირები და საერთოდ, ყველა მოატყუა. პირადად მე ბრალს არავის ვდებ, უბრალოდ, ეჭვი გამიჩნდა, ისიც თვითონ ოჯახის წევრების საუბრის შემდეგ. ბესო და გია უდესიანი ერთმანეთს კარგად იცნობდნენ, ერთმანეთს პატივსაც სცემდნენ, როგორც ძმადნაფიცები და ბიზნესპარტნიორები...

- თავად ბესო ხარძიანი თავის დაკავებას და ბიზნესის წართმევას გია უდესიანს უკავშირებდა.

- ბესოს ოჯახმა შეატყობინა, თითქოს მათზე ზეწოლას ახდენდნენ, იარაღის ქვეშ ცხოვრობდნენ და თუ ბესო ქონებას გია უდესიანს არ გადაუფორმებდა, ყველას ამოხოცავდნენ. ბესოც კი მოატყუეს და ორმაგი თამაში ითამაშეს. როგორც ვიცი, როცა ციხეში ბესოს ჯალათები სცემდნენ, უდესიანის გვარს სპეციალურად ახსენებდნენ და ფსიქოტროპულ წამლებს ასმევდნენ. მამაჩემს ტვინი ყველა მხრიდან აურიეს.

- და თქვენი აზრით, ვისი დახმარებით ჰქონდა ეკა ნონიკაშვილს იმხელა გავლენა, რომ ჯალათებისთვის მამათქვენის ცემა გია უდესიანის სახელით ებრძანებინა?

- არ ვიცი, ვინ ჰყავდა და როგორ... ბრალს არ ვდებ, მაგრამ ეჭვი მაქვს. ცილისწამება დაიწყეს, თითქოს ბესო გია უდესიანმა დააჭერინა, არადა, მტკიცებულებების გარეშე ბრალდებების წაყენება დიდი ცოდვაა. რატომ აიძულა ეკა ნონიკაშვილმა ბესო, ქონება უდესიანისთვის გადაეფორმებინა, ეს ოჯახმა კარგად იცის და მეც მაინტერესებს, ამიტომ მოვუწოდებ, გამოვიდნენ და სიმართლე თქვან.

იხილეთ გაგრძელება

სოფელ ყარაჯალართან დამწვარ მანქანაში ტაქსის მძღოლის ცხედარი იპოვეს

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული აგვისტოს ომის მონაწილეა - რას ყვება 39 წლის მამაკაცის ადვოკატი

ჯგუფურად ქირაობდნენ მანქანებს, ხსნიდნენ კატალიზატორებს და ავტოსახელოსნოებში აბარებდნენ - ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს