მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გადაურჩა "გაზის ჯარიმას" მარგველაშვილი - რას ჰყვება პრეზიდენტზე მისი "მოურავი"
როგორ გადაურჩა "გაზის ჯარიმას" მარგველაშვილი - რას ჰყვება პრეზიდენტზე მისი "მოურავი"

"მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ნი­სი­ე­ბის რვე­უ­ლი მო­ი­თხო­ვა..."

ძნე­ლია წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრო, გაი­თვა­ლის­წი­ნებს თუ არა გი­ორ­გი­ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი მო­წო­დე­ბებს ავ­ლაბ­რის საპ­რე­ზიდ­ე­ნტო რე­ზი­დენ­ცი­ის ნე­ბით დატო­ვ­ება­ზე. ვერც იმას ვი­ტყვით გად­აჭ­რით, რომ ვინ­მე შე­ეც­დე­ბა­ რე­ზი­დენ­ცი­ი­დან მის იძუ­ლე­ბით­ გა­მო­სახ­ლე­ბას. თუმ­ცა, ზუს­ტად­­ შეგ­ვიძ­ლია გი­თხრათ, რომ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი "რე­ზი­დენ­ცია" დუ­შეთ­ში მდე­ბა­რე მისი სახ­ლია.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ დუ­შეთ­ში გახ­ლდით­ და შე­ვი­ტყვეთ, რომ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ორ­ჯერ გა­და­ურ­ჩა და­ჯა­რი­მე­ბას ერთ-ერთი ენერ­გე­ტი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ის­გან, რო­მე­ლიც რა­ი­ონს ბუ­ნებ­რი­ვი აი­რით ამა­რა­გებს.­ პირ­ვე­ლი გაფრ­თხი­ლე­ბა­ 2013 წელს მისვ­ლია - თუ ფულს დრო­უ­ლად არ გა­და­იხ­დი­და, აი­რის მი­წო­დე­ბას შე­უ­წყვეტ­დნენ. მე­ო­რედ მიმ­დი­ნა­რე წლის და­სა­წყის­ში გა­აფრ­თხი­ლეს­ არას­წო­რად და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი გა­მათ­ბო­ბე­ლი და­ნად­გა­რის გამო - თუ უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მებს არ და­ი­ცავ­და, ბუ­ნებ­რივ აირს გამ­ო­­­­ურ­თავ­დნენ. გი­ორ­გიმ სას­წრა­ფოდ მი­ი­ღო­ ზო­მე­ბი და ჯა­რი­მას გა­და­ურ­ჩაო, ამბ­ო­ბენ დუ­შე­ლე­ბი. ისი­ნი­ პრე­ზი­დენტს დღე­საც ისე­ვე მი­მარ­თა­ვენ ან მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, რო­გორც გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბამ­დე: გი­ორ­გა, გიო, სახ­ლი­კა­ცი გი­ორ­გი...

-"განა რამე შე­იც­ვა­ლა? რა კა­ციც იყო, ისევ ის დარ­ჩა, კე­თი­ლი, თავმ­და­ბა­ლი. ისევ ძვე­ლე­ბუ­რად მარ­ტო და­დის მან­ქა­ნით, ზოგ­ჯერ თუ ამოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე დაც­ვის ავ­ტომ­ობი­ლი. დუ­შეთ­ში სულ ფე­ხით და­ი­ა­რე­ბა, მა­ღა­ზი­ა­ში ჩვენ­სა­ვით ყი­დუ­ლობს პრო­დუქტს, ეკ­ლე­სი­ა­ში ჩვენ­სა­ვით და­დის წირ­ვა­ზე, ბა­ზარ­შიც ძვე­ლე­ბუ­რად შე­ივ­ლის ხოლ­მე", - ამ­ბო­ბენ დუ­შე­ლე­ბი.

სამ­წუ­ხა­როდ, პრე­ზი­დენ­ტის აგა­რა­კის დ­აც­ვამ ეზო­შიც არ შეგ­ვიშ­ვა. ისევ სა­მეზ­ობ­ლო­ში მო­ვი­ძი­ეთ ინ­ფორ­მა­ცია და იმ კაც­საც მი­ვა­გე­ნით, კი­ნა­ღამ რომ ჯა­რი­მა აჰ­კი­და­ პრე­ზი­დენტს. ეს ამ­ბა­ვი ეა­მა­ყე­ბათ დუ­შე­ლებს, ამ­ბო­ბენ, დუ­შე­თი ევ­რო­პუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტით გა­მო­ირ­ჩე­ვაო...

გოჩა გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე თვის წინ ენერ­გო­კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­და და დრო­დად­რო მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის მიზ­ნით შიდა შე­მოწ­მე­ბას ატა­რებ­დნენ.

გოჩა გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი: - ვნა­ხეთ, რომ ერთ-ერთი და­ნად­გა­რი არას­წო­რად იყო და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. წე­სია, რო­დე­საც ასეთ დარ­ღვე­ვას ნა­ხავ, უნდა გა­აფრ­თხი­ლო მო­ქა­ლა­ქე.­ ვი­ღაც იტყვის, პრე­ზი­დენტს ეგ რო­გორ დაუ­წე­რეო. ვი­თომ რა­ტომ არ უნდა და­მე­წე­რა, პრე­ზი­დენ­ტი ხომ სა­ქარ­თვე­ლოს ნო­მე­რი­ პირ­ვე­ლი მო­ქა­ლა­ქეა, რა, მას არ შე­იძლ­ება ეშ­ლე­ბო­დეს რა­ღაც? კა­ნო­ნი ყვე­ლას­თვის ერთი არ არის? მით უფრო, პრე­ზი­დენტ­ის­თვის.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

როგორ გადაურჩა "გაზის ჯარიმას" მარგველაშვილი - რას ჰყვება პრეზიდენტზე მისი "მოურავი"

როგორ გადაურჩა "გაზის ჯარიმას" მარგველაშვილი - რას ჰყვება პრეზიდენტზე მისი "მოურავი"

"მარგველაშვილმა ნისიების რვეული მოითხოვა..."

ძნელია წინასწარ განსაზღვრო, გაი­თვა­ლისწინებს თუ არა გიორგი­ მარგველაშვილი მოწოდებებს ავლაბრის საპრეზიდ­ე­ნტო რეზიდენციის ნებით დატო­ვ­ებაზე. ვერც იმას ვიტყვით გად­აჭრით, რომ ვინმე შეეცდება­ რეზიდენციიდან მის იძულებით­ გამოსახლებას. თუმცა, ზუსტად­­ შეგვიძლია გითხრათ, რომ გიორგი მარგველაშვილის ყველაზე საყვარელი "რეზიდენცია" დუშეთში მდებარე მისი სახლია.

რამდენიმე დღის წინ დუშეთში გახლდით­ და შევიტყვეთ, რომ გიორგი მარგველაშვილი ორჯერ გადაურჩა დაჯარიმებას ერთ-ერთი ენერგეტიკული კომპანიისგან, რომელიც რაიონს ბუნებრივი აირით ამარაგებს.­ პირველი გაფრთხილება­ 2013 წელს მისვ­ლია - თუ ფულს დროულად არ გადაიხდიდა, აირის მიწოდებას შეუწყვეტდნენ. მეორედ მიმდინარე წლის დასაწყისში გააფრთხილეს­ არასწორად დამონტაჟებული გამათბობელი დანადგარის გამო - თუ უსაფრთხოების ნორმებს არ დაიცავდა, ბუნებრივ აირს გამ­ო­­­­ურთავდნენ. გიორგიმ სასწრაფოდ მიიღო­ ზომები და ჯარიმას გადაურჩაო, ამბ­ო­ბენ დუშელები. ისინი­ პრეზიდენტს დღესაც ისევე მიმართავენ ან მოიხსენიებენ, როგორც გაპრეზიდენტებამდე: გიორგა, გიო, სახლიკაცი გიორგი...

-"განა რამე შეიცვალა? რა კაციც იყო, ისევ ის დარჩა, კეთილი, თავმ­დაბალი. ისევ ძველებურად მარტო დადის მანქანით, ზოგ­ჯერ თუ ამოჰყვება ხოლმე დაცვის ავტომ­ობილი. დუშეთში სულ ფეხით დაიარება, მაღაზიაში ჩვენსავით ყიდულობს პროდუქტს, ეკლესიაში ჩვენსავით დადის წირვაზე, ბაზარშიც ძველებურად შეივლის ხოლმე", - ამბობენ დუშელები.

სამწუხაროდ, პრეზიდენტის აგარაკის დ­აცვამ ეზოშიც არ შეგვიშვა. ისევ სამეზ­ობლოში მოვიძიეთ ინფორმაცია და იმ კაც­საც მივაგენით, კინაღამ რომ ჯარიმა აჰკიდა­ პრეზიდენტს. ეს ამბავი ეამაყებათ დუშელებს, ამბობენ, დუშეთი ევროპული მენტალიტეტით გამოირჩევაო...

გოჩა გედევანიშვილი რამდენიმე თვის წინ ენერგოკომპანიაში მუშაობდა და დროდადრო მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით შიდა შემოწმებას ატარებდნენ.

გოჩა გედევანიშვილი: - ვნახეთ, რომ ერთ-ერთი დანადგარი არასწორად იყო დამონტაჟებული. წესია, როდესაც ასეთ დარ­ღვევას ნახავ, უნდა გააფრთხილო მოქალაქე.­ ვიღაც იტყვის, პრეზიდენტს ეგ როგორ დაუ­წერეო. ვითომ რატომ არ უნდა დამეწერა, პრეზიდენტი ხომ საქართველოს ნომერი­ პირველი მოქალაქეა, რა, მას არ შეიძლ­ება ეშლებოდეს რაღაც? კანონი ყველასთვის ერთი არ არის? მით უფრო, პრეზიდენტ­ისთვის.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია