პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როიტერი" - Gilead Sciences-ი საქართველოს უფასო მედიკამენტებით მკურნალობის პროგრამის საცდელ ქვეყნად გამოიყენებს
"როიტერი" - Gilead Sciences-ი საქართველოს უფასო მედიკამენტებით მკურნალობის პროგრამის საცდელ ქვეყნად გამოიყენებს

ამე­რი­კუ­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია Gilead Sciences-ი ცდი­ლობს, და­არ­წმუ­ნოს მსოფ­ლიო მთავ­რო­ბე­ბი და სა­ა­გენ­ტო­ე­ბი, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია C ჰე­პა­ტი­ტის აღ­მო­ფხვრა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­დე­მონ­სტრა­ციო პრო­ექ­ტით, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც უფა­სო პრე­პა­რა­ტებს შეს­თა­ვა­ზებს მათ, ვი­საც ეს სჭირ­დე­ბათ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "რო­ი­ტე­რი" ავ­რცე­ლებს. "რო­ი­ტე­რის" ცნო­ბით, უპ­რე­ცე­დენ­ტო პროგ­რა­მით კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის ეს ქვე­ყა­ნა გახ­დე­ბა საც­დე­ლი ად­გი­ლი და­ა­ვა­დე­ბის აღ­მო­ფხვრის­თვის, კომ­პა­ნია გა­მო­ი­ყე­ნებს ეფექ­ტურ, თუმ­ცა ძვი­რა­დღი­რე­ბულ აბებს - "სო­ვალ­დის" და შე­და­რე­ბით ახალ პრე­პა­რატ "ჰარ­ვო­ნის".

რო­გორც "რო­ი­ტე­რი" იუ­წყე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლი­ო­ში მე­სა­მე ად­გილ­ზეა, ეგ­ვიპ­ტი­სა და მონ­ღო­ლე­თის შემ­დეგ, C ჰე­პა­ტი­ტით და­ა­ვა­დე­ბულ­თა რი­ცხვის მი­ხედ­ვით. ამე­რი­კუ­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო მეც­ნი­ე­რუ­ლი სწავ­ლე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ად­გი­ლია.

"ეს ძა­ლი­ან კარ­გი ქვე­ყა­ნაა ჩვენ­თვის შე­ფა­სე­ბის გა­კე­თე­ბის­თვის. ჩვენ გა­მო­ვი­ყე­ნებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ღე­ბულ მო­ნა­ცე­მებს სხვა ქვეყ­ნებ­ში მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, რათა ნა­თე­ლი გახ­დეს საქ­მით, რომ ინ­ვეს­ტი­ცი­ას შე­უძ­ლია და­ა­ვა­დე­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ფუნ­და­მენ­ტუ­რად შეც­ვა­ლოს", - გა­ნა­ცხა­და ამე­რი­კუ­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, გრეგ ალ­ტონ­მა.

და­გეგ­მი­ლია, 2015 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ველ ეტაპ­ზე 5000 პა­ცი­ენტს მი­ე­წო­დე­ბა ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტი, ხოლო პროგ­რა­მის შემ­დე­გი ეტა­პი 20 000 პა­ცი­ენტს მო­ი­ცავს. Gilead Sciences-ის მიერ შექ­მნი­ლი მე­დი­კა­მენტს "C ჰე­პა­ტი­ტის" გან­კურ­ნე­ბა შე­უძ­ლია, თუმ­ცა ღა­რი­ბი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის ფა­სის გამო ხელ­მი­უწ­ვდო­მე­ლია. ერთი აბი "სო­ვალ­დი" აშშ-ში 1 000 დო­ლა­რი ღირს. თუმ­ცა, ამე­რი­კულ­მა ფარ­მა­ცევ­ტულ­მა კომ­პა­ნი­ამ და­ბალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი ქვეყ­ნე­ბის­თვის ერთი ბოთ­ლის (28 აბის) ფასი 300 დო­ლა­რამ­დე შე­ამ­ცი­რა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

"როიტერი" - Gilead Sciences-ი საქართველოს უფასო მედიკამენტებით მკურნალობის პროგრამის საცდელ ქვეყნად გამოიყენებს

"როიტერი" - Gilead Sciences-ი საქართველოს უფასო მედიკამენტებით მკურნალობის პროგრამის საცდელ ქვეყნად გამოიყენებს

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gilead Sciences-ი ცდილობს, დაარწმუნოს მსოფლიო მთავრობები და სააგენტოები, რომ შესაძლებელია C ჰეპატიტის აღმოფხვრა საქართველოში სადემონსტრაციო პროექტით, რომლის ფარგლებშიც უფასო პრეპარატებს შესთავაზებს მათ, ვისაც ეს სჭირდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს. "როიტერის" ცნობით, უპრეცედენტო პროგრამით კავკასიის რეგიონის ეს ქვეყანა გახდება საცდელი ადგილი დაავადების აღმოფხვრისთვის, კომპანია გამოიყენებს ეფექტურ, თუმცა ძვირადღირებულ აბებს - "სოვალდის" და შედარებით ახალ პრეპარატ "ჰარვონის".

როგორც "როიტერი" იუწყება, საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა, ეგვიპტისა და მონღოლეთის შემდეგ, C ჰეპატიტით დაავადებულთა რიცხვის მიხედვით. ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველო მეცნიერული სწავლების შესანიშნავი ადგილია.

"ეს ძალიან კარგი ქვეყანაა ჩვენთვის შეფასების გაკეთებისთვის. ჩვენ გამოვიყენებთ საქართველოში მიღებულ მონაცემებს სხვა ქვეყნებში მსოფლიოს მასშტაბით, რათა ნათელი გახდეს საქმით, რომ ინვესტიციას შეუძლია დაავადება დროთა განმავლობაში ფუნდამენტურად შეცვალოს", - განაცხადა ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელმა, გრეგ ალტონმა.

დაგეგმილია, 2015 წლის განმავლობაში პირველ ეტაპზე 5000 პაციენტს მიეწოდება ახალი მედიკამენტი, ხოლო პროგრამის შემდეგი ეტაპი 20 000 პაციენტს მოიცავს. Gilead Sciences-ის მიერ შექმნილი მედიკამენტს "C ჰეპატიტის" განკურნება შეუძლია, თუმცა ღარიბი ქვეყნის მოსახლეობისათვის ფასის გამო ხელმიუწვდომელია. ერთი აბი "სოვალდი" აშშ-ში 1 000 დოლარი ღირს. თუმცა, ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის ერთი ბოთლის (28 აბის) ფასი 300 დოლარამდე შეამცირა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია