პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონება შეიძინა კოტე კუბლაშვილმა თანამდებობის დატოვებამდე ხუთი დღით ადრე
რა ქონება შეიძინა კოტე კუბლაშვილმა თანამდებობის დატოვებამდე ხუთი დღით ადრე

სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს ყო­ფილ თავ­მჯდო­მა­რეს, რო­მელ­მაც თა­ნამ­დე­ბო­ბა 2015 წლის 23 თე­ბერ­ვალს და­ტო­ვა, ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის ორ­თვი­ა­ნი ვადა უკვე ამო­ე­წუ­რა.

ახა­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მისი ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა დი­დად არ შეც­ვლი­ლა, თუმ­ცა, ოჯახს 2015 წლის თე­ბერ­ვალ­ში, კუბ­ლაშ­ვი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, 16 000-დო­ლა­რი­ა­ნი შე­ნა­ძე­ნი აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. ეს შე­ნა­ძე­ნი კი 2008 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი mercedes-benz-ია, რო­მე­ლიც მისი მე­უღ­ლის, მა­რი­ნა მეს­ხის სა­კუთ­რე­ბა­შია.

რაც შე­ე­ხე­ბა ოჯა­ხის შე­მო­სავ­ლებს, 2014 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მათი ფი­ნან­სუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი სა­ერ­თო ჯამ­ში 210 088 ლა­რია.

უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს ყო­ფილ თავ­მჯდო­მა­რეს, კონ­სტან­ტი­ნე კუბ­ლაშ­ვილს 2000 წლი­დან დღემ­დე 18 დეკ­ლა­რა­ცია აქვს შევ­სე­ბუ­ლი. მისი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ამ 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში საგ­რძნობ­ლად შე­იც­ვა­ლა.

ამ­ჟა­მად, კუბ­ლაშ­ვი­ლის ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა­შია ორი ბინა თბი­ლის­ში, ერთი - ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე, რომ­ლის ფარ­თო­ბიც 55.00 კვ.მ-ია 100%-ით კონ­სტან­ტი­ნე კუბ­ლაშ­ვილს ეკუთ­ვნის, მე­ო­რე ბინა - პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე, რომ­ლის ფარ­თო­ბის 190 კვ.მ-ია, მისი მე­უღ­ლის, მა­რი­ნა მეს­ხის სა­კუთ­რე­ბა­შია.

კუბ­ლაშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­მა გარ­და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­სა, მცხე­თა­სა და ოზურ­გეთ­ში მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბიც შე­ი­ძი­ნა.

ასე­ვე, მეს­ხის სა­კუთ­რე­ბა­შია მი­წის ნაკ­ვე­თი თბი­ლის­ში, ზღვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რომ­ლის ფარ­თო­ბიც 1500.00 კვ.მ-ია.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა ქონება შეიძინა კოტე კუბლაშვილმა თანამდებობის დატოვებამდე ხუთი დღით ადრე

რა ქონება შეიძინა კოტე კუბლაშვილმა თანამდებობის დატოვებამდე ხუთი დღით ადრე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, რომელმაც თანამდებობა 2015 წლის 23 თებერვალს დატოვა, ქონებრივი დეკლარაციის შევსების ორთვიანი ვადა უკვე ამოეწურა.

ახალი დეკლარაციის მიხედვით, მისი ქონებრივი მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა, თუმცა, ოჯახს 2015 წლის თებერვალში, კუბლაშვილის თანამდებობის დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე, 16 000-დოლარიანი შენაძენი აქვს გაკეთებული. ეს შენაძენი კი 2008 წელს გამოშვებული mercedes-benz-ია, რომელიც მისი მეუღლის, მარინა მესხის საკუთრებაშია.

რაც შეეხება ოჯახის შემოსავლებს, 2014 წლის განმავლობაში, მათი ფინანსური შემოსავალი საერთო ჯამში 210 088 ლარია.

უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, კონსტანტინე კუბლაშვილს 2000 წლიდან დღემდე 18 დეკლარაცია აქვს შევსებული. მისი ფინანსური მდგომარეობა ამ 15 წლის განმავლობაში საგრძნობლად შეიცვალა.

ამჟამად, კუბლაშვილის ოჯახის საკუთრებაშია ორი ბინა თბილისში, ერთი - ვაჟა-ფშაველას გამზირზე, რომლის ფართობიც 55.00 კვ.მ-ია 100%-ით კონსტანტინე კუბლაშვილს ეკუთვნის, მეორე ბინა - პეკინის ქუჩაზე, რომლის ფართობის 190 კვ.მ-ია, მისი მეუღლის, მარინა მესხის საკუთრებაშია.

კუბლაშვილების ოჯახმა გარდა საცხოვრებელი სახლისა, მცხეთასა და ოზურგეთში მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლებიც შეიძინა.

ასევე, მესხის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი თბილისში, ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 1500.00 კვ.მ-ია.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."