პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიწილებს ვითომ, გაზაფხულზე ითვლიან?! - ყველაზე უცნაური პროტესტის ფაქტები საქართველოში
წიწილებს ვითომ, გაზაფხულზე ითვლიან?! - ყველაზე უცნაური პროტესტის ფაქტები საქართველოში

პრო­ტეს­ტი რა­ი­მე მოვ­ლე­ნი­სად­მი უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გა­მო­ხატ­ვაა... ჰოდა, ამ ცხოვ­რე­ბა­ში პრო­ტეს­ტის მეტი რა გვეს­მის, მაგ­რამ მისი ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში, 22 აპ­რილს, გურ­ჯა­ან­ში მომ­ხდა­რი ფაქ­ტი იყო, რო­მე­ლიც სრუ­ლი შოკი აღ­მოჩ­ნდა. გამ­გე­ო­ბას­თან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბამ ისეთ პიკს მი­აღ­წია, რომ კვერ­ცხე­ბის სრო­ლა მოჰ­ყვა, რო­მელ­შიც წი­წი­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდა...

რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, ეს ამ­ბა­ვი იქ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბის - ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი­სა და გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლის გა­მო­ჩე­ნამ გა­მო­იწ­ვია. ისი­ნი გამ­გე­ო­ბა­ში, ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოთახ­ში სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ პი­რებს უნდა შეხ­ვედ­როდ­ნენ...

პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, კვერ­ცხის სრო­ლა რო­გორ არ "მო­სუ­ლა," მაგ­რამ ეს უკა­ნას­კნე­ლი, პრო­ტეს­ტის კი არა, ვან­და­ლიზ­მის გა­მოვ­ლი­ნე­ბა უფრო იყო, - პრაქ­ტი­კუ­ლად, კრუხს წი­წი­ლი წა­არ­თვეს. გა­უ­გე­ბა­რია "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" ერ­ჩოდ­ნენ, თუ ჯერ არ­და­ბა­დე­ბულ სის­ცო­ცხლეს?!. არა­და, წი­წლებს წე­სით, არა გა­ზა­ფხულ­ზე, შე­მოდ­გო­მით ით­ვლი­ან... 

ამა­ვე კვი­რა­ში, დე­და­ქა­ლა­ში კი­დევ ერთი უც­ნა­უ­რი პრო­ტეს­ტის ფორ­მა და­ფიქ­სირ­და, - ორმა იუ­მო­რის­ტმა: ლე­ვან გო­გო­რე­ლი­ან­მა (იგი­ვე ფაქო) და თემო მჟა­ვი­ამ 20 აპ­რილს, პარ­ლა­მენ­ტის წინ, წვი­მი­ან ამინ­დში, მა­რი­ხუ­ა­ნას დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რი მი­ტინ­გი გა­მარ­თეს. ეს ამ­ბა­ვი ის­ტო­რი­ა­ში ალ­ბათ ორ­კა­ცი­ა­ნი მი­ტინ­გის სა­ხე­ლით შევა და სა­ვა­რა­უ­დოდ, ერ­თა­დერ­თიც იქ­ნე­ბა...

ამ ყვე­ლაფ­რის­კენ კი აი, რამ უბიძ­გათ: აშშ-ის ერთ-ერთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლექ­ცია, რო­მე­ლიც 4:20 სა­ათ­ზე იწყე­ბო­და, სტუ­დენ­ტებ­მა ის მა­რი­ხუ­ა­ნის მო­სა­წე­ვად გა­აც­დი­ნეს. იმის შემ­დეგ ამ მცე­ნა­რის სიმ­ბო­ლურ ციფ­რად 420 მი­იჩ­ნე­ვა და ყო­ველ 20 აპ­რილს მა­რი­ხუ­ა­ნის მსოფ­ლიო დღე აღი­ნიშ­ნე­ბა. სიმ­ბო­ლუ­რად კი იმ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში, სა­დაც ის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზე­ბუ­ლია, ან ლე­გა­ლი­ზე­ბუ­ლი, ამ დღეს ყვე­ლა მწე­ვე­ლი ერ­თმა­ნეთს მა­რი­ხუ­ა­ნას უკი­დებს. ამ ყვე­ლაფ­რის გამო კი, 20 აპ­რი­ლი მსოფ­ლი­ო­ში სიმწვა­ნი­სა და მა­რი­ხუ­ა­ნის დღედ აღი­ნიშ­ნე­ბა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის მიერ, თბი­ლის­ში აქ­ცია დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ის მო­თხოვ­ნით, 2 ივ­ნისს იგეგ­მე­ბა, ლე­ვან გო­გო­რე­ლი­ან­მა და თემო მჟა­ვი­ამ კი ამ ყვე­ლა­ფერს და­ას­წრეს და ეს დღეს 20 აპ­რილს სიმ­ბო­ლუ­რად, მშვი­დო­ბი­ა­ნი და ასე­თი უც­ნა­უ­რი ჟეს­ტით აღ­ნიშ­ნეს და დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ას მხა­რი და­უ­ჭი­რეს. ოღონდ, აქ­ცია-მი­ტინგზე მსმე­ნე­ლი თუ ტა­შის დამ­კვრე­ლი წამ­ლად ერთი კა­ციც კი არ ჰყავ­დათ. თან, ეს ყვე­ლა­ფე­რი კო­კის­პი­რულ წვი­მა­ში მოხ­და...

ამ ორ­კა­ცი­ან­მა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ამ ერთი უც­ნა­უ­რი ამ­ბა­ვიც გა­მახ­სე­ნა, როცა 2013 წელს, ქუ­თა­ის­ში, ერ­თკა­ცი­ან აქ­ცია-მი­ტინგზე ერთ-ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ, თუ არ ვცდე­ბი, თი­ნა­თინ მარ­და­ლე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია ცო­ცხა­ლია და ის 2014 წელს დაბ­რუნ­დე­ბა... "ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია ცო­ცხა­ლია და ის უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში გა­მოჩ­ნდე­ბა. ჩვენ, მისი მიმ­დევ­რე­ბი ყვე­ლას ვა­გე­ბი­ნებთ ამის შე­სა­ხებ. ზვი­ა­დის გა­მო­ჩე­ნით აღ­დგე­ბა კა­ნო­ნი­ე­რე­ბა და სულ მალე კა­ნო­ნი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მოვა ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში," - ამ­ბობ­და ქალ­ბა­ტო­ნი...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

წიწილებს ვითომ, გაზაფხულზე ითვლიან?! - ყველაზე უცნაური პროტესტის ფაქტები საქართველოში

წიწილებს ვითომ, გაზაფხულზე ითვლიან?! - ყველაზე უცნაური პროტესტის ფაქტები საქართველოში

პროტესტი რაიმე მოვლენისადმი უარყოფითი დამოკიდებულების, უკმაყოფილების გამოხატვაა... ჰოდა, ამ ცხოვრებაში პროტესტის მეტი რა გვესმის, მაგრამ მისი ყველაზე უცნაური გამოვლინება მიმდინარე კვირაში, 22 აპრილს, გურჯაანში მომხდარი ფაქტი იყო, რომელიც სრული შოკი აღმოჩნდა. გამგეობასთან "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებამ ისეთ პიკს მიაღწია, რომ კვერცხების სროლა მოჰყვა, რომელშიც წიწილები აღმოჩნდა...

როგორც შევიტყვეთ, ეს ამბავი იქ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების - ირმა ნადირაშვილისა და გიორგი ღვინიაშვილის გამოჩენამ გამოიწვია. ისინი გამგეობაში, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ოთახში საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულ პირებს უნდა შეხვედროდნენ...

პროტესტის ნიშნად, კვერცხის სროლა როგორ არ "მოსულა," მაგრამ ეს უკანასკნელი, პროტესტის კი არა, ვანდალიზმის გამოვლინება უფრო იყო, - პრაქტიკულად, კრუხს წიწილი წაართვეს. გაუგებარია "ნაციონალებს" ერჩოდნენ, თუ ჯერ არდაბადებულ სისცოცხლეს?!. არადა, წიწლებს წესით, არა გაზაფხულზე, შემოდგომით ითვლიან... 

ამავე კვირაში, დედაქალაში კიდევ ერთი უცნაური პროტესტის ფორმა დაფიქსირდა, - ორმა იუმორისტმა: ლევან გოგორელიანმა (იგივე ფაქო) და თემო მჟავიამ 20 აპრილს, პარლამენტის წინ, წვიმიან ამინდში, მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მხარდამჭერი მიტინგი გამართეს. ეს ამბავი ისტორიაში ალბათ ორკაციანი მიტინგის სახელით შევა და სავარაუდოდ, ერთადერთიც იქნება...

ამ ყველაფრისკენ კი აი, რამ უბიძგათ: აშშ-ის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექცია, რომელიც 4:20 საათზე იწყებოდა, სტუდენტებმა ის მარიხუანის მოსაწევად გააცდინეს. იმის შემდეგ ამ მცენარის სიმბოლურ ციფრად 420 მიიჩნევა და ყოველ 20 აპრილს მარიხუანის მსოფლიო დღე აღინიშნება. სიმბოლურად კი იმ სახელმწიფოებში, სადაც ის დეკრიმინალიზებულია, ან ლეგალიზებული, ამ დღეს ყველა მწეველი ერთმანეთს მარიხუანას უკიდებს. ამ ყველაფრის გამო კი, 20 აპრილი მსოფლიოში სიმწვანისა და მარიხუანის დღედ აღინიშნება.

გავრცელებული ინფორმაციით, საინიციატივო ჯგუფის მიერ, თბილისში აქცია დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, 2 ივნისს იგეგმება, ლევან გოგორელიანმა და თემო მჟავიამ კი ამ ყველაფერს დაასწრეს და ეს დღეს 20 აპრილს სიმბოლურად, მშვიდობიანი და ასეთი უცნაური ჟესტით აღნიშნეს და დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირეს. ოღონდ, აქცია-მიტინგზე მსმენელი თუ ტაშის დამკვრელი წამლად ერთი კაციც კი არ ჰყავდათ. თან, ეს ყველაფერი კოკისპირულ წვიმაში მოხდა...

ამ ორკაციანმა საპროტესტო აქციამ ერთი უცნაური ამბავიც გამახსენა, როცა 2013 წელს, ქუთაისში, ერთკაციან აქცია-მიტინგზე ერთ-ერთმა მოქალაქემ, თუ არ ვცდები, თინათინ მარდალეიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ცოცხალია და ის 2014 წელს დაბრუნდება... "ზვიად გამსახურდია ცოცხალია და ის უახლოეს თვეებში გამოჩნდება. ჩვენ, მისი მიმდევრები ყველას ვაგებინებთ ამის შესახებ. ზვიადის გამოჩენით აღდგება კანონიერება და სულ მალე კანონიერი ხელისუფლება მოვა ქვეყნის სათავეში," - ამბობდა ქალბატონი...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია