ABC-ის სერიალის, Grey's Anatomy-ის ("გრეის ანატომია") ფანები მეთერთმეტე სეზონის 21-ე სერიამ შოკში ჩააგდო. 10 წლის მანძილზე პოპულარული სერიალის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გმირი, ექიმი დერეკ შეფარდი (პატრიკ დემფსი) სერიალის შემქმნელის, შონდა რაიმსის გადაწყვეტილებით, მოკლეს. "გრეის ანატომიის" "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოქვეყნდა, რომელიც დერეკ შეფარდის და მისი მეუღლის, მერედიტ გრეის ემოციური მომენტებით არის დატვირთული, სერიალის პირველი სეზონიდან, მეთერთმეტემდე.
Grey's Anatomy-ს ფანებისთვის სერიალის შემქმნელების გადაწყვეტილება ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა. სერიალის "ფეისბუქის" გვერდზე ათასობით კომენტარს წერენ და მთავარ გმირს დასტირიან.
სერიალ "გრეის ანატომიის" პირველი სეზონის პრემიერა 2005 წელს შედგა და მას შემდეგ მილიონობით ტელემაყურებლის გული დაიპყრო. მთავარ როლებს ელენ პომპეო, პატრიკ დემფსი, ჯასტინ ჩამბერსი, შანდრა უილსონი, სარა ო, სარა რამირესი, ჯესია კაპშოუ, კევინ მაკიდი, ჯესი უილიამსი, სარა დრიუ და სხვები ასრულებენ.