ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ზურაბიშვილი სამსახურებრივი მანქანის გამოყენებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ ნინო ზურაბიშვილმა ბიუროს სხდომაზე განუცხადა საკრებულოს წევრებს.
"მე გადავწყვიტე, უარი ვთქვა მანქანაზე. საჭიროა და კარგია რომ მქონდეს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი პრობლემა გვაქვს და ვცდილობთ ხარჯების შემცირებას, ეს იქნება ჩემი მხრიდან პატარა წვლილი. მე თვითონ ვიმოძრავებ, როგორც თქვენ დადიხართ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის განცხადებას საკრებლოს წევრი "თავისუფალი დემოკრატებიდან" თამარ თედლიაშვილი გამოეხმაურა და იგივეს გაკეთება საკრებულოს თავმჯდომარესაც შესთავაზა.
"კარგია და ზოგადად, მე მრცხვენოდა, რა მანქანაც გაკადრეს ნინო. ხმა სტალინის ბაღთან ისმოდა, აქ რომ დაქოქავდი", - უთხრა თამარ თედლიაშვილმა ნინო ზურაბიშვილს.
წყარო: qartli.ge