საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სტერეოტიპებით წარმოაჩენენ საქართველოს ამერიკულ ფილმებში
რა სტერეოტიპებით წარმოაჩენენ საქართველოს ამერიკულ ფილმებში

რო­გორც ყვე­ლა სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი, მათ შო­რის ჰო­ლი­ვუ­დიც სავ­სეა სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით და ამ სტე­რე­ო­ტი­პე­ბის ტი­რა­ჟი­რე­ბით. მა­გა­ლი­თად, ცივი ომის პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დღემ­დე რუსი პერ­სო­ნა­ჟე­ბი ამე­რი­კულ კო­მერ­ცი­ულ ფილ­მებ­ში ძი­რი­თა­დად, უარ­ყო­ფი­თი გმი­რე­ბი არი­ან. ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბა მა­ყუ­რებ­ლის­თვის უკვე წი­ნას­წარ მო­ნა­ხაზს ქმნის თუ რას უნდა ელო­დეს პერ­სო­ნა­ჟის­გან. რუსი გმი­რე­ბი უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ტე­რო­რის­ტე­ბი, ქურ­დე­ბი, მო­ძა­ლა­დე­ე­ბი, მოკ­ლედ კრი­მი­ნალ­თან სრულ ჰარ­მო­ნი­ა­ში მყო­ფი ცუდი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც საფრ­თხეს უქ­მნი­ან თა­ვი­სუ­ფალ და დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნებს.

თუ მსგავ­სი სტე­რე­ო­ტი­პი პირ­და­პი­რი დაკ­ვე­თით იქ­მნე­ბა და მა­ყუ­რებ­ლის ცნო­ბი­ერ­ში ქმნის ერის მარ­გი­ნა­ლი­ზე­ბულ ხატს, არის სტე­რე­ო­ტი­პე­ბი, რომ­ლე­ბიც ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბით, უვი­ცო­ბით, იუ­მო­რის­ტუ­ლი მე­დი­უ­მის შექ­მნი­სა და სხვა მრა­ვა­ლი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

ამ ას­პა­რეზ­ზე, რა­საც მხატ­ვრულ ფილ­მებ­ში ეთ­ნი­კუ­რი კუთ­ვნი­ლე­ბის სტე­რე­ო­ტი­პად ქცე­ვა ჰქვია, სა­ქარ­თვე­ლო საკ­მა­ოდ გა­მო­უც­დე­ლი მო­თა­მა­შეა. პირ­ვე­ლად ამე­რი­კულ მე­ინ­სტრიმ კინო პრო­დუქ­ტში ქარ­თულ­მა სა­ხელ­მა უტ­რი­რე­ბუ­ლად და საკ­მა­ოდ ნე­გა­ტი­ურ ჭრილ­ში გა­იჟ­ღე­რა. საქ­მე ეხე­ბა უოლ­ტერ ჰი­ლის 80-ია­ნე­ბის ბო­ე­ვიკს "წი­თე­ლი სი­ცხე", სა­დაც არ­ნოლდ შვარცნე­გე­რი საბ­ჭო­თა კე­თილ სა­მარ­თალ­დამ­ცავს თა­მა­შობ­და, ხოლო მისი მთა­ვა­რი მე­ტო­ქე ქარ­თვე­ლი ნარ­კო­ბა­რო­ნი ვიქ­ტორ როს­ტა­ვი­ლი იყო. არ ვიცი გა­მიზ­ნუ­ლად გა­და­ა­კე­თეს ფსევ­დო­ნი­მი რუს­თა­ვე­ლი თუ უბ­რა­ლოდ, ვერ წარ­მოთ­ქვამ­და გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ვე­რა­ვინ სწო­რად, მაგ­რამ პირ­ვე­ლად მსოფ­ლიო კი­ნო­თე­ატ­რე­ბის ეკ­რა­ნებ­ზე სა­ქარ­თვე­ლო საკ­მა­ოდ ცუდი კონ­ტექ­სტით გახ­და ცნო­ბი­ლი.

2010 წელს გა­მო­ვი­და Undisputed 3, რო­მე­ლიც ორი არც ისე წარ­მა­ტე­ბუ­ლი და უხა­რის­ხო ექ­შენ დი­ლო­გის გაგ­რძე­ლე­ბა გახ­ლდათ. ფილმში მოქ­მე­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ ცი­ხე­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­დაც არა­ლე­გა­ლუ­რი ბრძო­ლე­ბი იმარ­თე­ბა პა­ტიმ­რებს შო­რის. შე­სა­ბა­მი­სად სა­ხე­ზეა კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა არც ისე შორ­საა რე­ა­ლო­ბის­გან, მაგ­რამ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მი­მართ შე­ხე­დუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე კარ­გად ვერ მოქ­მე­დებს. ფილმში ჩნდე­ბი­ან ქარ­თვე­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი რეზო და გაგა, რომ­ლე­ბიც ბო­ლოს მთა­ვარ გმირს უღა­ლა­ტე­ბენ, შე­სა­ბა­მი­სად, არა მხო­ლოდ სის­ტე­მურ დო­ნე­ზე, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რა­დაც კი ერთი ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლიც კი არ არის და­დე­ბი­თად ნაჩ­ვე­ნე­ბი.

ალ­ფონ­სო კუ­რა­ო­ნის ბრწყინ­ვა­ლე პოსტ აპო­კა­ლიპ­ტურ ფილმში "კა­ცობ­რი­ო­ბის პირ­მ­შო" მშობ­ლი­უ­რი ენის გა­გო­ნე­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­გა­ნი­ჭებთ. მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი დე­და­მი­წა­ზე არ­სე­ბულ ერ­თა­დერთ შო­ბა­დო­ბის უნარ­შე­მორ­ჩე­ნილ ქალ­თან ერ­თად ეძებს თავ­შე­სა­ფარს. ნა­ხევ­რად დან­გრე­უ­ლი შე­ნო­ბის დე­რეფ­ნებ­ში, სა­დაც ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლის სრუ­ლი პა­ლიტ­რაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მათ დახ­მა­რე­ბის ხელს გა­უწ­ვდის, ქარ­თვე­ლი მო­ხუ­ცი აღ­მოჩ­ნდე­ბა. ერთ-ერთი ეპი­ზო­დუ­რი გმი­რი, რო­მე­ლიც ტიტ­რებ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია რო­გორც "ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი" კა­ცობ­რი­ო­ბის გა­დაგ­ვა­რე­ბის პი­რო­ბებ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა ის, ვი­საც არ და­უ­კარ­გავს ემ­პა­თია და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი აქვს სხვა­ზე ზრუნ­ვის ინ­სტინ­ქტი. ფილმში ამის აღ­მო­ჩე­ნა ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბებს იწ­ვევს, მაგ­რამ ეს ხდე­ბა მხო­ლოდ ჩვენს სო­ცი­უმ­ში, ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვერც მიხ­ვდე­ბა, რო­მელ ეთ­ნი­კურ ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბა ზე­მოთ­ნახ­სე­ნე­ბი მო­ხუ­ცი და შე­სა­ბა­მი­სად ეს არც კი­ნოს­ტე­რე­ო­ტი­პე­ბის ნგრე­ვის საქ­მე­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლი არ იქ­ნე­ბა.

დე­ვიდ კრო­ნენ­ბერ­გის "აღ­მო­სავ­ლურ და­პი­რე­ბებ­ში", რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს, არის სცე­ნა, სა­დაც კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი, ამე­რი­კა­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი რუსი (ვინ­სენ კა­სე­ლის შეს­რუ­ლე­ბით) სვამს ღვი­ნოს და სა­დღეგ­რძე­ლოს ამ­ბობს, სა­დაც იხ­სე­ნებს ძველ სიყ­ვა­რულს, ქარ­თველ გო­გოს, რო­მელ­თა­ნაც რო­მან­ტი­კუ­ლი გრძნო­ბე­ბი აკავ­ში­რებ­და. ეს ერ­თის მხრივ ძა­ლი­ან ზე­და­პი­რუ­ლი და გაკ­ვრით ნათ­ქვა­მი ფრა­ზა კი­დევ უფრო ამ­ყა­რებს იმ ფუნ­და­მენტს, რო­მე­ლიც ვერა და ვერ და­ინ­გრა და რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სეთ­თან გა­ი­გი­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბა ვუ­წო­დოთ. კი, სა­სი­ა­მოვ­ნოა რო­დე­საც ბრწყინ­ვა­ლე კა­ნა­დე­ლი რე­ჟი­სო­რის სუ­რათ­ში არა­ნაკ­ლებ ბრწყინ­ვა­ლე ფრან­გი მსა­ხი­ო­ბი და­დე­ბით კონ­ტექ­სტში მო­იხ­სე­ნი­ებს შენს ქვე­ყა­ნას, მაგ­რამ ეს არის რუსი კრი­მი­ნა­ლის ნოს­ტალ­გი­უ­რი მო­გო­ნე­ბა, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელს არ აძ­ლევს არა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, თუ რა არის სა­ქარ­თვე­ლო.

უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში კი­დევ ერთხელ გა­ის­მა ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ხე­ლი ამე­რი­კულ ბლო­კბას­ტერ­ში. კრი­მი­ნა­ლურ დე­ტექ­ტივ­ში "ჯეკ რი­ჩე­რი", სა­დაც ტი­ტუ­ლო­ვან გმირს ტომ კრუ­ზი გა­ნა­სა­ხი­ე­რებს, ერთ-ერთი პერ­სო­ნა­ჟი (როზ­მუნდ პა­ი­კის შეს­რუ­ლე­ბით) ყვე­ბა ის­ტო­რი­ას კომ­პა­ნი­ა­ზე, რომ­ლის ძა­ლა­უფ­ლე­ბაც სიმ­სივ­ნუ­რი მე­ტას­ტა­ზე­ბი­ვით ვრცელ­დე­ბა. ის ყვე­ბა, რომ ეს კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნია მუ­შა­ობს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც რუ­სე­თის მე­ზობ­ლად მდე­ბა­რე­ობს. "ერთ ჯერ­ზე ერთ ქა­ლაქ­ში ისი­ნი ყი­დუ­ლო­ბენ ად­გი­ლობ­რივ ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­უ­ლებს, აშე­ნე­ბენ ხი­დებს, რომ­ლე­ბიც არა­ვის ჭირ­დე­ბა, აგე­ბენ გზებს, რომ­ლებ­საც არა­ვინ იყე­ნებს. ეს სიმ­სივ­ნე­სა­ვი­თაა: და­ში­ნე­ბა, კო­რუფ­ცია, მკვლე­ლო­ბა" - ამ­ბობს პა­ი­კის გმი­რი.

რე­ა­ლუ­რად ის არც იტყუ­ე­ბა და ეს ყვე­ლა­ზე ზუს­ტი აღ­წე­რაა იმ პე­რი­ო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი სოც-პო­ლი­ტი­კის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უკვე სტე­რე­ო­ტი­პე­ბის ად­გილს რე­ა­ლო­ბა იკა­ვებს. თუ 80-ია­ნებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ მსოფ­ლი­ოს არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გა­აჩ­ნდა და შე­სა­ბა­მი­სად პო­პ­კულ­ტუ­რა­ში ჩვე­ნი გა­მო­ჩე­ნა კა­რი­კა­ტუ­რუ­ლი და და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი იყო, დღე­ი­სათ­ვის, რო­დე­საც ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა აღარ არ­სე­ბობს, გა­ცი­ლე­ბით უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, თუ რო­გორ წარ­მოვ­ჩნდე­ბით გლო­ბა­ლურ ას­პა­რეზ­ზე, ამ შემ­თხვე­ვა­ში კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­ში.

იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ფილ­მი თუ რე­ჟი­სო­რი ცუდ სამ­სა­ხურს წევს, რო­დე­საც ასე მარ­გი­ნა­ლუ­რად მო­იხ­სე­ნი­ებს ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს, ყო­ველ­გვარ ლო­გი­კას და საღ აზ­რსაა მოკ­ლე­ბუ­ლი. ჩვენ იმა­ზე არ უნდა ვი­ღელ­ვოთ, რომ მო­მა­ვალ­შიც არ გა­მოჩ­ნდეს "ჯეკ რი­ჩე­რის" მსგავ­სი ფილ­მე­ბი, სა­დაც ასე მწა­რედ მოგ­ვახ­ლი­ან მთელ სი­მარ­თლეს. აქ­ცენ­ტი იმა­ზე უნდა გა­კეთ­დეს, რომ აღა­რა­ვის ჰქონ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ცუდ კონ­ტექ­სტში მოხ­სე­ნი­ე­ბის სურ­ვი­ლი. ჩვენ თა­ვად უნდა გა­ვა­ნად­გუ­როთ ის სტე­რე­ო­ტი­პე­ბი, რომ­ლი­თაც გვიც­ნო­ბენ.

ბაჩო ოდი­შა­რია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

რა სტერეოტიპებით წარმოაჩენენ საქართველოს ამერიკულ ფილმებში

რა სტერეოტიპებით წარმოაჩენენ საქართველოს ამერიკულ ფილმებში

როგორც ყველა სოციალური ინსტიტუტი, მათ შორის ჰოლივუდიც სავსეა სტერეოტიპული შეხედულებებით და ამ სტერეოტიპების ტირაჟირებით. მაგალითად, ცივი ომის პერიოდიდან მოყოლებული დღემდე რუსი პერსონაჟები ამერიკულ კომერციულ ფილმებში ძირითადად, უარყოფითი გმირები არიან. ეთნიკური წარმომავლობა მაყურებლისთვის უკვე წინასწარ მონახაზს ქმნის თუ რას უნდა ელოდეს პერსონაჟისგან. რუსი გმირები უმეტეს შემთხვევაში, ტერორისტები, ქურდები, მოძალადეები, მოკლედ კრიმინალთან სრულ ჰარმონიაში მყოფი ცუდი ადამიანები არიან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყნებს.

თუ მსგავსი სტერეოტიპი პირდაპირი დაკვეთით იქმნება და მაყურებლის ცნობიერში ქმნის ერის მარგინალიზებულ ხატს, არის სტერეოტიპები, რომლებიც ინფორმაციის ნაკლებობით, უვიცობით, იუმორისტული მედიუმის შექმნისა და სხვა მრავალი მიზნებისთვის გამოიყენება.

ამ ასპარეზზე, რასაც მხატვრულ ფილმებში ეთნიკური კუთვნილების სტერეოტიპად ქცევა ჰქვია, საქართველო საკმაოდ გამოუცდელი მოთამაშეა. პირველად ამერიკულ მეინსტრიმ კინო პროდუქტში ქართულმა სახელმა უტრირებულად და საკმაოდ ნეგატიურ ჭრილში გაიჟღერა. საქმე ეხება უოლტერ ჰილის 80-იანების ბოევიკს ”წითელი სიცხე”, სადაც არნოლდ შვარცნეგერი საბჭოთა კეთილ სამართალდამცავს თამაშობდა, ხოლო მისი მთავარი მეტოქე ქართველი ნარკობარონი ვიქტორ როსტავილი იყო. არ ვიცი გამიზნულად გადააკეთეს ფსევდონიმი რუსთაველი თუ უბრალოდ, ვერ წარმოთქვამდა გადასაღებ მოედანზე ვერავინ სწორად, მაგრამ პირველად მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე საქართველო საკმაოდ ცუდი კონტექსტით გახდა ცნობილი.

2010 წელს გამოვიდა Undisputed 3, რომელიც ორი არც ისე წარმატებული და უხარისხო ექშენ დილოგის გაგრძელება გახლდათ. ფილმში მოქმედება საქართველოს ერთ-ერთ ციხეში მიმდინარეობს, სადაც არალეგალური ბრძოლები იმართება პატიმრებს შორის. შესაბამისად სახეზეა კორუმპირებული სისტემა, რომელიც შესაძლოა არც ისე შორსაა რეალობისგან, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მიმართ შეხედულების ჩამოყალიბებაზე კარგად ვერ მოქმედებს. ფილმში ჩნდებიან ქართველი პერსონაჟები რეზო და გაგა, რომლებიც ბოლოს მთავარ გმირს უღალატებენ, შესაბამისად, არა მხოლოდ სისტემურ დონეზე, ინდივიდუალურადაც კი ერთი ეთნიკურად ქართველიც კი არ არის დადებითად ნაჩვენები.

ალფონსო კურაონის ბრწყინვალე პოსტ აპოკალიპტურ ფილმში ”კაცობრიობის პირმშო” მშობლიური ენის გაგონება სიამოვნებას მოგანიჭებთ. მთავარი პერსონაჟი დედამიწაზე არსებულ ერთადერთ შობადობის უნარშემორჩენილ ქალთან ერთად ეძებს თავშესაფარს. ნახევრად დანგრეული შენობის დერეფნებში, სადაც ინტერნაციონალის სრული პალიტრაა წარმოდგენილი, ერთადერთი ადამიანი, რომელიც მათ დახმარების ხელს გაუწვდის, ქართველი მოხუცი აღმოჩნდება. ერთ-ერთი ეპიზოდური გმირი, რომელიც ტიტრებში მოხსენიებულია როგორც ”ქართველი მამაკაცი” კაცობრიობის გადაგვარების პირობებში აღმოჩნდება ის, ვისაც არ დაუკარგავს ემპათია და შენარჩუნებული აქვს სხვაზე ზრუნვის ინსტინქტი. ფილმში ამის აღმოჩენა ძალიან სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს, მაგრამ ეს ხდება მხოლოდ ჩვენს სოციუმში, ნებისმიერი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ვერც მიხვდება, რომელ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება ზემოთნახსენები მოხუცი და შესაბამისად ეს არც კინოსტერეოტიპების ნგრევის საქმეში შეტანილი წვლილი არ იქნება.

დევიდ კრონენბერგის ”აღმოსავლურ დაპირებებში”, რომელიც რუსული ქურდული სამყაროს შესახებ მოგვითხრობს, არის სცენა, სადაც კრიმინალური ავტორიტეტი, ამერიკაში დაფუძნებული რუსი (ვინსენ კასელის შესრულებით) სვამს ღვინოს და სადღეგრძელოს ამბობს, სადაც იხსენებს ძველ სიყვარულს, ქართველ გოგოს, რომელთანაც რომანტიკული გრძნობები აკავშირებდა. ეს ერთის მხრივ ძალიან ზედაპირული და გაკვრით ნათქვამი ფრაზა კიდევ უფრო ამყარებს იმ ფუნდამენტს, რომელიც ვერა და ვერ დაინგრა და რასაც საქართველოს რუსეთთან გაიგივება შეიძლება ვუწოდოთ. კი, სასიამოვნოა როდესაც ბრწყინვალე კანადელი რეჟისორის სურათში არანაკლებ ბრწყინვალე ფრანგი მსახიობი დადებით კონტექსტში მოიხსენიებს შენს ქვეყანას, მაგრამ ეს არის რუსი კრიმინალის ნოსტალგიური მოგონება, რომელიც მაყურებელს არ აძლევს არანაირ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა არის საქართველო.

უახლოეს წარსულში კიდევ ერთხელ გაისმა ჩვენი ქვეყნის სახელი ამერიკულ ბლოკბასტერში. კრიმინალურ დეტექტივში ”ჯეკ რიჩერი”, სადაც ტიტულოვან გმირს ტომ კრუზი განასახიერებს, ერთ-ერთი პერსონაჟი (როზმუნდ პაიკის შესრულებით) ყვება ისტორიას კომპანიაზე, რომლის ძალაუფლებაც სიმსივნური მეტასტაზებივით ვრცელდება. ის ყვება, რომ ეს კორუმპირებული კომპანია მუშაობს საქართველოში, რომელიც რუსეთის მეზობლად მდებარეობს. ”ერთ ჯერზე ერთ ქალაქში ისინი ყიდულობენ ადგილობრივ ინფრასტრუქტურულ ერთეულებს, აშენებენ ხიდებს, რომლებიც არავის ჭირდება, აგებენ გზებს, რომლებსაც არავინ იყენებს. ეს სიმსივნესავითაა: დაშინება, კორუფცია, მკვლელობა” - ამბობს პაიკის გმირი.

რეალურად ის არც იტყუება და ეს ყველაზე ზუსტი აღწერაა იმ პერიოდის საქართველოში არსებული სოც-პოლიტიკის. აქედან გამომდინარე, უკვე სტერეოტიპების ადგილს რეალობა იკავებს. თუ 80-იანებში საქართველოს შესახებ მსოფლიოს არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდა და შესაბამისად პოპკულტურაში ჩვენი გამოჩენა კარიკატურული და დამახინჯებული იყო, დღეისათვის, როდესაც ინფორმაციის ნაკლებობა აღარ არსებობს, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ წარმოვჩნდებით გლობალურ ასპარეზზე, ამ შემთხვევაში კინემატოგრაფში.

იმაზე საუბარი, რომ კონკრეტული ფილმი თუ რეჟისორი ცუდ სამსახურს წევს, როდესაც ასე მარგინალურად მოიხსენიებს ჩვენს სახელმწიფოს, ყოველგვარ ლოგიკას და საღ აზრსაა მოკლებული. ჩვენ იმაზე არ უნდა ვიღელვოთ, რომ მომავალშიც არ გამოჩნდეს ”ჯეკ რიჩერის” მსგავსი ფილმები, სადაც ასე მწარედ მოგვახლიან მთელ სიმართლეს. აქცენტი იმაზე უნდა გაკეთდეს, რომ აღარავის ჰქონდეს საქართველოს ცუდ კონტექსტში მოხსენიების სურვილი. ჩვენ თავად უნდა გავანადგუროთ ის სტერეოტიპები, რომლითაც გვიცნობენ.

ბაჩო ოდიშარია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება