საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მზად ვარ, ვიშვილო ასურელი ქრისტიანი ბავშვები", როდესაც საქართველოში პატარები შიმშილით კვდებიან
"მზად ვარ, ვიშვილო ასურელი ქრისტიანი ბავშვები", როდესაც საქართველოში პატარები შიმშილით კვდებიან

ბოლო დღე­ე­ბის მან­ძილ­ზე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი თემა ერაყ­ში ქრი­სი­ტი­ან­თა და­ხოც­ვაა. ბუ­ნებ­რი­ვია, არა­ვინ და­ობს, რომ ამა­ზე ამაზ­რზე­ნი და სა­ში­ნე­ლი ქმე­დე­ბა იშ­ვი­ა­თად მომ­ხდა­რა მსოფ­ლი­ო­ში. ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს მებ­რძო­ლე­ბი ხო­ცა­ვენ ყვე­ლას, გა­ნურ­ჩევ­ლად ასა­კი­სა. პა­ტა­რებს წა­სას­ვლე­ლი თით­ქმის არ­სად აქვთ და ისი­ნი ფა­ნა­ტი­კოს­თა ქმე­დე­ბას ეწი­რე­ბი­ან. სი­რი­ა­სა და ერაყ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლო­ში (უფრო მარ­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, თუ დავ­წერთ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში) გაჩ­ნდა მო­წო­დე­ბე­ბი: "მზად ვარ ვიშ­ვი­ლო ასუ­რე­ლი ქრის­ტი­ა­ნი ბავ­შვე­ბი".

გა­ჭირ­ვე­ბულ ბავ­შვის აღ­ზრდა­ზე დიდი მად­ლი რა შე­იძ­ლე­ბა იყოს, მაგ­რამ ამ მო­წო­დე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ერთი კი­თხვა გა­მიჩ­ნდა, აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ღაც ფა­ნა­ტი­კოს­მა უნდა და­ხო­ცოს ბავ­შვე­ბი, რომ ვინ­მეს მათი ოჯახ­ში მიყ­ვა­ნის და თა­ნად­გო­მის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდეს?! სა­უ­ბე­დუ­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი ოჯა­ხია, რო­მელ­თაც ელე­მენ­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბი არ გა­აჩ­ნი­ათ და ხში­რად ამ ოჯა­ხე­ბის პა­ტა­რებს ელე­მენ­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბიც არ აქვთ, ასე­თი ბავ­შვე­ბის შვი­ლად აყ­ვა­ნის სურ­ვილს რა­ტომ არ გა­მოვ­თქვამთ?! მახ­სოვს და­ახ­ლო­ე­ბით 3 წლის წინ აჭა­რა­ში პა­ტა­რა ბავ­შვი შიმ­ში­ლით ისე და­სუს­ტდა, რომ გარ­და­იც­ვა­ლა, მა­შინ სად ვი­ყა­ვით?! რა­ტომ არა­ვის გაგ­ვიჩ­ნდა სურ­ვი­ლი, ეს პა­ტა­რა გვეშ­ვი­ლე­ბი­ნა და ნორ­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში აღგ­ვე­ზარ­და. სა­უ­ბე­დუ­როდ, კი­დევ ბევ­რი პა­ტა­რა გა­ნიც­დის ასეთ გა­ჭირ­ვე­ბას და იქ­ნებ მათ­თვი­საც მიგ­ვე­ხე­და.

სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რე­ბელ­თა გარ­კვე­ულ რა­ო­დე­ნო­ბას (ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლას არ ეხე­ბა), სა­ო­ცა­რი მის­წრა­ფე­ბა აქვს "ლა­ი­ქე­ბი­სად­მი" და დღის მან­ძილ­ზე ცდი­ლობს, ისე­თი სტა­ტუ­სი და­წე­როს, რაც ბევრ "ლა­იქს" მი­ი­ღებს, ჰოდა ისი­ნიც წე­რენ და და­წე­რეს კი­დეც: "მზად ვარ ვიშ­ვი­ლო...", მერე დაჯ­და და ით­ვა­ლა, სა­ღა­მოს სახ­ლში მო­სულ მე­უღ­ლეს ნიშ­ნის­მო­გე­ბით უთხრა, რომ დღეს ათა­სამ­დე "ლა­ი­ქი" ჰქონ­და და თით­ქმის ამ­დე­ნი­ვე კო­მენ­ტა­რი, ამა­ვე დღის ბო­ლოს კი მშვი­დად უყუ­რა სე­რი­ა­ლის მომ­დევ­ნო სე­რი­ას, მერე დაწ­ვა და და­ი­ძი­ნა, ხოლო ის ბავ­შვე­ბი კი, რო­მელ­თა შვი­ლად აყ­ვა­ნის­თვი­საც მზად იყო, სიზ­მრა­დაც არ უნა­ხავს.

ასი­რი­ე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბის და­ხოც­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ტი­უ­რო­ბით 2-3 დღე ვრცელ­დე­ბო­და. ეს დღე­ე­ბია, ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია აღარ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა, ანუ თე­მამ აქ­ტუ­ა­ლო­ბა და­კარ­გა, შე­სა­ბა­მი­სად, აღარ­სად ჩანს ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლი მო­წო­დე­ბაც. რა, ამ ბავ­შვებს მფარ­ვე­ლი გა­მო­უჩ­ნდათ, თუ ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო­სა­გან საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბათ?!

კი­დევ უფრო ამაზ­რზე­ნი იყო მო­წო­დე­ბა­ში და­კონ­კრე­ტე­ბა - "მზად ვარ ვიშ­ვი­ლო ასუ­რე­ლი ქრის­ტი­ა­ნი ბავ­შვე­ბი". ვინც ამას წერ­და, რით გან­სხვავ­დე­ბო­და ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს იმ მებ­რძო­ლი­სა­გან, რო­მე­ლიც სარ­წმუ­ნო­ე­ბის გამო ხო­ცავ­და პა­ტა­რებს?! რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, უმ­წეო პა­ტა­რას რწმე­ნას ხაზი გა­უს­ვა და ამის მი­ხედ­ვით გა­და­წყვი­ტო, ვის გა­უწ­ვდი დახ­მა­რე­ბის ხელს და ვის არა.

რო­გორც ჩანს ასი­რი­ე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ჩა­მო­დი­ან და ის ხუ­თა­სი ოჯა­ხი, რო­მე­ლიც მზად იყო, ასი­რი­ელ­თა ბავ­შვე­ბი მი­ე­ღო (სწო­რედ ეს რი­ცხვი გა­ავ­რცე­ლა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ფე­ის­ბუ­ქის ოფი­ცი­ა­ლურ­მა გვერდმა), კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ გა­ჭირ­ვე­ბულ პა­ტა­რებს მი­ხე­და­ვენ.

შე­იძ­ლე­ბა მათი ეს ქველ­მოქ­მე­დე­ბა "და­უ­ლა­ი­ქე­ბე­ლი" დარ­ჩეს, მაგ­რამ კარ­გი საქ­მე ნამ­დვი­ლად გა­კეთ­დე­ბა.

P.S. ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, ბევ­რმა მარ­თლაც წრფე­ლი გუ­ლით და­წე­რა, რომ მზად იყო, ბავ­შვე­ბი მი­ე­ღო ოჯახ­ში და ბუ­ნებ­რი­ვია, ეს წე­რი­ლი მათ არ ეხე­ბათ.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"მზად ვარ, ვიშვილო ასურელი ქრისტიანი ბავშვები", როდესაც საქართველოში პატარები შიმშილით კვდებიან

"მზად ვარ, ვიშვილო ასურელი ქრისტიანი ბავშვები", როდესაც საქართველოში პატარები შიმშილით კვდებიან

ბოლო დღეების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა ერაყში ქრისიტიანთა დახოცვაა. ბუნებრივია, არავინ დაობს, რომ ამაზე ამაზრზენი და საშინელი ქმედება იშვიათად მომხდარა მსოფლიოში. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ხოცავენ ყველას, განურჩევლად ასაკისა. პატარებს წასასვლელი თითქმის არსად აქვთ და ისინი ფანატიკოსთა ქმედებას ეწირებიან. სირიასა და ერაყში მიმდინარე მოვლენების პარალელურად საქართველოში (უფრო მართებული იქნება, თუ დავწერთ სოციალურ ქსელში) გაჩნდა მოწოდებები: "მზად ვარ ვიშვილო ასურელი ქრისტიანი ბავშვები".

გაჭირვებულ ბავშვის აღზრდაზე დიდი მადლი რა შეიძლება იყოს, მაგრამ ამ მოწოდების პარალელურად ერთი კითხვა გამიჩნდა, აუცილებლად ვიღაც ფანატიკოსმა უნდა დახოცოს ბავშვები, რომ ვინმეს მათი ოჯახში მიყვანის და თანადგომის სურვილი გაუჩნდეს?! საუბედუროდ, საქართველოში უამრავი ოჯახია,  რომელთაც ელემენტარული პირობები არ გააჩნიათ და ხშირად ამ ოჯახების პატარებს ელემენტარული პირობებიც არ აქვთ, ასეთი ბავშვების შვილად აყვანის სურვილს რატომ არ გამოვთქვამთ?! მახსოვს დაახლოებით 3 წლის წინ აჭარაში პატარა ბავშვი შიმშილით ისე დასუსტდა, რომ გარდაიცვალა, მაშინ სად ვიყავით?! რატომ არავის გაგვიჩნდა სურვილი, ეს პატარა გვეშვილებინა და ნორმალურ პირობებში აღგვეზარდა. საუბედუროდ, კიდევ ბევრი პატარა განიცდის ასეთ გაჭირვებას და იქნებ მათთვისაც მიგვეხედა.

სამწუხარო რეალობაა, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელთა გარკვეულ რაოდენობას (ბუნებრივია, ყველას არ ეხება), საოცარი მისწრაფება აქვს "ლაიქებისადმი" და დღის მანძილზე ცდილობს, ისეთი სტატუსი დაწეროს, რაც ბევრ "ლაიქს" მიიღებს, ჰოდა ისინიც წერენ და დაწერეს კიდეც: "მზად ვარ ვიშვილო...", მერე დაჯდა და ითვალა, საღამოს სახლში მოსულ მეუღლეს ნიშნისმოგებით უთხრა, რომ დღეს ათასამდე "ლაიქი" ჰქონდა და თითქმის ამდენივე კომენტარი, ამავე დღის ბოლოს კი მშვიდად უყურა სერიალის მომდევნო სერიას, მერე დაწვა და დაიძინა, ხოლო ის ბავშვები კი, რომელთა შვილად აყვანისთვისაც მზად იყო, სიზმრადაც არ უნახავს.

ასირიელი ქრისტიანების დახოცვის შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებული აქტიურობით 2-3 დღე ვრცელდებოდა. ეს დღეებია, ახალი ინფორმაცია აღარ გავრცელებულა, ანუ თემამ აქტუალობა დაკარგა, შესაბამისად, აღარსად ჩანს ზემოთაღნიშნული მოწოდებაც. რა, ამ ბავშვებს მფარველი გამოუჩნდათ, თუ ისლამური სახელმწიფოსაგან საფრთხე აღარ ემუქრებათ?!

კიდევ უფრო ამაზრზენი იყო მოწოდებაში დაკონკრეტება - "მზად ვარ ვიშვილო ასურელი ქრისტიანი ბავშვები". ვინც ამას წერდა, რით განსხვავდებოდა ისლამური სახელმწიფოს იმ მებრძოლისაგან, რომელიც სარწმუნოების გამო ხოცავდა პატარებს?! როგორ შეიძლება, უმწეო პატარას რწმენას ხაზი გაუსვა და ამის მიხედვით გადაწყვიტო, ვის გაუწვდი დახმარების ხელს და ვის არა.

როგორც ჩანს ასირიელი ქრისტიანები საქართველოში არ ჩამოდიან და ის ხუთასი ოჯახი, რომელიც მზად იყო, ასირიელთა ბავშვები მიეღო (სწორედ ეს რიცხვი გაავრცელა "ქართული ოცნების" ფეისბუქის ოფიციალურმა გვერდმა), კარგი იქნება, თუ საქართველოში მცხოვრებ გაჭირვებულ პატარებს მიხედავენ.

შეიძლება მათი ეს ქველმოქმედება "დაულაიქებელი" დარჩეს, მაგრამ კარგი საქმე ნამდვილად გაკეთდება.

P.S. ეჭვიც არ მეპარება, ბევრმა მართლაც წრფელი გულით დაწერა, რომ მზად იყო, ბავშვები მიეღო ოჯახში და ბუნებრივია, ეს წერილი მათ არ ეხებათ.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ