პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის განცხადება ციხიდან
იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის განცხადება ციხიდან

დნმ-ის ნი­მუ­ში, რო­მე­ლიც იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის აფეთ­ქე­ბის ად­გი­ლი­დან არის ამო­ღე­ბუ­ლი და რომ­ლის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­ზეც გა­მო­ძი­ე­ბა მუ­შა­ობს, გე­ნინ­სპექ­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს როინ ასა­ნი­ძეს ეკუთ­ვნის, - ამის შე­სა­ხებ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გია სო­სა­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მე­ლიც დღეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ად­ვო­კატ­მა სოსო ჯოგ­ლი­ძემ შე­ი­ტა­ნა.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფ გია სო­სა­ნაშ­ვილს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გუ­შინ შეხ­ვდა, ესა­უბ­რა და გან­ცხა­დე­ბაც სწო­რედ გუ­შინ წა­მო­ი­ღო. ად­ვო­კა­ტის თქმით, სო­სა­ნაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ 2015 წლის 6 თე­ბერ­ვალს მის­გან დნმ-ის სინ­ჯე­ბი აი­ღეს, რომ­ლის გა­ყალ­ბე­ბით გა­და­ტა­ნა მოხ­და ვა­ზა­გაშ­ვი­ლის აფეთ­ქე­ბის ად­გი­ლას. ად­ვო­კა­ტის თქმით, სო­სა­ნაშ­ვილს დნმ-ს ნი­მუ­ში სა­კუ­თარ კა­ბი­ნეტ­ში გე­ნინ­სპექ­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა როინ ასა­ნი­ძემ აუღო და შემ­დეგ აფეთ­ქე­ბის ად­გი­ლას გა­და­ი­ტა­ნა, სა­დაც ასა­ნი­ძის კვა­ლიც დარ­ჩა. ად­ვო­კა­ტის თქმით, სო­სა­ნაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ იგი გე­ნინ­სპექ­ცი­ა­ში თავ­და­პირ­ვე­ლი და­ბა­რე­ბის შე­სა­ხებ და­უ­კავ­შირ­და თა­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას და კი­დევ ერთ პირს, რო­მელ­საც ჯერ­ჯე­რო­ბით არ ასა­ხე­ლებს და და­ბა­რე­ბის შე­სა­ხებ აც­ნო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა გია სო­სა­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბის ტექსტს, რო­მე­ლიც დღეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მის­მა ად­ვო­კატ­მა მი­ი­ტა­ნა, ასე­თია.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ 2015 წლის 06 თე­ბერ­ვალს ჩემს მი­მართ უკა­ნო­ნოდ, ყო­ველ­გვა­რი და­სა­ბუ­თე­ბის გა­რე­შე, შსს-ს გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ა­ში, კერ­ძოდ, მა­ღალ­ჩი­ნო­სან რო­ი­ნი ასა­ნი­ძის მხრი­დან, გან­ხორ­ცი­ელ­და მო­ტყუ­ე­ბით, უკა­ნო­ნოდ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა ორი ექ­სპერ­ტის კრი­მი­ნა­ლის­ტის დახ­მა­რე­ბით, რომ­ლე­ბიც მან გა­მო­ი­ძა­ხა ამ ყვე­ლაფ­რის­თვის. კერ­ძოდ, თვი­თონ­ვე ჩა­მი­ტა­რა ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბა თა­ვი­სი­ვე კა­ბი­ნეტ­ში და შემ­დეგ ექ­სპერტ-კრი­მი­ნი­ა­ლის­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით პი­რის ღრუ­დან ამი­ღეს გე­ნე­ტი­კუ­რი (დნმ) ექ­სპერ­ტი­ზის ნი­მუ­შე­ბი და თუ რაში სჭირ­დე­ბო­დათ, არ უთ­ქვამთ, რა­საც არ ეს­წრე­ბო­და ჩემი ად­ვო­კა­ტი, რო­მე­ლიც ამ შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია, და ნი­მუ­ში ჩემი არ და­ლუ­ქუ­ლა, არ და­სუ­რა­თე­ბუ­ლა და შე­სა­ბა­მის პა­კეტ­ზე, რო­მე­ლიც უნდა და­ლუ­ქუ­ლი­ყო, მე და იმ დამ­სწრე პი­რებს ხელი არ მოგ­ვი­წე­რია და თა­რი­ღიც არ დას­მუ­ლა. პი­რი­ქით, სპე­ცი­ა­ლუ­რი, ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის, შარ­დის ანა­ლი­ზის ქი­ლი­დან, წე­ბო­ვა­ნი ფირ­ფი­ტით, იცით თქვენ აღ­ნიშ­ნუ­ლი რა­ცაა, ჩემი დნმ-ის ნი­მუ­ში გა­და­ტა­ნი­ლი იქნა ხელ­ყუმ­ბა­რის სა­ხე­ლურ­ზე, რო­მე­ლიც შემ­დეგ, მე­ო­რე დღეს 07 თე­ბერ­ვალს ჩემი და­კა­ვე­ბი­სას იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ჩემს სამ­ხი­ლად პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, და გე­ნე­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას, რო­მე­ლიც აღ­მო­ა­ჩი­ნეს ხელ­ყუმ­ბა­რის სა­ხე­ლურ­ზე ბა­ჟო­ლუ­რი წილი, რო­მე­ლიც ჩემი დნმ-ის იდენ­ტუ­რია, მი­ნო­რუ­ლი წილი რო­ი­ნი ასა­ნი­ძეს ეკუთ­ვნის. ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­თაღ­ნიშ­ნულ­ზე, არ დავ­კი­თხულ­ვარ არც მე და არც რო­ი­ნი ასა­ნი­ძე და არა მარ­ტო და­ი­კი­თხოს, აუ­ღონ მა­საც დნმ-ის ნი­მუ­ში და სი­მარ­თლეს ყვე­ლა გა­ი­გებს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მე ორ­ჯერ გან­ვუ­ცხა­დე მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­მომ­ძი­ე­ბელ ჭან­კო­ტა­ძეს, რა­ზეც მი­პა­სუ­ხა გა­ვარ­კვე­ვო, და ყო­ვე­ლი­ვე სი­მარ­თლის გარ­კვე­ვის ნაც­ვლად 17.04.2015 აპ­რილს ბრა­ლი 103 მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის ბე პუნ­ქტით და­მიმ­ძი­მეს, რა­შიც ვარ უდა­ნა­შა­უ­ლო და იურა ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას­თან სა­ერ­თოდ კავ­ში­რიც არ მაქვს. გთხოვთ, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ხმა მი­აწ­ვდი­ნოთ შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს, რათა გა­ი­გონ ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ უკ­ნო­ნო ქმე­დე­ბებ­ზე და და­ი­კი­ხოს და ჩა­უ­ტარ­დეს გე­ნე­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის ნი­მუ­ში რო­ი­ნი ასა­ნი­ძეს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ჩემი სი­მარ­თლე და უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა გა­ურ­კვე­ვე­ლი დარ­ჩე­ბა.

პა­ტი­ვის­ცე­მით, გი­ორ­გი სო­სა­ნაშ­ვი­ლი", - ნათ­ქვა­მია სო­სა­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში, რომ­ლი­თაც მან სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა დაც­ვის ლი­გას მი­მარ­თა.

ხა­თუ­ნა გაგ­ნი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის განცხადება ციხიდან

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის განცხადება ციხიდან

დნმ-ის ნიმუში, რომელიც იური ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილიდან არის ამოღებული და რომლის იდენტიფიცირებაზეც გამოძიება მუშაობს, გენინსპექციის სამმართველოს უფროსს როინ ასანიძეს ეკუთვნის, - ამის შესახებ ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც დღეს პროკურატურაში ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ შეიტანა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფ გია სოსანაშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გუშინ შეხვდა, ესაუბრა და განცხადებაც სწორედ გუშინ წამოიღო. ადვოკატის თქმით, სოსანაშვილი ამბობს, რომ 2015 წლის 6 თებერვალს მისგან დნმ-ის სინჯები აიღეს, რომლის გაყალბებით გადატანა მოხდა ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილას. ადვოკატის თქმით, სოსანაშვილს დნმ-ს ნიმუში საკუთარ კაბინეტში გენინსპექციის სამმართველოს უფროსმა როინ ასანიძემ აუღო და შემდეგ აფეთქების ადგილას გადაიტანა, სადაც ასანიძის კვალიც დარჩა. ადვოკატის თქმით, სოსანაშვილი აცხადებს, რომ იგი გენინსპექციაში თავდაპირველი დაბარების შესახებ დაუკავშირდა თავის ხელმძღვანელობას და კიდევ ერთ პირს, რომელსაც ჯერჯერობით არ ასახელებს და დაბარების შესახებ აცნობა.

რაც შეეხება გია სოსანაშვილის განცხადების ტექსტს, რომელიც დღეს პროკურატურაში მისმა ადვოკატმა მიიტანა, ასეთია.

"მოგეხსენებათ, რომ 2015 წლის 06 თებერვალს ჩემს მიმართ უკანონოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, შსს-ს გენერალურ ინსპექციაში, კერძოდ, მაღალჩინოსან როინი ასანიძის მხრიდან, განხორციელდა მოტყუებით, უკანონოდ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება ორი ექსპერტის კრიმინალისტის დახმარებით, რომლებიც მან გამოიძახა ამ ყველაფრისთვის. კერძოდ, თვითონვე ჩამიტარა ნარკოლოგიური შემოწმება თავისივე კაბინეტში და შემდეგ ექსპერტ-კრიმინიალისტების დახმარებით პირის ღრუდან ამიღეს გენეტიკური (დნმ) ექსპერტიზის ნიმუშები და თუ რაში სჭირდებოდათ, არ უთქვამთ, რასაც არ ესწრებოდა ჩემი ადვოკატი, რომელიც ამ შემთხვევაში აუცილებელია, და ნიმუში ჩემი არ დალუქულა, არ დასურათებულა და შესაბამის პაკეტზე, რომელიც უნდა დალუქულიყო, მე და იმ დამსწრე პირებს ხელი არ მოგვიწერია და თარიღიც არ დასმულა. პირიქით, სპეციალური, ნარკოლოგიური შემოწმების, შარდის ანალიზის ქილიდან, წებოვანი ფირფიტით, იცით თქვენ აღნიშნული რაცაა, ჩემი დნმ-ის ნიმუში გადატანილი იქნა ხელყუმბარის სახელურზე, რომელიც შემდეგ, მეორე დღეს 07 თებერვალს ჩემი დაკავებისას იქნა გამოყენებული ჩემს სამხილად პროკურატურაში, და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც აღმოაჩინეს ხელყუმბარის სახელურზე ბაჟოლური წილი, რომელიც ჩემი დნმ-ის იდენტურია, მინორული წილი როინი ასანიძეს ეკუთვნის. ყოველივე ზემოთაღნიშნულზე, არ დავკითხულვარ არც მე და არც როინი ასანიძე და არა მარტო დაიკითხოს, აუღონ მასაც დნმ-ის ნიმუში და სიმართლეს ყველა გაიგებს. ამასთან დაკავშირებით მე ორჯერ განვუცხადე მთავარი პროკურატურის გამომძიებელ ჭანკოტაძეს, რაზეც მიპასუხა გავარკვევო, და ყოველივე სიმართლის გარკვევის ნაცვლად 17.04.2015 აპრილს ბრალი 103 მუხლის მესამე ნაწილის ბე პუნქტით დამიმძიმეს, რაშიც ვარ უდანაშაულო და იურა ვაზაგაშვილის მკვლელობასთან საერთოდ კავშირიც არ მაქვს. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად ხმა მიაწვდინოთ შესაბამის უწყებებს, რათა გაიგონ ჩემს წინააღმდეგ განხორციელებულ უკნონო ქმედებებზე და დაიკიხოს და ჩაუტარდეს გენეტიკური ექსპერტიზის ნიმუში როინი ასანიძეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი სიმართლე და უდანაშაულობა გაურკვეველი დარჩება.

პატივისცემით, გიორგი სოსანაშვილი", - ნათქვამია სოსანაშვილის განცხადებაში, რომლითაც მან საქართველოს სამართალდამცავთა დაცვის ლიგას მიმართა.

ხათუნა გაგნიძე

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ