პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილიდან აღებული დნმ-ის ნიმუში, გენინსპექციის სამმართველოს უფროსს ეკუთვნის"
"ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილიდან აღებული დნმ-ის ნიმუში, გენინსპექციის სამმართველოს უფროსს ეკუთვნის"

დნმ-ის ნი­მუ­ში, რო­მე­ლიც იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის აფეთ­ქე­ბის ად­გი­ლი­დან არის ამო­ღე­ბუ­ლი და რომ­ლის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­ზეც გა­მო­ძი­ე­ბა მუ­შა­ობს, გე­ნინ­სპექ­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს როინ ასა­ნი­ძეს ეკუთ­ვნის, - ამის შე­სა­ხებ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გია სო­სა­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მე­ლიც დღეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ად­ვო­კატ­მა სოსო ჯოგ­ლი­ძემ შე­ი­ტა­ნა.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფ გია სო­სა­ნაშ­ვილს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გუ­შინ შეხ­ვდა, ესა­უბ­რა და გან­ცხა­დე­ბაც სწო­რედ გუ­შინ წა­მო­ი­ღო. ად­ვო­კა­ტის თქმით, სო­სა­ნაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ 2015 წლის 6 თე­ბერ­ვალს მის­გან დნმ-ის სინ­ჯე­ბი აი­ღეს, რომ­ლის გა­ყალ­ბე­ბით გა­და­ტა­ნა მოხ­და ვა­ზა­გაშ­ვი­ლის აფეთ­ქე­ბის ად­გი­ლას. ად­ვო­კა­ტის თქმით, სო­სა­ნაშ­ვილს დნმ-ს ნი­მუ­ში სა­კუ­თარ კა­ბი­ნეტ­ში გე­ნინ­სპექ­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა როინ ასა­ნი­ძემ აუღო და შემ­დეგ აფეთ­ქე­ბის ად­გი­ლას გა­და­ი­ტა­ნა, სა­დაც ასა­ნი­ძის კვა­ლიც დარ­ჩა. ად­ვო­კა­ტის თქმით, სო­სა­ნაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ იგი გე­ნინ­სპექ­ცი­ა­ში თავ­და­პირ­ვე­ლი და­ბა­რე­ბის შე­სა­ხებ და­უ­კავ­შირ­და თა­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას და კი­დევ ერთ პირს, რო­მელ­საც ჯერ­ჯე­რო­ბით არ ასა­ხე­ლებს და და­ბა­რე­ბის შე­სა­ხებ აც­ნო­ბა.

"ამ პირ­მა, რო­მელ­საც გია სო­სა­ნაშ­ვი­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით არ ასა­ხე­ლებს, უთხრა, რომ რო­დე­საც გე­ნინ­სპექ­ცი­ი­დან გა­მო­ვი­დო­და, და­ე­რე­კა და მო­ე­ყო­ლა თუ რა მოხ­დე­ბო­და. სო­სა­ნაშ­ვი­ლი მას და­უ­კავ­შირ­და და მო­უყ­ვა, რომ დნმ-ის ნი­მუ­ში აუ­ღეს. ეს პირი, რო­მელ­ზეც სო­სა­ნაშ­ვი­ლი სა­უბ­რობს არის პრე­მი­ერ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი და ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი მზად არის სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მისი ვი­ნა­ო­ბა და­ა­სა­ხე­ლოს", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ად­ვო­კა­ტის მის­ვლის მი­ზეზს, მან სო­სა­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას­თან ერ­თად პრო­კუ­რა­ტუ­რას შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა, გე­ნინ­სპექ­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს როინ ასა­ნი­ძეს აუ­ღონ დნმ-ის ანა­ლი­ზი მხა­რე­თა თან­დას­წრე­ბით. ასე­ვე სო­სა­ნაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი მისი დაც­ვის ქვეშ მყოფ­ზე დაყ­რდნო­ბით ითხოვს, რომ სო­სა­ნაშ­ვი­ლის და­კი­თხვა დნმ-ს ანა­ლი­ზის აღე­ბის ფაქ­ტზე გა­ნე­ო­რე­ბით მოხ­დეს.

"პრო­კუ­რა­ტუ­რას მინ­და ვუ­თხრა, რომ ნუ­ღარ იწ­ვა­ლებს, აფეთ­ქე­ბის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლი მე­ო­რე დნმ-ის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი ეკუთ­ვნის გე­ნინ­სპექ­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს როინ ასა­ნი­ძეს", - გა­ნა­ცხა­და სოსო ჯოგ­ლი­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილიდან აღებული დნმ-ის ნიმუში, გენინსპექციის სამმართველოს უფროსს ეკუთვნის"

"ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილიდან აღებული დნმ-ის ნიმუში, გენინსპექციის სამმართველოს უფროსს ეკუთვნის"

დნმ-ის ნიმუში, რომელიც იური ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილიდან არის ამოღებული და რომლის იდენტიფიცირებაზეც გამოძიება მუშაობს, გენინსპექციის სამმართველოს უფროსს როინ ასანიძეს ეკუთვნის, - ამის შესახებ ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც დღეს პროკურატურაში ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ შეიტანა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფ გია სოსანაშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გუშინ შეხვდა, ესაუბრა და განცხადებაც სწორედ გუშინ წამოიღო. ადვოკატის თქმით, სოსანაშვილი ამბობს, რომ 2015 წლის 6 თებერვალს მისგან დნმ-ის სინჯები აიღეს, რომლის გაყალბებით გადატანა მოხდა ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილას. ადვოკატის თქმით, სოსანაშვილს დნმ-ს ნიმუში საკუთარ კაბინეტში გენინსპექციის სამმართველოს უფროსმა როინ ასანიძემ აუღო და შემდეგ აფეთქების ადგილას გადაიტანა, სადაც ასანიძის კვალიც დარჩა. ადვოკატის თქმით, სოსანაშვილი აცხადებს, რომ იგი გენინსპექციაში თავდაპირველი დაბარების შესახებ დაუკავშირდა თავის ხელმძღვანელობას და კიდევ ერთ პირს, რომელსაც ჯერჯერობით არ ასახელებს და დაბარების შესახებ აცნობა.

"ამ პირმა, რომელსაც გია სოსანაშვილი ჯერჯერობით არ ასახელებს, უთხრა, რომ როდესაც გენინსპექციიდან გამოვიდოდა, დაერეკა და მოეყოლა თუ რა მოხდებოდა. სოსანაშვილი მას დაუკავშირდა და მოუყვა, რომ დნმ-ის ნიმუში აუღეს. ეს პირი, რომელზეც სოსანაშვილი საუბრობს არის პრემიერთან დაახლოებული პირი და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მზად არის საჭიროების შემთხვევაში მისი ვინაობა დაასახელოს", - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება პროკურატურაში ადვოკატის მისვლის მიზეზს, მან სოსანაშვილის განცხადებასთან ერთად პროკურატურას შუამდგომლობით მიმართა, გენინსპექციის სამმართველოს უფროსს როინ ასანიძეს აუღონ დნმ-ის ანალიზი მხარეთა თანდასწრებით. ასევე სოსანაშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფზე დაყრდნობით ითხოვს, რომ სოსანაშვილის დაკითხვა დნმ-ს ანალიზის აღების ფაქტზე განეორებით მოხდეს.

"პროკურატურას მინდა ვუთხრა, რომ ნუღარ იწვალებს, აფეთქების ადგილიდან ამოღებული მეორე დნმ-ის იდენტიფიცირებაზე. აღნიშნული ეკუთვნის გენინსპექციის სამმართველოს უფროსს როინ ასანიძეს", - განაცხადა სოსო ჯოგლიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ