პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კლავენ საქართველოს პრეზიდენტს და ძალაუფლებას ხელში მილიარდერი იგდებს - 2004 წელს შექმნილი ამერიკული ვიდეოთამაშის სცენარი
კლავენ საქართველოს პრეზიდენტს და ძალაუფლებას ხელში მილიარდერი იგდებს - 2004 წელს შექმნილი ამერიკული ვიდეოთამაშის სცენარი

რა არის ტე­ლე­ვი­ზო­რი და რას შე­უ­წყო მან ხელი?

შეგ­ვიძ­ლია თა­მა­მად ვთქვათ, რომ ტე­ლე­ვი­ზორ­მა შექ­მნა ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მის ხანა, რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზო­რი ქმნის ერთ ჰო­მო­გე­ნურ სეგ­მენტს, ანუ ერთი სუ­რა­თი ესა­უბ­რე­ბა ყვე­ლას ერ­თნა­ი­რად და მა­ყუ­რე­ბე­ლი ვერ შე­დის ინ­ტე­რაქ­ცი­ა­ში. ამი­ტო­მაც ტე­ლე­ვი­ზო­რის ხანა ინერ­ტუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლის ხა­ნაა.

რო­დე­საც ჩნდე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია, ის ქმნის აქ­ტი­ურ მომ­ხმა­რე­ბელს. ერ­თის მხრივ, შენ რამ­დე­ნა­დაც მო­იხ­მარ, აგ­რეთ­ვე შე­გიძ­ლია გახ­დე შემ­ქმნე­ლიც. გარ­კვე­უ­ლი სა­ხით, ესაა ინ­ტე­რაქ­ცი­ა­ში ყოფ­ნა.

ხოლო ვი­დეო თა­მა­შე­ბი, მით უმე­ტეს, კარ­გი გრა­ფი­კით და გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით, სრუ­ლი­ად ახა­ლი წეს­რი­გის და­სა­წყი­სია, იქ მთლი­ა­ნად შენ ხარ შე­მოქ­მე­დი, სრუ­ლად შე­დი­ხარ ინ­ტე­რაქ­ცი­ა­ში და სუ­ბი­ექ­ტი ხდე­ბი, უბ­რა­ლოდ მთა­ვა­რი ისაა, რომ არ­სე­ბობს წი­ნას­წარ გაკ­ვა­ლუ­ლი გზა, ანუ თა­მა­შის სცე­ნა­რი.

ვინც ქმნის ვი­დეო თა­მა­შებს, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბის სცე­ნა­რის მქო­ნე თა­მა­შებს, ის თვლის, რომ მომ­ხმა­რე­ბელს გო­ნე­ბა­ში გა­უმ­ყარ­დე­ბა და ჩა­უჯ­დე­ბა მტრის ხატი და სუ­რა­თი, რად­გა­ნაც თვი­თონ ეო­მე­ბა მას. რო­გორც წესი, თა­მა­შე­ბი ლი­ბე­რა­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ის წის­ქვილ­ზე ას­ხამს ხოლ­მე წყალს, გან­სა­კუთ­რე­ბით ცნო­ბი­ლი თა­მა­შე­ბი. ჩვენ ვერ გა­ვიხ­სე­ნებთ ვერ­ცერთ მა­გა­ლითს, რო­დე­საც რო­მე­ლი­მე კომ­პი­უ­ტე­რულ თა­მაშ­ში, სა­დაც მოქ­მე­დე­ბა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის ირ­გვლივ ვი­თარ­დე­ბა, ხოლო მთა­ვა­რი გმი­რი, რომ­ლის ავა­ტა­რი­თაც თა­მა­შობ, ფა­შის­ტია.

ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ხდე­ბა, რა­საც სა­ბო­ლოო ჯამ­ში თა­მა­ში შე­უქ­მნის მომ­ხმა­რე­ბელს. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­დი­ო­და აქ­ტი­უ­რი პრო­პა­გან­და რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ შექ­მნი­ლი­ყო რა­ი­მე მსგავ­სი თა­მა­ში, მტე­რი აუ­ცი­ლებ­ლად რუსი იქ­ნე­ბო­და. ეს პრო­პა­გან­დის ის ნა­წი­ლი იქ­ნე­ბო­და, რო­მე­ლიც გარ­თო­ბით, აზარ­ტით და მომ­ხმა­რებ­ლის სურ­ვი­ლით იქ­ნე­ბო­და ნაკ­ვე­ბი და ამა­ვე დროს მო­ი­ტან­და სა­სურ­ველ შე­დეგს. პრო­პა­გან­და თა­ვი­სას იზამ­და, გო­ნე­ბა­ში სრუ­ლად გამ­ყარ­დე­ბო­და იმი­ჯე­ბი.

პრო­პა­გან­დის იდე­ა­ლუ­რი მა­გა­ლი­თი იყო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ შექ­მნი­ლი ვი­დეო თა­მა­ში "პო­ლი­ცია", რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავ­და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­სად­მი კე­თილ­გან­წყო­ბის შექ­მნას და მო­ზარ­დე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბას. სა­ვა­რა­უ­დოდ, შემ­ქმნე­ლებ­მა და­ას­კვნეს, რომ ასე კრი­მი­ნა­ლუ­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტი ჩა­ნაც­ვლდე­ბო­და კა­ნონ­მორ­ჩი­ლე­ბით, არა­და რე­ა­ლუ­რად მო­ცე­მუ­ლო­ბა იგი­ვე დარ­ჩა, მხო­ლოდ შე­ფუთ­ვა შე­იც­ვა­ლა. ტე­რო­რის­ტე­ბის მა­გივ­რად შე­გეძ­ლო აგერ­ჩია პო­ლი­ცია და უკვე მუნ­დირ­ში გა­მო­წყო­ბილს გე­ძა­ლა­და და მო­გეკ­ლა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი.

უცხო­ურ ვი­დეო თა­მა­შებ­ში სა­ქარ­თვე­ლო კარ­გად ათ­ვი­სე­ბუ­ლი სივ­რცეა. მა­გა­ლი­თად უბი­სოფ­ტის თა­მაშ­ში Tom Clancy's Splinter Cell მოქ­მე­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. 2004 წელს ჩვენ მოგ­ვიკ­ლა­ვენ პრე­ზი­დენტს და ძა­ლა­უფ­ლე­ბას ხელ­ში ქარ­თვე­ლი მი­ლი­არ­დე­რი კომ­ბა­ინ ნი­კო­ლა­ძე ჩა­იგ­დებს. ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცი­ის და­სა­რე­გუ­ლი­რებ­ლად ამე­რი­კი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ან სამ­ხედ­რო ეშე­ლონს. ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლო მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია, მთა­ვა­რი დატ­ვირ­თვა მო­თა­მა­შის­თვის არის ის, რომ მისი ჯო­ის­ტი­კი ხდე­ბა ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­როს ია­რა­ღი, რომ­ლი­თაც უნდა დამ­ყარ­დეს წეს­რი­გი პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­საც თა­ვად არ შე­უძ­ლია ამის გა­კე­თე­ბა.

თით­ქმის იგი­ვე პა­თო­სია ყვე­ლა მსგავს თა­მაშ­ში. Ghost Recon-ში რუ­სე­თი ახ­დენს სა­ქარ­თვე­ლოს ანექ­სი­ას, ამე­რი­კა კი ეხ­მა­რე­ბა მას მტრის მო­შო­რე­ბა­ში. Call of Duty: Modern Warfare 2-ში საბ­რძო­ლო მი­სია სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის სა­ზღვარ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. Metal Gear Rising: Revengeance ერთ-ერთი მი­სია აფხა­ზეთ­ში უნდა გა­ი­ა­რო, სა­დაც რუსი და აფხა­ზი ტე­რო­რის­ტე­ბის მოკ­ვლა გე­ვა­ლე­ბა. ამ მი­სი­ის­თვის ცალ­კე სა­უნ­დტრე­კიც კია და­წე­რი­ლი და "აფხა­ზე­თის ქუ­ჩე­ბი" ეწო­დე­ბა. მოკ­ლედ, იდენ­ტუ­რი ხა­სი­ა­თის თა­მა­შებ­ში სა­ქარ­თვე­ლო და მსგავ­სი, ამე­რი­კი­სად­მი პო­ლი­ტი­კუ­რად კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი, ხოლო რუ­სე­თის­გან ჩაგ­რუ­ლი ქვეყ­ნე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა იმის­თვის, რომ კი­დევ ერთხელ ხაზი გა­ეს­ვას იმას, თუ რამ­დე­ნად მან­კი­ე­რია რუ­სე­თი და რომ მისი შე­ჩე­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ­ნა­ი­რი პა­ტა­რა ქვეყ­ნე­ბი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის­თვის და ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის­თვი­საა გან­წი­რუ­ლი.

ასეთ დროს კი რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მთა­ვა­რი დამ­ხმა­რე ამე­რი­კაა - ყვე­ლა­ზე დი­დე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ო­ში და ამ მი­თის გამ­ყა­რე­ბა აქ­ტი­უ­რად ხდე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე საბ­რძო­ლო თა­მა­შებ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნა იდე­ა­ლუ­რად მუ­შა­ობს და მო­ზარ­დის ცნო­ბი­ერ­ში აშე­ნებს კონ­კრე­ტუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­სად­მი კონ­კრე­ტულ შე­ხე­დუ­ლე­ბებს და ცრუ ფა­სე­უ­ლო­ბებს.

გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, ამე­რი­კულ კომ­პი­უ­ტე­რულ თა­მა­შებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის გა­მო­ჩე­ნა თუ მისი ხსე­ნე­ბა მხო­ლოდ მო­ცე­მუ­ლო­ბაა, რო­მე­ლიც ჩვენ­თვის ზე­და­პი­რუ­ლი სი­ხა­რუ­ლის სა­გა­ნი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს, მაგ­რამ მას­შტა­ბუ­რი სუ­რა­თი სულ სხვა სა­ნა­ხა­ო­ბას იძ­ლე­ვა. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, გა­მო­დის, რომ სა­ქარ­თვე­ლო ბრწყინ­ვა­ლედ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სი­მუ­ლა­ცი­აა, რო­დე­საც ქარ­თველ მო­თა­მა­შეს ჰგო­ნია, რომ პა­ტი­ვი მი­ა­გეს მის ქვე­ყა­ნას, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ის უბ­რა­ლოდ დიდი მე­ქა­ნიზ­მის პა­ტა­რა დე­კო­რა­ტი­ულ დე­ტა­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს.

ბაჩო ოდი­შა­რია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

კლავენ საქართველოს პრეზიდენტს და ძალაუფლებას ხელში მილიარდერი იგდებს - 2004 წელს შექმნილი ამერიკული ვიდეოთამაშის სცენარი

კლავენ საქართველოს პრეზიდენტს და ძალაუფლებას ხელში მილიარდერი იგდებს - 2004 წელს შექმნილი ამერიკული ვიდეოთამაშის სცენარი

რა არის ტელევიზორი და რას შეუწყო მან ხელი?

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ტელევიზორმა შექმნა ტოტალიტარიზმის ხანა, როდესაც ტელევიზორი ქმნის ერთ ჰომოგენურ სეგმენტს, ანუ ერთი სურათი ესაუბრება ყველას ერთნაირად და მაყურებელი ვერ შედის ინტერაქციაში. ამიტომაც ტელევიზორის ხანა ინერტული მომხმარებლის ხანაა.

როდესაც ჩნდება სოციალური მედია, ის ქმნის აქტიურ მომხმარებელს. ერთის მხრივ, შენ რამდენადაც მოიხმარ, აგრეთვე შეგიძლია გახდე შემქმნელიც. გარკვეული სახით, ესაა ინტერაქციაში ყოფნა.

ხოლო ვიდეო თამაშები, მით უმეტეს, კარგი გრაფიკით და გამოსახულებით, სრულიად ახალი წესრიგის დასაწყისია, იქ მთლიანად შენ ხარ შემოქმედი, სრულად შედიხარ ინტერაქციაში და სუბიექტი ხდები, უბრალოდ მთავარი ისაა, რომ არსებობს წინასწარ გაკვალული გზა, ანუ თამაშის სცენარი.

ვინც ქმნის ვიდეო თამაშებს, განსაკუთრებით საომარი მოქმედების სცენარის მქონე თამაშებს, ის თვლის, რომ მომხმარებელს გონებაში გაუმყარდება და ჩაუჯდება მტრის ხატი და სურათი, რადგანაც თვითონ ეომება მას. როგორც წესი, თამაშები ლიბერალური დემოკრატიის წისქვილზე ასხამს ხოლმე წყალს, განსაკუთრებით ცნობილი თამაშები. ჩვენ ვერ გავიხსენებთ ვერცერთ მაგალითს, როდესაც რომელიმე კომპიუტერულ თამაშში, სადაც მოქმედება მეორე მსოფლიო ომის ირგვლივ ვითარდება, ხოლო მთავარი გმირი, რომლის ავატარითაც თამაშობ, ფაშისტია.

ეს ყველაფერი იმ ფსიქოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით ხდება, რასაც საბოლოო ჯამში თამაში შეუქმნის მომხმარებელს. როდესაც საქართველოში მიდიოდა აქტიური პროპაგანდა რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ, საქართველოში რომ შექმნილიყო რაიმე მსგავსი თამაში, მტერი აუცილებლად რუსი იქნებოდა. ეს პროპაგანდის ის ნაწილი იქნებოდა, რომელიც გართობით, აზარტით და მომხმარებლის სურვილით იქნებოდა ნაკვები და ამავე დროს მოიტანდა სასურველ შედეგს. პროპაგანდა თავისას იზამდა, გონებაში სრულად გამყარდებოდა იმიჯები.

პროპაგანდის იდეალური მაგალითი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი ვიდეო თამაში ”პოლიცია”, რომელიც მიზნად ისახავდა სამართალდამცავი ორგანოსადმი კეთილგანწყობის შექმნას და მოზარდების დაინტერესებას. სავარაუდოდ, შემქმნელებმა დაასკვნეს, რომ ასე კრიმინალური მენტალიტეტი ჩანაცვლდებოდა კანონმორჩილებით, არადა რეალურად მოცემულობა იგივე დარჩა, მხოლოდ შეფუთვა შეიცვალა. ტერორისტების მაგივრად შეგეძლო აგერჩია პოლიცია და უკვე მუნდირში გამოწყობილს გეძალადა და მოგეკლა დამნაშავეები.

უცხოურ ვიდეო თამაშებში საქართველო კარგად ათვისებული სივრცეა. მაგალითად უბისოფტის თამაშში Tom Clancy's Splinter Cell მოქმედება საქართველოში მიმდინარეობს. 2004 წელს ჩვენ მოგვიკლავენ პრეზიდენტს და ძალაუფლებას ხელში ქართველი მილიარდერი კომბაინ ნიკოლაძე ჩაიგდებს. ქვეყანაში სიტუაციის დასარეგულირებლად ამერიკიდან გამოგზავნიან სამხედრო ეშელონს. ამ შემთხვევაში საქართველო მეორეხარისხოვანია, მთავარი დატვირთვა მოთამაშისთვის არის ის, რომ მისი ჯოისტიკი ხდება ამერიკელი სამხედროს იარაღი, რომლითაც უნდა დამყარდეს წესრიგი პატარა ქვეყანაში, რომელსაც თავად არ შეუძლია ამის გაკეთება.

თითქმის იგივე პათოსია ყველა მსგავს თამაშში. Ghost Recon-ში რუსეთი ახდენს საქართველოს ანექსიას, ამერიკა კი ეხმარება მას მტრის მოშორებაში. Call of Duty: Modern Warfare 2-ში საბრძოლო მისია საქართველო-რუსეთის საზღვარზე მიმდინარეობს. Metal Gear Rising: Revengeance ერთ-ერთი მისია აფხაზეთში უნდა გაიარო, სადაც რუსი და აფხაზი ტერორისტების მოკვლა გევალება. ამ მისიისთვის ცალკე საუნდტრეკიც კია დაწერილი და ”აფხაზეთის ქუჩები” ეწოდება. მოკლედ, იდენტური ხასიათის თამაშებში საქართველო და მსგავსი, ამერიკისადმი პოლიტიკურად კეთილგანწყობილი, ხოლო რუსეთისგან ჩაგრული ქვეყნები გამოიყენება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას იმას, თუ რამდენად მანკიერია რუსეთი და რომ მისი შეჩერება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენნაირი პატარა ქვეყნები ინტერვენციისთვის და ტოტალიტარული რეჟიმისთვისაა განწირული.

ასეთ დროს კი რასაკვირველია, მთავარი დამხმარე ამერიკაა - ყველაზე დიდებული ქვეყანა მსოფლიოში და ამ მითის გამყარება აქტიურად ხდება თანამედროვე საბრძოლო თამაშებში. შესაბამისად, პროპაგანდისტული მანქანა იდეალურად მუშაობს და მოზარდის ცნობიერში აშენებს კონკრეტული ქვეყნებისადმი კონკრეტულ შეხედულებებს და ცრუ ფასეულობებს.

გამომდინარე აქედან, ამერიკულ კომპიუტერულ თამაშებში საქართველოს ტერიტორიის გამოჩენა თუ მისი ხსენება მხოლოდ მოცემულობაა, რომელიც ჩვენთვის ზედაპირული სიხარულის საგანი შეიძლება გახდეს, მაგრამ მასშტაბური სურათი სულ სხვა სანახაობას იძლევა. ასეთ შემთხვევაში, გამოდის, რომ საქართველო ბრწყინვალედ გამოყენებული სიმულაციაა, როდესაც ქართველ მოთამაშეს ჰგონია, რომ პატივი მიაგეს მის ქვეყანას, სინამდვილეში კი ის უბრალოდ დიდი მექანიზმის პატარა დეკორატიულ დეტალად გამოიყენეს.

ბაჩო ოდიშარია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება