მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარინა ბერიძე: "კაცს თუ პაწაპუწა მოაკელი, ვიღაც იმ პაწაპუწას გაუკეთებს, მერე მიდი და იხტუნავე"
მარინა ბერიძე: "კაცს თუ პაწაპუწა მოაკელი, ვიღაც იმ პაწაპუწას გაუკეთებს, მერე მიდი და იხტუნავე"

65 წლის მა­რი­ნა ბე­რი­ძე ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ სიმ­შვი­დის ეტა­პი და­ე­წყო. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ბრა­ზი­ა­ნი აღა­რაა და ბევრ რა­მეს სხვა თვა­ლით უყუ­რებს. Ambebi.ge გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს ინ­ტერ­ვი­უ­დან.

***

"სარ­კე": უკან რომ იხე­დე­ბით, თქვენ მიერ დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს ხე­დავთ?

მა­რი­ნა ბე­რი­ძე: რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თან ძა­ლი­ან ბევ­რს, მაგ­რამ მათი გა­მოს­წო­რე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლია. რაც იყო, იყო, ალ­ბათ იმ ეტაპ­ზე სხვა­ნა­ი­რად არ შე­იძ­ლე­ბო­და. პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც უამ­რა­ვი შეც­დო­მა მაქვს დაშ­ვე­ბუ­ლი, რად­გან სამ­სა­ხურს გა­დავ­ყე­ვი. ოჯა­ხის­თვის უფრო მეტი შე­მეძ­ლო. კაცი ხომ ასე­თია, თუ რა­ღაც პა­წა­პუ­წა მო­ა­კე­ლი, ვი­ღაც გა­მოჩ­ნდე­ბა, რო­მე­ლიც იმ პა­წა­პუ­წას გა­უ­კე­თებს, მერე მიდი და იხ­ტუ­ნა­ვე, რამ­დე­ნიც გინ­და.

მოკ­ლედ, ცხოვ­რე­ბა­ში უამ­რა­ვი პრი­ო­რი­ტე­ტია. არა­და მე­გო­ნა, ის საქ­მე, რა­საც ვა­კე­თებ­დი, მთა­ვა­რი იყო ჩემ­თვის. აი, აქ და­ვუშ­ვი ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა. ბევ­რი სხვა რა­მეა უფრო მთა­ვა­რი, ამი­ტომ ზუს­ტად ერ­თნა­ი­რი დარ­ტყმა მი­ვი­ღე პი­რად­შიც და კა­რი­ე­რა­შიც.

"სარ­კე": გაქვთ ყო­ფილ ქმარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა?

მა­რი­ნა ბე­რი­ძე: არა! ეს ჩემ­თვის მტკივ­ნე­უ­ლი თე­მაა.

"სარ­კე": რო­გორ და­იბ­რუ­ნეთ ცხოვ­რე­ბის ხა­ლი­სი და სტი­მუ­ლი?

მა­რი­ნა ბე­რი­ძე: უბ­რა­ლოდ ხა­ლი­სი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ვარ და ცხოვ­რე­ბა მიყ­ვარს. ბინა შე­ვიც­ვა­ლე და, აი, ამ ხედს, რო­მელ­საც ახლა უყუ­რებთ, ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვეჩ­ვე­ო­დი, არ მომ­წონ­და, ფარ­დებს ვა­ფა­რებ­დი, მაგ­რამ შენს თავს უნდა მო­ე­რიო. ტრანკვი­ლი­ზა­ტო­რებ­ზე არ უნდა იჯდე, ძი­ლის წამ­ლე­ბი არ უნდა სვა, გა­თი­შუ­ლი არ უნდა იყო. რე­ა­ლო­ბას პირ­და­პირ თვა­ლებ­ში უნდა უყუ­რო. ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ არის სა­ინ­ტე­რე­სო, ამი­ტომ მოვ­ჭე­რი ის რთუ­ლი წლე­ბი და მათ­ში აღარ ვი­ქე­ქე­ბი. არას­დროს მიყ­ვარ­და უკან გა­ხედ­ვა. ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებს, რა იქ­ნე­ბა ხვალ და ამა­ნაც მიშ­ვე­ლა.

"სარ­კე": ვი­ცო­დი, რომ სამი შვი­ლიშ­ვი­ლი გყავ­დათ და უკვე მე­ო­თხეც შეგ­ძე­ნი­ათ.

მა­რი­ნა ბე­რი­ძე: ერთი გო­გოს­გან მყავს ოთხი შვი­ლიშ­ვი­ლი - სამი გოგო და ერთი ბიჭი. ანი­ტა ახ­ლა­ხან გახ­და 40 დღის. რო­გორც ბავ­შვე­ბი ამ­ბო­ბენ, სა­სა­ცი­ლო ბე­ბია ვარ. სხვა­თა შო­რის, მე­გობ­რუ­ლი გახ­ლა­ვართ მათ­თან, ში­ნა­გა­ნად მკაც­რი ვარ და მე­ში­ნია, ეს ბავ­შვებ­ზე არ გა­და­ვი­დეს, ამი­ტომ მათ­თან სა­ხა­ლი­სო ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. შვი­ლი დე­დამ უნდა გა­ზარ­დოს და მკაც­რიც ის უნდა იყოს. შუ­ა­თა­ნა შვი­ლიშ­ვი­ლი მე­უბ­ნე­ბა, მარი, წარ­ბე­ბი ჩა­მოს­წიე, შენი სულ არ მე­ში­ნი­აო.

ეკა ლე­მონ­ჯა­ვა, ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

მარინა ბერიძე: "კაცს თუ პაწაპუწა მოაკელი, ვიღაც იმ პაწაპუწას გაუკეთებს, მერე მიდი და იხტუნავე"

მარინა ბერიძე: "კაცს თუ პაწაპუწა მოაკელი, ვიღაც იმ პაწაპუწას გაუკეთებს, მერე მიდი და იხტუნავე"

65 წლის მარინა ბერიძე ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ამბობს, რომ სიმშვიდის ეტაპი დაეწყო. როგორც თავად ამბობს, ბრაზიანი აღარაა და ბევრ რამეს სხვა თვალით უყურებს. Ambebi.ge გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან.

***

"სარკე": უკან რომ იხედებით, თქვენ მიერ დაშვებულ შეცდომებს ხედავთ?

მარინა ბერიძე: რასაკვირველია, თან ძალიან ბევრს, მაგრამ მათი გამოსწორება ძალიან ძნელია. რაც იყო, იყო, ალბათ იმ ეტაპზე სხვანაირად არ შეიძლებოდა. პირად ცხოვრებაშიც უამრავი შეცდომა მაქვს დაშვებული, რადგან სამსახურს გადავყევი. ოჯახისთვის უფრო მეტი შემეძლო. კაცი ხომ ასეთია, თუ რაღაც პაწაპუწა მოაკელი, ვიღაც გამოჩნდება, რომელიც იმ პაწაპუწას გაუკეთებს, მერე მიდი და იხტუნავე, რამდენიც გინდა.

მოკლედ, ცხოვრებაში უამრავი პრიორიტეტია. არადა მეგონა, ის საქმე, რასაც ვაკეთებდი, მთავარი იყო ჩემთვის. აი, აქ დავუშვი ყველაზე დიდი შეცდომა. ბევრი სხვა რამეა უფრო მთავარი, ამიტომ ზუსტად ერთნაირი დარტყმა მივიღე პირადშიც და კარიერაშიც.

"სარკე": გაქვთ ყოფილ ქმართან ურთიერთობა?

მარინა ბერიძე: არა! ეს ჩემთვის მტკივნეული თემაა.

"სარკე": როგორ დაიბრუნეთ ცხოვრების ხალისი და სტიმული?

მარინა ბერიძე: უბრალოდ ხალისიანი ადამიანი ვარ და ცხოვრება მიყვარს. ბინა შევიცვალე და, აი, ამ ხედს, რომელსაც ახლა უყურებთ, ძალიან დიდხანს ვეჩვეოდი, არ მომწონდა, ფარდებს ვაფარებდი, მაგრამ შენს თავს უნდა მოერიო. ტრანკვილიზატორებზე არ უნდა იჯდე, ძილის წამლები არ უნდა სვა, გათიშული არ უნდა იყო. რეალობას პირდაპირ თვალებში უნდა უყურო. ცხოვრებაში ბევრი რამ არის საინტერესო, ამიტომ მოვჭერი ის რთული წლები და მათში აღარ ვიქექები. არასდროს მიყვარდა უკან გახედვა. ყოველთვის მაინტერესებს, რა იქნება ხვალ და ამანაც მიშველა.

"სარკე": ვიცოდი, რომ სამი შვილიშვილი გყავდათ და უკვე მეოთხეც შეგძენიათ.

მარინა ბერიძე: ერთი გოგოსგან მყავს ოთხი შვილიშვილი - სამი გოგო და ერთი ბიჭი. ანიტა ახლახან გახდა 40 დღის. როგორც ბავშვები ამბობენ, სასაცილო ბებია ვარ. სხვათა შორის, მეგობრული გახლავართ მათთან, შინაგანად მკაცრი ვარ და მეშინია, ეს ბავშვებზე არ გადავიდეს, ამიტომ მათთან სახალისო ურთიერთობა მაქვს. შვილი დედამ უნდა გაზარდოს და მკაცრიც ის უნდა იყოს. შუათანა შვილიშვილი მეუბნება, მარი, წარბები ჩამოსწიე, შენი სულ არ მეშინიაო.

ეკა ლემონჯავა, ჟურნალი "სარკე"

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?