პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედი" "მაესტროს" ყიდულობს? - რა კომენტარს აკეთებენ ტელევიზიების ხელმძღვანელები
"იმედი" "მაესტროს" ყიდულობს? - რა კომენტარს აკეთებენ ტელევიზიების ხელმძღვანელები

და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "მა­ესტროს" გარ­შე­მო სი­ახ­ლეა. კუ­ლუ­ა­რებ­ში სა­უბ­რო­ბენ იმის შე­სა­ხებ, რომ არხი გა­ი­ყი­და და ის "იმედ­მა" შე­ი­ძი­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ­ხის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც ფლო­ბენ, თუმ­ცა ეს მათ­თვის ოფი­ცი­ა­ლუ­რად არა­ვის გა­ნუ­ცხა­დე­ბია.

მას შემ­დეგ, რაც ჟურ­ნა­ლის­ტთა წრე­ებ­ში აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო "მა­ესტროს" შე­საძ­ლო გა­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­უ­ბა­რი, Ambebi.ge-მ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბის­თვის "მა­ესტროს" გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს, გი­ორ­გი ისა­კა­ძეს მი­მარ­თა.

- ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ "მა­ესტრო" "იმედ­მა" იყი­და. ეს სი­მარ­თლეა?

- არ ვფლობ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას და ვერ და­გი­დას­ტუ­რებთ. მგო­ნია, რომ ჭო­რია. და­ნარ­ჩე­ნი გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ­თან და დამ­ფუძ­ნებ­ლებ­თან გა­და­ა­მოწ­მეთ.

გი­ორ­გი ისა­კა­ძეს­თან სა­უბ­რის შემ­დეგ Ambebi.ge "მა­ესტროს" ერთ-ერთ დამ­ფუძ­ნე­ბელს, ილია კი­კა­ბი­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

- ბა­ტო­ნო ილია, ამ­ბო­ბენ, რომ "მა­ესტრო" "იმედ­მა" იყი­და, მარ­თა­ლია?

- და­უ­რე­კეთ "იმედს" და ჰკი­თხეთ. ეს ჩვენ არ დაგ­ვი­წე­რია და ვინც და­წე­რა, იმას ჰკი­თხეთ.

- ჯერ არ­სად და­წე­რი­ლა ამის შე­სა­ხებ, უბ­რა­ლოდ ვრცელ­დე­ბა ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია...

- და­უ­რე­კეთ "იმედს".

- თქვენ არ იცით, იყი­და თუ არა "მა­ესტრო" "იმედ­მა", ან მი­დის თუ არა ამ ტი­პის მო­ლა­პა­რა­კე­ბა?

- ჩვენ ეს ინ­ფორ­მა­ცია არ გაგ­ვივ­რცე­ლე­ბია და ვინც ავ­რცე­ლებს, იმას ჰკი­თხეთ. სა­ჯა­რო რე­ეტრში არის მო­ნა­ცე­მე­ბი და იქ შე­გიძ­ლი­ათ გა­და­მოწ­მე­ბა.

Ambebi.ge ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ხელ­მძღვა­ნელს, გი­ორ­გი ბახ­ტა­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ "იმედს" "მა­ესტრო" არ შე­უ­ძე­ნია. კი­თხვა­ზე, მიმ­დი­ნა­რე­ობს თუ არა ამ სა­კი­თხზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, გი­ორ­გი ბახ­ტა­ძემ პა­სუ­ხი აღარ გაგ­ვცა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

"იმედი" "მაესტროს" ყიდულობს? - რა კომენტარს აკეთებენ ტელევიზიების ხელმძღვანელები

"იმედი" "მაესტროს" ყიდულობს? - რა კომენტარს აკეთებენ ტელევიზიების ხელმძღვანელები

დაუდასტურებელი ინფორმაციით, "მაესტროს" გარშემო სიახლეა. კულუარებში საუბრობენ იმის შესახებ, რომ არხი გაიყიდა და ის "იმედმა" შეიძინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არხის ჟურნალისტებიც ფლობენ, თუმცა ეს მათთვის ოფიციალურად არავის განუცხადებია.

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტთა წრეებში აქტიურად დაიწყო "მაესტროს" შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით საუბარი, Ambebi.ge-მ ინფორმაციის გადამოწმებისთვის "მაესტროს" გენერალურ დირექტორს, გიორგი ისაკაძეს მიმართა.

- ბატონო გიორგი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მაესტრო" "იმედმა" იყიდა. ეს სიმართლეა?

- არ ვფლობ ამ ინფორმაციას და ვერ დაგიდასტურებთ. მგონია, რომ ჭორია. დანარჩენი გენერალურ დირექტორთან და დამფუძნებლებთან გადაამოწმეთ.

გიორგი ისაკაძესთან საუბრის შემდეგ Ambebi.ge "მაესტროს" ერთ-ერთ დამფუძნებელს, ილია კიკაბიძეს დაუკავშირდა.

- ბატონო ილია, ამბობენ, რომ "მაესტრო" "იმედმა" იყიდა, მართალია?

- დაურეკეთ "იმედს" და ჰკითხეთ. ეს ჩვენ არ დაგვიწერია და ვინც დაწერა, იმას ჰკითხეთ.

- ჯერ არსად დაწერილა ამის შესახებ, უბრალოდ ვრცელდება ასეთი ინფორმაცია...

- დაურეკეთ "იმედს".

- თქვენ არ იცით, იყიდა თუ არა "მაესტრო" "იმედმა", ან მიდის თუ არა ამ ტიპის მოლაპარაკება?

- ჩვენ ეს ინფორმაცია არ გაგვივრცელებია და ვინც ავრცელებს, იმას ჰკითხეთ. საჯარო რეეტრში არის მონაცემები და იქ შეგიძლიათ გადამოწმება.

Ambebi.ge ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელს, გიორგი ბახტაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ "იმედს" "მაესტრო" არ შეუძენია. კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა ამ საკითხზე მოლაპარაკებები, გიორგი ბახტაძემ პასუხი აღარ გაგვცა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია